ICEJ.GE

აღდგომა და პასექი
აღდგომა და პესახი თორისა და სახარების შუქზე.

არსებობს ხალხში ასეთი ისტორია, აღდგომის კვირას ხაიმ რაბინოვიჩი გავიდა ეზოში და შეხვდა მეზობელს, რომელიც მიესალმა მას სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“. ხაიმმა არ იცოდა რა გაეკეთებინა და უპასუხა: „მადლობთ“.

ქუჩაში ხაიმს ხვდებოდა ხალხი, ესალმებოდნენ სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“. რამოდენიმე „მადლობის“ პასუხის შემდეგ რაბინოვიჩმა ვერ მოითმინა და შემდეგ მისალმებაზე თქვა: „გმადლობთ, სამწუხაროდ უკვე ინფორმირებული ვარ!“

სამწუხაროდ, აღდგომის დღეები კვლავ გვახსენებს მრავალსაუკუნოვან ურთიერთსიძულვილს ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის. გასულ წელს მშობლებისადმი საშინელი მიმართვები გავრცელდა კრასნოიარსკის და ციმბირის სხვა ქალაქების ქუჩებში და ზოგიერთ ადგილობრივ გაზეთებშიც კი. „მოშურნე ქრისტიანები“ აფრთხილებდნენ ხალხს, რომ „ებრაული პასექის“ დროს ებრაელებს სჭირდებათ ქრისტიანი ჩვილების სისხლი მაცას მოსამზადებლად.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული გაგებით, ბოლო ჩვიდმეტი საუკუნის განმავლობაში, აღდგომა იქცა ქრისტიან-ებრაელთა დაპირისპირების დღედ.

ასე, რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, ქრისტიანული ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე თავის მიმართვაში დაწერა შემდეგი სიტყვები: „და ჭეშმარიტად, უპირველეს ყოვლისა, ყველას უაღრესად უღირსად მოეჩვენა, რომ ამ უწმინდესი დღესასწაულის აღნიშვნისას ჩვენ ებრაელების ჩვეულებას უნდა მივყვეთ, რომლებიც ასეთი საძაგლები არიან! ხელები საზარელ დანაშაულში გაისვარეს და დამსახურებულად დაუბრმავდათ გონება. მაშასადამე, მიზანშეწონილია, რომ უარვყოთ ამ ხალხის პრაქტიკა, გავაგრძელოთ ამ ჩვეულების აღნიშვნა უფრო კანონიერი წესით, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უფლის ვნების პირველი დღიდან დღემდე. და მოდით, ნურაფერი გვექნება საერთო ყველაზე მტრულად განწყობილ ებრაულ ხროვასთან. ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გზა ჩვენი მხსნელისგან. ჩვენი უწმინდესი რელიგიისთვის გახსნილია უფრო კანონიერი და მისაღები გზა. ერთსულოვანი შეთანხმებით მივყვეთ ამ გზას, თავიდან ავიცილოთ, ჩემო პატივცემულო ძმებო, ეს ყველაზე საზიზღარი საზოგადოება“.

სწორედ ამ იმპერიული მოწოდებიდან იწყება პერიოდი, როდესაც ქრისტიანებმა შემოიღეს აღდგომის აღნიშვნის ისეთი გამოთვლა, რომ ის არანაირად არ დაემთხვას 14 ნისანს, როგორც ეს ლევიანთა 23-ე თავშია ჩაწერილი. საინტერესოა, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში ახალი აღდგომის შემოღება, რომელიც კონსტანტინემ დააკანონა რომის იმპერიაში, მოხდა იმავე წლებში, როდესაც ეკლესიამ ოფიციალურად აქცია კვირის პირველ დღედ-კვირა, უფლის თაყვანისცემი საყოველთაო დღე. და როგორც არაბიბლიური იდეა ქრისტეზე, რომელიც აღდგა როგორც ამომავალი მზე, გახდა ეკლესიის მამების საფუძველი ებრაული შაბათის ნაცვლად მზის წარმართული დღის აღსანიშნავად, ასევე გაზაფხულის მზედგომა გახდა თარიღის გამოთვლის საწყისი წერტილი „ახალი ქრისტიანული აღდგომისა“.

VIII საუკუნის დასაწყისისთვის სიტყვა „აღდგომა“ საერთოდ არ გამოიყენებოდა დასავლურ ქრისტიანობაში. ინგლისური სიტყვა აღდგომა მომდინარეობს ძველი ანგლო-საქსური ქალღმერთი ოტარადან, დილის გამთენიის ქალღმერთიდან, რომელიც იპყრობს სიბნელეს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ.

როდესაც მე-16 საუკუნეში პაპმა გრიგოლმა ბრძანა ძველი იულიუსის კალენდარში ცვლილებების შეტანა, იმის გამო, რომ ის საკმარისად ზუსტი არ იყო, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კატეგორიული უარი თქვა ახალ კალენდარზე გადასვლაზე. უარის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ახალ კალენდარში აღდგომის გამოთვლის პრინციპი დარღვეული იყო და აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ებრაული და ქრისტიანული აღდგომა ერთმანეთს ემთხვეოდა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ეს ფაქტი აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა.

იუდაიზმთან ხიდების დაწვით ქრისტიანობამ ფაქტობრივად გაანადგურა მისი ბიბლიური საფუძველი. ძველი აღთქმის კანონების უარყოფის მცდელობისას ეკლესია ფაქტობრივად ეწინააღმდეგებოდა სახარების პრინციპებს და ტრადიციას, რომელიც თავად იესომ დაამკვიდრა. სახარების ცნობები ნათლად ადასტურებს, თუ როგორ აღნიშნა იესომ პასექი.

„უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: “სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?” მან უთხრა: “წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.” მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. (მათე 26:17-19)

ის რაც ხდება ზედა ოთახში, ქრისტიანულ ტრადიციაში ეწოდება „საიდუმლო სერობა“. გასული ექვსი საუკუნის განმავლობაში ლეონარდო და ვინჩის ნახატის ვიზუალური გამოსახულება აღბეჭდილი იყო მრავალი ქრისტიანის მენტალიტეტში, სადაც იესო და მისი თორმეტი მოწაფე, შუა საუკუნეების ბერებად გამოწყობილნი, დეკორატიულად სხედან მონასტრის სატრაპეზოს მაგიდასთან.

სინამდვილეში სახარებები მინიშნებასაც კი არ აკეთებენ, რომ სუფრა რაღაც საიდუმლო ბუნებას ატარებდა. პირიქით მახარებელი მათეს სიტყვები: „რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად“ (მათე 26:20). ისინი ცალსახად ამბობენ, რომ იესომ თავის მოწაფეებთან ერთად აღასრულა პასექი. ბერძნული არსებითი სახელი დეიპნონი, რომელიც რუსულად ითარგმნება როგორც „ვახშამი“, ფაქტობრივად, ასახავს ებრაულ სიტყვას სედერ, გაშლილი ან გაწყობილი სუფრის მნიშვნელობას, ან უფრო სწორად „სუფრას“. მიშნაში დაწრილი ინსტრუქციის თანახმად, პასექის დროს საჭირო იყო არა სუფრასთან ჯდომა, არამედ წამოწოლა აღმოსავლური წესით გადაჯვარედინებული ფეხებით, როცა მარჯვენა იდაყვით ეყრდნობი მეზობლის ბარძაყს… სწორედ ამგვარად აღწერს იოანე მახარებელი „იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს“ (იოან. 13:23). იესოს მარცხნივ მყოფი და მის თეძოზე მოყრდნობილი აღმოჩნდა თავად იოანე, რომელიც აღმოჩნდა თავისი საყვარელი რაბის მკერდის დონეზე.

სახარების აღწერილობა საშუალებას გვაძლევს ზუსტად აღვადგინოთ პასექის სედერის ტრადიციული სურათი, სადაც ყოველწლიურად იუდევლები იხსენებდნენ უზენაესის დიდ წყალობას, მის ნიშნებსა და სასწაულებს, რომლითაც მან გამოიყვანა თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან. სედერზე ტრადიციულად სვამდნენ ოთხ სასმისს: მონობის სასმისს, ჭირის სასმისს, გამოსყიდვის სასმისს და განდიდების სასმისს. ჭირის თასის დალევის შემდეგ საჭირო იყო მაცასთან ერთად მწარე მწვანილების ჭამა, რაც ნათქვამია გამოსვლის მე-12 თავში, რის შემდეგაც ტრადიციის მიხედვით იშლებოდა სუფრა (შულხან არუხი).  სედერის დასაწყისში წამყვანი ერთ ნაჭერ მაცას მალავდა ნაჭრის ქვეშ. მაცას ამ ნაჭერს ერქვა აფიკომან, რაც ბერძნულად ნიშნავს „დესერტს“. აფიკომანის გემო უნდა დარჩენილიყო ენაზე გასული ღამის მოსაგონებლად. ამიტომაც, შემდეგ, სედერის წინამძღოლს გამოჰქონდა აფიკომანი და მესამე თასის, გამოსყიდვის თასის წინ, წვრილად ამტვრევდა და სედერის ყველა მონაწილეს აძლევდა.

სწორედ ამ დეტალებს გადმოსცემს მახარებელი მათე.

“როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: “აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.” აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: “ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.” (მათე 26:26-28)

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო იყენებს ებრაული ზეპირი ტრადიციის ელემენტებს, რომლებიც განვითარდა საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ებრაელები იკრიბებოდნენ უფლის პასექის გასახსენებლად.

არამეული სიტყვა პასექი, ებრაული სიტყვა ფესახ მომდინარეობს ზმნიდან ლაპასოხ, რაც ნიშნავს „გვერდის ავლას“. სიკვდილის ანგელოზმა მაშინ გვერდი აუარა იმ სახლებს, რომლებიც კრავის სისხლით იყო შეღებილი. სწორედ ამ კრავს ეწოდება უფლის პასექი (გამოსვლა 12:11). პავლე მოციქული ასევე ახალ აღთქმაში იძლევა აღდგომის ძალიან კონკრეტულ განმარტებას „ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა“ (1 კორ. 5:7). ეს განმარტება არ ჯდება, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის თანამედროვე იდეაში. სახარების სწავლების თანახმად, იესო არის ღვთის კრავი, რომელმაც საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო გოლგოთაზე, რითაც მარადიული სიცოცხლე მისცა მათ, ვინც იღებს მხსნელის სისხლს. მსგავსი რამ მოხდა 1400 წლის წინ. კრავის სისხლი იყო ნიშანი იმისა, რომ სიკვდილის ანგელოზი არ შეხებოდა იმ ოჯახების პირმშოებს, რომლებიც უფლის ხმას ისმენდნენ და კლავდნენ კრავს. ამიტომ პავლე საუბრობს აღდგომაზე, როგორც იესო ქრისტეს სიკვდილის სიმბოლოზე და არა მისი აღდგომის დღეზე.

ბუნებრივია, საპასექო რიტუალი, რომელიც აღწერილია გამოსვლის წიგნში, უნიკალური და განუმეორებელი იყო ისტორიაში, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ისრაელიანებმა კრავი დაკლეს და მისი სისხლით კარის კვარცხლბეკები შეღებეს. ეს დადგენილება ჩაწერილია მეორე რჯულის წიგნის 16:5-6-ში: „ვერ დაკლავ პასექს შენს რომელიმე კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად, იქ დაკალი პასექი საღამოს, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის დროს“ (მეორე რჯული 16:5-6). ეს დადგენილება ეხებოდა მხოლოდ ტაძარში შესრულებულ საპასექო რიტუალს. თუმცა ბიბლია არ იძლევა რაიმე კონკრეტულ მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლოთ ებრაულ ოჯახებს პასექის აღნიშვნა საკუთარ სახლებში, გამოსვლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ისრაელის ხალხმა შეიმუშავა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ოთხი სასმისის გამოყენებით, რომელიც საპასექო აგადის სიმბოლოა (ფესახის შესახებ მოყოლის) და აფიკომანით, რომელიც იმალება სედერის დასაწყისში, რის შემდეგაც ბავშვებს უნდა ეპოვათ იგი.

როგორც სახარებიდან ჩანს, იესო იყენებს ტრადიციული სედერის კომპონენტებს, კერძოდ, იესო იღებს აფიკომანს და მესამე თასს, გამოსყიდვის სასმისს, რომელიც ისმევა აფიკომანის გატეხვის შემდეგ და თავის თავზე საუბრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო პასექის დღესასწაულზე იესო თავის მოწაფეებს უჩვენებს, რომ აფიკომანის გატეხვა, მისი დამტვრეული სხეულის სიმბოლოა, ხოლო გამოსყიდვის სასმისი მიუთითებს მის სისხლზე.

საინტერესოა, რომ მათე უკანასკნელი ვახშამის შესახებ მონაკვეთს ამთავრებს სიტყვებით: „იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ“ (მათ. 26:30). სედერის დასასრულს, როდესაც უკანასკნელი, განდიდების თასი ისმეოდა, მღეროდნენ ტრადიციულ საპასექი ჰალელს, რომელიც 110-112 ფსალმუნების სიტყვებისგან შედგებოდა, რომელიც იწყება სიტყვით „ჰალალუია“ (ვადიდოთ უფალი). სწორედ ამ სიტყვებს მღეროდნენ იესოს მოწაფეები, როცა მასთან ერთად წავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

იქ, გეთესემანიის ბაღში, გაიმართა პასექის სედერის ბოლო ნაწილი, რომელიც არცერთ ებრაელს არ გაუმართავს სახლში. სედერის დროს მეხუთე სასმისი მაგიდაზე დევს ყველა ებრაელის სახლში. ეს არის სასმისი ელია წინასწარმეტყველისთვის, რომელიც, მოგეხსენებათ, არ არის მკვდარი და ნებისმიერ დროს შეუძლია მოინახულება. თანახის უკანასკნელი წინასწარმეტყველების მიხედვით, ელია მოვა სწორედ „უფლის დიდი და საშინელი დღის მოსვლამდე“ (მალ. 4:5). ამიტომაც ეწოდება ებრაულ ტრადიციაში მეხუთე თასს ღვთის რისხვის სასმისი.

იესოს სიტყვები სასმისზე, რომელიც მან ლოცვაში წარმოსთქვა გეთსემანიის ბაღში, რომელსაც თან ახლდა სისხლიანი ოფლი, არ იყო უბრალოდ მეტონიმია. ლოცვისას სიტყვები: “მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“, იესო გულისხმობდა თავის განაჩენს, შეესვა ღმერთის რისხვის სასმისი მთელი მსოფლიოსთვის, რათა ყველა ქრისტიანი და ებრაელი დაუბრუნდეს საერთო ფესვებს, თორასა და წინასწარმეტყველთა წერილებს, შეძლონ ურთიერთსიძულვილისა და ცრურწმენების დაძლევა და შეხვედრა ზეციურ იერუსალიმში.

ალექსანდრე ბოლოტნიკოვი,

კვლევითი ცენტრი „შალომის“ დირექტორი,

ღვთისმეტყველების დოქტორი

ჩემს კვერთხში არის გველი
ცოტა ხნის წინ, ერთ საღამოს ბიბლიის შესწავლისას, მე და ჩემმა მეგობარმა ვისაუბრეთ მოსესა და აარონის მსახურების სათავეზე. ჰაშემი ყოველთვის როდესაც, მოქმედებს გარკვეული შაბლონების ფარგლებში, ცდილობს რაღაც გვასწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია გარკვეული გაკვეთილი ვისწავლოთ ამ ორი ძმის სცენაზე გამოჩენიდან. მოდით გადავხედოთ მათ პირველ გამოჩენას ყურადღების ცენტრში და ვნახოთ რისი ჩვენება შეუძლია ჩვენთვის ამ ეპიზოდს.

მოვლენები ვითარდება ფარაონის სასახლეში. მოსე აქ გაიზარდა, მაგრამ შემდეგ ორმოცი წელი გაატარა მიდიანში, რომელსაც თავი შეაფარა, როდესაც ეგვიპტელი ზედამხედველი მოკლა ებრაელი მონის სასტიკად ცემისთვის. მიდიანში ყოფნისას მოსემ ისწავლა მწყემსის საქმის ყველა სირთულე, ეს განათლება აუცილებელი იყო, რომ გამხდარიყო უზენაესი ღმერთის ერის წინამძღოლი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ებრაულ ფესვებთან დასაბრუნებლად მოსეს სჭირდებოდა ეგვიპტური გონების „გადაპროგრამება“. შედეგად, მის ცხოვრებაში განადგურდა ეგვიპტური ღმერთები და ის შეხვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - יהוה‏‎ . როგორც კი მოსე საკმარისად გათავისუფლდა ეგვიპტისგან, მიხვდა საიდან მოდიოდა (გააცნობიერა თავისი ფესვები) და რას მოელოდა ყოვლისშემძლე მისგან, ის მზად იყო მისიაში წასასვლელად.

სანამ ამ ისტორიის შემდეგ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მოუწია მოსეს ორმოცი წლის ასაკში ორმოცი წლით გაუჩინარება. ზეციერ მამას სურდა, ყოველწლიურად გაეუქმებინა მოსეს მისწრაფებები ეგვიპტის მეფობაზე და სანაცვლოდ მისთვის ახალი მეფობა მიენიჭებინა, რომელიც პირდაპირ ღვთის ტახტიდან გამოდიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელის ღმერთს სურდა 100%-ით დარწმუნებულიყო, რომ მიდიანში მოკრძალებული ცხოვრების წესის შემდეგ, მოსე სასახლეში დაბრუნებისას, სადაც ის ოდესღაც გაიზარდა, არ ცდუნდებოდა ოქროთი და ვერცხლით სავსე დიდებული დარბაზების დანახვისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მოსემ დატოვა ეგვიპტე, მაგრამ ღმერთს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ეგვიპტემ დატოვა მოსე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას. მოსე და აარონი პირდაპირ ფარაონის სახლში გაგზავნეს, რათა მისთვის ნიშნები და სასწაულები ეჩვენებინათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან, ძველ ეგვიპტეში ვერცერთი უცხოელი ვერ გაბედავდა ფარაონის წინაშე გამოჩენას, რომ არ ეთქვა ვისი წარმომადგენელი იყო. ფარაონს შეეძლო ეკითხა: „რა ძალაუფლებით მოხვედით ჩემთან?“ - ამიტომ, როდესაც მოსე და აარონი წარსდგნენ მთელი ეგვიპტის მმართველის წინაშე, საქმე სწორედ უფლებამოსილების საკითხში იყო. მოსე ფარაონის წინაშე წარსდგა როგორც ისრაელის ლიდერი და განიზრახა განემტკიცებინა თავისი ახალი ტიტული ძალაუფლების დამადასტურებელი ნიშნებით. მაგრამ სანამ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, მოდით მივმართოთ წმინდა წერილის მონაკვეთს, რომელშიც ღმერთი ეუბნება მოსეს და აარონს, რა უნდა გააკეთონ, როდესაც ფარაონს შეხვდებიან.გამოსვლა7:8-9

და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: “თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ‘სასწაული მოახდინეთ’, მაშინ ეტყვი აარონს: ‘აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე’. და იქცევა იგი გველად.”

მილიონ დოლარიანი კითხვა: „ყველა ცხოველიდან, რომლადაც შეიძლება გადაიქცეს ჯოხი, რატომ აირჩია יהוה‏‎ მაინც და მაინც გველი?“. უფრო ლოგიკური და შთამბეჭდავი არ იქნებოდა ლომი? რატომ გველი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გამოვიკვლიოთ ის მიზეზები, რის გამოც ფარაონის პირველი შეხვედრის შემდეგ მოსესა და აარონთან, יהוה‏‎ სასჯელი მოუვლინა ეგვიპტეს.

ყოველი სასჯელი იყო პირდაპირი თავდასხმა ერთ-ერთ ეგვიპტურ ღმერთზე. ეგვიპტელები უზენაეს ღმერთად მზის ღმერთ რას თვლიდნენ, რომლის მოსისხლე მტერი ნილოსის წყლებში მობინადრე გველი აპოპი იყო. ამრიგად, როდესაც კვერთხი გველად გადაიქცა და ეგვიპტელი ჯადოქრების გველი შეჭამა, უფალმა ცხადყო, რომ ფარაონს ღმერთი რა მტერთან ჰქონდა საქმე და ეს უკანასკნელი თავის მსახურებთან ერთად უნდა გაქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პირდაპირი სიმბოლიზმი, რომელიც ისტორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, იძლევა უფრო ღრმა ხედვას ამ მონაკვეთის მნიშვნელობის შესახებ, ეს არის მონეტის მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც ასახავს ჭეშმარიტებას. მაგრამ რა ვთქვათ მეორე მხარეზე, რომელიც სულს ასახავს? რა მიზნით წარმოგვიდგინა ღმერთმა ისტორიული მოვლენა?

წმინდა წერილიდან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, ყოველთვის უნდა ვეცადოთ დავინახოთ თავდაპირველი განზრახვა. რას გულისხმობდა ამა თუ იმ ნათქვამის ავტორი? თუ ავტორი ღმერთია, მაშინ ბიბლიურ ტექსტს შეუძლია მრავალი გაგება გაგვიხსნას, როცა შავით თეთრზე ნაწერის მიღმა ღმერთის გულს ვხედავთ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს იყო მოსესა და აარონის, როგორც ლიდერების დებიუტი. ამრიგად, ღმერთის თავდაპირველი განზრახვა არის, ასწავლოს გაკვეთილი ლიდერობის შესახებ და ჩვენ უნდა გავიგოთ, რისი თქმა სურს მას და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სწორად გამოვიყენოთ მისი ავტორიტეტი.ღმერთმა უბრძანა აარონს, მიწაზე დაეგდო ხის კვერთხი. მას შეეძლო უბრალოდ დაენერგა თავისი ძალა აარონში, მაგრამ არჩია ამის დემონსტრირება ჯოხით ფიზიკურ დონეზე. ამ ქმედებამ საშუალება მისცა მოსესა და აარონს დაენახათ, რომ მათი ძალაუფლება გარედან მოდიოდა. ის მათ არ ეკუთვნოდა. მათ უბრალოდ მიეცათ მისი გამოყენების უფლება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც კარგად უნდა გაიგოს ყველამ, ვინც სულიერი ავტორიტეტით არის დაჯილდოებული. ისინი არაფრით განსხვავდებიან ღვთის სამწყსოს სხვა ცხვრებისგან, არამედ უბრალოდ არჩეულნი არიან „კვერთხის ტარებისთვის“. ეს კვერთხი არის ძალაუფლების აღნიშვნა. წაართვით ის და ადამიანს ვერაფრით განასხვავებთ „ფარაშო მყოფი სხვა ცხვრებისგან“.

როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ვინმეს ღვთისგან მიეცა ავტორიტეტის კვერთხი? საკმარისი არ არის საკუთარ თავს უბრალოდ მოძღვარი ან ლიდერი უწოდოთ. როგორ მიხვდა ფარაონი, რომ მოსე იყო ისრაელის ლიდერი? იმ ძალის წყალობით, რომელიც ღმერთმა აჩვენა მოსეს კვერთხით (ძალაუფლების). თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ, თუ ვინ არის ცხებული, თუ დაინახავთ ღვთის ძალას, რომელიც მოქმედებს ამ ხალხის მეშვეობით. ღმერთი იმით ადასტურებს რომ ვინმე აირჩია მწყემსად, როდესაც მისი მეშვეობით ვლინდება ნიშნები, სასწაულები და ძალის გამოვლინება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის. ძალა მიუთითებს ღმერთის ავტორიტეტზე. თუ არ არის ძალა, მაშინ არ არის ცხებულება.

ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. რატომ მოუწია აარონს კვერთხის დაგდება? რატომ არ შეეძლო მიწისთვის შეეხო, რომ კვერთხი გველად გადაქცეულიყო? სასწაული მაინც სასწაულად დარჩებოდა. რატომ გახდა საჭირო კვერთის მიწაზე დაგდება? ეს გვაბრუნებს პირველ კითხვასთან: „რატომ გველი?“ გველი განასახიერებს იაჰვეს მტერს: თავად სატანას. რატომ გამოიყენა ღმერთმა სატანის სიმბოლო ფარაონისთვის პირველ ნიშნად? ვფიქრობ მიზეზი ის არის, რომ გველმა გამოსტაცა ადამს ძალაუფლება და ამიტომ ახლა იმყოფებოდა ადამიანის ძალაუფლების „შიგნით“. ის იყო იმ „კვერთხში“ – ძალაუფლების კვერთხში. ადამიანი იმდენად გაირყვნა, რომ ნებისმიერი ძალა რომლის მიცემაც შეეძლო ღმერთს, დაუცველი იყო გველის გავლენისგან. საიდან გაჩნდა გველი, როცა აარონმა კვერთხი მიწაზე დააგდო? თავად კვერთხიდან. გველი თავად აარონის კვერთხში იყო!

ეჭვგარეშეა, რომ როგორც კი უფალმა მოსეს ძალაუფლება მისცა, გველი უკვე იქ იყო, მზად იყო მოეხდინა გავლენა მოსეზე და გამოეყენებინა მისი ძალა საკუთარი მიზნებისთვის. როდესაც ბლეიკმა გააჟღერა აზრი, რომ გველი თავად კვერთხში იყო, ბევრი რამ მაშინვე გაბრწყინდა ჩემს სულში. სინამდვილეში, ყველა კვერთხში არის გველი, ანუ ძალაუფლების ყველა სტრუქტურაში გამონაკლისის გარეშე. ამ პირველი სასწაულით ზეციერი მამა ცდილობდა ეჩვენებინა მოსესა და აარონისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან მისცა მათ ძალა, კაცობრიობის დაცემული მდგომარეობის გამო, მასში არის გველი, რომელიც მზადაა ნებისმიერ წამს აწიოს თავისი მახინჯი თავი.

იმისთვის, რომ გააცნობიეროს თავისი სრული პოტენციალი და წარმართოს ღმერთის სრული სისავსით, ლიდერმა, პირველ რიგში უნდა იცოდეს კვერთხში გველის ყოფნის შესახებ. ეს შეიძლება იყოს როგორც თავად ადამიანში, ასევე თანაშემწეებსა და თანამშრომლებს შორის და ოჯახის წევრებს შორისაც კი, და ეს საჭიროა გამოვლინდეს. ამის გაკეთების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: დააგდო შენი ძალაუფლება მეფის თანდასწრებით და ნება მისცე მას გამოავლინოს დაფარული. კვერთხის დაგდებისას მოსემ და აარონმა წამიერად დათმეს ძალაუფლება – და გველი მაშინვე გამოვლინდა. მე მჯერა, რომ მამა ამ მაგალითით გვიჩვენებს მნიშვნელოვან პრინციპს. ძალაუფლების რა პოზიციაც არ უნდა გეკავოს: ქმრის, უფროსის, პასტორის ან ნებისმიერი სხვის – პირველ რიგნში უნდა გამოავლინოთ და დაიჭიროთ გველი, რათა ჭეშმარიტი ძალა გამოთავისუფლდეს იმ კვერთხიდან, რომელიც ღმერთმა მოგცა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენს კვერთხში ყოველთვის იქნება გველი, და ჩვენი ამოცანაა- ამოვიცნოთ და ვაკონტროლოთ, რომ არ გადაგვყლაპოს.

რა უბრძანა ღმერთმა მოსეს, როგორც კი გველი გამოჩნდა? დაეჭირა კუდით. ამით მოსემ წინასწარმეტყველურად გამოაცხადა, რომ ის თავის ცხოვრებაში სრულ კონტროლს იღებდა გველზე, რათა მას აღარასდროს აეწია თავისი მახინჯი თავი.

თითოეულ ჩვენგანში იმალება გველი, რომელიც მზადაა ჩვენს გასანადგურებლად და ჩვენში მცხოვრები ღმერთის ძალის წასაბილწად. მხოლოდ ღმერთის წინაშე თავმდაბლობით, ჩვენი ძალაუფლების „მიწაზე დაგდებაზე“ დათანხმებით და ღმერთისთვის თხოვნით, რომ გამოავლინოს ჩვენში და ჩვენს გარშემომყოფებში არსებული გველი, შევძლებთ ნამდვილად დავიცვათ თავი მისი შხამისგან. ლიდერის ამოცანაა შექმნას და დაიცვას სწორი ატმოსფერო, რომელშიც ღვთის ძალას შეეძლება მოქმედება. ხანდახან ისე ვართ დაკავებულნი ღმერთის საქმით, რომ ცხვირწინ ვერ ვამჩნევთ გველს. რამდენი ქორწინება დაინგრა იმის გამო, რომ მეოღლეები არასდროს უმკლავდებოდნენ საკუთარ სისუსტეებს – ამ „გველებს“, რომლებიც მათ ურთიერთობაში იმალებოდნენ? რამდენი ეკლესია გაიყო იმის გამო, რომ პასტორი იმდენად იყო დაკავებული საქმეებით, ვერ ამჩნევდა თავის დამხმარეებში გველს, რომელსაც მეტი კონტროლი და ძალაუფლება სურდა? და ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

მოსე და აარონი განასახიერებდნენ მთელი ისრაელის წინამძღოლებს და გველი სხვა ძმის წინაშე უნდა გამოევლინათ. საკმარისი არ არის უბრალოდ დაინახოთ საკუთარი სისუსტეები ან პოტენციური გველები თქვენს გარშემო მყოფ ლიდერებს შორის. თქვენ უნდა ამხილოთ ისინი. ეს იგივეა, რაც ჯოხის მიწაზე დაგდება. მას შემდეგ რაც მტერი იქნება გამჟღავნებული, შეძლებთ მის კუდით დაჭერას და მისი ძალის გაკონტროლებას თქვენს ცხოვრებაში. არავის უყვარს თანამშრომლებს შორის „გველებთან“ შეხვედრა. ლიდერი გრძნობს, რომ ისინი იქ არიან, მაგრამ ურჩევნია არ გამოიტანოს ისინი შუქზე და არ გამოამჟღავნოს ისინი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ზიანი, რომელიც „გველს“ შეუძლია მოიტანოს, მხოლოდ მასზე ღიად მითითებით. ნახეთ, რას ამბობს წმინდა წერილი იმის შესახებ, რაც თითოეულ ჩვენგანშია.

3 მეფეთა 8:37-40

„შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი, ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის შეჭირვება და ამ სახლისკენ გამოიწვდის ხელებს, ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს; რათა დღენიადაგ ეშინოდეთ შენი, სანამ ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მამებისთვის გაქვს მიცემული.“

აზრს ხვდებით? მამაზეციერი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ უბედურება, რომელიც ჩვენს გულებშია და რომ მხოლოდ მან იცის, რა არის ადამიანის გულში. ამგვარად, გველის გამოსავლენად, ლოცვით უნდა მივიდეთ ღმერთთან და ვთხოვოთ, გვაჩვენოს ის, რასაც ვერ ვხედავთ: გველი, რომელიც ყველგან თან დაგვყვება შესაძლებლობის მოლოდინში, რომ გაანადგუროს ძალაუფლება, რომელიც ღმერთისგან გვაქვს მოცემული. მრავალი სამეფო განადგურდა პატარა გველის ნაკბენით.

სასჯელები, რომლის გამოთავისუფლებასაც აპირებდნენ მოსე და აარონი ეგვიპტეზე, მომდინარეობდა იმ უბედურებებისგან, რომელიც უკვე იყო ფარაონის გულში. მამაზეციერი უბრალოდ ცდილობდა მათ მინიშნებას, რაც მას ისევ და ისევ მონანიების საშუალებას აძლევდა. როდესაც გაირკვა, რომ ფარაონი არ მოინანიებდა, მოუვლინა ის მას ის, რასაც იმსახურებდა. ეს არის ფარაონის გულის გაქვავების ჭეშმარიტი მიზეზი. მან ვერ დაინახა გველი თავის კვერთხში და ამ სიბრმავის გამო ძალა სამუდამოდ წაერთვა და განადგურდა.

დასარულს, მივმართავ ნამდვილ ლიდერებს (და ჩვენ ყველანი ვართ ამა თუ იმ დონეზე). თუ თქვენ აპირებთ დაინახოთ ღმერთის ნამდვილი ძალა, რომელიც გამოვლინდება თქვენი მეშვეობით, და მიიღოთ ჭეშმარიტი კურთხევები თქვენს ცხოვრებაში, მაშინ უნდა მისცეთ ღმერთს უფლება გამოააშკარაოს ის შეჭირვებები – „გველი“ თქვენს გულში. შემდეგ თქვენ უნდა აღიაროთ ეს ვინმეს წინაშე და სცადოთ გველის კუდით დაჭერა, რათა მასზე სრული კონტროლი აიღოთ. როდესაც ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ნაწილს, სულიწმინდა ასრულებს თავის საქმეს, უძლურს ხდის გველს ჩვენს ხელში.

დღეს დრო დაუთმეთ იმას, რომ სთხოვოთ მამას გაჩვენოთ ის, რისი დანახვაც არ შეგიძლიათ.

ავტორი – რაბი შმუელ ბენ აზარია

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი

ცათა სასუფეველი
მსურს თქვენთან ერთად განვიხილო, ძალიან საინტერესო და ღრმა კონცეფცია- „ცათა სასუფეველი“. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ მხოლოდ იესო ქრისტეს მთაზე ქადაგების კონტექსტში, განსაკუთრებით ისტორიულ, რაბინულ კონტექსტში. თუმცა, ჯერ ესქატოლოგიაში ნუ გადავალთ, მთაზე ქადაგების კონტექსტში შევეცადოთ გავიგოთ თავად „ცათა სასუფევლის“ კონტექსტი.

ეს კონცეფცია ბიბლიაშვი სხვაგან არსად გვხვდება, მხოლოდ მათეს სახარებაში. ასე რომ განვიხილოთ ცნობილი ქადაგება მთაზე, ნაკლებად ცნობილი პერსპექტივით, მის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში. მაგრამ სანამ დავიწყებ, მსურს ცოტა რამ გითხრათ სტერეოტიპებზე, კვლევისადმი მიდგომისას. სტერეოტიპი ბევრია და განსხვავებული. მაგალითად, სიტყვა ფარისეველს ბევრი ქრისტიანისთვის უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. თუმცა თავად სიტყვა ან ცნება მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან პერუშიმ- რაც ნიშნავს განმმარტავს და არავითარ შემთხვევაში თვალთმაქცობას. მწიგნობარნიც ასევე ლიტერატურათმცოდნეები არ იყვნენ, მწიგნობრებში იგულისხმებოდნენ წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები, რომლებიც წმინდა წერილს გადაწერდნენ. მწიგნობრების გარეშე დღეს ჩვენ საერთოდ არ გვექნებოდა ბიბლია. ძალიან მნიშვნელოვანია სახარების ტექსტების შესწავლა, ზუსტად იმ კონტექსტში, რომელშიც დაიწერა.

იესოს კონფლიქტი ფარისევლებთან და მწიგნობრებთან სხვა საკითხია, ამას ჯერ არ შევეხებით.

ჩვენს განხილვას დავიწყებ ამ ტექსტით:

“მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: “აჰა, ღვთის კრავი.” ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: “რას ეძებთ?” მათ უთხრეს: “რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად ცხოვრობ?” (იოანე 1:35-38).

სახარებებში იესოს 12-ჯერ მიმართავენ პირდაპი სიტყვით -რაბი, მას რაბინს უწოდებენ და 40-ჯერ მიმართავენ იესოს – როგორც მოძღვარს. ერთადერთი, რაც ზემოთ მოყვანილი ტექსტიდან რჩება გაუგებარი, არის გამოთქმა – „სად ცხოვრობ“? რას ნიშნავს „სად ცხოვრობ“?

ჩვენს გაგებაში, მასწავლებელთან სკოლაში ან უნივერსიტეტში უნდა მიხვიდე და არა სახლში. იესო არ იყო მასწავლებელი თანამედროვე გაგებით, და როგორ იყო მასწავლებელი, ამის ნახვა შეგვიძლია ძველ ებრაულ წყაროებში.

მიშნა არის ტრადიციების კოდექსი, რომლებიც ჰქონდათ ფარისევლებს, ეს კრებული მოიცავს 60 ტრაქტატს სხვადასხვა თემაზე. ასე რომ, მიშნაში ერთი ტრაქტატი ისტორიულია, დანარჩენი საკანონმდებლო, და მას პირკეი ავოტ (მამათა სწავლება) ჰქვია. ეს ტრაქტატი შეიცავს ბრძენი კაცის სიტყვებს:

დაე შენი სახლი იყოს ბრძენთა სავანე, ჩაეფლე მტვერში მათ ფეხებთან და დალიე მათი სიტყვების ნექტარი.

თუ სახარებას ყურადღებით წაიკითხავთ, შეამჩვენთ, რომ ძალიან ხშირად იჯდა ვიღაც იესოს ფეხებთან. ისინი სხვედან იესოს ფეხებთან არა იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალია, არამედ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ნებისმიერი სკოლა ასე იწყებოდა.

დავუბრუნდეთ ფარისევლებს და გამოვყოთ ისინი ასე, რომ ფარისევლები (ან ფერუშიმ) იყვნენ წმინდა წერილის განმმარტავები. მათ შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ ნეემიას მე-8 თავში. ეზრას მიერ შემოღებული ეს ტრადიცია ასე გაგრძელდა იესოს დღეებამდე. იესო არ იყო სტუმარი უცხო პლანეტიდან, ის ებრაული საზოგადოების ნაწილი იყო. სახარებაში ვხვდებით, რომ იესო შევიდა სინაგოგაში და კითხულობდა, მაგრამ მას ამ დროს ჰქონდა პრობლემა, რომელსაც აქ ვხედავთ: „გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო?“ (იოან. 7:15). ეს სიტყვები ქებას კი არ შეიცავს, არამედ საყვედურს… ეს პრობლემა ჰგავს იმას, დღეს რომ მიხვიდე ექიმთან, რომელსაც განათლება არ აქვს და სამედიცინო სკოლა არ დაუმთავრებია. ასე უდგებოდნენ ებრაელები იესოს. მსგავსი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი: „მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: “რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?” )იოანე 2:18).

ამ სიტყვებს ებრაელები წარმოთქვამენ ტაძარში ვაჭრების დაშლის შემდეგ. ებრაელები სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამბობენ: „რა არის, რატომ ხარ ასეთი თავხედი? აბა ერთი შენი დიპლომი გვაჩვენე! შენს განათლებას თუ აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია? მაშინ დავიჯერებთ რომ ჩვენი კაცი ხარ თუ ასეთი დიპლომი გექნება, სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა გააკეთო არ მიგიღებთ“. ეს იყო იმ დროს ფარისევლებსა და იესოს შორის მთავარი კონფლიქტი. რადგან იესო არ იყო არცერთი რაბინის არც მოსწავლე არც კურსდამთავრებული. ჩვენ ვიცით, რომ იესო სწავლობდა, რომ მას შეეძლო კითხვა, ის დადიოდა სინაგოგაში და კითხულობდა, იმ დროს მოსახლეობის დაახლოებით 10% შეეძლო კითხვა. მაგრამ ებრაულ ტრადიციაში არის განსხვავება „შეგიძლიასა“ და „სწავლას-მოწაფედ ყოფნას შორის“. ყველა რაბინს ჰქონდა თავისი სკოლა. რაბინულ სკოლაში იყვნენ მოსწავლეები. მაგალითად საქმეების წიგნში ჩვენ ვკითხულობთ გამალიელის შესახებ: “მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.“ (საქმეები 22:3). გამალიელი იყო პავლეს მასწავლებელი, ანუ პავლეს უნდა დაემკვიდრებინა გამალიელის კათედრა. იესოს კი ჰყავდა მთავარი მოძღვარი – მამა ზეციერი. იესოს ბავშვობისა და ახალგაზრდობის მასწავლებლები იყვნენ საშუალო დონის მასწავლებლები, ისინი ასრულებდნენ მეორეხარისხოვან როლს. იესოს მასწავლებელი, ვის მოწაფედაც ის აცხადებს თავს, არის მისი მამა. მაგრამ ფარისევლებმა ეს ვერ მიიღეს. თუმცა იესო აარსებს თავის სკოლას, ან როგორც ებრაელები ამბობენ, აარსებს თავის იეშივას.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ქადაგება მთაზე არის მისი მთავარი პროგრამა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ – მისი მასტერკლასი სკოლის გახსნამდე. ახლა მოდით დავფიქრდეთ რამოდენიმე სიტყვაზე, რასაც იესო ამბობს.

„არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება“ (მათე 5:17-18). რა არის ეს იოტები და წერტილები? რაზეც იესო საუბრობს არის სტანდარტული, დაწყებითი სასწავლო გეგმა ებრაულ სკოლებში. იოტები და წერტილები ებრაული ასოების უმარტივესი ელემენტებია. თავად იოტა ასო არ არის, როგორც აპოსტროფი, ხოლო წერტილი – ხაზი. ფაქტობრივად, ნებისმიერი ებრაული ასო შეიძლება დაიყოს ამ ელემენტებად, იოტებად და წერტილებად.

რატომ გვჭირდება ასეთი დეტალები? იმის გამო, რომ შეუძლებელია თორის შესწავლა, თუ ადამიანი გაუნათლებელია. იესო აქ ამბობს, რომ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც რაბინები ასწავლიან თორას, მეც ვასწავლი თორას. თორას გრაგნილის არცერთი წერტილი და იოტა არ დაიკარგება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი სიტყვა, რაც ღმერთმა უთხრა მოსეს სინაიზე და შემდგომში წინასწარმეტყველებს, არ გაქრება მისი სწავლებიდან, არცერთი სიტყვა და არც ერთი ასო. მწიგნობრები ძალიან ზედმიწევნით იცავდნენ თორის ტექსტს. იესო ამბობს, რომ რაც თორაშია დაწერილი, მოწოდებულია რომ ზუსტად ის ასწავლოს. როგორც ზოგჯერ განმარტავენ, რომ იესომ უკვე აღასრულა ეს და ჩვენთვის აღარ არის საჭირო. რას ნიშნავს საჭირო არ არის? შემდეგ იესო საუბრობს მცნებების დაცვის მისეულ გაგებაზე: „ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:19)

აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვიყენოთ სტერეოტიპი ან კლიშე. რუსულად ხშირად გამოიყენება იდიომა „ცათა სასუფეველი“ მაგალითად გარდაცვლილებზე საუბრისას. ჩვენ ძალიან ბევრი კლიშე გვაქვს. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი რომ არ ვიფიქროთ ასე, მაგალითად, ფარისევლები-თვალთმაქცები, მწიგნობრები-ლიტერატუტათმცოდნეები, „ცათა სასუფეველი“- მკვდრების განსასვენებელი, ან სამოთხე სადაც მართლები ხვდებიან. რანაირია სამოთხე, რომელშიც არის „უმცირესი“ ან „უდიდესი“? არსებობს სწავლება, რომ თუ შესცოდავ, მაინც მოხვდები სამოთხეში, მაგრამ არა უმაღლეს დონეზე არამედ რაღაც „სამოთხის გასახდელში“. სისულელეა, ნუთუ ამაზე საუბრობს იესო? ასე რომ, იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის ცათა სასუფეველი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გამოთქმას იყენებს მხოლოდ მახარებელი მათე. სხვა სახარებები საუბრობენ ღვთის სამეფოზე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, არც ერთი იოტა და არც ერთი წერტილი არ ამოვარდება. ჩავთვალოთ, რომ „ცათა სასუფეველი“ არის ცათა სასუფეველი, ხოლო „ღვთის სამეფო“ – „ღვთის სამეფო“. ნუ ავურევთ. ბიბლია სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ტერმინის განსაკუთრებულობა, მოდით ამ მუხლს მივაქციოთ ყურადღება: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.“ (მათე 11:11). თუ „ცათა სასუფეველი“ სამოთხეა, მაშინ რანაირად გამოდის, რომ იოანე ნათლისმცემელი ყველაზე უმნიშვნელოა?

სხვათა შორის, ადრეული მკვლევარებიც კი, როცა სწავლობდნენ მათეს სახარებას, დაინახეს, რომ მას აქვს 10 იგავი, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორია ცათა სასუფეველი. არის იგავი „მებადურზე“, რომელიც იჭერს სხვადასხვა თევზს, იგავი „ხორბალისა და ტარის შესახებ“ და ა.შ. ამ იგავებიდან ირკვევა, რომ სამოთხეზე არ არის საუბარი. ამიტომ ამ მკვლევარებმა შექმნეს კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომ „ცათა სასუფეველი“ ეკლესიაა. მაშინ რა ხდება იოანე ნათლისმცემელზე? ის რა, ეკლესიის ნაწილი არ არის? ისევ გაურკვეველი შეუსაბამობა. ჩვენ ვერ გავიგებთ, სანამ არ მივმართავთ სახარების ჭეშმარიტ ტექსტს, სადაც იესო არა მხოლოდ მწყემსი, არამედ მოძღვარი და რაბინია, რომელსაც აქვს საკუთარი სკოლა. რომელზეც ის ამბობს, რომ მასში ისინი მოხვდებიან, ვინც იოანე ნათლისმცემლის სკოლა დაამთავრა. „მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: “აჰა, ღვთის კრავი.” ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: “რას ეძებთ?” მათ უთხრეს: “რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად ცხოვრობ?” (იოანე 1:35-38).

მოწაფეები შემობრუნდნენ, დაემშვიდობნენ იოანეს, მის სკოლას, მივიდნენ იესოსთან და ეუბნებიან: რაბი ახლა შენთან მოვედით სასწავლებლად, სად ცხოვრობ? რას გავს ეს? იოანე ნათლისმცემელი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი საფეხურის მასწავლებელი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ვინც დაასრულა მასთან სწავლა, შემდეგ გადადის სხვა საფეხურზე იესოსთან სასწავლებლად. ამიტომაც იესოს სკოლის მოსწავლეები არიან იმ სკოლის მოსწავლეები, რომელსაც „ცათა სასუფეველი“ ჰქვია. „ცათა სასუფეველი“ – ასე ჰქვია სკოლას, სადაც იესო ასწავლის თავის მოწაფეებს. ახლა ყველაფერი ცხადი ხდება და მუხლიც „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.“ – უკვე ნათელია. ახლა, ამ გაგების ფონზე, კვლავ განვიხილოთ „ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:19).

ნუთუ სამოთხეში ვინმეს შეუძლია მცნებების დარღვევა? მაგრამ თანამედროვე ენაზე რომ ვისაუბროთ, თუ ჩემს სკოლაში დაარღვევ მცნებებს, მაშინ ჩემგან ორიანს მიიღებ, ჩემს გამოცდას ვერ ჩააბარებ. ასეთი დამოკიდებულება აქვს იესოს რჯულთან, ვინც მას არ ასრულებს, ორიანებს უწერს, შემდგომ სწავლა შეუძლებელი ხდება და ოროსნები ირიცხებიან სკოლიდან. ეს არის ის, რისი თქმაც სურს იესოს, ის თავისი სკოლისთვის ადგენს შეფასების კრიტერიუმს და სტანდარტებს: „ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ არჩევანი – თუ გსურთ ისწავლოთ ჩემთან, ეს არის ჩემი სტანდარტი, აქ არის ჩემი სასწავლო კრიტერიუმი. ჩემი სკოლა უმაღლესი სტანდარტია, როგორც ჰარვარდი, ოქსფორდი… თუ ამ სტანდარტს არ დააკმაყოფილებ, მაშინ გაგრიცხავ. სწორედ ამ კუთხით ხდება გასაგები სახარების ყველა ტექსტი, სადაც „ცათა სასუფეველი“ არის ნახსენები.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იესოს სკოლაში – „ცათა სასუფეველში“.

გიორგი ჯიჯიეშვილი

ICEJ-ის განცხადება ისრაელის ამჟამინდელ პოლიტიკაზე კორონის ვაქცინის შესახებ
მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მიმართავენ საერთაშორისო ქრისტიანულ საელჩოს იერუსალიმში, რათა გაიგონ ჩვენი მოსაზრებები ისრაელის სწრაფი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამაზე კორონავირუსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით mRNA-ს ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით (RNA მესინჯერი). ზოგს აქვს სერიოზული შიში, რომ ისრაელის ხალხმა შეიძლება გაუცნობიერებლად ჩაიგდოს თავის დიდ საფრთხეში, ზოგს კი უფრო მეტად აწუხებს სპეკულაციური თეორიები იმის შესახებ, რომ ისინი ეშმაკის მახეში ებმებიან „უკანასკნელ დღეებში“.

ისრაელის პასუხი უპრეცედენტო კრიზისზე

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისრაელი, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, უპრეცედენტო ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას იმ მომავკდინებელი ვირუსით, რომელმაც მსოფლიოში 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს მოიცავს დაახლოებით 6000 ებრაელის სიკვდილს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, რაც ექვსჯერ მეტია ვიდრე პალესტინის მეორე ინდიფატაში 5 წლიანი სასტიკი ტერორიზმის დროს. გარდა ამისა, კორონავირუსის იზოლაციამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისრაელის ეკონომიკას, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც მთლიანად შეჩერდა მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელის პარტიის ლიდერები ყველა ხაზში შეთანხმდნენ ამ საკითხის სწრაფი ეროვნული რეაგირების საჭიროებაზე.

მთავრობის თავიდანვე სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებით, ისრაელი მისაბაძი გახდა მრავალი სხვა ქვეყნისთვის, დაწყებული დროული საკარანტინოთი და მოგზაურობების აკრძალვებით, რათა დაეცვა თავისი მოსახლეობა ვირუსისგან. ისრაელი ასევე წარმატებით ავითარებს კორონავისურის მკურნალობის ახალ მეთოდებს და კვლევამ აჩვენა პერსპექტიული შედეგები. ამრიგად, ისრაელში კორონავირუსით დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში (1%-ზე ნაკლები), თუმცა ინფექციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. საერთო ჯამში, ნეთანიაჰუს მთავრობის სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსზე საყოველთაოდ აღიარა კონკურენტმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ისრაელის საზოგადოების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა.

ისრაელის გადაწყვეტილება გამოიყენოს mRNA ვაქცინები

ისრაელის ლიდერების გადაწყვეტილება, გამოიყენოს ახალი mRNA ვაქცინები, როგორც ვირუსისგან იზოლირების გზა, აშკარად გამოიწვია ჯანმრთელობის უპრეცედენტო კრიზისმა, რომელსაც ხელი შეუწყო სიცოცხლის შენარჩუნების ებრაულმა ტრადიციამ და ისრაელის ზოგადმა დამოკიდებულებამ სამეცნიერო და ბიოსამედიცინო მიღწევების მიმართ. საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების მიერ 25 წლიანი პერსპექტიული კვლევა mRNA ვაქცინებზე და ადრეული დისკუსიები მთავრობასა და Pfizer Pharmaceuticals შორის, ისრაელის ლიდერებსა და სამედიცინო პროფესიონალებს დაეხმარა ეს სწრაფი გადაწყვეტილება მიეღოთ. კომპანია Pfizer-მა ჩაატარა ტესტირების მკაცრი სტადიები კორონას ახალი ვაქცინისთვის ადამიანებზე მოკლევადიანი გვერდითი ეფექტების გამო, ხოლო გრძელვადიანი გამოკვლევების ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ აშშ-ს ხელისუფლებამ იგი მოიწონა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“ და სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად, ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა გაითვალისწინოს რისკები და გამოიყენოს mRNA ვაქცინა მისი მოსახლეობისთვის.

დღეს ისრაელი გახდა მხოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა: ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 90% ან ვაქცინირებულია ან გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი COVID19-დან გამოჯანმრთელების გამო. ჯერჯერობით, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა 97%-ით წარმატებულია იმუნიზაციისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ და სიკვდილიანობა ყველაზე დაუცველ ხანდაზმულ მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა. მაისის ბოლოს ისრაელი მიზნად ისახავს მიაღწიოს „კოლექტიურ იმუნიტეტს“ და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, მოგზაურობის გარკვეული შეზღუდვები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ვირუსის ახალი მუტაციების ზემოქმედების შესამცირებლად. ისრაელი ასევე მზად არის გასცეს „მწვანე პასპორტები“ მათთვის ვინც აცრილ იქნა და გამოჯანმრთელდა, რაც ნიშნავს, რომ „მწვანე პასპორტის გარეშე“ მათ შეიძლება ჰქონდეთ დროებითი შეზღუდვები სოციალური აქტივობის არჩევანში.

ისრაელის უმეტესობა თანამშრომლობს მთავრობის ამბიციურ ვაქცინაციის პროგრამასთან და აქ სამედიცინო საზოგადოებაც მხარს უჭერს მას.

სიმართლისა და ჭორების დალაგება

ამასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ვრცელდება საგანგაშო ცნობები და თეორიები ისრაელის ვაქცინაციის პროგრამის შესახებ, რომლებიც შემდგომ განმარტებას საჭიროებს.

მთავრობის მიერ დადგენილი ამჟამინდელი პოლიტიკა ისრაელის ვაქცინაციის შესახებ სიახლე არ არის, რადგან მსგავსი განკარგულება მიიღეს ისრაელში 1952 წელს, როდესაც ყველას აიძულეს აცრა მუცლის ტიფის წინააღმდეგ და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ ფულადი ჯარიმაც კი გამოიწვია.

არსებობს მოსაზრებები, რომ ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებელი ბევრად აღემატება COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვს. ეს მოსაზრებები უსაფუძვლოა, რასაც მოწმობს ისრაელის ჯანმრთელობის მართვის ყველა ორგანიზაციის მონაცემები. ისინი ასევე აჩვენებენ, რომ ნაკლები ვაქცინირებული ადამიანი იღუპება და მათ, ვინც ჯერ კიდევ ინფიცირებულია ვირუსით, უფრო სუსტი სიმპტომები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც აცრილია.

ისრაელი არ აპირებს გახდეს გამიჯნული ქვეყანა, რომელიც გაყოფს ხალხს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულებად. ისრაელში ყველას მაინც აქვს უფლება უარი თქვას ვაქცინაციაზე, თუმცა ეს შეიძლება ნიშნავდეს დროებით შეზღუდვას არჩევანზე, რომელიც მათ შეუძლიათ მიიღონ გადაადგილებასთან და სოციალურ აქტივობასთან დაკავშირებით.

ზოგი ახალ „მწვანე პასპორტს უკავშირებს გამოცხადების წიგნში მოხსენიებულ „მხეცის ნიშანს“ და იმასაც კი ამბობს, რომ ისრაელი ვაქცინის საშუალებით მიესალმება მათზე ანტიქრისტეს მმართველობას. საუკეთესო შემთხვევაში ეს სუფთა სპეკულაციაა. ვაქცინაციის პასპორტები (მაგალითად, ყვითელი პასპორტი საერთაშორისო მოგზაურობისთვის) უკვე ათწლეულებია არსებობს და აფრიკის ბევრ ქვეყანაში მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ ყვითელი ცხელების და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო განახლებული ვაქცინებით. გარდა ამისა, გამოცხადება 13-ის შესაბამისი მონაკვეთები ხაზს უსვამს მკრეხელურ ანტიქრისტიანულ პროგრამას, რომელიც გამოიწვევს „წმინდანებთან ომს“. პირიქით, ცხადია, რომ ისრაელის ვაქცინაციის პოლიტიკა არ შეიცავს რაიმე რელიგიურ და სულიერ მიზანს, გარდა სიცოცხლის გადარჩენისა.

დარჩენილი პრობლემები

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება, კითხვები და მიზეზები mRNA ვაქცინების გრძელვადიანი გვერდითი მოვლენების შესახებ და ხალხს სამართლიანად უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავი შეიკავონ ვაქცინაციისგან. ჩვენ მივესალმებით ისრაელის მხარდაჭერას ამ თავისუფლებისადმი. ამასთან, ამ ვაქცინაცინების გრძელვადიანი ეფექტის შესახებ ჩვენმა ცოდნამ არ გაამართლა ისრაელის წინააღმდეგ კრიტიკული კამპანიების წამოწყება ან ისრაელის ლიდერების დადანაშაულება საკუტარი ხალხის წინააღმდეგ ბოროტ მოტივებში. უფრო მეტიც, ჩვენ მათთვის უნდა ვილოცოთ, რადგან ისინი ჯანმრთელობის უპრეცედენტო კრიზისში იმყოფებიან და ჩვენი ლოცვები უფრო მეტად სჭირდებათ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მთელს მსოფლიოში ჯანმრთელობის ამ კრიზისის მასშტაბებმა და გავლენამ კარი გაუღო ერთობლივ გლობალურ ინიციატივებს, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი საფრთხე შეუქმნან დემოკრატიულ პროცესებს და აქვთ პოტენციალი გამოყენებულ იქნან მომავალი ანტიქრისტიანული და დისკრიმინაციული პროგრამებისთვის. ამასთან, ქრისტიანებმა არ უნდა იცხოვრონ კორონავირუსის შიშით და ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ვაქცინების შიშით. უფრო მეტიც, ჯანსაღი შიში უნდა გვქონდეს ღმერთის, რომელიც საბოლოო ჯამში განაგებს ჩვენს ცხოვრებასა და ბედს

(ესაია 8: 12-13).ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; ნუ შეგეშინდებათ და შეგზარავთ ის, რისაც მათ ეშინიათ. ცაბაოთ უფალი შერაცხეთ წმიდად; ის იქნება თქვენი შიში და ის იქნება თქვენი ძრწოლა.

დაბოლოს, არ უნდა დავუშვათ, რომ კრიზისმა გაგვყოს. მე მესმის, რომ ყველა არ იზიარებს ამ შეფასებას და ზოგი შეიძლება სხვადასხვა დასკვნამდე მივიდეს. ამასთან, არასდროს უნდა დავუშვათ ქრისტეს სხეულის გაყოფა და არ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი სიყვარული ღვთის ხალხისადმი, ახალი ტიპის ვაქცინების შეზღუდვების გაგებით. პავლემ დაავალა რომის ეკლესიას, არ დაეშვა მორწმუნეთა სხეულის დანაწევრება კერპებისადმი მიძღვნილი საკვების მოხმარების გამო, ასევე მოუწოდა ეკლესიის წევრებს, რომ ერთმანეთი არ გაესამართლებინათ, რადგან „ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ“ (რომ. 14:8). ის ასევე ახსენებს რომაელ მორწმუნეებს, რომ „ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“ (რომ. 14:17). ვაქცინის მიღება-არ მიღება არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს თქვენთვის სანდო ექიმების სათანადო სამედიცინო რჩევას და ინფორმირებულ თანხმობას და საკუთარ სინდისს. ყველამ პატივი უნდა ვცეთ იმას, თუ როგორ მიიღებენ სხვები საკუთარ გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სხვებთან საუბრისას საქმე გვაქვს ზუსტ და სანდო ინფორმაციასთან.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ილოცოთ ისრაელის ლიდერებისთვის ამ რთულ პერიოდში და ასევე ილოცოთ ჩვენთვის, როდესაც ვასრულებთ ჩვენს მოწოდებას, რომ დავდგეთ ისრაელთან და მხარი დავუჭიროთ მათ კრიზისულ პერიოდში. ლოცვა კურნავს და იცავს. ჩვენ ეს განვიცადეთ ჰაიფაში ჰოლოკოსტის გადარჩენილთა სახლში, რომელზეც მეტწილად არ უმოქმედია კორონავირუსს. ისრაელში ჯანდაცვის პროფესიონალები ამას „სასწაულს“ უწოდებენ ნებისმიერი მოხუცთა სახლისთვის. ამასთანავე, ილოცეთ ჩვენთვის, სანამ ვაგრძელებთ მთელი ისრაელისთვის მსახურებას, ამ არსებული გამოწვევების მიუხედავად.

მეტი ინფორმაციისთვის, ამ თემაზე იხილეთ ვებ-სემინარი ICEJ „ისრაელი და კორონას ვაქცინები“, რომელიც ცატარდა 2021 წლის 11 მარტს, რომლის მოდერატორი გახლდათ ICEJ-ის ოფიციალური წარმომადგენელი დევიდ პარსონი, მონაწილეობდა ასევე დოქტორი ზეევ ფელდმანი, შებას სამედიცინო ცენტრიდან, ადვოკატი კალევ მაიერსი ARISE-დან და ადგილობრივი პასტორი ისრაელ პოჩტარი.

უყურეთ ვებინარს ინგლისურად:

პარასკევი, 2021 წლის 12 მარტი

დოქტორი იურგენ ბიულერი, ICEJ-ის პრეზიდენტი

დანიელის წიგნის ბოლო სიტყვა, გრამატიკული შეცდომა თუ განზრახული არჩევანი?
დან.12:13 შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.

וְאַתָּה לֵךְלַקֵּץ וְתָנוְּחַ וְתַעֲמֹד לְגֹרָלְךָ לְקֵץ הַיָּמִין

ბიბლიის შემსწავლელთათვის ახალი არ არის, რომ დანიელის წიგნი დაიწერა ორ ძველ ენაზე, ებრაულზე და არამეულზე. დანიელი წიგნს იწყებს ებრაულ ენაზე, მაგრამ დანიელის 2:4-დან იწყებს ის არამეულ ენაზე გადასვლას და აგრძელებს მე-7 თავის ბოლომდე. შემდეგ, მე-8 თავიდან დაწყებული, ის განაგრძობს ებრაულ ენაზე. ამასთან, წიგნის ბოლო სიტყვას რაც შეეხება, ჩვენ რაღაც საინტერესო მოგვეპოვება. დანიელი იწყებს ბოლო სიტყვას ებრაულ ენაზე, მაგრამ ამატებს მას არამეულ დაბოლოებას. როგორც ჩანს, ბოლო სიტყვაში ის ცდილობს დააკავშიროს ორი ენა, რომლებიც წიგნშია გამოყენებული. ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ დანიელი, ალბათ, დაიღალა და შეცდომით უბრალოდ გააერთიანა ორი ენა, რაც მათთვის ადვილია, ვინც ორ ან მეტ ენაზე ლაპარაკობს. ამასთან, დიდი კითხვა რჩება: შესაძლებელი იყო, რომ დანიელს განზრახ დაემატებინა არამეული ენის მრავლობითი რიცხვი, ებრაული სიტყვის ბოლოში?

ამ სტატიაში შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და გონივრული არჩევანი, რომელიც თეოლოგიურად ძალზედ მნიშვნელოვანია დანიელის 12-ში მოცემული დროის მითითებების ინტერპრეტაციისთვის.

რატომ ორი ენა?

სანამ დანიელის წიგნში ბოლო სიტყვას გადავხედავთ, უნდა ვეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ დასჭირდა მას ერთი და იგივე წიგნის დასაწერად ორი ენის გამოყენება და დავადგინოთ, შეგვიძლია თუ არა დღეს ამისგან პრაქტიკული მაგალითების მიღება.

დანიელის წიგნის ბილინგვიზმი მხოლოდ ძველი აღთქმისთვის არ არის დამახასიათებელი. იგივე მოვლენა გვხვდება ეზრას წიგნში. ეზრა 4:8 – 6:18 და 7:12-26 დაწერილია არამეულ ენაზე, ხოლო წიგნის დანარჩენი ნაწილი დაწერილია ებრაულ ენაზე. ამასთან, ეზრაში ორი ენის გამოყენების ახსნა ბევრად უფრო აშკარაა და მრავალი განსხვავებული აზრი არ წარმოქმნილა. ეზრას წიგნის არამეული ნაწილები ძირითადად შეიცავს წერილებს და დოკუმენტებს, რომლებიც თავდაპირველად არამეულ ენაზე იყო, ხოლო ავტორმა არ არჩია მათი თარგმნა, არამედ წარადგინა ისინი თავდაპირველ ენაზე. რადგან ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულთა უმეტესობას ესმოდა არამეული ენა, ამიტომ მიზანშეწონილი იყო ორიგინალ ენაზე წერილებისა და დოკუმენტების ციტირება.1

როდესაც საქმე დანიელის წიგნს ეხება, ორი ენის გამოყენების ახსნა გაცილებით რთულია. დანიელის 2:4-ში ებრაულიდან არამეულ ენაზე გადასვლა ძალიან ბუნებრივად ჩანდა: „არამეულად ელაპარაკნენ მეფეს ქალდეველნი: “მეფევ! იცოცხლე საუკუნოდ! უამბე სიზმარი შენს მსახურთ და განვმარტავთ მის მნიშვნელობას”. ერთი შეხედვით ჩანს, რომ დანიელი იგივე მიდგომას იყენებდა, რასაც ეზრა, კერძოდ, პირდაპირი საუბრისთვის იყენებდა იმ ენას, რომელზეც ის თავდაპირველად საუბრობდა. შეიძლება ველოდოთ, რომ დანიელი ქალდეველთა სიტყვების ციტირებით დაუბრუნდება ებრაულ ენას. თუმცა, დანიელი არამეულ ენაზე განაგრძობს მე-7 თავის ბოლომდე, თემის მთლიანად შეცვლის შემდეგაც კი, მხოლოდ მე-8 თავის დასაწყისში გადავიდა ებრაულ ენაზე.

შესაძლო და სარწმუნო ახსნა

ვინაიდან არ არსებობს მარტივი და აშკარა გზა ამ ორი ენის გამოყენების ასახსნელად, შემოთავაზებულია მრავალი ახსნა2. მაგალითად, ზოგიერთის აზრით, წიგნი ბუნებრივად იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი არის თხრობა, ძირითადად მოთხრობები. ხოლო მეორე ნაწილი არის წინასწარმეტყველური განყოფილება. შესაბამისად დანიელმა გადაწყვიტა ორი განყოფილება დაეწერა ორ სხვადასხვა ენაზე. თუმცა, ეს არგუმენტი არ მუშაობს, რადგან ორივე განყოფილება იყენებს ორივე ენას. თხრობითი განყოფილება იწყება ებრაულ ენაზე, მაგრამ მთავრდება არამეულ ენაზე, ხოლო წინასწარმეტყველური განყოფილება იწყება არამეულ ენაზე, მაგრამ გრძელდება ებრაულ ენაზე.

სხვები ვარაუდობენ, რომ დანიელის მთელი წიგნი თავდაპირველად არამეულ ენაზე დაიწერა, შემდეგ კი ითარგმნა ებრაულად. ამ თეორიიდან გამომდინარე, ის, რაც დღეს არამეულ ენაზე გვაქვს, არის ორიგინალის ენა, ხოლო ის, რაც ებრაულ ენაზეა, გადარჩა მხოლოდ თარგმანში. თუმცა, მკვდარი ზღვის გრაგნილებში დანიელის ხელნაწერების აღმოჩენა მკაცრად უარყოფს ამგვარ თეორიას. ყუმრანის გრაგნილები 1Qdana, 4QDana და 4Qdanb შეიცავს იგივე გადასვლას ებრაულიდან არამეულზე და პირიქით3. ამ გრაგნილებში, რომლებიც მასორეტულ ტექსტზე 1000წლით ძველია, გადასვლა ერთი ენიდან მეორეზე ზუსტად იმ ადგილებში ხდება, როგორც მასორეტულ ტექსტში.

თარჯიმნებმა შემოგვთავაზეს დამატებითი განმარტებები ორი ენის არსებობის შესახებ. ძირითადად ისინი ცდილობენ მიუთითონ სხვადასხვა ავტორებზე, რომლებმაც დაწერეს წიგნის ის ნაწილები, რომლებიც შემდეგ შეადგინა რედაქტორმა. ამასთან რიგი მკვლევარები დამაჯერებლად იცავენ წიგნის ერთიანობას5. მათ დამაჯერებლად აჩვენეს წიგნის ერთიანი სტრუქტურა და ასევე გარკვეული თემატური ერთიანობა.

ბილინგვიზმის ყველაზე გონივრული ახსნა არის ის ფაქტი, რომ დანიელის დროს არამეული ენა იყო ლინგვა-ფრანკა. ეს იყო ბაბილონისა და სპარსეთის იმპერიების ოფიციალური ენა, ხოლო ებრაული იყო დანიელის დედა ენა, ისევე როგორც ისრაელის ხალხის ენა. დანიელმა გამოიყენა ებრაული იმ გზავნილისთვის, რომელიც უფრო მეტად ეხებოდა ღმერთის აღთქმულ ხალხს და მთელი მსოფლიოსთვის განკუთვნილი გზავნილისთვის მან გამოიყენა ეპოქის საერთო საერთაშორისო ენა. როგორც გლიზონ არჩერი ამბობს: „საკითხის ფრთხილად შესწავლა საკმაოდ აშკარა პასუხებს იძლევა: არამეული თავები ეხება ბაბილონისა და სპარსეთის იმპერიების მთელ მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო დანარჩენ ექვს თავში განხილულია წმინდა ებრაული საკითხები და ღვთის განსაკუთრებული ინტერესები. გეგმები მისი აღთქმული ერის მიმართ“ 6

თუ ეს მსჯელობა სწორია, ის გვაწვდის ცოდნას, როდესაც ჩვენ ღმერთის ჭეშმარიტებას ვუცხადებთ მსოფლიოს. ჩვენ უფლება უნდა მივცეთ უფალს, რომ წაგვიძღვეს იმაში, თუ რა თემები უნდა ავარჩიოთ მსოფლიოსთვის, ყველა არსებული თანამედროვე მედიის გამოყენებით და რა თემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათთან, ვინც უკვე ქრისტეს მიმდევარია.

რატომ არამეული მრავლობითი ფორმის დასასრული?

დანიელის წიგნში ბოლო ებრაული სიტყვა უნიკალურია არამეული მრავლობითი რიცხვით და ძლიერი ესქატოლოგიური კონტექსტით. ბუნებრივია, ეს აწუხებს წიგნის შემსწავლელ სტუდენტებს. რატომ დაამატა დანიელმა ებრაულ სიტყვას არამეული დაბოლოება? როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ზოგმა ეს განმარტა, როგორც უბრალო მწიგნობრული შეცდომა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს შემდეგი ორი ფაქტი. პირველი, არამეულ მრავლობით დასასრულს სრულად უჭერს მხარს ებრაული ტექსტური ტრადიცია. მეორე, „მწიგნობრების შეცდომების ყველაზე გავრცელებული მიზეზი“ არის ერთმანეთის მსგავსი ასოების გაცვლა, მაგრამ ებრაული დაბოლოებები „ნუნ“ და „მემ“ სრულიად განსხვავებულია.

დანიელის წიგნში ბოლო სიტყვის ფენომენის გასაგებად დარჩენილი ვარიანტია დავასკვნათ, რომ დანიელმა განზრახ შექმნა სიტყვა, რომელიც აერთიანებს ებრაულსა და არამეულს. თუ ასეა, რა მიზანს მიაღწევს დანიელი და რა მნიშვნელობა ექნება მას მკითხველთათვის?

ორი შესაძლებლობა

მინდა შემოგთავაზოთ ორი შესაძლებლობა. პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც დანიელმა წიგნში ორი ენა გამოიყენა, ამ ორი ენის შერწყმა წიგნის ბოლო სიტყვაში მიანიშნებს, რომ ეს მწერალი ორივე წიგნის ავტორია. ბოლო სიტყვა გარკვეულწილად ხაზს უსვამს დანიელის ებრაული და არამეული მონაკვეთების ერთიანობას.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, წინასწარმეტყველი, თავისი ბოლო სიტყვით ცდილობს მკითხველი გადაარჩინოს ტექსტის არასწორი ინტერპრეტაციისგან. თუ დანიელი გამოიყენებდა ჩვეულ და მოსალოდნელ დაბოლოებას ებრაულ ენაზე „დღეები“, ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა მის მნიშვნელობას. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: როდის მოხდება დანიელის დაპირებული აღდგომა? რომელი დღეების ბოლოს? დანიელის 12:13-ის კონტექსტის გაცნობის შემდეგ, მკითხველი სწრაფად მიხვდება, რომ უშუალოდ წინა ტექსტში (მუხლი 12) ნახსენებია კურთხევა, ვინც 1335 დღეს აღწევს. აქ „დღეებისთვის“ დანიელი იყენებს ებრაულ სიტყვას, ებრაული მრავლობითი რიცხვის დაბოლოებით.

შემდეგ მუხლში დანიელს რომ გამოეყენებინა იგივე ებრაული მრავლობითი რიცხვი, რომელიც მან გამოიყენა დანიელის 12-12-ში, მკითხველი დაასკვნიდა, რომ შემდეგი ფრაზა „დღეების ბოლოს“ (იგულისხმება 1335 დღე) – გულისხმობს 1335 დღის ყველაზე ბოლოს. ეს უნდა ნიშნავდეს, რომ დაპირებული აღდგომა მოხდება 1335 დღის ბოლოს. როგორც ჩანს, ეს მხარს უჭერს ესქატოლოგიური წინასწარმეტყველების ფუტურისტული მიდგომის მომხრეებს. თუმცა, ებრაულ  „დღეების“ სიტყვასთან არამეული დაბოლოების გამოყენება განასხვავებს მას 1335 დღისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-13 მუხლში დანიელი სიტყვას „დღე“ გარკვეულ არტიკლს უმატებს, რომელიც დამატებით განსაკუთრებულად მიუთითებს დღეების „დასასრულზე“ და განასხვავებს 1335 დღისგან8.

გარდა ამისა, დანიელმა შესაძლოა აირჩია ებრაული სიტყვის არამეული დაბოლოება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის რომ ჩვენი ყურადღება წიგნის არამეულ ნაწილზე გაემახვილებინა, რომ უკეთ გაგვეგო საკვანძო სიტყვა „დღეთა დასასრული“. ფაქტობრივად, წიგნის არამეული ნაწილში სიტყვა „დღეები“ გვხვდება მამრობით სქესში, მრავლობით ფორმაში, როგორც გამოყენებულია დანიელის 12:139-ში (მაგ, დანიელი 2:28 და 2:44). ემპათიური მდგომარეობა დანიელის 2:28-ში გამოხატულია განსაზღვრული არტიკლით, ხოლო დანიელის 2:44-ში ნაცვალსახელის სუფიქსით. ორივე ნაწყვეტის კონტექსტი ნათლად ეხება „დღეებს“, როდესაც ცათა უფალი გაანადგურებს ყველა მიწიერ სამეფოს და დაამყარებს საკუთარ მეფობას, რომელიც გაგრძელდება მარადიულად. დანიელის 2:44-ში მოხსენიებული „დღეები“ ეხება დანიელის 2:28-ის „ბოლო დღეების“ ბოლო პერიოდს.

საგულისხმოა, რომ ჩვენ დანიელის 2:44-სა და დანიელის 12:13-ს შორის შემდგომ კავშირს ვხედავთ, დანიელის 2:44-ში დანიელის 12:13-ში აღდგომის საკვანძო თარიღის ორმაგი გამოყენებით. დანიელის 12:13-ში აღდგომის ტექნიკური ტერმინი არის ებრაული სიტყვა ამად, რაც ნიშნავს „დგომას, ადგომას“. ებრაული ამადის არამეული ექვივალენტი არის ქუმ, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს: „დგომა, ადგომა“. ამრიგად, ძალიან სავარაუდოა, რომ მართლაც არის კავშირი დანიელის 12:13-სა და დანიელის 2:44-ს შორის. ამრიგად აშკარად ჩანს, რომ დანიელის 12:13-ის „დღეთა დასასრული“ არ ეხება დანიელის 12:12-ის 1335 დღეს, არამედ „ბოლო დღეების“ ბოლო პერიოდს, როდესაც ცათა უფალი დაამყარებს საკუთარ სამეფოს.

ორი აუდიტორია და დიდი განზრახვა

დანიელის წიგნში ორი ენის გამოყენება საუკეთესოდ აიხსნება დანიელის მცდელობით, მიმართოს ორ განსხვავებულ აუდიტორიას. მან დაწერა წერილი, რომელიც პირველ რიგში მიმართული იყო ებრაელი ხალხის მიმართ ებრაულ ენაზე და ასევე გზავნილი მთელი მსოფლიოსათვის არამეულ ენაზე, იმდროინდელი ლინგვა-ფრანკა. ამრიგად, როგორც დღეს დანიელისგან ვსწავლობთ, გულდასმით უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა წარვუდგინოთ პირველ რიგში მათ ვინც ქრისტეში არიან და რა გზავნილს გაიგებენ უკეთ ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანები. თუ ჩვენ ვქადაგებთ იმ ენაზე, რომელიც არ გვესმის და თუ ჩვენი გზავნილი გაუგებარია, მაშინ შეიძლება მიზანს ვერ გავარტყათ.

დანიელის წიგნის ბოლო სიტყვა, რომელიც იწყება ებრაულად, მაგრამ მთავრდება არამეული მრავლობითით, ასევე საუკეთესოდ არის გაგებული, როგორც ცნობიერი არჩევანი ავტორის მხრიდან. ამრიგად, რაც ერთი შეხედვით გრამატიკულ შეცდომად გვეჩვენება, სინამდვილეში, ყველა ნიუანსის ფრთხილად განხილვის შემდეგ, მიუთითებს ავტორის შეგნებულად და გულდასმით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი თეოლოგიური ქვეტექსტები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დანიელის წიგნი წარმოადგენს ერთიანობას,ერთი ავტორის შემოქმედებას და ამავე დროს განასხვავებს დანიელის 12:13-ში აღნიშნულ მკვდრეთით აღდგომის მოვლენას  და დანიელის 12:!2-ში მოხსენიებულ 1335-დღიან პერიოდს. ამრიგად, დანიელის10 მკვდრეთით აღდგომა არ მოხდება 1335 დღის ბოლოს, არამედ იმ დროს, როდესაც ცათა ღმერთი გაანადგურებს ყველა მიწიერ სამეფოს და დაამყარებს საკუთარ სამეფოს, რომელიც მარადიულად გაგრძელდება.

ავტორი – ღვთისმეტყველების დოქტორი არტურ სტელე

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი

Edwin M. Yamauchi, Ezra-Nehemiah, The Expositor’s Bible Commentary, vol. 4, ed. Frank E. Gaebelein (Grand Rapids, MI: Zondervan, 1988), 586, 587. ^

For different views, see Anathea E. Portier-Young, “Languages of Identity and Obligation: Daniel as Bilingual Book,”VT 60 (2010), 98– ^

Gerhard F. Hasel, “New Light on the Book of Daniel From the Dead Sea Scrolls,”Ministry, January 1992, 10– ^

Gerhard F. Hasel, “The Book of Daniel Confirmed by the Dead Sea Scrolls,”Journal of the Adventist Theological Society 1/2 (1990): 43. See also J. Paul Tanner, Daniel, Evangelical Exegetical Commentary, ed. H. W. House and W. D. Barrick (Bellingham, WA: Lexham Press, 2020), 5. ^

Gleason L. Archer, Daniel, The Expositor’s Bible Commentary, vol. 7, ed. Frank E. Gaebelein (Grand Rapids, MI: Zondervan, 1985), 4–6; Tanner, Daniel, 1–5; Jacques B. Doukhan, Daniel: The Vision of the End(Berrien Springs, MI: Andrews University Press, 1987), 3–6; William H. Shea, “Unity of Daniel,” in Symposium on Daniel, Daniel and Revelation Committee Series, vol. 2, ed. F. B. Holbrook (Washington, DC: Biblical Research Institute, 1986), 165– ^

Archer, Daniel, 7: 6.See also Tanner, Daniel, 4. ^

Ernst Wurthwein, The Text of the Old Testament: An Introduction to Kittel-Kahle’s Biblia Hebraica, trans. Peter R. Ackroyd (New York, NY: Macmillan, 1957), 72. ^

Artur A. Stele, “Resurrection in Daniel 12and Its Contribution to the Theology of the Book of Daniel” (PhD diss., Andrews University, 1996), 180–182; Bruce William Jones, “Ideas of History in the Book of Daniel” (PhD diss., Graduate Theological Union, Berkeley, 1972), 210. See also Gerhard Pfandl, “The Time of the End in the Book of Daniel,” Adventist Theological Society Dissertation Series, no. 1 (Berrien Springs, MI: Adventist Theological Society Publications, 1992), 255, 314. ^

Hans Bauer and Pontus Leander, Grammatik des Biblisch-Aramaischen(Hildesheim, Germany: Olms Verlagsbuchhandlung, 1962), 84; Hans Bauer and Pontus Leander, Kurzgefasste BiblischAramaische Grammatik mit Texten und Glossar (Halle: Max Niemeyer Verlag, 1929), 9; Alger F. Johns, A Short Grammar of Biblical Aramaic, Andrews University Monographs, no. 1 (Berrien Springs, MI: Andrews University Press, 1966), 9, 10; Stanislav Segert, Altaramaische Grammatik mit Bibliographie, Chrestomathie und Glossar (Leipzig, Germany: VEB Verlag Enzyklopadie, 1975), 188–192; Franz Rosenthal, A Grammar of Biblical Aramaic (Wiesbaden, Germany: Otto Harrassowitz, 1974), 23. ^

Stele argues that the prophet in Daniel 12:13stands as a representative for a general resurrection. “Resurrection in Daniel 12,” 201– ^

ფიქრი უფლის რჯულის შესახებ
ფიქრი უფლის რჯულის შესახებ

ფსალმუნების წიგნის დასაწყისში მეფე დავითმა დაწერა ასეთი სიტყვები: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის თორაში -(რჯული)  მისი მისწრაფება და მის თორაზე ფიქრობს იგი დღედაღამ.“ ( 1 ფსალმუნი)

ყველას აქვს უფლება იკითხოს: „რას ნიშნავს დღე და ღამე უფლის რჯულზე ფიქრი.“ იქნებ საკმარისია ბიბლიის გადაშლა და ათი მცნების წაკითხვა ან მათი ზეპირად სწავლა? მთელი საქმე იმაშია, რომ ბიბლიური თორა – (რჯული) ძალზე ღრმაა, საიდანაც მთელი ცხოვრება შეგიძლიათ ამოხაპოთ ჭეშმარიტება.ამიტომ ამ კვლევას მივუძღვნით ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ მცნებას – მესამეს: „ამაოდ ნუ წარმოთქვამ  უფლის სახელს“.„არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.“ (გამოს. 20:7).

ერთი შეხედვით, ამ მცნების მნიშვნელობა საკმაოდ ნათელია. მრავალ მორწმუნეს, დენომინაციის მიუხედავად, ესმის რომ ღვთის სახელი წმინდაა და არ უნდა იქნეს გამოყენებული ყოველი ძახილისას მარჯვნივ თუ მარცხნივ ან სხვა დანიშნულებით. თუმცა, გვესმის თუ არა ამ მცნების სრული სიღრმე? ყურადღება მიაქციეთ: ამას შემდეგ მოყვება საკმაოდ სერიოზული გაფრთხილება ღმერთისგან, რომ ის სასჯელის გარეშე არ დატოვებს მათ, ვინც ამაოდ წარმოთქვამს მის სახელს. მცნებებში, „არ მოკლა“ და „არ მოიპარო“, ის სასჯელზე არაფერს ამბობს. ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელსაც ბოლომდე რომ არ ესმის ღვთის ჭეშმარიტება, შემთხვევით წამოსცდა ამაოდ ღვთის სახელი, მკვლელზე უარესი იყოს?! რა თქმა უნდა ლოგიკური არ იქნებოდა ასე ფიქრი. ამ მიზეზით, მესამე მცნება დამაფიქრებელია და კვლევის საგანი ხდება.

ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ II საუკუნეში, როდესაც გაჩნდა ფარისევლური მოძრაობა, ისრაელში ითვლებოდა, რომ მესამე მცნება საუბრობს გამორჩეულად ღმერთის სახელზე, რომელიც ძველი აღთქმის თავდაპირველ ტექსტში ოთხი ებრაული თანხმოვნის, ტეტროგრამატონის სახით არის დაწერილი (სიტყვა ტეტროგრამატონი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ოთხი ასო“)  יהוה „იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი“. ებრაულ ტრადიციაში ამ სახელის წარმოთქმა საერთოდ აკრძალული იყო, ამიტომ რაბინებმა შემოიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც ტეტრაგრამატონის კითხვისას უნდა ჩაენაცვლებინათ ის ებრაული სიტყვით ადონაი, რაც ითარგმნება როგორც „ჩვენი უფალი“ (ამავე პრინციპს მიჰყვებიან ახალი აღთქმის ავტორებიც. ყოველ ჯერზე, როცა ხდება ძველი აღთქმის ნაწყვეტის ციტირება, რომელიც შეიცავს ღმერთის ოთხ ასოიან სახელს, ახალი აღთქმის ავტორები მას ბერძნულად წერენ როგორც „კურიოს“, რაც ნიშნავს „უფალს“). ასევე არსებობს სხვა პოზიციაც, როდესაც ხალხს სჯერა, რომ იეჰოვას წმინდა სახელის წარმოთქმის გარეშე შეუძლებელია მათი გადარჩენა (სინამდვილეში, სიტყვა იეჰოვა არ არსებობს. შუა საუკუნეებში მთარგმნელებმა უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ წარმოეთქვათ ებრაული ტეტროგრამატონი სწორად და ჩაწერეს მისი არასწორი გამოთქმა. ლინგვისტური ანალიზის დახმარებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტეტროგრამატონი „იუდ-ჰეი-ვევ-ჰეი“ თარხმოვნებისგან შემდგარი სახელი წარმოითქმება როგორც „იაჰვე“).

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მცნების ინტერპრეტაცია ძალიან რთულია და, როგორც ვხედავთ, შესაძლოა ვარირებდეს ღვთის სახელის სრული აკრძალვიდან, ხშირად წარმოთქმის ბრძანებამდე. თარჯიმნებიც კი სხვადასხვანაირად გადმოსცემენ ამ მცნებას. მაგალითად, ზოგი თარგმანი ებრაულ გამოთქმას „LIO TISSA” გადმოსცემს, როგორც „არ დაიფიცო“, ზოგი კი „არ მოუხმო“. ინგლისურ თარგმანებში გამოიყენება გამოთქმა „do not take“ – „არ აიღო“. ორიგინალში კი ეს მცნება ასე ჟღერს: „ტყუილად ნუ ატარებ უფლის, შენი ღმერთის სახელს“.

ებრაული ტექსტის ეს სიტყვები რუსულად ცოტა უცნაურად ჟღერს. ამ მიზეზის გამო, თარჯიმნებმა სცადეს ეპოვათ შესაფერისი რუსული ექვივალენტი ამ ებრაული იდიომისა.

საბჭოთა კულტურაში, რომელიც ბევრს დღემდე ახსოვს, კოლმეურნეობები ან კულტურის სახლები, ჩვეულებრივ, ვინმეს სახელს ატარებდა. ამასთან, ბიბლიის ტექსტში ფრაზა „ატარეთ სახელი“ უნიკალურია. ის მხოლოდ ორჯერ გამოიყენება: გამოსვლის 20:7-ში, ეს არის მესამე მცნების ტექსტი და იმავე წიგნის 28 თავის 29 მუხლში, სადაც ნათქვამია: „ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.“ (გამოს. 28:29).

იმავე თავის (9-12 მუხლში) ნათქვამია: „აიღე სარდიონის ორი ქვა და ამოკვეთე ზედ ისრაელის ძეთა სახელები. ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმოშობის მიხედვით. ქვისმთლელის ნაკეთობით, საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში. მიამაგრე ორივე ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს აჰარონმა მათი სახელები უფლის წინაშე სამახსოვროდ ორივე სამხრეზე.“ აარონი, მღვდელმთავარი, რომელიც მოსეს კარავში მსახურობდა, ისრაელის ძეების სახელებს ატარებდა უფლის წინაშე და ყოველდღე წმინდათა წმინდაიში შეჰქონდა.

აარონის ამ მსახურებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ერი შორს იყო ტაძრისგან და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ყოველდღიურად შეეწირათ მსხვერპლი, ადამიანები თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, რომ მათ ჰყავდათ მღვდელმთავარი, რომელიც მათ უფლის წინაშე წარადგენდა. თითოეული ადამიანის სახელი აარონის სამხრეზე და სამკერდულზე იყო ამოტვიფრული და მას რეგულარულად მიჰქონდა ისინი საკურთხეველში. ამრიგად, ისრაელის ერს სრული დარწმუნება ჰქონდათ გამართლებაში ღვთის წინაშე, რომელიც არ იყო დამოკიდებული მსხვერპლზე, რომელსაც ისინი ტაძარში მოიტანდნენ, რადგან უზრუნველყოფილნი იყვნენ მღვდელმთავრის შუამავლობით.

ტაძრის ტერმინოლოგიას პეტრე მოციქული იყენებს ახალ აღთქმაში: პირველ ქრისტიანთა მიმართ თავის ეპისტოლეში პეტრემ დაწერა: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება“. პეტრე ქრისტიანული საზოგადოების თითოეულ წევრს მიმართავს და მათ „სამეფო სამღვდელოებას“ უწოდებს. მსგავსი სიტყვები გვხვდება გამოსვლის 19:5-6-ში, სადაც ღმერთი თავის ხალხს ჰპირდება: „ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად.“ რატომ იყენებს პეტრე ამ სიტყვებს ადრეულ ქრისტიანთა საზოგადოებაში?

უზენაესს სურდა, რომ ისრაელის ერი „სამეფო სამღვდელოება“ ყოფილიყო აქ. ოქროს ხბოს ცოდვის გამო უფალმა ბრძანა: „თქვენგან მხოლოდ ერთი ტომი იქნება სამღვდელოება: ლევი.“ როგორც ცანს, თუ მღვდელი მსახურობს ტაძარში, რა აზრი აქვს, რომ ყველა ადამიანი დაკავდეს ამ საქმით? მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რაღაც განსაკუტრებულს დავინახავთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ლევიტი, მღვდლები, აარონის ვაჟები, იყო 24 ჯგუფი, რომელთაგან თითოეული პერიოდულად იცვლებოდა თავის მსახურებაში: თუ ჩვენ ავიღებთ 24 ჯგუფს მთელ წელზე, ერთი ჯგუფი მსახურობდა 2 კვირა ყოველწლიურად. რიგიდან თითო მღვდელი წელიწადში ერთხელ ახერხებდა რაიმე სახის რიტუალის ან მსხვერპლშეწირვის შესრულებას. მაგრამ რატომღაც ღმერთმა უთხრა მღვდლებს, რომ არ ჰქონოდათ საკუთარი მიწა, არ ჰქონოდათ საკუთარი მემკვიდრეობა და დაასახლა ისინი ისრაელის მიწაზე. ეს გაკეთდა ერთი მიზნით: მთელი ერისთვის მიეტანათ ღმერთის სიტყვა და ღმერთის რჯული, იმ ადამიანებთან ვისთანაც ცხოვრობდნენ. ამიტომ საუბრობს პეტრე „სამეფო სამღვდელოებაზე“, რომელსაც მისი მსმენელის მიმართ იყენებს. საუბარი სიტყვასიტყვით მღვდლობაზე არ არის, არამედ ღვთის სიტყვის შესწავლასა და ტარებაზე.

ყველა, ვინც აღიარებს თავის რწმენას ისრაელის ღმერთისადმი, ავტომატურად ხდება მისი სახელის მატარებელი, წარმოადგენს ამ სახელს ხალხის წინაშე. ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ღვთის სახელის წარმოდგენა? შორეულ დროში, სახელი მოწმობდა ადამიანის ხასიათზე. მაგალითად, სახელი იაკობი ნიშნავს – ცბიერს (მოატყუა მამა და ძმა). როდესაც მან მოინანია, იგი უფლის პირისპირ აღმოჩნდა და ევედრებოდა მას: „არ დამტოვო, სანამ არ მაკურთხებ“. მას შემდეგ ეწოდა მას ისრაელი, რაც ნიშნავს ღმერთთან მებრძოლს. ხასიათთან ერთად შეიცვალა მისი სახელიც. გავიხსენოთ ისიც, სინაის მთაზე როგორ გამოეცხადა უფალი მოსეს ღრუბელში და წარმოთქვა თავისი სახელი: „უფალი ღმერთი, კაცთმოყვარე, მრავალმოწყალე, ჭეშმარიტია“. ეს არის მისი ხასიათის თვისებები. თუ ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მაშინ ჩვენზეა პასუხისმგებლობა, გვქონდეს მისი ხასიათი, რაღა სწორად წარმოვადგინოთ მისი სახელი.

ყველამ იცის, ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობა რამდენად რთული და ტრაგიკული იყო. ამ პრობლემის ერთ-ერთი ისტორიული მიზეზი ჯვაროსნული ლაშქრობებია.

1099 წელს, პაპმა ურბან II-მ კვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, რომლის ხელმძღვანელობაც ქრისტიან რაინდებს დაავალა. მის გეგმებში შედიოდა იერუსალიმამდე მისვლა და ქრისტიანული სიწმინდეების გათავისუფლება უწმინდურებისგან. იერუსალიმის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა გააძევეს იქიდან მაჰმადიანები და მასობრივი ხოცვა-ჟლეტვით ამოხოცეს ებრაელები. ჯვაროსნები ამას არ დასჯერდნენ.

იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა იუდეო-ქრისტიანთა ერთი უნიკალური თემი. ისინი ებრაელები იყვნენ, იესოს პირველი მიმდევრების შთამომავლები. I საუკუნეში რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურების დროს, ამ თემის დამფუძნებლებმა გაიხსენეს იესოს სიტყვები: “როდესაც იხილავთ იერუსალიმს ჯარებით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მისი განადგურება ახლოვდება: დაე, იუდეაში მცხოვრები მთები გაიქცნენ”. როდესაც რომაულმა ძალებმა მცირე ხნით უკან დაიხიეს ქალაქიდან, იუდეო-ქრისტიანებმა დატოვეს ქალაქი და დასახლდნენ იორდანიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ პელაში.

რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, მათი შთამომავლები დაბრუნდნენ იერუსალიმში და ცხრა საუკუნე ცხოვრობდნენ ქალაქში და იცავდნენ იმ პრინციპებს, რომლითაც ადრეული ქრისტიანული ეკლესია ხელმძღვანელობდა. ისინი გულთბილად შეხვდნენ ჯვაროსნებს, როგორც თანამორწმუნეებს, დარწმუნებულები იყვნენ რომ მათ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ჯვაროსნები ღამით მოვიდნენ იუდეო-ქრისტიანთა უბანში, მძინარე ხალხი გამოყარეს თავიანთი სახლებიდან და შეყარეს იერუსალიმის ცენტრში მდებარე ძველ სინაგოგაში. მათ კარი ჩარაზეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საშინელი ტანჯვით მომაკვდავი ადამიანების ხმის ფონზე, ეპისკოპოსის მეთაურობით ყველას ჯვარი ეჭირა ხელში, მოაწყვეს ჯვაროსნული მსვლელობა და მღეროდნენ: „აი ასე გადაგიხადეთ სამაგიერო ჩვენი ღმერთის ჯვარცმისთვის!“. ამის შესახებ რომ გაიგო, ცნობილმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ, მოშე მაიმონიდმა, დაწერა: „ებრაელებო, ქრისტიანობის მიღება ქრისტიანების დევნისგან მაინც არ გიხსნით, ქრისტეს თაყვანისმცემლები თავიანთი სიგიჟით ისევე დაგხოცავენ თქვენ, როგორც ჩვენ, ვისაც არ გვჯერა მისი“.

რათქმაუნდა ჯვრის რაინდები ცრუდ ატარებდნენ ღმერთის სახელს. მათ არასწორად წარმოაჩინეს ღმერთის ხასიათი, რის შედეგადაც ქრისტიანობის არსი ძირეულად დამახინჯდა. ისინი, ვინც საკუთარ თავს უფლის თაყვანისმცემლებს ეძახდნენ, თავიანთი საქციელით აჩვენებდნენ, რომ არ იყვნენ ამ წოდების ღირსნი. ამ მიზეზით, ღმერთი დაუსჯელად არ დატოვებს მათ, ვინც მის წმინდა ხასიათს არასწორად წარმოადგენს. რადგან, ამის კეთებით „მორწმუნე“ ყველას ანახებს ღმერთის არასწორ ხატს და ამით კერპტავანისმცემლობას ავლენს.

აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა: ღმერთი წმინდა და სრულყოფილია, ადამიანი კი ცოდვილი: „ვთქვი: “ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. (ეს. 6:5). როგორ შეუძლია ადამიანს სწორად წარუდგინოს ღმერთის სახელი ამ სამყაროს? ნებისმიერს შეუძლია გზას აცდეს და უნებლიედ ღმერთი არასწორად წარმოადგინოს. ღმერთს მშვენივრად ესმის ჩვენი სისუსტეების, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ არ შევცდეთ არის ის, რომ მხოლოდ უფლისკენ გვქონდეს მიმართული მზერა. როგორც ვიცით, მოსეს სახე ღმერთთან მუდმივი ურთიერთობის შემდეგ ასივებდა. ღმერთის სახელის სწორად წარდგენა ადამიანთა წინაშე, მხოლოდ მასტან გამუდმებული კონტაქტით არის შესაძლებელი.

ალექსანდრე ბოლოტნიკოვი

კვლევითი ცენტრის „შალომის“ დირექტორი,

ღვთისმეტყველების დოქტორი

სისხლიანი გარჩევა თუ ბიბლიური სამართლიანობა?
1997 წელს, როდესაც ვასწავლიდი ზაოქსკის სასულიერო აკადემიაში, ერთმა სტუდენტმა ჩემი ყურადღება მიაპყრო ბიბლიის ერთ რთულ ისტორიას და მთხოვა დავხმარებოდი სადიპლომო ნაშრომის დაწერაში, რომელშიც მოცემული იქნებოდა საულის შვილიშვილებზე გაბაონელების შურისგების ახსნა, რომელიც აღწერილია 2 მეფეთა წიგნის 22-ე თავში.

ამ თემაზე რამოდენიმე კვირიანი მუშაობის და სხვადასხვა კომენტარების წაკითხვის შემდეგ ვთხოვე ჩემს სტუდენტს შეეცვალა თემა, რადგან ეს ისტორია ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. 13 წელის შემდეგ, რაც ჩვენი მკითხველების უამრავ შეკითხვას ვუპასუხე, 2010 წლის საშემოდგომო შაბათის სკოლის შემდეგ გადავწყვიტე სითამამე გამომეჩინა და განსასჯელად გამომეტანა ჩემი კვლევები ამ თავის შესახებ.

2 მეფეთა 21:8-ში აღწერილი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გასაგები ისტორიაა.

„წამოიყვანა მეფემ აიას ასულის რიცფას ორი ვაჟი არმონი და მეფიბოშეთი, რომლებიც უშვა საულს და მიქალის, საულის ასულის ხუთი ვაჟი, რომლებიც ყადრიელ მეხოლათელი ბარზილაის ძეს უშვა.“ (2 მეფ. 21:8)

„გადასცა გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაეცა შვიდივე ერთად. მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში დახოცეს ისინი.“ ( 2 მეფ. 21:9)

აქ სამი პრობლემატური ასპექტია:

- ტექსტური;

- საღვთისმეტყველო;

- ეგზეგეტიკური.

დავიწყოთ პირველით. ტექსტური ასპექტი.

მე-8 მუხლში საუბარია მიქალიზე, რომლებსაც შვილები მელხოლათელისგან ჰყავდა. აქ შეუსაბამობაა სხვა ტექსტებთან, 1 და 2 მეფეთა წიგნებთან და ნეშტთა წიგნებთან.

1 მეფ. 19:11-ის მიხედვით: „მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: “თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”. მიქალი დავითის ცოლი იყო.

მოგვიანებით, როდესაც საული დევნიდა დავითს, მიხალი ცოლად გაჰყვა ფალტსს:

„საულმა კი მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, ფალტის, გალიმელი ლაიშის ძეს მიათხოვა.“

საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი გამეფდა ისრაელზე, მან იძულებით დაიბრუნა მიქალი, ხოლო რჯულის 24:1-4 და ესეც ცუდად დასრულდა როგორც დავითისთვის, ისე მიქალისთვის. მათი ურთიერთობა აშკარად ვერ ლაგდებოდა.

„როცა შევიდა უფლის კიდობანი დავითის ქალაქში, სარკმლიდან იმზირებოდა მიქალი, საულის ასული. დაინახა უფლის წინაშე მხტომელი და მროკველი მეფე დავითი და დამცირდა იგი მის გულში.“ (2 მეფ. 6:16).

„დაბრუნდა დავითიც თავისი სახლეულის საკურთხებლად; გამოეგება მიქალი, საულის ასული და უთხრა: “რარიგ გამოირჩეოდა დღეს მეფე ისრაელისა, რომელიც ისე გაშიშვლდა თავისი მხევლების წინაშე, როგორც ერთი უგუნური ვინმე!” უპასუხა მიქალს დავითმა: “იმ უფლის წინაშე ვროკავდი, რომელმაც მამაშენსა და მთელ მის სახლეულს მამჯობინა და მმართველად დამადგინა თავის ხალხზე, ისრაელზე. ამიტომაც სიხარულით ვიზეიმებ უფლის წინაშე. და რაც უფრო მეტადაც გავუგუნურდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში და იმ მხევლების წინაშე, რომლებიც მიხსენე, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები”. და არ ჰყოლია შვილი მიქალს, საულის ასულს, სიკვდილამდე.“ (2 მეფ. 6:20-23).

რაც შეეხება მერაბის, ნათქვამია: „დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.“ (1 მეფ. 18:19).

2 მეფეთა წიგნის 21:8 სწორედ მერაბის ქმარს გულისხმობს და არა მიქალის. ამის საფუძველზე, ბიბლიის მკვლევარები ერთხმად აცხადებენ, რომ 2 მეფეთა წიგნი საუბრობს მერაბის შვილებზე და არა მიქალის. ის რომ მე-8 მუხლში წერია „მიქალი“ აიხსნება ტექსტური მიზეზებით.

ტექსტოლოგია – ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ბიბლიის ხელნაწერების პრობლემებს და ტექსტის გადმოცემას. მსგავსი პრობლემა ტექსტოლოგიაში კლასიფიცირდება, ან მწიგნობრის ან მელნის დეფექტით. გამოცდილი თანამედროვე მბეჭდავები ამბობენ, რომ ნებისმიერი დიდი წიგნის ყველაზე სრული კორექტირების დროსაც კი არსებობს შეცდომის შესაძლებლობა ბეჭდვისას. ეს ყველაფერი დღეს, როდესაც წიგნები იბეჭდება კომპიუტერული ტექნიკისა და ტიპოგრაფიული აპარატების დახმარებით. წარმოიდგინეთ, მწიგნობარი კი უხეშ ტყავზე წერდა სუსტად განათებულ ოთახში, ყველაზე პრიმიტიული კალმით. აშკარაა, რომ ტექსტის შენარჩუნების ტიტანური მცდელობების მიუხედავად, შეცდომა, რა თქმა უნდა მაინც იპარებოდა.

თუ ასობგერა „რეშ“ სახელწოდებაში „მერაბ“ შემთხვევით გაიწელება ქვედა ხაზის წაშლის გამო, მაშინ ის წაიკითხება როგორც „კავ“ მიქალის სახელით. და თუ ასობგერა „ბეტ“-ს სახელწდება „მერაბ“-ში მარცხენა ზედა წვერი მოეშლება წაიკითხება, როგორც „ლამედ“ სახელწოდებაში „,მიქალ“. ასეთი მოვლენები გვხვდება ძველი აღთქმის ხელნაწერებში და ადვილად აღიქმება ძველი აღთქმის მკვლევარების მიერ. (ხმოვნები არ ითვლება, რადგან ისინი არ არსებობდნენ ძველ ებრაულ ტექსტში- მაგ. „ბორუხ“)

პრობლემის თეოლოგიური ასპექტი, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ, გაცილებით რთულია.

სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი პუბლიკაციები, რომლებიც ამ ამბავს უკეთებენ ინტერპრეტაციას, არ მოიცავენ პრობლემის სრულ სიღრმეს.

2 მეფეთა წიგნის 21-ე თავში ნათქვამია, რომ დავითმა გაბაონელებს გადასცა საულის შვილიშვილები, იმის გამო რომ საულმა დახოცა გაბაონელები. (2 მეფ. 21:1).

მათ, თავის მხრივ, ჩამოახრჩვეს ისინი.

ეს ისტორია- ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ისტორიაა მეფეთა წიგნებში. ბოლო პუბლიკაციებში ნაპოვნი განმარტებები, რომ დავითმა ეს ღმერთთან მოლაპარაკების გარეშე მოიმოქმედა, დალზედ არადამაკმაყოფილებელია. საქმე იმაშია, რომ ღმერთი აშკარად მონაწილეობს მთელ ამ ამბავში.

პირველ რიგში, ღმერთი აგზავნის შიმშილს ისრაელზე გვალვის სახით. ღმერთის ასეთი ქმედებები ისრაელის მიმართ მისი სასჯელის გამოხატულებაა, როდესაც ისრაელი არღვევს თორის მცნებებს. იმისთვის, რომ ისრაელში ჩამოვარდეს შიმშილობა, საჭიროა რომ ზამთარში არ მოვიდეს წვიმა. თუ ზედიზედ სამი ზამთრის განმავლობაში არ მოვა წვიმა, ეს უკვე იქნება ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა. მეორე რჯულის წიგნში ნათქვამია: „ის მიწა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა, მთისა და ბარის ქვეყანაა და ციური წვიმის წყალს სვამს.“ ( მეორე რჯული 11:11).

ხოლო ლევიტელთა 26 თავში ნათქვამია: „მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე – თავის ნაყოფს.“ (ლევ. 26:4).

შესაბამისად, თუ ისრაელის ხალხი არ ასრულებს მცნებებს, შემდეგ მოდის წყევლა: „მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებას, უკუაგდებთ ჩემს წესებს და მოიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ აღასრულოთ ყოველი ჩემი მცნება და დაარღვიოთ ჩემი აღთქმა. მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.“ (ლევ. 26:14-16).

დავითმა, რა თქმა უნდა, იცოდა თორას ეს ტექსტები. ასე რომ, „დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: “საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამო ხდება ეს ამბავი, რადგან გაწყვიტა გაბაონელნი“ (2 მეფ. 21:1). ჩვენ ვხედავთ, რომ აქ კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ დავითი ეკითხება უფალს. ისტორიის ბოლოს, საულის შვილიშვილების ჩამოხრჩობის შემდეგ დაწერილია „…ამის შემდეგ შეიწყალა ღმერთმა ქვეყანა“ (2 მეფ. 21:14).

ბიბლია ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ დავითის გაკეთებული საქმე ღვთის მოსაწონი იყო და რომ დავითი დაეკითხა ღმერთს.

ჩნდება კითხვა „რატომ“? ნუთუ არ ეწინააღმდეგება 2 მეფეთა წიგნის 21-ე თავის ამბავი ღვთის სიტყვებს, რომ შვილი პასუხს არ აგებს მამის ცოდვისთვის? იმისათვის, რომ ამ თეოლოგიურ კითხვებს გავცეთ პასუხი, გავერკვეთ ამ სისხლიან ამბავში და ავხსნათ ღვთის მოქმედება, საჭიროა ამ თავის ეგზეგის გაკეთება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შევასრულოთ ებრაული ტექსტის ყველაზე დეტალური გრამატიკული და კონტექსტუალური ანალიზი.

მთავარი ეგზეგეტიკური პრობლემაა 2 მეფეთა 21:1-ის გრამატიკის გაგება: „სამ წელიწადს, წლიდან-წლამდე შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: “საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამო ხდება ეს ამბავი, რადგან გაწყვიტა გაბაონელნი“

შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ „გაწყვიტა გაბაონელნი“ გულისხმობს საულს. საქმე იმაშია, რომ წინა წინადადებაში ორი თანაბარი ობიექტია. პირველი საულია, ხოლო მეორე მისი სისხლიანი სახლი. ებრაულ სიტყვაში „სახლი“ იგულიხსმება ოჯახის წევრები. სავარაუდოდ, საულს პირადად არავინ მოუკლავს. მაგრამ მისი ოჯახის წევრებმა, სამეფო პრივილეგიების გამოყენებით, როგორც ეს თანამედროვე რეალობაში ხდება, სისხლიანი მკვლელობა ჩაიდინეს.

მეორე ტექსტი გვახსენებს ვინ იყვნენ გაბაონელნი.

„დაიბარა მეფემ გიბეონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არა ისრაელიანები, არამედ დარჩენილ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ შურის გამო.“ (2 მეფ. 21:2).

აღწერილ მოვლენებამდე 400 წლით ადრე, როდესაც ისრაელიანები იესო ნავეს ძის მეთაურობით შევიდნენ ქანაანში, გაბაონელებმა თაღლითურად დადეს კავშირი ისრაელიანებთან. ამ კავშირის მოვალეობების შესრულებისას იესო ნავეს ძის ჯარებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს. როდესაც ტყუილი გამოაშკარავდა, მათ დაეკისრათ შრომითი ვალდებულება, რომ აენაზღაურებინათ ისრაელისთვის მიყენებული ზიანი.

გაბაონელები რომ პატიოსნად მოქცეულიყვნენ რახაბ მეძავისა და მისი ოჯახის ბედი ეწეოდათ. ისინი რომ შერწყმოდნენ ისრაელის ერს, როგორც ეს ეგვიპტიდან გამოსულმა ეგვიპტელებმა გააკეტეს, ისინიც ისრაელის ძეებივით იქნებოდნენ. მაგრამ იესო ნავეს ძესთან კავშირის დადებით, მათ შეინარჩუნეს ავტონომია და თვითმმართველობა. თუმცა ამასთან ერთად სწამდათ ისრაელის ღმერთის. ამრიგად, ისინი თორას იურისდიქციაში ხვდებოდნენ. შესაბამისად, რაც საულის ოჯახის წევრებმა მოიმოქმედეს, ღვთის თვალში ეს საომარი მოქმედება კი არა, განზრახული მკვლელობა იყო, რის გამოც თორის კანონების თანხმად სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული.

„და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს, მაშინ ჩემს სამსხვერპლოსაც კი რომ მოეჭიდოს, წაიყვანეთ და მოაკვდინეთ.“ (გამოს. 21:14).

რა თქმა უნდა, საულს მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ გამოუძიებია. უფრო მეტიც, ტექსტი გვიჩვენებს, რომ ის ამ მკვლელობის იდეის ავტორი იყო.

დავითმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არც არაფერი მოიმოქმედა. ამიტომ, ღმერთი იძულებული გახდა მკაცრი ზომებისთვის მიემართა, რის შემდეგაც დავითს უნდა შეესრულებინა ის რაც თორაში იყო ჩაწერილი. ნაწერის თანახმად: „მაშინ უნდა განსაჯოს თემმა მკვლელსა და მესისხლეს შორის ამ წესის მიხედვით“ (რიცხ. 35:24).

„ხოლო თუ ვინმე შეიძულებს თავის მოყვასს და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და მოკლავს, და თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს, კაცები გაგზავნონ იმ ქალაქის უხუცესებმა, და მოაყვანინონ ის იქიდან, და გადასცენ მესისხლეს, რათა მოკლან.“ (მეორე რჯულ. 19:11-12).

მას შემდეგ, რაც მკვლელი დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობაში მაშინ „ის უნდა გადასცენ შურისმგებლის ხელში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელში არ არსებობდა ციხეები ან პოლიცია, რომლებიც შეძლებდნენ სიკვდილის დასჯის განაჩენის აღსრულებას. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში სასჯელს აღასრულებდნენ მოწმეები, რომლებმას დამნაშავე სამსჯავროზე მიიყვანეს – „პირველად მოწმის ხელი უნდა შეეხოს მას მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის“ (რჯულ. 17:7).

განზრახ მკვლელობის შემთხვევაში, რაც ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა ჯერ კიდევ დაბადების მე-9 თავში: „და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი.“ (დაბ. 9:6) მოკლულის ახლობლებს განაჩენი უნდა აღესრულებინათ (შეეძლოთ შეეწყალებინათ კიდეც დამნაშავე). ის მათ ხელში იყო.

დავითი მოქმედებდა თორის გაკონების შესაბამისად. მან გამოიძია დანაშაული, იპოვა საულის ოჯახის ის წევრები, რომლებიც იყვნენ დამნაშავეები (მერაბის შვილები არარ იყვნენ მცირეწლოვნები, რადგან მან 40 წლით ადრე იქორწინა). საულის შთამომავლებიდან, რომელთა რიცხვიც მრავალი იყო, დავითმა მიჰგვარა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი შვიდი შვილიშვილი. ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი სახელები ცნობილი იყო და მან ისინი გაბაონელების გარდაცვლილი ოჯახების ნათესავებს გადასცა, რომლებიც ამ შემთხვევაში შურისმაძიებლები იყვნენ.

ამ ამბის მრავალი მკითხველი შოკირებულია იმ ფაქტით, რომ საულის შვილიშვილები იქნენ ჩამოხრჩობილნი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბოძზე იყვნენ დაკიდებულნი, კისერზე ბაწრით. მიშნაში, სინედრიონის ტრაქტატში ჩაწერილი ებრაული კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ხეზე არ კიდებენ ცოცხალ დამნაშავეს, არამედ ქვით ჩაქოლვის შემდეგ მკვდარ სხეულს. მეორე რჯულის წიგნის თანახმად: „თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე, მაგრამ არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე“

თალმუდში ნათქვამია, რომ მოკლული დამნაშავის სხეულის ხეზე დაკიდება იყო საზოგადოებისთვის იმის დემონსტრირება, რომ ღვთის სახელის ნებისმიერი მგმობელი იმსახურებს სასჯელს.

ასეთი სასჯელი გამოიყენებოდა ეგვიპტეშიც: „და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. სამი დღის შემდეგ ფარაონი შენც აგამაღლებს, ოღონდ ხეზე ჩამოკიდებით და ფრინველები გამოგიჭამენ ხორცს.“ (დაბ. 40:18,19).

თუმცა, რა თქმა უნდა, სხეული მალევე უნდა ჩამოხსნილიყო.

გაბაონელები იმდენად იყვნენ გაბრაზებულნი საულზე და მის ნათესავებზე, რომ არ სურდათ მათი სხეულების ჩამოხსნა და დამარხვა. „და აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე. და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით ველის ნადირს.“ (2 მეფ. 21:10).

თალმუდში ნათქვამია, რომ დამნაშავის გვამის დამარხვა ევალებათ მოწმეებსა და შურისმაძიებლებს. ამ ვიტარებაში ამის გაკეთება დავითს მოუწია.

ამრიგად, მხოლოს ტექსტის ფრთხილად შესწავლითა და კონტექსტის ფრთხილი ანალიზი გვეხმარება დავინახოთ ღმერთის ჭეშმარიტ ხასიათს, რომელიც აღწერილია თანახის გვერდებზე. ღმერთი, რომელიც არ არის ტირანი, არამედ მოქმედებს, როგორც სამართლიანი მოსამართლე.

ალექსანდრე ბოლოტნიკოვი

კვლევითი ცენტრის „შალომის“ დირექტორი

ღვთისმეტყველების დოქტორი

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი

„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩვენსავე უსაფრხოებისთვის კარდინალური ზომების მიღება მოუწია. შესაძლოა ყველა გადაწყვეტილება ჩვენთვის სასიხარულო და მისაღები არაა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა ეკლესიებს კი არა, მთავრობას ეკისრება.

რა თქმა უნდა ეკლესიას აქვს თავისი წესი და ფორმა მსახურების ჩატარებისა, რომელიც წმინდაა, მაგრამ ამ ვითარებაში ყოველივე ეს ღმერთის მცნების დაცვას ვერ მოემსახურება, რომელი მცნებაც მოიცავს მოყვასის სიყვარულსა და დაცვას, სიფრთხილისა და მორჩილების გზით. წმინდა წერილი გვესაუბრება, იმის შესახებ, რომ ჩვენმა წესების დაცვამ არ უნდა ავნოს უძლურ ადამიანებს.

,, გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.” (1 კორ 8 თავი)

,,უთხრა: “შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.” (მარკოზი 2:27)

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი წესი და საეკლესიო დადგენილების მიზანი ადამიანის ღმერთთან დაახლოვებაა. არ იცვლება წმინდა წერილი, არ იცვლება უფლის მცნებები, ხოლო შესაძლებელია შეიცვალოს გარკვეული ფორმები გარკვეული დროით, რათა ეკლესიამ ისევ განაგრძოს ადამიანების მომსახურება, დაცვა და გაფრთხილება.

მე თუ მკითხავთ, უდიდესი სურვილი იქნებოდა არ შეცვლილიყო საეკლესიო მსახურებების ფორმა (და არა როგორც ზოგიერთები ამბობენ, მსახურებების შეჩერება) თუმცა, ვგრძნობთ რა, მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ მორჩილება ერთადერთი გზაა აღვასრულოთ მცნება „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ამიტომ, სწორი არ იქნებოდა დაგვეცვა საეკლესიო წესი, დიადი მცნების დარღვევის ხარჯზე.

დღეს ყველაზე ნაკლებად არის რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირებების დრო. არამედ თანადგომის, თანაგრძნობის,ზრუნვისა და ერთიანობის!

ამრიგად, ვემორჩილებით და ვუცხადებთ თანადგომას სახელმწიფოს, ყველა გზითა და რესურსით, რაც ჩვენი მხრივ შესაძლებელია.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი

ოლეგ ხუბაშვილი

ისრაელის უარყოფა მრავალი მწვალებლობის საფუძველია
იუდეური ბიბლიისა და ისრაელის, ღვთის სასუფევლის შესახებ ებრაული გაგებისა და ღმერთის ოჯახის ებრაული ნაწილის უარყოფამ, წარმართული ეკლესია ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში „გადააგდო“.

მოდით გადავხედოთ რამოდენიმე განსაკუთრებით „პოპულარულ“ საკითხებს:

არაბიბლიური შიში ღმერთის მიმართ და მომაბეზრებელ-დეპრესიული შეხედულება ღმერთზე

მრავალი საუკუნის მანძილზე ეკლესიაში გამეფებული იყო რელიგიური უკიდურესობა, რომელიც აიძულებდა ადამიანებს გამუდმებით ღმერთის მიმართ ჰქონოდათ არასწორი შიში, ადამიანები დაშინებულები იყვნენ განადგურებისა და ჯოჯოხეთის ტანჯვის შიშით, სხვადასხვა მოზაიკურ ნახატებით ფრესკებით, ხატებითა და სკულპტურებით. ხალხს აჩვენებდნენ, რომ მათ რაღაც დაუჯერებელი ძალისხმება უნდა გაეწიათ, რომ გადარჩენის შანსი მაინც მიეღოთ (ვგულისხმობ ქრისტიანებს), და ამავე დროს აღმდგარი მხსნელის მადლმა იმდენად უკანა ფლანგზე გადაიწია, რომ იშვიათად ახსენდებოდათ.

ბევრ ჩვენგანს აქვს ნანახი მართლმადიდებლურ ტაძრებში მამა ღმერთის ხატი. საინტერესოა, რომ ტრადიციული ეკლესიების კანონებით აბსოლუტურად აკრძალულია მამა ღმერთის გამოსახულების შექმნა, მათ შორის რუსული მართლმადიდებლური კანონების მიხედვით. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გამოსახავენ და ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ხოლო ხატებზე აქცენტი კეთდება ყოველთვის მხსნელის წამებასა და სიკვდილზე. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არცერთი გამოსახულება არ არის დაშვებული წმინდა ღმერთზე არც ძველი აღთქმით და არც ახლით. ასევე კარგად ვიცით, რომ უპირობო პირველი მცნება არამარტო არ არის გაუქმებული ახალ აღთქმაში, არამედ პირიქით განმტკიცებულია კიდეც. „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.“ (გამოს. 20:3)

სხვადასხვა ვარიანტში გაგრძელებაც შედის, ზოგიერთში კი ცალკეა მოცემული შემდეგი რამ:

“არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.” (გამოს. 20: 4-6)

ასევე ნათქვამია, “იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან” (მეორე რჯ. 4:15). ანუ კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვა გულისხმობდა ღვთის ხატის უპირობო აკრძალვას.

თუ თქვენ ბიბლიის ახალ თარგმანს წაიკითხავთ, მაშინ წიგნი შმოთის (გამოსვლის) ისრაელისა და მთელი ქვეყნიერების ტრაგედიის ეპიზოდში (როცა მოსეს არ ყოფნის დროს ერმა ოქროს ხბოს კერპი გაიკეთა) ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო მომენტს. ისინი აჩვენებენ (და ზოგიერთი ბიბლიური მკვლევარი ამტკიცებს) რომ აარონმა ეს ოქროს ხმო არ შექმნა იმისთვის, რომ გამოესახა ღმერთი იაჰვე (თუმცა მან თქვა: „ეს არის ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან“), არამედ მას ახალგზარდა ხარის გამოსახვა სურდა.

რატომ? შუა აღმოსავლეთში ახალგაზრდა ხარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი იყო. როგორც წესი, ამა თუ იმ წარმართულ პანთეონში მთავარი ღმერთი იჯდა ახალგაზრდა ხარზე, ან ხარი იყო მისი ტახტი. ახლა კი ამბობენ, რომ სავარაუდოდ აარონმა ეს გააკეთა არა როგორც ღმერთის გამოსახულება, არამედ როგორც ხილული საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა უხილავი ღმერთი. მაგრამ ესეც კი საშინელება იყო ღმერთისთვის!

ღმერთის „სუპერ სიყვარული“ ყველა ერის მიმართ

დავუბრუნდეთ უკიდურესობას, ქრისტიანების დაშინებასა და დეპრესიულ წარმოდგენას ღმერთზე, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე იძულებით დააჯერეს მორწმუნეებს. რეფორმაციის დაწყებისთანავე, ღვთის სიტყვის არსი და რეალური მნიშვნელობა აღდგა ქრისტიანებს შორის. ხოლო კათოლიკურ ეკლესიაში ეს აღორძინება, მარტინ ლუთერის ოფიციალურ რეფორმაციამდე, 2,5 საუკუნით ადრე დაიწყო. და თანდათანობით ეს რეფორმაცია იქამდე მივიდა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში, ნაცვლად მუდმივი კონცენტრაციისა ქრისტეს წამებასა და სიკვდილზე, დაიწყო ახალი საპირისპირო უკიდურესობა, რომელიც ახლაც გვხვდება ბევრ დასავლურ ეკლესიაში.

და რაში მდგომარეობს ის? ეს უკიდურესობა არის ღმერთის „სუპერ სიყვარული“ ჩვენს მიმართ.

თუ მრავალი საუკუნის მანძილზე მორწმუნეების მთავარი მოტივაცია ჯოჯოხეთში მოხვედრის შიში იყო, ახლა ბევრ ეკლესიაში ჯოჯოხეთის შესახებ თითქმის არავინ საუბრობს. თუ ადრე, ძირითადად ეკლესია ცდილობდა შეენარჩუნებინა მორწმუნეებში სიწმინდე დანაშაულისა და შიშის გრძნობით, ახლა პირიქით საუბრობენ, რო მორწმუნეებს არანაირი დანაშაულის გრძნობა არ უნდა ჰქონდეთ (თუნდაც რაიმე ცოდვა ან ანტიბიბლიური ჩაიდინონ).

ახლა ბევრ ევანგელურ და ნაწილობრივ კათოლიციზმშიც, ვითარდება ასეთი უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც არწმუნებს მორწმუნეებს, რომ ღმერთი აბსოლუტურია და შესაბამისად მისი სიყვარულიც აბსოლუტურია. და თუ მისი სიყვარული აბსოლუტურია, მაშინ იგი უპირობოა. და თუ ეს უპირობოა, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ ცვლილებების გარეშე მოდის ღმერთის გულიდან ყველა მორწმუნეზე, იმისდა მიუხედავად თუ როგორ იქცევიან ისინი.

და აქ ფაქტობრივად, ერთმანეთში ირევა სხვადასხვა ცნებები! ღმერთმა შეიყვარა სამყარო, ყველა ადამიანი უპირობოდ და ამიტომ გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც მოკვდა ყველა ადამიანისთვის, რომლებიც იყვნენ ცოდვილები. ეს ასეა.

ანუ, ღმერთს უყვარს ყველა ცოდვილი? დიახ, ღმერთს უყვარს ყველა ცოდვილი, ურწმუნო და ისინიც ვინც მას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ მისი სიყვარული იგივენაირად არ მოქმედებს მიძღვნილ მორწმუნეებზე, ხორციელ მორწმუნეებზე, ურწმუნოებზე და მის მტრებზე!

ახალი აღთქმა ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, რომლებიც უარყოფენ ღმერთის სახარებას, როგორც ღვთის რისხვის შვილებზე:

“ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში. იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.” (რომაელთა 1:18-24, 32).

ეს არის ღმერთის მოქმედება, რომელიც განსჯის და გამოაქვს სიკვდილის განაჩენი. შემდეგ ვკითხულობთ:

„ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის“ (რომ. 2:2)

რა არის „ღმერთის სამსჯავრო“?თქვენი აზრით ეს სამსჯავრო გამართლებისთვის არის თუ მსჯავრის დადებისთვის? რა თქმა უნდა მსჯავრის დასადებად, რადგან მათ სიკვდილი მიესაჯათ. მაგრამ თანამედროვე ქადაგებებში ხშირად ისმის, რომ ღმერთი არავის განსჯის!

და შემდეგ:

„შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და…“

და შემდეგ მისი სიყვარულის პირდაპირი მოქმედება,-

ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ? ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა” (რომ. 2:3-5)

ღმერთი არ განგვსჯის საქმეების მიხედვით, არამედ რწმენის მიხედვით

ბევრ თქვენგანს გაუგია, რომ ღმერთი საქმეებით არ განსჯის არამედ მხოლოდ რწმენით. მაგრამ ეს ერესია, რომელიც ახლა ძალიან სწრაფად ვრცელდება. სინამდვილეში, ეს უკიდურესობა იყო  ღმერთის დიდი სიყვარულის უარყოფაზე მისი შვილების მიმართ. და ეს დაიწყო  ეკლესის გამოყოფით და ჩანაცვლებით ისრაელის მიმართ.

როდესაც ეკლესიამ უარყო ღმერთის მარადიული სიყვარული მისი ერის მიმართ (პატიოსანი, მართალი, წმინდა, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ღმერთის რისხვა ცოდვილი, ურწმუნო, განდგომილი ისრაელის წინააღმდეგ), – მას მერე ეკლესია ჩაეფლო შიშში, მწუხარებაში, დეპრესიასა და იმედგაცრუებაში.

ეს ერეტიკული სწავლება მდგომარეობდა იმაში, რომ სინამდვილეში ჩვენ უნდა გვჯეროდეს გარკვეული ხისტი დოგმების, მაგრამ ჩვენი დახსნა ხდება საქმეებით. დღეს კი საპირისპირო დრო დადგა: ღმერთს ვუყვარვართ არა საქმეების მიხედვით, არამედ მადლით, და სულის გადარჩენისთვის საქმეები საერთოდ არ არის საჭირო.

მაგრამ სწორედ ჩვენი საქმეები თამაშობს დიდ როლს ჩვენი და ღმერთის ურთიერთობებში, შემდეგ კი სამსჯავროზე, სადაც განისაზღვრება ჩვენი მარადიული ბედი!

შეგიძლიათ იკითხოთ: ეს როგორ, ჩვენ ხომ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე! დიახ, ის შემოვიდა ჩვენს ახალ გულებში, როდესაც მოვინანიეთ და თავი დავიმდაბლეთ, როდესაც იეშუა მესია ჩვენს უფლად და მხსნელად ვაღიარეთ, მოვინანიეთ ჩვენი წარსული და ვაღიარეთ ჩვენი უუნარობა და წარუმატებლობა საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობისა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი გადარჩენის დასაწყისია. და ახალი აღთქმის მრავალი მუხლით, ჩვენ ახლა განვაგრძობთ ჩვენს ხსნას.

ამაზე დაწერილია, პეტრე მოციქულის პირველ წერილში 1:17, ფილიპელთა 2:12: „შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად“

რომაელთა მიმართ წერილში 2:6-8 ნათქვამია:

“რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას.”

არა მხოლოდ კარგი საქმეებით, არამედ გამუდმებულობით! კეთილი საქმეების გამუდმებული კეთება. და ღმერთი გვპირდება, რომ ის ამისთვის მოგვიზღავს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ის გადარჩენა რომელიც შემოვიდა ჩვენში, ჰგავს მარცვალს, რომელიც იზრდება ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმეებით, ჩვენი მსახურებით და მთლიანად აღსრულდება, როდესაც ჩვენ მიწიერ ცხოვრებას დავასრულებთ. და მაშინ ღმერთი მოგვიზღავს.

ღმერთის სიყვარული ჩვენდამი არ იცვლება, შევცოდავთ თუ არა, სიკეთეს გავაკეთებთ თუ არა

დღესდღეობით ქრისტიანებში კიდევ ერთი პოპულარული ერესია. ის ხალხს არწმუნებს, რომ ღვთის სიყვარული არ იცვლება ჩვენს მიმართ, ვცოდავთ თუ არა, კეთილ საქმეებს ვაკეთებთ თუ არა. ეს საშინელი ანტიბიბლიური ერესია!

ღმერთის სიყვარული ძალიანაც იცვლება ღმერთი გააგრძელებს ჩვენს სიყვარულს, მაგრამ შორიდან. ეს საერთოდ სხვანაირი სიყვარული იქნება! ეს ისეთი სიყვარული იქნება, რომელიც ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ რომ გვქონდეს მტრების მიმართ. თუმცა ჩვენ მოგვიწოდა, რომ არ დავწყევლოთ მტრები, ღმერთი კი გვწყევლის. ჩვენ მოგვიწოდა, რომ მტერი არ დავაზარალოთ, ის კი გვაზარალებს. ღმერთი გვეუბნება რომ არ ვუსურვოთ მათ ჯოჯოხეთში მოხვედრა, თვითონ კი თუ არ მოინანიეს ჯოჯოხეთში უშვებს.

ეს უკიდურესობა ეკლეიის მოძღვრებაში მოვიდა ისრაელის უარყოფით, და ღმერთის წმინდა სიყვარულის უარყოფით თავისი ერის მიმართ.

რომაელთა 2:9-10-ში ნათქვამია:

“ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც”.

და აქაც რომ გავჩერდეთ უკვე რაღაც მნიშვნელოვანია. რადგან ყველა ვინც უარყოფს ისრაელს, როგორც ღვთის რჩეულ ერს, ვინც ამბობს: „ახლა ერთადერთი ღმერთის ერი არის ეკლესია, რომელიც მოიცავს ყველა ერის ყველა მორწმუნეს“, მისთვის ეს მუხლი სრულიად გაუგებარია. თუ ებრაელები ახლა სხვა ერებივით არიან, მაშინ ჭირი და შევიწროება ჯერ ებრაელებზე რატომ არის? პირველ რიგში, ეს არა მარტო რიგითობას არამედ სიძლიერეს და განსაზღვრულობის ხარისხსაც ნიშნავს, ამ მუხლის მიხედვით ღმერთი ისევ განსაკუთრებულ ურთიერთობაშია ისრაელთან. და ისტორიის მანძილზე, ბევრი ღვთისმეტყველი და პედაგოგი ემორჩილებოდა და აღიარებდა ამ მუხლს.

მაგრამ ამაზე სულიწმინდა არ ჩერდება, პირიქით: „ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც”.

მაშინ მთელი რომის იმპერია დასახლებული იყო ან იუდევლებით ან ბერძნებით, რადგან ელინიზმი მეფობდა რომის იმპერიის ცივილიზაციურ სამყაროში, ოიკუმენეში (ცივილიზებურ სამყაროში).  მხოლოდ ებრაელები განსხვავდებოდნენ სხვებისგან, რადგან ყველა ღმერთს უარყოფდნენ, ერთი ღმერთის გარდა. მაგრამ თუ სიმართლეს ლაპარაკობს მე-10 მუხლი, მაშინ მე-9 და მე-10 ნიშნავს შემდეგს: ებრაელი ერი დარჩა განსაკუთრებულ, რჩეულ ერად, ღმერთს არ უარყვია ის. და მას პირადი ანგარიში აქვს თავის ერთან, ებრაელ ერთან. ეს ისაელის ღმერთის განსაკუთრებული ოჯახური ურთიერთობაა თავის ხალხთან. და ღმერთი განჯის მთელ ერს, და ცალკეულ ებრაელებს, არა მხოლოდ ერს.

და ეს სიტყვები „სიკეთის მქმნელი“ – ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი დრო და დრო რაღაც კარგს აკეთებს. ეს ცხოვრებისეული მდგომარეობაა: სიკეთის გამუდმებულად კეთება, გამუდმებული ლტოლვა კეთილად ცხოვრების, ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაც მარცხები არ იქნება, მაგრამ მთავარი ვექტორი ყოველთვის ზევით არის მიპყრობილი.

და ამაზე საუბრობს მე-7 მუხლი: „მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს“

ეს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც უბრალოდ კი არ აკეთებენ კეთილ საქმეებს, არამედ ღმერთს ადიდებენ ამ საქმეებით. და განა იმისთვის აკეთებენ კეთილ საქმეებს, რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში იყვნენ კარგად, არამედ მათი მთავარი მიზანი ზეციური იერუსალიმია. და ასეთი ებრაელები ხდებიან უპირველეს ყოვლისა ღმერთის კურთხევის, ღმერთის ძალის, ღმერთის წყალობის ობიექტები, როგორც წერია აქ. და „შალომ“ – ეს არა მხოლოდ „მშვიდობაა“, „დამშვიდება მტრობისა და ომისგან“, ეს არის „სისავსე“ და „მთლიანობა“. ეს ებრაული სიტყვა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სისრულეს და მთლიანობას, მამასთან კავშირის ჰარმონიას.

გამოდის, რომ ღმერთმა პრივილეგია შეუნარჩუნა ებრაელ ერს. პრივილეგია ის არის, რომ მასზე მინდობილ ებრაელებს, რომლებიც ინანიებენ და თავიანთ ცოდვებს დებენ გოლგოთის ჯვართან, მის ფეხებთან მოაქვთ თავიანთი სიცოცხლე და შემდეგ უფრო მეტად ცდილობენ მის გამოვლენას, ასეთ ებრაელებს ის უკვე ამ ცხოვრებაშივე აავსებს თავისი ძალით (რომ. 1:16), თავისი სიცოცხლით, დაიცავს, აკურთხებს ყველაფერში და დაფარავს თავისი დიდებითა და პატივით, თავისი სიტყვების დამტკიცებით.

ღმერთი მიუკერძოებელია და სამართლიანი (რომ. 2:11) ამიტომ, იგი პირველ რიგში განსჯის ცოდვილ და ამბოხებულ ებრაელებს. ეს ეხება მარადიულ სიცოცხლეს, მაგრამ ამავდროულად გამოვლინდება დროებით ცხოვრებაში.

კარგი იქნებოდა კითხვის დასმა: ზემოთ მოცემულ მუხლებში არის საუბარი რწმენის დოგმებზე? არა, აქ საუბარია საქმეებზე. მე-7 და მე-10 მუხლებში II თავის, საუბარი არის კეთილ საქმეებზე, მე-8 და მე-9ში კი ბოროტ საქმეებზე. ასეთი მუხლები მრავალია ახალ ართქმაში.

რატომ ვართ ხშირად მიდრეკილნი ანტიბიბლიური უკიდურესობების მიმართ, რომ საქმეებს საერთოდ არანაირი როლი არ აქვს? იმიტომ, რომ ეს უკიდურესობები რწმენის მამებისგან მოდის, რომლებსაც სჯერათ ჩანაცვლების თეორიის. და ამ რწმენის მამების უმეტესობა ეხლა იხრებიან მარკიონის  ერესისკენ. ეს იყო დიდი ერესიარქი, II საუკუნის გნოსტიკი. ის რომში ჩამოვიდა დიდი სიმდიდრით და ყველაფერი ეკლესიას შესწირა. ის მიიღეს და თავად გახდა მასწავლებელი ეკლესიაში, რადგან იყო ნაკითხი და განათლებული. მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა სინამდვილეში რისი სჯეროდა. მას კი სჯეროდა შემდეგი: რომ ძველი აღთქმა აღწერს ერთ ღმერთს, ხოლო ახალი აღთქმა სხვა ღმერთს. და ახალი აღთქმის უმეტესი ნაწილი მას არ აწყობდა, მან მთელი ბრიტ ხადაშასგან დატოვა მხოლოდ სახარება (ისიც, „გაწმენდილი“) და პავლე მოციქულის ეპისტოლეები (ისიც „გაწმენდილი“).

ცხადია, ჩვენ ახალი აღთქმით ვცხოვრობთ და არა ძველით, მაგრამ ეს საშინელი ერესია!

და II საუკუნის ბოლოს ეკლესია უკვე მიემართებოდა ჩანაცვლების თეორიისკენ, ებრაელების უარყოფისკენ. ამიტომ მათ მაშინვე ვერ იცნეს ერეტიკული სწავლება. მაგრამ როცა იცნეს, მიხვდნენ რომ ეს იყო კატასტროფა! რადგან ამას თუ ირწმუნებდნენ, გამოვიდოდა რომ იესო დაპირებული მესია კი არ არის, არამედ სრულიად ახალი ღმერთი. და საერთოდ გამოდის, რომ არსებობს სხვადასხვა ღმერთები,და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია კარგი. ამიტომ მარკიონი გააძევეს ეკლესიიდან, მისცეს მთელი ფული და გააგდეს. მაგრამ მისი ერესი კიდევ რამოდენიმე ასეული წელი არსებობდა.

და თანამედროვე ერესიც, რომელიც მარკიონის ისტორიიდან იღებს ფესვს, გამომდინარეობს ბიბლიური სურათის სისავსის უარყოფით, ნამდვილი და არა გამოგონილი ღმერთის, აბრაამის, იცჰაკის და იაკობის. ეს სურათი რთული და მრავალმხრივია. მართლაც თუ წერია, რომ ღმერთი სიყვარულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი სიყვარულია მხოლოდ ხორციელი გაგებით, რომ რაც არ უნდა დააშავო ღმერთს მაინც უყვარხარ. ახალი აღთქმის მრავალი წერილი მიზანმიმართულად გამოირიცხა, სადაც დაწერილია, რომ ღმერთი გადმოვრის რისხვას  ადამიანებზე. რადგან სიყვარულში რანაირად შეიძლება იყოს რისხვა?ღმერთი ხომ არავის სდებს მსჯავრს, ეშმაკი კი სდებს!

თავიდან გაჩნდა თეორია, რომ ღმერთი ამხილებს, ხოლო ეშმაკი განსჯის. ეხლა კი თეორია განვითარდა. ისინი ვისაც ამ თეორიის ფესვების სჯეროდათ, მათ აღარ ყოფნით, სურთ რომ ღმერთი უფრო მოსიყვარულე და დამჯერი იყოს. ამიტომ ახლა ახალი თეორიაა.

ღმერთი არავის ადანაშაულებს, არ სდებს მსჯავრს და არ ასამართლებს არავის

მე ერთ რამეს წავიკითხავ სტატიიდან, რომელიც განთავსებულია პორტალზე. პოლემიკის თვალსაზრისით გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გასამართლების ცრუ სულის განადგურება“, ეს სტატია აღებულია ჟურნალიდან „ქარიზმა“:

„უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი მამაა, არ განგვიკითხავს ჩვენ გზებზე. ის არ იყენებს სირცხვილს…“

ანუ თუ თქვენ გცხვენიათ რაიმე სისაძაგლის, რომელიც ჩაიდინეთ, გამოდის ეს ღმერთისგან არ არის. ნუ გრცხვენიათ! არა მხოლოდ ეს, ღმერთი დანაშაულის გრძნობასაც არ იყენებს. რაც არ უნდა ჩაგედინათ, დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ თავი. რადგან ეს ეშმაკისგან არის.

ეს საკმარისი არ არის, ღმერთი სინანულსაც არ იყენებს! რამე სისულელე ჩაიდინე – აჰ, არაუშავს, ერთხელ ვცხოვრობთ! ნუ ინერვიულებ, ღმერთს ყველა შემთხვევაში უყვარხარ!

„ღმერთი არ იყენებს ბრალს, როგორც შეცვლის ან ჩვენი მოტივაციის მიზნით“ – ნათქვამია აქ.

სინამდვილეში, ღმერთი ამ ყველაფერს იყენებს, როგორც საშუალებას ან მოტივაციას, რომ აღარ შევცოდოთ, დავბრუნდეთ განდგომილებიდან, შევწყვიტოთ ცხოვრება როგორც ღვთის ხორციელმა შვილებმა და ა.შ.

და სტატიის ავტორის აზრით აბა რაღას აკეთებს ღმერთი? აი რას:

„ღმერთი ცვლის გულის სურვილებს სიყვარულის ატმოსფეროში და „მამა-შვილური“ ურთიერთობით.

მე ამის მომხრე ვარ მეგობრებო! ჩვენ ყველანი ამის მომხრენი ვართ! მაგრამ იცით, რომ სიყვარულის ატმოსფერო ყველას არ ათავისუფლებს ცოდვისგან.

„…ის გვიზიდავს ჩვენ სიყვარულის პრიზმის ურთიერთობით, გვასწავლის სიყვარულის ძალით, მადლისა და პატიების“.

დავუბრუნდეთ წერილს, რომაელთა მიმართ წერილს 2:5-9,12:

“ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.”

კიდევ ერთხელ ვკითხულობ:

„უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი მამაა, არ განგვიკითხავს ჩვენ გზებზე. ის არ იყენებს სირცხვილს. ღმერთი არ იყენებს ბრალს, როგორც შეცვლის ან ჩვენი მოტივაციის მიზნით. ღმერთი ცვლის გულის სურვილებს სიყვარულის ატმოსფეროში და „მამა-შვილური“ ურთიერთობით. .ის გვიზიდავს ჩვენ სიყვარულის პრიზმის ურთიერთობით, გვასწავლის სიყვარულის ძალით, მადლისა და პატიების“.

წარმოგიდგენიათ, რომ ეს ცრუ სწავლებები და ერეტიკოსები ღმერთს განკითხვის უფლებას ართმევენ, უარყოფენ ღმერთის სამსჯავრო!

„სამსჯავროს საქმე უტევს სიყვარულის, მადლისა და პატიების ძალას, ძნელად დასაჭერი, მაგრამ მომაკვდინებელი გზით. სამსჯავრო იყენებს ძველ აღთქმის კანონს, მაგრამ ხშირად ახალი აღთქმის სილამაზეს გვერძე ტოვებს, რომელიც ფოკუსირებულია მთელ წერილზე. სამსჯავრო მკაცრად არის მიდრეკილი რჯულისკენ, და ხელიდან უშვებს მადლსა და სიყვარულს. სამსჯავრო ცდილობს შექმნას მთლიანი ცხოვრების გზა, რომელიც დაფუძნებულია სრულყოფაზე, მუშაობაზე, ადამიანის თვით სიმართლეზე და კანონიერებაზე“.

სინამდვილეში, ახლა უკვე „ახალი ეტაპია“: თითქოს ღმერთი არ განსჯის და არ ადანაშაულებს არავის. და უკვე გაუგებარია შეუძლია თუ არა ღმერთს ვინმეს მხილება. ყველაზე საშინელ სიტუაციებშიც კი ცდილობს სიყვარულის ატმოსფეროს შექმნას და „მამა-შვილური“ ურთიერთობით ყველაფრის მოგვარებას. ეს დიდი ტყუილია მთელი ახალი აღთქმის მიმართ, ისრაელის ღმერთის მიმართ!

და აქ წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ ძველი აღთქმის რჯული, არამედ მთელი ძველი აღთქმა, ახალ აღთქმასთან მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის თანახი! ეს არის ზუსტად ის, რაც იზრდება მარკიონის ერესისგან. ეს ის საშიში უკიდურესობაა, რომელსაც აწყდებიან დღევანდელ მრავალ ევანგელისტურ ეკლესიაში. და ეს უკიდურესობა არის ებრაელი ერის ნამდვილი უარყოფა, თანახიდან დაწყებული, რომელსაც ჩვეულებრივ ძველ აღთქმას უწოდებენ.

ყოვლისშემძლე ღმერთი არანაირ მსახურებას და საქმეებს არ საჭიროებს?

მოდით გავაგრძელოთ. თქვენ ხედავთ, რომ რჯული მხოლოდ ძველ აღთქმასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ აღთქმაში მორალური კანონი მწვერვალამდეა გაზრდილი. დიახ ჩვენ ახლა განთავისუფლებულნი ვართ რიტუალური მცნებებისგან, როგორც კანონისგან. ჩვენ შეგვიძლია მათი გამოყენება, მაგრამ ისინი აღარ არის კანონი ჩვენთვის. მაგრამ ზნეობრივი კანონები, ახალი აღთქმის ზნეობრივი ქცევები გაცილებით ხისტია, მკაცრი და უპირობო, ვიდრე ძველ აღთქმაში.

მაგრამ ეს ხალხი, რომელიც ერესს ასწავლის და ქადაგებს, ლამაზად აფორმებენ ყველაფერს ისე თითქოს ძველი და ახალი აღთქმა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისინი უარყოფენ ახალი აღთქმის ძალიან ბევრ ადგილს, რადგან გულის სიღრმეში სჯერათ, რომ ისრაელის საქმე დასრულებულია.

ზოგიერთი ძალიან პოპულარული მქადაგებელი და მასწავლებელი დასავლეთში ღიად საუბრობენ ამაზე: რჯული – ისრაელისთვის, მადლი – ეკლესიისთვის. ასევე საუბრობენ, რომ საქმეებს არანაირი კავშირი არ აქვს გადარჩენასთან. მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ „რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2:26). და როცა იეშუა ამბობს, რომ „მორწმუნე სამსჯავროზე არ მიდის“ (იოანე 5:24), ის გულისხმობს მორწმუნეს, რომელიც მთელი ძალით და ცხოვრებით ამტკიცებს თავის რწმენას, აჩვენებს თავის რწმენას აბრაამის, იცჰაკის და ოაკობის ღმერთის მიმართ, მისი ძის იეშუა მესიის მეშვეობით!

წავიკითხავ კიდევ ერთ ციტატას როქსენ ბრენის წიგნიდან, რომელიც უფალს ემსახურება. ეს არის კარგი წიგნი, რომელშიც ბევრი ღირებული რამაა. მაგრამ მას აქვს უკიდურესობაც.

ავტორი წერს:

„რა სიცრუეს ასწავლიან ეკლესიაში ახალმოქცეულებს, იმის თქმით რომ ისინი გადარჩნენ რათა ღმერთს ემსახურონ. არა! ჩვენ გადავრჩით იმის გამო, რომ პირველ რიგში მას სურდა ჩვენი შემორიგება“

როგორი საშინელი დაბნეულობაა! არეულია ის მიზეზი, რომელიც წინ უძღვის ჩვენს ღმერთთან ერთად ცხოვრებას, რომელიც ღმერთის გულშია ჩვენთან მიმართებაში. და ესენი ერთმანეთსა დაპირისპირებული. ეს არის ზოგადი მიზეზები სრულიად სხვადასხვა სფეროდან! რა თქმა უნდა, ღმერთს ყველას დაბრუნება სურს, ყველას შემორიგება. მაგრამ რატომ უარყოფს ეს იმას, რომ გადარჩენილნი ვართ რათა მას ვემსახუროთ?

შემდეგ ვკითხულობთ:

„ის იმიტომ არაა დაკავებული ხალხის გადარჩენით, რომ მსახურები სჭირდება ქრისტესთვის მთელი მსოფლიოს დასაპყრობად“

პრინციპში, გასაგებია – რადგან მას არ სჭირდება მსახურები, რომლებიც დაიპყრობენ მიწას ქრისტესთვის, რჩება მხოლოდ ორი შესაძლებლობა: ან თვითონ დაიპყრობს მიწას თავად, ადამიანების გარეშე, ან საერთოდ არ ანაღვლებს ადამიანები!

ეს ყველაფერი განკუთვნილია სულელი მორწმუნეებისთვის, რომელთაც ძალიან უხარიათ, რომ ღმერთი არ სთხოვს მათ არაფერს, არაფერს საჭიროებს მათგან, არ განსჯის საქმეების მიხედვით და ისინი მზად არიან გადაყლაპონ ნებისმიერი საღეჭი რეზინა, თუნდაც ყველაზე სულელური და საწინააღმდეგო.

შემდეგ ავტორი განაგრძობს:

„ბიბლიაში არ არის არც ერთი მუხლი, სადაც დაწერილია რომ ღმერთისთვის რამე უნდა გავაკეთოთ. ბიბლია ამბობს, რომ თავისი მადლით და სიყვარულით მოგვცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ იმაში რასაც თავად აკეთებს. დაფიქრდით ამაზე!“

მაშინ დასაწყისისთვის იონას წიგნის ამოღებაა საჭირო ბიბლიიდან, რატომ დევნიდა მას, რისთვის აწვალებდა ღმერთი? რისთის ჩაძირა მერე კი გადაარჩინა? ანგელოზები გაეგზავნა ნინევიაში! მან ხომ ანგელოზი გაგზავნა ასურელებთან, რომელმაც 185 ათასი მოკლა (2 მეფ 19:35). ამათ კი გადაარჩენდა!

მაგრამ როდესაც გვესმის, რომ ისრაელის ღმერთის რწმენით ვართ დახსნილნი, მაშინ ვიგებთ და ვიღებთ იმას, რომ გადარჩენილნი ვართ „კეთილი საქმეებისთვის“ (ეფეს. 2:10) რომელიც ღმერთმა გაგვიმზადა რომ გავაკეთოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! თუ ჩვენ გადარჩენილნი ვართ, მაგრამ არ ვაკეთებთ კეთილ საქმეებს, მაშინ ვკარგავთ ჩვენი ხსნის მიზანს! ჩვენ უბრალოდ ვუარყოფთ ჩვენს ხსნას და ვამტკიცებთ, რომ ან საერთოდ არ ვიყავით დახსნილნი, ან განდგომილნი ვიყავით. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იოანე მოციქულის პირველი წერილი, სიყვარულის წერილი. ეს ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წიგნია, რომელიც აღწერს თუ როგორ უნდა განვასხვავოთ მორწმუნეები და ურწმუნონი. პირველ რიგში, მისი ცხოვრება და გარეგნული საქმეები, აღთქმების შესრულება გვაჩვენებს მორწმუნეა ეს ადამიანი თუ არა. ფიზიკური განკურნებაც კი, სულიერი განთავისუფლება, სხვადასხვა სასწაულები – ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომელიც ახლავთ მორწმუნეებს, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან.

“წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება”

აი ასეთ სიტყვებს იყენებს ღმერთი. ის უწყრებოდა მოწაფეებს, შემდეგ კი თქვა „ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება”

თუ მე მადლით ვარ დახსნილი – არანაირი შრომა და მსახურება არაა სავალდებულო?

გახსოვთ როგორ მთავრდება მალაქია წინასწარმეტყველის წიგნი 3:13:

“ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ – ამბობს უფალი – თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე? ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?”

როდესაც ტრადიციული ეკლესიის წევრები სევდიანი ტანსაცმელებით დადიოდნენ, იღებდნენ სევდიან და მოსაწყენ სახეს, იტანჯავდნენ თავს – ბევრი ამას გულწრფელად აკეთებდა. მაგრამ რაღაც ისე არ ხდებოდა.

შემდეგ გაჩნდა შემდეგი უკიდურესობა.

„ახლა ამპარტავნებად აღარ ვთვლით ბედნიერებს: ვინც უკეთურებას სჩადის უკეთესადაა, მიუხედავად იმისა რომ ღმერთს ცდის. ღმერთის მოშიშები კი ეუბნებიან ერთმანეთს: „უფალი ისმენს, მის წინაშე წიგნები იწერება მათ შესახებ, ვისაც ღმერთის ეშინია და პატივს სცემს მის სახელს. და ისინი იქნებიან ჩემი, ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი საკუთრება იმ დღეს, რომელსაც მე შევქმნი და შევიწყალებ მათ, როგორც იწყალებს კაცი თავის ძეს, რომელიც მას ემსახურება“.

ზოგიერთი ამბობს: თუ მადლია, მაშინ არავითარი მსახურება და საქმეები. მაგრამ, მადლი სინამდვილეში საქმეებში ვლინდება, უპირველეს ყოვლისა მსახურების საქმეებში. თუ ჩვენ ნამდვილად მივიღეთ მადლი და სიყვარული, შეუძლებელია ისინი არ გამოვლინდეს წმინდა ღვთისმსახურებაში!

ამიტომ ღმერთი შეიწყალებს თავის შვილებს, რომლებიც მას ემსახურებიან. არა მათ ვინც იმსახურეს და შეწყვიტეს, არა მათ ვინც დრო და დრო მსახურობენ, არა მათ ვინც გაურბოდა მსახურებას, არამედ მათ ვინც ძეებივით და ასულებივით ემსახურებიან, მისი სიყვარულით ივსებიან, სულიწმინდის ძალით.

და შემდეგი მუხლიც ამტკიცებს წინას: “მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის“. ჩვენ კი მართალნი ვართ არა ჩვენი სიმართლით, არამედ მართალნი ვართ ქრისტეს სიმართლით. და თუ ჩვენში მესიის სიმართლეა, ის გამომჟღავნდება ჩვენს სიმართლეში: ჩვენი საქმეების სიმართლეში, ჩვენი შეცვლილი მოტივების სიმართლეში, სურვილების, გონებისა და ნების. ამიტომ როცა იეშუა ამბობდა: “გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში! ” (მათ. 5:20) ის საუბრობდა მორწმუნეების პრაქტიკულ ცხოვრებაზე.

ახლა ხდება ახალი აღთქმის ებრაული გაგების აღდგენა. ეს ხდება არა მესიანურ თემებში, არამედ მესიის მთელ სხეულში. მაგრამ იმის გამო, რომ ახალი აღთქმის ებრაული გაგება დამახინჯდა, დაიკარგა და განზრახ გაწყდა, ახალი აღთქმის სიმართლის შესახებ მრავალი ადგილები ძველი აღთქმის საწინააღმდეგოდაა აღქმული. აგრამ ახალი აღთქმის სიმართლე არის ძველი აღთქმის კულმინაცია და არა მისი საპირისპირო.

სწორედ ამიტომ მთავრდება მალაქიას წიგნი „მართლებითა და ბოროტეულებით“. წავიკითხოთ მთლიანად:

“და მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.”

ეს მნიშვნელოვანი მომენტია.

ღმერთის შვილებისთვის საკმარისი არ არის მსახურების დაწყება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ღმერთის მოსვლის დროს მისი მსახურების პროცესში ვიყოთ. არამართო კარგად დავიწყოთ, არამედ ყოველთვის მზად ვიყოთ მესიის დაბრუნებისთვის. ეს არის ღმერთის ნამდვილი ძეებისა და ასულების მდგომარეობა, რომლებიც მთელი ცხოვრებით ემსახურებიან მას.

დღე, როდესაც ღმერთი განსჯის ყველას, ჯერ კიდევ არ დამდგარა. და ამ დღეს ღმერთი პირველ რიგში განსჯის ისრაელს, ასევე “ვინაიდან დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა” (1 პეტრე 4:17). გამოდის, რომ ამ საუკუნის ბოლოს დადგება დღე, სამსჯავროს დრე, როდესაც ყველანი ვნახავთ განსხვავებას ვინ იყო ღვთის ღია მოწინააღმდეგე და ასვე ისინი ვისაც ეგონათ რომ წმინდანი იყვნენ მადლით, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ, ეს იქნება ერთი კატეგორია.

მეორეს მხრივ, იქნებიან მისი ნამდვილი შვილები, რომლებიც ემსახურებოდნენ ღმერთს თავიანთი სიცოცხლის ბოლომდე, უყვარდათ იგი მთელი გულით, მთელი სულითა და გონებით.

ასე რომ როდესაც დაგიწყებენ იმის საუბარს, რომ სამსჯავრო და რჯული – ძველი აღთქმაა, ხოლო ახალი ართქმა – სულიერი კარამელი – ნუ დაიჯერებთ! ხოლო თუ ნაწილობრივ დაიჯერეთ ეს სიცრუე, სასწრაფოდ მოიშორეთ.

ავტორი – ბორის გრისენკო

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი

რჯული და მადლი მეორე ნაწილი
ვაგრძელებთ ჩვენს განხილვას თორაზე (რჯულზე ) და მადლზე. წინა სტატია თუ გახსოვთ,  ჩვენ დავასრულეთ იმ განსაზღვრებაზე რომ მამაკაცი დედაკაცის რჯულს ვერ შეასრულებდა,  როგორც მონა ვერ შეასრულებდა მეფის რჯულს და ა.შ.

ისრაელი იყო ამორჩეული ღმერთისაგან, სამწუხაროდ  ხშირად  ისრაელიის რჩეულობა არასწორადაა გაგებული  ადამიანებში და აგრეთვე ზოგიერთ ქრისტიანულ  მიმდინარეობებშიც კი . როდესაც ადამიანებს ესმით  რომ ისრაელი რჩეული ერია,  მათ  უჩნდებათ  კითხვა რას ნიშნავს რჩეული? ნიშნავს ეს რომ ებრაელები სხვა ერებზე უკეთესია? დასავლურად მოაზროვნე ადამიანისთვის რჩეული  ნიშნავს უკეთესს,  მააგალითად როდესაც პროდუქტების მაღაზიაში ვყიდულობთ პროდუქტებს, ჩვენ მას ვარჩევთ  იმ კრიტერიუმით რომ ეს პროდუქტი ჯობია სხვა პროდუქტს, როდესაც ჩვენ რამეს ვირჩევთ  ხშირად  ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვამჯობნინებთ  ერთ ნივთს მეორეს, მაგრამ ასე არ  ირჩევს ღმერთი! როდესაც გამჩენი ირჩევს ადამიანს ან ჯგუბს ან ერს, ეს იმდენად თავად ღმერთისთვის კი არა არამედ იმ მიზნისათვის რომლის შესრულებას ავალებს თავად გამჩენი. ღმერთს გრანდიოზული გეგმა აქვს  ისრაელიზე, გამოამჟღავნოს და აჩვენოს თავისი ხასიათი თავისი ამორჩეული ერის მეშვეობით,  რომელიც არის ისრაელი. მან ისრაელი იმიტომ კი არ  აირჩია რომ ისინი უკეთესები იყვნენ არამედ იმიტომ რომ ღმერთი ერთგულია თავისი სიტყვის და მას უყვარს თავისი ქმნილება (2რჯ.7:6-8)

რადგან წმიდა ხალხი ხარ  შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო  იყო  მისთვის ყველა ერს შორის, მთელ  დედამიწის ზურგზე.

იმის გამო  კი არ  შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;

არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო  გამოგიყვანა,  უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.ხოლო მიზანი რჩეულობისა იყო რომ ისრაელს უნდა ეჩვენებინა ერებისათვის რომ თავად გამჩენი ღმერთია ერთადერთი. სხვა ერებს გამოგონილი და შექმნილი ღმერთები ყავდათ,  ხოლო ისრაელის ღმერთი თავად  ისრაელიი  ერის შექმნელი იყო და სწორედ თორის ( რჯულის) გადაცემა სინაის მთაზე მოწმობს რომ ისრაელი როგორც ერი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც მას გადაეცა სასუფევლის კოსნტიტუცია

(გამ.19:6) „იქნებით  ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად“.….

რა შედიოდა მღვდლების ფუნქციაში თუ არა სწავლება ერებისათვის , რომ გამჩენი ერთი ღმერთია,  რომელიც არის მმართველი ყველაფრისა და  როდესაც დაინახვდნენ სხვა ერები თუ როგორ იცავდა ისრაელი ამ რჯულს მცნებებს,  ისინი მიხვდებოდენ რომ მართლა გამჩენი ღმერთია ამ ხალხთან. 2რჯ.4:5-6 აჰა, გასწავლეთ  წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ..

დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.

მაგრამ სამწუხაროდ ისრაელმა ბევრჯერ გადაუხვია მათთვის მიცემულ რჯულს. იმის მაგივრად რომ მღვდლებს ექადაგათ  ღმერთის სამუდამო თორა (რჯული), მათ  დაიწყეს თორის შემოსაზღვრა.  გარკვეული დროის შემდეგ ისრაელში იქმნება გავლენიანი ფარისეველთა მიმდინარეობა, რომლებმაც აღმართეს კედელი(შემოსაზღვრეს) თორა (რჯული).  უფლის მცნება იყო შემოსაზღვრული თავიანთი წესებით და ჩვეულებებით, რომლებიც უმეტესობა თავად ეწინააღმდეგებოდა თორას. მინდა სწორად გამიგოთ, რჯულის შემოსაზღვრა თავის თავში არ იყო ცუდი მაგარამ ფარისეველები გაერთნენ ამით და მცნებას მცნებაზე ადებდნენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რას ნიშნავს არ იყო ცუდი? მაგალითად პროტესტანტებს ძველად  როდესაც გვყავდა მიჯნური, ჩვენ გვეკრძალებოდა განმარტოებით მასთან ყოფნა, ეს წესი იყო რომელიც არ არის ბიბლიაში საერთოდ ნახსენებიც,  მაგრამ ვიცავდით ამ წესს, რატომ? იმიტომ რომ საცდურში არ ჩავვარდნილიყავით. ეს წესი ისევ ჩვენ თავებს იცავდა რათა არ დაგვერღვია მცნება – არ იმრუშო. სწორედ ამ წესს ჰქვია რჯულის შემოსაზღვრა. ამიტომ მოტივები  თავდაპირველად კარგი იყო რჯულის შემოსზღვრის, მაგრამ შემდეგ მივიდნენ იმ მანკიერ დასკვნამდე  ზოგიერთები, რომ ეს ჩვეულებრივი წესი მცნების დონემდე აიყვანაეს,  აი სწორედ ამას ჰქვია მერჯულეობა. დღესაც ვხვდებით ამის მაგალითებს ეკლესიებში. იყო დრო როდესაც დაინახავდნენ მიჯნურებს მარტოდ,  როდესაც სერინობდნენ მათ საშინელ ქარცეცხლში ატარებდნენ,  ხანდახან გარიცხავდნენ კიდევაც,  აი ესაა სწორედ ადამიანური წესის  მცნებამდე აყვანა. მე მახსოვს ერთი საშინელი პერიოდი ჩემს ბავშობაში, როდესაც მშობლები გარიცხეს იმის გამო, რომ შვილი გათხოვდა სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მამაკაცზე, დღესაც მახსოვს ამ ქალის ცრემლები. იმ ამბის შემდეგ აღარც მინახავს ის ქალბატონი ეკლესიაში. რა დაემართა მას ღმერთმა უწყის….

დაახლოებით ასეთი წესები შემოიღეს ფარისეველებმა მაშინდელ ისრაელში. მიზანი კარგი იყო, ეს წესები ხალხს უნდა დახმარებოდა რჯულის პარაქტიკაში გამოყენებისათვის და არა ტვირთად დაწოლოდა. სწორედ   ეს შემოსაზღვრულება აფიქრებდა ადამიანს თუ რატომ უნდოდა მას ესა თუ ის.  მაგალითად  როდესაც იესო ამბობს თვალით არ იმრუშო, ეს არ ნიშნავს ბუკვალურად მრუშობას, არამედ ეს უკვე გაფრთხილება რომ თუ შენ თვალით ინდომებ იმას რაც აკრძალულია, ესე იგი შენ რაღაც წესრიგში არ გაქვს და სწორედ ეს უნდა იყოს გამაფთხილებელი სიგნალი რომ თუ ასე გააგრძელე,  აუცილებლად შემდეგში მრუშობაში ჩავარდები. ბუკვალურად როდესაც ჩვენ ვლოცულობთ: „ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან“ ეს  ნიშნავს რომ ფხიზლად იყოს ჩვენი სინდისი, რათა მსგავს  საცდურებს განვერიდოთ, სწორედ ლოცვა ამყოფებს ჩვენს სინდისს ფხიზლად,  როდესაც რაღაც გულისთქმით მოგვინდება ის აღვიძებს და გვეუბნება,  მცნების საზღვრის დარღვევის საშიშროებასთან დგახარ ! სწორედ ეს იყო მთავარი მოტივი მცნების შემოსაზღვრის, მაგრამ შემდგომში ეს წესები მცნებების დონემდე  დიაყვანეს რაც უკვე ამახინჯებდა თავად თორის (რჯულის ) სულს . ამის წინაღმდეგი გამოდიოდა იესო ქრისტე,  ის ამ წესების მცნებების სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა. რადგანაც ეს წესები ჩრდილს აყენებდა თავად ღმერთის მცნებებს, იესო და მოციქულები შთააგონებდნენ ხალხს დაბრუნებულიყვნენ სუფთა ღმერთის თორის (რჯულის) მიღებაზე განურჩევლად ეროვნული წარმომავლობისა. სწორედ ეს არის არსი ქრისტეს სწავლებისა.

ამით  ჩვენ ვამთავრებთ რჯულის ცნების განმარტებას ეხლა კი შევუდგეთ მადლის განმარტრებას.

მ ა დ ლ ი

თვითონ სიტყვა მადლი ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი განმარტებაა  ებრაული სიტყვისა – ხესედ , თავად სიტყვა ხესედ ძალიან მრავალ განზომილებას და მნიშვნელობას მოიცავს და მთლიანად ამ სიტყვის გადმოცემა ამ სტატიაში შეუძლებელია,  ამიტომ დავჯერდეთ მის ერთ-ერთ მნიშვნელობას  რომელსაც მადლი ჰქვია: მადლი ნიშნავს:  კეთილ  დახმარებას ღმერთისაგან, წყალობას ღმერთისაგან, კეთილგანწყობას.

ეს არის ღვთაებრივი ძალა ბოძებული ადამიანების გადასარჩენად, ახალ აღთმქაში ის გვხვდება 130 ჯერ, ხოლო თანახში (ძველ აღთქმაში ) ის გამოყენებულია 377 ჯერ თავისი სინონიმებით,  რომლებიც მადლის აზრს გადმოსცემს. სწორედ მადლი არის იქ სადაც  ცოდვაა, პირველად მას ვხედათვ დაბადების წიგნის 6 თავის 8 მუხლში ;

„მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი- ხენ- חֵן უფლის თვალში“-  וְנֹחַ מָצָא חֵן בְּעֵינֵי יְהוָה

ჩვენ ვიცი რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია და საიდან ვიცით ეს ჩვენ? რათქმა უნდა თორიდან (რჯულიდან ),  რადგანაც თუ არ  არსებობს ცოდვის განსაზღვრელი თუ რა არის ცოდვა, მაშინ არც დანაშაული არ არის, და აღრაა აუცილებლობა ცოდვებისგან დახსნის,  აღარაა აუცილებლობა ჩანაცვლებითი მსხვერპლის, რომელიც გამომსყიდველი მსხვერპლია რჯულის დამრღვევთათვის, სწორედ მინდა გამიგოთ  რჯულის დამრღვევს მხოლოდ რჯულის წესების მიხედვით მოტანილიი  მსხვერპლით თუ გამოსყიდი, ისინი ადამიანის მაგივრად ჩაენაცვლებოდნენ, ამიტომაა რომ იეშუა ჰა მაშიახი  (იესო ქრისტე )  ის არის ღმერთის კრავი. იესო  მოკვდა რადგანაც რჯული არის უფლის თორა (რჯული), ის უცვლელია რომელიც გადმოსცემს სულიერ და მატერიალურ სამაყაროს აგებულებას. ისმის კითხვა, კი მაგრამ რატომ არ  გააუქმა ღმერთმა რჯული? არაა რჯული, არაა დანაშაულიც, რატომ არ  გააკეთებს ღმერთი: კარგით რადგანაც არ  შეგიძლიათ ჩემი რჯულის დაცვა მაშინ მე მას ვაუქმებ, მაშინ აღარაა საჭირო გამოსმყიდველი მსხვერპლი, ურჯულოება არაა იქ სადაც რჯული არაა. სამწუხაროდ ასე ფიქრობს მორწმუნების უმეტესობა რომ ღმერთმა დაინახა ადამიანებს არ  შეეძლო თავისი თორის (რჯულის) დაცვა და ამიტომ მან გაუქმა . სამწუხაროდ  ეს თეოლოგია მოდის ლიბერალური თეოლოგიდან, ისინი ებრძვიან რჯულს რათა ამით  თავიანთი სინდისი ხმა გააჩუმონ. მაგრამ მათ  ავიწყდებათ  თუ ღმერთმა გაუქმა რჯული მაშინ რაღატომ მოკვდა იესო  ჯვარზე, სწორედ მისი სიკვდილი მოწმობს რომ თორა რჯული უცვლელია.რადგანაც თუ მისი გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ აღარ იყო გოლგოთის მსხვერპლი.სამაყაროს ჰარმონიისათვის იყო საჭირო თორა და ამიტომ ის იყო  გაცხადებული მთელი ერისათვის ეს, არა უბრალოდ მასში არის სიცოცხლე და სამყაროს საფუძველი და სწორეთ იესო სიკვდილი გოლგოთაზე მოწმობს ამას რომ რჯული უცვლელია (ეს.42:21) თავისი სიმართლის გამო  ინება უფალმა რჯულის განდიდება და მისთვის პატივის მიგება.ეს მიზანი შესრულებული იყო მესიის მეშვეობით. მაშ რა არის უპირველესი მადლი თუ რჯული ? (გამ.20:2) “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.“

ეს დეკალოგის პირველი მცნება რომელიც არ  შეიცავს არანაირ  აკრძალვას, არამედ მიგვითითებს რომ გვწმადეს და ვიცოდეთ. სწორედ  ის გადმოგვცემს მადლზე რომ ღმერთმა ისრაელი თავის სიყვარულის გამო  გამოიყვანა ეგვიპიტის მონობიდან. მაშ ვის და რატომ გადაეცა თორა (რჯული )?  გადარჩენისათვის თუ გადარჩენილათვის? იგივე თორა (რჯული) გვეუბნება რომ ჯერ არის მადლი და მერე თორა (რჯული) ადამინამ ჯერ ღმერთი უნდა შეიძინოს როგორც მხსნელი ხოლო შემდეგ როგორც კანონდებელი!

დასაწყისში განთავისუფლება მონობისაგან, შემდეგ კი თავისუფლების და სრულყოფილობის რჯული, რომელსაც უნდა ჩაწვდე შეისწავლო,  ჯერ განთავისუფლება შემდეგ შეგონება როგორ იცხოვრო !

გ ა დ ა რ ჩ ე ნ ა

გადარჩენა ეს არის ღმერთან ურთიერთობებში შესვლა, შვილობა, შესვლა მის ძალაუფლებაში, მართველობაში, მიიღება მისი სამეფოსი.

{ეფეს. 2:8-10}

ვინაიდან მადლით ხარ თ  გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის,  არამედ ღვთის ნიჭია,არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.

მაშ ასე,  როდესაც გავიცნობთ ღმერთს და ვიღებთ დახსნას, ჩვენ ვიგებთ რომ ქრისტე იესოში ვართ შექმნილები კეთილი საქმებისათვის,  რომელიც მან წინსაწარ  გაგვიმზადა,  როგორ განვსაზღვროთ   რა არის კეთილი საქმეები ?

სწორედ  რომ უფლის მცნებების მეშვეობით, უფლის თორა (რჯული ) არის ერთადერთი საზომი სამართლიანობისა და ზნეობრიობის განმსაზღვრელი!

(რომ.8:3-5)

ვინაიდან, რაკი ვერ  შეძლო  ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერადვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.

რას ნიშნავს მსჯავრი დასდო  ცოდვას ხორცში ? ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე იესოს მეშვეობით შეგვიძლია ვიცხოვროთ  როგორც სამართლიანად ითხოვს თორა (რჯული) რადაგნაც ჩვენ უკვე ვცხოვრობთ  სულით  და ხორციელი ბუნებით, რათა რჯულის მოთხოვნები შესრულდეს ჩვენში. მადლი კი არ  ამცირებს თორის (რჯულის) მოთხოვნებს,  არამედ გვაძლევს ძალას მის ასასრულებლდა. ჩვენ გვაქსვ ძალა ღმერთს ვაამოთ  თუ ჩვენში არის ქრისტეს სული. ის მოვიდა რათა რჯული სამართლიანი მოთხოვნები ასრულდეს ჩვენს ცხოვრებაში!

მადლი აძლევს დამნაშავეს შეწყალებას, ამნისტიას, მაგრამ აუქმებს თუ არა ამნისტია თორას? რათქმაუნდა არა, თუ შეწყალებული დაიწყებს ისევ კანონების დარღვევას ის უფრო გაიუარსებს თავის მდგომარეაობას, გახსოვთ  იესო რას ეუბნება? ( იონ. 5:14)  “აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.

და (1იონ.3:4) „ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა – ურჯულოებაა“.

მადლი არ  აუქმებს თორას (რჯულს) !!!!

ის სჭირდება ცოდვილს რათა მოიშოროს ურჯულოება , მადლი მაშინ ვლინდება როდესაც არის ცოდვა, როდესაც ირღვევა რჯული, ის არის დახმარებაც და დაუმსახურებელი წყალობაც, მაგრამ ის არ იძლევა უფლებას შეცოდების, პირიქით,  ის შთაგვაგონებს მართალი ცხოვრებისაკენ . მადლი არა  მარტო გვაშორებს ბრალდებას ჩადენილი ცოდვის,  არამედ ის გვწმენდს გვასწავლის და გვამზადებს თორის რჯულის შესასრულებლად . მადლი არ  ახალისებს ადამიანს ცოდვისაკენ, ის პირიქით  ათავისუფლებს მას, როგორ ? ის გვაძლევს ხსნას და გარდაქმნას,  რათა ვიცხოვროთ მისი რჯულის შესარულებლად. მადლი ეს არის ძალა ჩვენი გადარჩენის სრულყოფილებაში მოყვანის რათა აღვასრულოდ სამართლიანი მოთხოვნები რჯულის

სწორედ  ეს რჯული იწერება სულით  ჩვენს გულებში (იერ. 31 :33) “რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;

ისმის კითხვა,  ჩვენ უნდა შევასრულოთ რჯული ? ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვაიძულებენ,არამც და არა  ჩემო  ძვირფასებო „ჩემს თორას ( რჯულს)   გულზე დავუწერ“ ეს ნიშნავს რომ თორა -(რჯული) უკვე არის ჩაწერელი ჩვენს სურვილებში, აზრებში და გრძნობებში  და ამიტომაც ჩვენ სიყვარულით, სიხარულით  შევასრულებთ რჯულს და არა ძალდატანებით. და ამიტომ კითხვა უნდა შევასრულოთ  თუ არა, თავისთავად  მოწმობს რომ ჯერ არ აქვს ამ ადამიანს უფლის რჯული დაწერილი გულზე.

ვინც კი შედის ახალ აღთქმაში ღმერთან მას უკვე ეწერება გულში თორა, რჯული და ხდება შინაგანი ცხოვრების ნაწილი ძვირფასებო ეს არის პროცესია, სწორედ  ამის შემდეგ არის რომ ადამიანი უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულით ივსება და არ  ეწინაღმდეგება ღმერთის მცნებებს,  არამედ  თავად მთელი გულით  სწყურია უფლის რჯული ფს. 118:77 -131 წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო, რადგან მიყვარს შენი რჯული.პირი გავხსენი და ამოვიოხრე, რადგან შენი მცნებები მომენატრა.სიტყვა მომენატრა არასწორი თარგმანია ივრითულად  წერია იაბ- რაც ითარგმნება წადილი,  ლტოლვად წყურვილად. რათქმაუნდა წარმათებიდან მოქცეული ქრისტიანები უცებ ვერც შეასრულებდნენ თორას (რჯულს) რადგანაც ისინი ჯერჯერობით  სულიერად ჩვილები არიან, რომლებიც ჯერ  ვერ  ერკვევიან რჯულის სამართლიან სიტყვაში, ისინი თანდათანობით სწვალობენ და უღრმვდებიან რჯულს, სწორედ ეს დადგენილება დაუწესა პირველმა ეკლესიამ წარმართებს.(საქ.15:19-21) ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ  შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.

ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.

ეს მუხლები სამწუხაროდ ბევრი ქრისტიანის მიერ  არასწორადაა გაგებული თითქოს და წარმართებიდან მოქცეულნი არ ა რიან ვალდებულნი რჯული შეასრულონ. მაგრამ ეს არასწორი ინტერპეტაციაა. ჩვენ ეს ადგილი რომ გავიგოთ  უნდა ვიცოდეთ  სწორ  ისტორიული კონტექსტში რაში იყო საქმე, ამისათვის პირველ  რიგში კონტექსტს უნდა დავუბრუნდეთ.  მაგალითად  (საქ. 15 :5) წერია :

მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.ეს არაწორი თარგმანია, რადგანაც არ  არსებობდა ყოფილი ფარისეველი ქრისტიანები, იყვნენ ფარისეველები რომლებსაც სწამდათ  იესო  ქრისტესი, ამის  მარტივად გადამოწმება შეიძლება სხვა ქართული თარგმნებთ მაგალიტად  სტოკჰოლმის თარგამნი სულ  სხვა სურათს გვიჩვენებს: წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული.ეს კი გიორგი მთაწმინდელის თარგმანი:

აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.

შეიძლება იკითხოთ  რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? მნიშვნელობა დიდია, რას ნიშნავდა წინადაცვეთის მიღება? ებრაული ტრადიციის მიხედვით წინადცვეთის მიღება ეს იყო  იგივე გიურის გავლა,  გიური ეს ნიშნავს ებრაელად  გახდომას.  ეს შვიდ წლიანი პროცესი იყო  და ძალაინ რთულიც და ადამიანი როცა გაივლიდა გიურს, ამის შემდეგ შეეძლო  მას ებრაელად  ყოფნა და ეს უკვე ნიშნავდა რომ მას შეეძლო  სხვა ებრაელებთან მოზიარეობა სუფრასთან. ამიტომ არ  იცოდენ მაშინდელმა ებრაელებმა რომლებსაც სწამდათ იესო,   რა ექნადთ იმ წარმათებისათვის რომლებსაც ღმერთმა მოუხმო. და გადაწყდა რომ პირველ  რიგში წარმათებისათ დაუწესეს მინიმალური მოთხოვნები, რათა სხვა ორთოდოქსი იდეველებისათვის არ  ყოფილიყო  საცდური. თითქოს მოციქულებმა გადაუხვიეს მოსეს რჯულს…. თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან. ეს წესები არის საწყისი წესები ვისაც გიურის გავლა უნდა ანუ ებრაელად  გახდომა ამიტომაა შემდეგ რომ იაკობი ამატებს,  რო მ საწყისისათვის ჩვენთან ერთობისათვის და მოზიარობისათვის ეს წესები საკმარისია, მაგარმ ჩვენთან ერთად თუ გინდათ  რომ გაიზარდოთ და არ  დარჩეთ  სულიერად ჩვილები,  ამისთვის ყველა შაბთს იკითხება და ისწავლება სინაგოგაში,  სადაც ნებისმიერ წარმათს შეეძლო  შესვლა და ესწავლა თუ ის საწყის დაწესებულებას იცავდა. მინდა სწორედ  გაიგოთ აქ არ  იყო საუბარი წარმათების გადარჩენაზე, აქ საუბარია ურთიერთობებზე, ამიტომაა აუცილებელი ისტორიული კულტურული კონტექსტის ცოდნა, წიანაღმდეგ შემთხვევაში დამახინჯებულ ად დამღუპველ შედეგაბამდე მივალთ.

დავუბრუნდეთ  მადლს. ქრისტეს მსხვერპლმა ადამიანიაბენი არა მარტო  იხსნა ცოდვებისაგან არამედ მისცა ძალა მის მორწმუნებს რათა შისწავლონ და აღასრულონ რჯულიი.

ფს.118:32

შენი მცნებების გზაზე ვირბენ, რადგან გულს მიფართოვებ

სწორედ რომ უფლის სული სულიწმინდა დასახლდა ჩვენში როგორც ტაძრებში და გვაძლევს ძალას რათა დავამარცხოთ ჩვენი ნაკლოვანებები.

მაშ ასე,  მადლი ეს არის კეთილი საჩუქარი რომელიც გადმოგვეცა თავის წყალობით, და რა საჩუქარია ეს ? ეს არის ღვთაებრივი ძალა მუდმივი ენერგია სიცოცხლისა.

1იონ. 5:12-13 ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.ეს მოგწერეთ  თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.

ეს არის ის რასაც ვერ  იყიდი, ეს არის ის რასაც თორის (რჯულის ) დაცვით  ვერ  დაიმკვიდრებ,

ეს არის ღმერთის წყალობა და ღმერთის ძალა, რომელიც მოქმედებაში მოდის როდესაც ჩვენ მხოლოდ და მხოლო რწმენით ვიღებთ მას.

დავუბრუნდეთ  იოან.1:17  ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით  მოგვეცა, ხოლო  მადლი და ჭეშმარიტება იესო  ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.

რჯული მოსეს  მეშვეობით მოგვეცა წერილობითი  სახით. ხოლო ადრე ის გადეცემოდა გამოცხადებით ზეპირ სიტყვიერებით. მოსე მეშვეობით ის გახდა ხილული.

რას ნიშნავს სიტყვა გამოჩნდა?  სამწუხაროდ სიტყვა გამოჩნდა სრულებით  აზრს ვერ  გადმოგვცემს ბერძნული სიტყვა გინომაის, გინომაი ნიშნავს სიტყვა-სიტყვით იქმნა, იყო , დაბადება, მოვლენა გაცხადდა.    ამაში გიორგი მთაწმინდელის თარგამნიც გვეხმარება ….. „ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ  იქმნა“. სად  ხვდება სიტყვა გინომაი მარკ 1:4 იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. აი აქ ხვდება ბერძნულად  გინომაი იქმნა, იყო, მოევლინა,. მაშასადამე მადლი იქმნა მოევლინა გაცხადა იესო ქრისტეს მეშვეობით, ის ქრისტეს მეშვეობით  იყო  დემოსნტრირებული. თორა (რჯული) რომელიც იყო  მადლის მეშვეობით მოცემული  ასევე ამ მადლით  იყო  შევსებული სულიწმინდის ძალით   რათა ვიცხოვროთ ისევლე თორით. იოან.1:16

მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ

როდესაც ადამიანმა გული გაუხსნა  უფლის ამ სიყვარულს, როცა ეს მისთვის რეალური გახდა  მაშინ მას უნდა ესმოდეს, რომ მომავალში ამ სიყვარულში გაზრდ,  გაღრმავება, კურთხევების მიღება- მჭიდროდ  არის დაკავშირებული ღმერთის მცნებების შესრულებაში.

ჩვენ მოვინანიეთ და ეგვიპტელი ებრაელებისგან განსხვავებით ჩვენ ზეციდან ვიშვით  და ახლა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ., და რაც უფრო  დიდხანს ვცხოვრობთ როგორც მორწმუნეები, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენზე თუ როგორ  ვექცევით  უსასყიდლოდ მოცემულ  სიყვარულს და მადლს, როგორ ვიყენებთ მადლს.

მაშ ასე, მე ვეცადე მართლაც ძალიან დიდი თემა რაც შეიძლებოდა მოკლედ გადმომეცა თქვენთვის. რათა გცოდნოდათ,  რჯული და მადლი ერთმანეთს კი არ უპირსპირდებიან არამედ  ისისნი ავსებენ ერთმანეთს ისინი ერთამნეთისაგან გამომდინარეობენ!

მადლობა ყურადღებისათვის

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი.