სიონში მგლოვიარეთა დახმარება

young-orthodox-kids-at-funeral-708x416ისრაელი შოკირებულია ამ კვირაში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო, როდესაც ებრაელებს თავს დაესხნენ მათი დილის ლოცვის დროს ჰარ ნოფის სინაგოგაში. მკვლელობამ შეიწირა ოთხი პატივდებული თორის მასწავლებელი და მათ გარდა დაიჭრა ასევე 18 ადამიანი. მოკლული არის ასევე პოლიციელი, რომელიც სასწრაფოდ შევარდა სცენაზე.

ეს ტერაქტი, რომელიც იყო გახრწნილი მთელი თავისი ბუნებით, იყო ტერორისტული თავდასხმების და არეულობის უკანასკნელი სერია, რომელიც განხორციელდა პალესტინელების მიერ იერუსალიმის გარშემო. ძალადობის ტალღამ გასულ თვეში 11 ებრაელის გარდაცვალება გამოიწვია, თუ არ ჩავთვლით კიდევ მრავალ ადამიანს რომელიც დაზარალდნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კიდევ ბევრი დაშავდა და დასახიჩრდა ცხოვრებაში ამ ყველაფრის გამო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის ოჯახებს დაემატათ ახალი ღრმა ჭრილობები, რადგან მათ დაკარგეს ახლობლები და ნათესავები. მეუღლეებმა დაკარგეს ქმრები, დედებმა დაკარგეს შვილები და ათასობით ბავშვი ახლა ობოლია.

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან  განსაზღვრულია, რათა ანუგეშოს და დაეხმაროს ტრავმირებულ ოჯახებს. ამ მხრივ, უნიკალური შესაძლებლობა გაეხსნა ქრისტიან საელჩოს, რომ დაეხმაროს ამ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ ჰარ ნოფის თავდასხმის დროს სინაგოგაში.

ამ განსაკუთრებულ კვირაში, ICEJ აფინანსებს “შაბათის განმარტოებას”, 24 ბავშვს, რომელმაც დაკარგა თავისი მამა ამ თავდასხმის დროს. ისინი გალილეის სასტუმრო სახლებში დარჩებიან და მიიღებენ ექსპერტების მომზადებულ სპეციალურ კონსულტაციას, რომელთაც შეუძლიათ ტერორიზმის მსხვერპლებთან მუშაობა. მათ ასევე გაუწევენ მკურნალობას და ჩაუტარებენ ბიბლიურ გაკვეთილებს სანამ ისინი კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს შემდეგ კვირაში.

არის კიდევ მრავალი ბავშვი, რომელთა მამები სინაგოგის თავდასხმაში მიღებული მძიმე ტრამვების გამო საავადმყოფოებში რჩებიან და ჩვენთვის კარი ღიაა, რომ მათაც დავეხმაროთ უახლოეს მომავალში. ჩვენ ასევე დავეხმარებით იმ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს, რომლებმაც თავი გაწირეს ამ თავდასხმის დროს თანამემამულე ისრაელის მოქალაქეების დასაცავად.

ასე რომ, თქვრნ გაქვთ შანსი დაგვეხმაროთ, რომ ვანუგეშოთ და ვუმკურნალოთ სიონში მგლოვიარეებს. ამ ოჯახების საჭიროება დიდია, მათი მომავალი კი გაურკვეველი და ამჟამად ვრცელდება მსოფლიოში ახალი ამბები, რომ ქრისტიანები ეხმარებიან მათ. ავრცელებენ ძლიერ და დროულ დამოწმებას, რომ ქრისტიანები მართლაც ზრუნავენ.

ამიტომ გთხოვთ, გაიღეთ მაქსიმუმი რაც შეგიძლიათ, რათა დაეხმაროთ ისრაელს ამ კრიზისის დროს. შეგილიათ გააკეთოთ პირდაპირი შემოწირულობა ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით – www.icej.org

დოქტორი იურგენ ბუელერი

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩოს აღმასრულებელი დირექტორი