ICEJ.GE » ებრაული სიბრძნე

ომერის ათვლის ბიბლიური ტრადიცია
დაგითვლიათ ოდესმე  დღეები თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის დადგომამდე? დრო თითქოს უფრო ნელა გადის, როცა მას აკვირდებით. არსებობს ასეთი გამოთქმა – “ვინც ჩაიდანს თავს ადგას, ისი არ დუღდებაო“ – მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტს აკვირდებით დროს, მით უფრო ნელა გადის ის თქვენთვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ღმერთმა იცის ამის შესახებ და აქცენტს აკეთებს, რომ გაგვიხსნას მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. მე ვლაპარაკობ ბიბლიურ ტრადიციაზე „ომერის გამოთვლა“.

იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ 40 დღე გაატარა ამ მიწაზე. 40 დღე! იცით ეს რა დიდი ხანია? ებრაელი ერისთვის ნაცნობია რამდენად ბევრი იყოს ეს, რადგან ეს დაემთხვა სწორედ მათი ომერის გამოთვლის ტრადიციას რომელიც გრძელდება 50 დღე პასექიდან  შავუოთამდე. (ორმოცდამეათე დღე)

ომერის გამოთვლა

ლევიანების წიგნის 23-ე თავში, სადაც ღმერთი უწესებს დღესასწაულების აღნიშვნის წესებს, ის ამბობს:

“გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხევი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული შაბათი:გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი“. (ლევიანები 23:15-16).

როგორც ყველა ორსულმა ქალმა კარგად იცის რამდენად გრძელია ორსულობის 9 თვე, ებრაელებმაც კარგად იციან როგორ იწელება დრო პასექიდან  შვიდეულის კვირის  დღესასწაულამდე (რომელიც ივრითში დასახელებულია როგორც შავუოთი, ასევე ცნობილია როგორც ორმოცდამეათე დღე, 50 დღის გამო), რადგან მათ უნდა დაეთვალათ ეს დღეები ყოველ წელს. 50 დღე. 7 კვირა. ყოველ დღე ითვლიან ომერს. მე მყავს დაქალი, ორთოდოქსალური ებრაელი, რომელსაც მამამისი ყოველ დღე ახსენებს რომელი დღეა ამ „თვლაში“.

რაღაცით ჰგავს ადვენტის კალენდარს, მაგრამ შოკოლადის გარეშეა და ორჯერ გრძელვადიანი. ნამდვილად დიდი პერიოდია.

„მაგრამ რა არის ომერი?“ – შეიძლება იკითხოთ. ომერი – ეს არის საზომი ერთეული, რომელიც უდრის დაახლოებით სამნახევარ ლიტრს, ან 15 ჭიქა ფხვიერ პროდუქტს. ამ შემთხვევაში – ქერი. ზოგჯერ ომერი ნათარგმნია როგორც ძნა, რადგან საუბარი მიდის ხორბალზე, რომელიც უნდა შეიკრას ერთ ძნად. ღმერთისგან ნაბრძანებია, რომ შეწირვის დღეს შეირხას ძნა და მეორე დღიდან დაიწყოს შვიდი კვირის ათვლა მოსავლის მოსვლამდე და შემდეგ დადგება შვიდეულის დღესასწაული.

დროის ჩარჩოების მნიშვნელობა

ასე რომ, ღმერთმა მისცა ებრაელ ხალხს შინაგანი საათები და დროის მშვენიერი აღქმა. მაგრამ იცოდით, რომ ეს შვიდეული  ემთხვევა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და შემდეგ სულიწმინდის გადმოსვლის დღეს?

ის პასექზე ეცვა ჯვარს და აღდგა მესამე დღის დილით, როდესაც იწყებოდა ამ დღეების ათვლა, და ამაღლდა შვიდეულის დღესასწაულზე სულიწმინდის გადმოსვლამდე 10 დღით ადრე. 40 დღე იეშუა დადიოდა მიწაზე, იკრიბებოდა მეგობრებთან ერთად, მათთან ერთად მიირთმევდა, ურთიერთობდა, ხანდახან ბრაზდებოდა მათზე, განსაკუთრებით თავიდან.

ჩემთვის საინტერეს აღმოჩნდა ის, რომ რამდენჯერაც  ჩავიხედავ  ბიბლიაში სადაც ნახსენებია ხორბალი, კონტექსტში ყოველთვის იგულისხმება გამარჯვება ან უზრუნველყოფა. ეს ძალიან კარგი აღწერაა იესოს გადარჩენის გეგმის, როდესაც ის მოკვდა და აღდგა პასექის პერიოდში. გარდა ამისა, ძნის შერხევას უნდა მომხდარიყო სხვა შესაწირავებთან ერთად, ცხოველთან, მარცვლეულთან ან ღვინოსთან ერთად, როგორც აღწერილია ლევიანთა 23-ე თავში – რომელსაც ეწოდება პირველნაყოფი.

პავლე არა ერთხელ, არამე ორჯერ აღნიშნავს 1 კორ. 15:20-23, რომ ეს არის ქრისტეს აღდგომის წინასახე:

„ჭეშმარიტება ის არის, რომ მესია აღდგა მკვდრეთით, როგორც მკვდრების პირვენლაყოფი. რადგან სიკვდილი მოვიდა კაცის მეშვეობით, მკვდრეთით აღდგომაც მოხდა კაცის მეშვეობით, როგორც ადამის გამო კვდება ყველაფერი, ასევე მესიის გამო – ცოცხლდება. მაგრამ ყველაფერი თავისი თანმიმდევრობით: პირველი ნაყოფი – მესია, შემდეგ ისინი, ვინც ეკუთვნიან მესიას მისი მოსვლისას“. (თარგმნა დავით სტერნმა).

სწორედ წელიწადის ამ დროს აღდგა იესო მკვდრეთით. სწორედ ომერის გამოთვლის დროს დადიოდა ის მიწაზე, და სწორედ სედმიცის დღესასწაულის წინ ამაღლდა და გამოგზავნა სულიწმინდა, როგორც დაგვპირდა.

40 დღე – ეს დროის დიდი მონაკვეთია!

ეს არ იყო მირაჟი ან ერთჯერადი ჰალუცინაცია. ერთ დღეს ის 500-ზე მეტმა ადამიანმა იხილა 1 კორ. 15:6-ის მიხედვით. თომა შეეხო მის ჭრილობებს და ახლოდან ათვალიერებდა მის ფერდში ნაჭრილობევს. იეშუას შეეძლო ერთდროულად როგორც ქვის კედლებში გავლა ასევე ვახშამზე თევზის ჭამა. მისმა მეგობრებმა თავიდანვე ვერ იცნეს, მაგრამ მან მალევე დაუმტკიცა, რომ ის იყო. იეშუა- პირველი არაა ვინც მკვდრეთით აღდგა (იყვნენ მანამდე 2 ბიჭი ელიასა და ელისეს დროს, ასევე იეშუამ მკვდრეთით აღადგინა 12 წლის გოგონა, ქვრივის შვილი და მისი მეგობარი ლაზარე), მაგრამ ის პირველია ვინც იმისთვის დაუბრუნდა თავის სხეულს, რომ მეტად აღარ მომკვდარიყო.

ეს გასაოცარი ფაქტია. თქვენც შეგიძლიათ სცადოთ „ომერის დათვლა“ პირადად თქვენთვის, აღნიშნოთ დღეები პასექიდან ორმოცდამეათე დღემდე (შავუოთამდე), რომ აღიქვათ ის დრო რამდენად დიდი პერიოდი დადიოდა იესო ქრისტე თავის აღმდგარ სხეულში მიწაზე.

ლუკა უცხადებს თავის მკითხველს:

“რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.”

ის აღდგა პასექის შემდეგ, ორმოცი დღის განმავლობაში იყო მათთან ერთად, ასწავლიდა ცათა სასუფეველზე და განუმარტავდა როგორ აღასრულა წინასწარმეტყველება და შემდეგ ამაღლდა რომ დაეკავებინა თავისი ადგილი მამის მარჯვნივ, ორმოცდამეათე დღემდე ერთი კვირით ადრე.

მეგობრებო ის ცოცხალია. უფრო ცოცხალი, ვიდრე ყველა ცოცხალი არსება.  და ბოლოს მინდა დავამთავრო იერუსალიმის უნივერისტეტის პროფესორის დევიდ ფლუსერის სიტყვებით : „იეშუას აღდგომა ეს შემდგარი ფაქტია“ !

თარგმნა სალომე ჯებისაშვილი.

თორის სკვიარაო ორი კარი
დამდეგ შაბათს შეწყვილებულად იკითხება თორის (ხუთწიგნეულის) ორი კარი – ფარაშათ „ბეჰარ სინაი“ და ფარაშათ „ბეხუკოთაი“:

ბ ე ჰ ა რ

„და ელაპარაკა უფალი მოშეს სინაის მთაზე ასე: ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი მათ: როცა მიხვალთ მიწაზე, რომელსაც მე გაძლევთ, დაე, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს. ექვს წელიწადს დათესე შენი მინდორი და გასხალი შენი ვენახი, და აიღე მისი მოსავალი“.

საინტერესოა, რომ „შმიტის“, ანუ საშაბათო წელიწადის მცნების იდეა რატომღაც უკუწესრიგით ჩნდება: როგოც ვხედავთ, ჯერ ლაპარაკია მეშვიდე წელიწადზე („დაე, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს“) და მხოლოდ ამის შემდეგ არის ნახსენები წინამავალი ექვსი წელი. საქმე იმაშია, რომ, გარკვეული აზრით, „შმიტის“ წელიწადი მნიშვნელოვან სულიერ ზემოქმედებას ახდენს წინამორბედ წლებზე და განსაკუთრებული ძალით აღავსებს მათ, – ისევე, როგორც კვირის ბოლო, მეშვიდე დღეს – შაბათს ვხაპავთ ძალებს არა მომდევნო, არამედ წინამავალ ექვსი საქმის დღისთვის, სხვა სიტყვებით: ექვსი დღე, – კვრიდან შაბათამდე, – „უფლის შაბათის“ სიწმინდის დაფასებისა და ჩვენი სულიერი სიმშვიდისთვის ვიღწვით.

უცნაურია! იუდაიზმი მოგვიწოდებს – „არ ვიყოთ სასწაულის იმედის ამარა“, ვიზრუნოთ ჩვენთვის ყველაფერ აუცილებელზე. არადა, ამ ფარაშაში არსთგამრიგე გვეუბნება: „და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ მეშვიდე წელიწადს, – (როცა) არც დავთესავთ და არც ავიღებთ ჩვენს მოსავალს?“ მე გამოგიგზავნით ჩემს კურთხევას მეექვსე წელიწადს, და იკმარებს ნაყოფი სამ წელიწადს“.

ლუბავიჩელმა რებემ სიღრმისეულ იდეებთან ერთად ხმარებაში შემოიტანა საოცრად სხარტი და ირონიული გამოთქმებიც, რომელთა აზრიც, ცხადია, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ფარაშათ „ბეჰარის“ განხილვისას იგი ამბობს: „ნუ წავართმევთ ყოვლადძლიერს (მის კუთვნილ) ფარნასას (გასამრჯელოს), „შმიტის“ პრინციპია: ნუ დავტოვებთ მას უმუშევრად“.

ამ კვირის ფარაშაში მრავალი მცნებაა მოცემული, მათ შორის: „და ნუ მოატყუებთ (სხვა თარგმანით – „ნუ დაიბრიყვებთ“) ერთიმეორეს, მოიშიშე შენი ღმერთისა“, რომელის მნიშვნელობაზე საუბარს ფართო ადგილი ეთმობა თალმუდსა და „შულხან ყარუხში“, რამეთუ ადამიანის მოტყუება (მით უმეტეს – დაბრიყვება) ერთ-ერთ უდიდეს ცოდვად ითვლება. როგორც განვლილი ფარაშებიდან გვახსოვს, თორაში საკმაოდ ხშირად ვხვდებით მკაცრ აკრძალვით მცნებებსა თუ მითითებებს და არსად არ არის აღნიშნული: „მოიშიშეთ თქვენი ღმერთისა“.

ბ ე ხ უ კ ო თ ა ი

სიტყვა „ბეხუკოთაი“ წარმოქმნილია სიტყვიდან „ხუკიმ“ – „დადგენილება“. ალტერ რებე ამ ახსნას ამატებს უფრო ღრმა კომენტარს: „ხაკიკა“ – კვეთა ქვაში, მატერიალის გამჭოლი გრავირება. სწორედ ასეთი „ტექნიკა“ იყო გამოყენებული ყოვლადძლიერის მიერ „ლუხოთებზე“ – მცნებების დაფებზე ებრაული ასოების ამოსატვიფრად.

რით განსხვავდება ამოტვიფრული ასოები პერგამენტზე დაწერილი ასოებისგან?

პირველ ყოვლისა, წერილი ასოები – ეს არის „რაღაც დამატებული“ პერგამენტზე ან ქაღალდზე. მეორე, – რთული არაა მათი ამოშლა, ამოფხეკა, ამოწვა, ანუ ქაღალდისგან დამოუკიდებლობის დაბრუნება.

ქვაში ამოჭრილი ასოები კი ქვის გარეშე – უაზრობაა, რამეთუ ისინი ოდენ „ხვრელებს“ წარმოადგენენ. ასეთ დაწერილს ვერც გადაფხეკ და ვერც წაშლი.

ერთმა რაბიმ შეისწავლა ებრაული სულის ბუნება და მივიდა დასკვნამდე, რომ „ებრაელის სული გვახსენებს „სეფერს“ (წიგნს). „სეფერის“ ტექსტი ჟამთაცვლის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება, მაგრამ, ხშირად, შესაძლებელია მისი გასწორება. ამისათვის საჭიროა სეფერის მიტანა „სოფერთან“ (გადამწერთან), რომელიც გააკეთებს აუცილებელ შესწორებებს. ასეა სულიც – იუდაიზმის პრინციპები და კანონები „ჩაბეჭდილია“ მასში, მაგრამ დროთა განმავლობაში წარწერა იშლება და უკვე ვეღარაფერს გაარჩევ. რაბი ყველაფერს შეასწორებს: შეახსენებს ებრაელს მისი „სულის ტექსტის“ დავიწყებულ ფრაგმენტებს“.

საოცრად ლამაზი შედარებაა, არა?! უფრო მეტად გასაოცარი ის არის, რომ ლუბავიჩელი რებე ამ მეტაფორას კატეგორიულად არ დაეთანხმა: „ებრაელის სული ნამდვილად გვაგონებს ტექსტს, მაგრამ არა წერილს, არამედ ქვაში ამოკვეთილს. ასეთი ასოები შეიძლება დაიმტვეროს, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მიწით ამოივსოს. მართალია, ისინი დაუნახავი და შეუმჩნეველია, მაგრამ იქ – ჭუჭყის ფენის ქვეშ – ყველა ასო თავის ადგილზე უწინდებურად მთელი, უვნებელი და დაუზიანებელი რჩება. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია გაასუფთავოს ისინი თავმოყრილი ნაგვისგან, ამოიწოდოს და გამოაშკარაოს მთლიანი წარწერილი ტექსტი“.

ისააკ კრიხელი

ა ლ ე ფ – ბ ე თ წერილი პირველი
ებრაული ანბანის – „ალეფ-ბეთის“ ყოველი ასო მისი შინაგანი არსის, მისი „სულის“ ანარეკლია. თითოეული მათგანის სათავედან სინათლის დაუშრეტელი წყარო მოედინება. მათ ნათებაში ლივლივებს ღვთიური სიდიადით გაბრწყინებული წმიდა ენის უკიდეგანო, გონებისმიღმიერი, იდუმალებით აღსავსე ფარული სამყარო, – ანდამატივით რომ გვიზიდავს ადამის მოდგმას და თავისი განუმეორებელი ხიბლით კაბალის მოძღვრების ლაბირინთებში გვიხმობს.

სამეფო სასახლის დიდებული დარბაზებისდარი ფორმები, – მათი დანიშნულების ღრმა აზრით, – ისეთივე უმნიშვნელოვანესია, როგორიც თვით ქმნადობა. ასოთა მოხაზულობები ლაგდება სინათლის გავრცელების აღნიშვნის ორი ელემენტის – ხაზისა და წერტილის ყველა შესაძლებელი შეთავსება-შეწყობის მეშვეობით. ამავე ელემენტებით აღინიშნება გახმოვანების ნიშნებიც („ალეფ-ბეთის“ ოცდაორივე ასო თანხმოვნებია).

უძლიერესი სულიერი ძალებია ჩაბუდებული ებრაულ დამწერლობაში. ღვთიური ენერგიით დამუხტულ, სამყაროს პულსისმიმცემ თითოეულ ასოს თუ ნიშანს გარკვეული საგანგებო მისია აქვს დაკისრებული. ნებისმიერი ბგერის წარმოთქმისთანავე შესაბამისი სულიერი ძალა პოულობს გამოძახილს, მოემართება ცისქვეშეთისკენ, დაივანებს დედამიწაზე – იქ, სადაც, ყოველი საგანი უხილავი ძაფებით დაკავშირებულია შემოქმედის საერთო ჩანაფიქრთან და – ქმნადობის მიზნის მისაღწევად – ისე უბრალოდ და უმიზეზოდ, ფოთოლიც კი არ სწყდება ხეს.

ყოველივეს უმაღლესი გონი განაგებს, ყველა და ყველაფერი ღვთიური მეთვალყურეობის ქვეშაა და, უზენაესის ნება-სურვილით, პირველი ადამიანის – ადამის მიერ დარქმეული სახელის შეწევნით ცოცხლობს.

წმიდა ენაზე დაწერილი სიტყვა თავის თავშივე შეიცავს ფარულ ინფორმაციას, პირდაპირ კავშირშია აღსანიშნავი საგნის ფიზიკურ თვისებებთან და სრულად გამოხატავს მის არსსა და მნიშვნელობას. ბრძენთა ახსნით, მაღლაური – ზებუნებრივი სამყაროებიც კი წმიდა ასოთა კომბინაციებით შექმნა უფალმა.

უძველეს კაბალისტურ ნაშრომში „სეფერ ჰა-იეცირა“ (რომლის ავტორად სწავლულთ პირველი ებრაელი – აბრაჰამი მიაჩნიათ) ებრაული ასოები ქვებთან, სიტყვები კი სახლებთან არის შედარებული; როგორც სახლი შენდება ქვისგან, ისე სიტყვებია აგებული ოცდაორი ასოსგან. „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მის ბაგეთა სუნთქვით მთელი მისი მხედრიონი… მან ღაღადჰყო და – წარმოიშვა, მან ბრძანა და – არსებობს“ („თეჰილიმ“; 33:6,9).

„ალეფ-ბეთის“ ასოთა სახელწოდებები არც ბიბლიაშია ნახსენები, არც ებრაულ წარწერებში. ისინი მხოლოდ თალმუდიდან და სირიული ლიტერატურიდანაა ცნობილი. სწავლულთ მიაჩნიათ რომ თავიდან ასოების სახელწოდებები ემსახურებოდა გამოსახულებების სახელებს. მიღებული იყო ასეთი განმარტებანი: „ალეფ“ – ხარი (ხარის თავი); „ბეთ“ – სახლი, კარავი; „გიმელ“ – აქლემი (აქლემის კისერი); „დალეთ“ – კარი; „ჰე“ – ფანჯარა, სარკმელი; „ვავ“ – კავი, კაუჭი; „ზაინ“ – მახვილი, შუბი; „ხეთ“ _ ზღუდე, გალავანი, ღობე; „ტეთ“ – ბეწვი, ტყავი; „იოდ“ – ხელის მტევანი, პეშვი; „ქაფ“ – კოვზი, ხელისგული, ნები, ტერფი; „ლამედ“ – სახრე; „მემ“ – ტალღა, ზვირთი; „ნუნ“ – თევზი; „სამეხ“ – საყრდენი, საბრჯენი; „(ყ)აინ“ – თვალი; „ფე“ – პირი; „ცადი“ – სათევზაო ნემსკავი; „კოფ“ – ნემსის ყური („კუფ“), ნემსის ყუნწი; „რეშ“ – თავი; „შინ“ – კბილი; „თავ“ – დოლი, დაფდაფი.

წიგნიდან „დასაბამიდან მოაქჟამამდე“

ავტორი -ისაკ (ირაკლი) კრიხელი

რ ა შ ი – თორის დიდი კომენტატორი
რ ა შ ი – თორის დიდი კომენტატორი

რ ა შ ი – რაბი შლომო ბენ იცხაკი დაიბადა 1040 წელს საფრანგეთის პატარა ქალაქ ტრუაში – საგრაფო შამპანის ძველთაძველ დედაქალაქში. ჰყავდა უაღრესად განათლებული მშობლები: მამა – თალმუდის დიდი მცოდნე, დედა – ებრაული ლოცვანის თვალსაჩინო მელექსე-პოეტი. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სიჭაბუკის წლები კი გაატარა ვორმსის – იააკობ ბენ იაკარის და მაინიცეს იეშიბებში.

საქვეყნოდ ცნობილ მაინიცეს იეშიბას წლების განმავლობაში მეთაურობდა გერმანიისა და საფრანგეთის ებრაელ ბრძენთა შორის გამოჩენილი ფიგურა – რაბენუ („მასწავლებელი ჩვენი“) გერშომ ბენ იეჰუდა. ამ დიდ სწავლულსა და სახელმოხვეჭილ რაბინს „მაორ ჰაგოლას“ („გაფანტულობის ლამპარს“) უწოდებდნენ (გარდაიცვალა 1040 წელს; ამავე წელს დაიბადა რაში. შემდგომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მომავალი თაობების ბრძენნი იტყვიან: – იმ წუთს, როს ჩაესვენა რაბენუ გერშომის დიდების მზე, რაშის კაშკაშა მზე აღმობრწყინდაო). სამწუხაროდ, რაბენუ გერშომის შრომები ვერ გადაურჩა ჟამთა სიავეს. იგი პიუტების უბადლო შემთხზველი და თალმუდის მრავალრიცხოვანი კომენტარის ავტორი ყოფილა. გადმოცემით – მისეული ახსნა-განმარტების მეთოდი, ე.წ. „ფშატი“ – სიტყვა-სიტყვითი შესაძლებელი „პირდაპირი აზრი“ – საშუალებას იძლეოდა წაგვეკითხა ტექსტის ფრაგმენტი როგორც რაიმე მთლიანი, როცა გასაგებია თითოეული სიტყვის აზრი და მისი გრამატიკული ფორმა, ფრაგმენტის ჩარჩოებში კი არ არის შინაგანი წინააღმდეგობები (ინტერპრეტაციის ასეთ მეთოდს, თალმუდისა და მიდრაშის ძველ ბრძენთა პოეტურ და ლეგენდარულ განმარტებებთან შეხამებით, შემდგომში იყენებდა რაში; ვხვდებით რამბამის, ონკელოსისა და საადია-გაონის ნაშრომებშიც). ვორმსის ებრაულმა სასამართლომ, რომელსაც რაბენუ გერშომი მეთაურობდა, მიიღო რიგი დადგენილებებისა, მათ შორის პოლიგამიის, ანუ მრავალცოლიანობის აკრძალვა და განქორწინების დაუშვებლობა ცოლის თანხმობის გარეშე (1000 წ.), რომლებიც თავიანთ ძალას ამჟამადაც, ჩვენს დღეებშიც ინარჩუნებენ.

გამოცდილი მასწავლებლების (რაბენუ გერშომის ყოფილი მოსწავლეების) ხელმძღვანელობით რაში გულმოდგინედ სწავლობს თორას და, განსაკუთრებული ნიჭისა და დაგროვილი ცოდნის შემწეობით, წამყვან პოზიციებს იკავებს. 25 წლის ასაკში ბრუნდება ტრუაში და ხსნის თავის სკოლას, რომელიც სულ მალე წმიდა წიგნების შესწავლის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. აქ მოემართებოდა სწავლას მოწყურებული ნიჭიერი ახალგაზრდობა საფრანგეთისა და გერმანიის ებრაული დასახლებებიდან; რაბინებიც კი მოდიოდნენ, რათა რელიგიის რთულ საკითხებზე მიეღოთ გასაგები, ნათელი და ამომწურავი პასუხები. თორისა და თალმუდის სწავლებამ მანამდე არნახულ დონეს მიაღწია. რაშიმ შეცვალა ებრაული ასოების გრაფიკული (კვადრატული) მოხაზულობა: ხაზები ცოტათი დააგრძელა, კლაკნილი, ტალღოვანი და მოძრავი გახადა, რის მეოხებითაც თითოეული მათგანი მოქნილ, ლაღ, მხატვრულ ორნამენტად აღიქმება.

იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული წიგნის საბეჭდი მანქანა. რაში კომენტარების ჩანაწერებს აკეთებდა ცალკეულ რვეულებში (ე.წ. „კუნტროს“), რომლებიც შემდეგ გადაწერით ვრცელდებოდა საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ (სხვათაშორის, პირველი წიგნი, რომელიც თვით თორაზე ადრე, 1475 წელს დაიბეჭდა ებრაულ ენაზე, სწორედ რაშის კომენტარები იყო).

რაში არ იღებდა შეგირდების სწავლების საზღაურს. ოჯახს კუთვნილებაში ჰქონდა რამდენიმე ვენახი და წლიდან წლამდე მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ღვინის წარმოება. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი შრომა და მოვლა სჭირდება ვაზს. ისტორიამ შემოგვინახა ასეთი ამბავი:

ერთხელ რაში ვენახიდან შინ ბრუნდებოდა. ნაჯაფ-დაქანცულს კარგა გვარიანად მოშიებოდა და საგზაო სასადილოში შევიდა დასანაყრებლად. ყურადღება არავინ მიაქცია; დუქნის პატრონსა და იქ თავშეყრილ ხალხს რვეული გადაეშალათ და რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. თავისუფალი მაგიდის სკამზე ჩამოჯდა, მოასვენა გადაღლილი სხეული, დამხვდურთა ლაპარაკს მიუგდო ყური, მაშინვე მიხვდა – თორის საკვირაო კარს არჩევდნენ, მათ წინ გადაშლილი რვეული კი მისი კომენტარები იყო. ათიოდე წუთის შემდეგ, გაბეზრებულმა მედუქნემ მუშტი დასცხო დახლს:

– მაინც ვერ გავიგე – რა უნდა რაბი შლომოს?!

– ერთი მათლაფა წვნიანი, თუ შეიძლება! – შეაგება „პასუხი“~ კუთხეში მოთმინებით მჯდომმა რაშიმ.

საოცარია – ადამიანის სიცოცხლის მთელი ხანგრძლივობაც არ იკმარებდა ამ ბრძენკაცის მრავალრიცხოვანი შრომების შესაქმნელად, იგი კი მხოლოდ ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ დროს წერდა და ასწავლიდა.

რაშის კომენტარები ყოველთვის ლაკონური, ზუსტი, გარკვეული და ნათელია, ადვილად გასაგებია როგორც განსწავლული ადამიანებისთვის, ისე მცირეწლოვანი მოსწავლეებისთვის. დღევანდელი გადასახედიდან ძნელი წარმოსადგენია – რომ არა რაშის შემოქმედება, ვით შესძლებდნენ ებრაელები ბოლო ათასწლეულის განმავლობაში თორის ხუთწიგნეულის, თანახის სხვა წიგნებისა და თალმუდის შესწავლას.

რაშის ოჯახმა აღზარდა სამი ქალიშვილი, რომლებიც მამის საუკეთესო მოსწავლეებზე გათხოვდნენ. შემდგომში სახელგანთქმული პიროვნებები: რაბი მოშე ბენ მაიმონი (რამბამი; იგივე მაიმონიდი), რაბი შმუელ ბენ მეირი (რაშბამი), რაბი იააკოვ ბენ მეირი (რაბენუ თამი – „ჩვენი სრულქმნილი მასწავლებელი“), რაბი შლომო ბენ მეირი და რაბი იცხაკ ბენ მეირი – რაშის შვილიშვილები, ხოლო რაბი მოშე ბენ ნახმანი (რამბანი; იგივე ნახმანიდი), აბრაჰამ იბნ ეზრა, რაბი ლევი ბენ გერსონი (რალბაგი) და რაბი ისააკ აბარბანელი – რაშის შვილთაშვილები იყვნენ.

რაშის სახელი, ისევე როგორც ყოველი გამოჩენილი „დიდი“ კაცისა, ლეგენდებით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს:

ერთხელ, აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს, მავანმა ბერმა აუგად მოიხსენია ებრაელი ხალხი და ზომაგადასული სიტყვებით შეურაცხყო იუდეველთა რელიგია. რაში მზად იყო პასუხის გასაცემად, მაგრამ ბერს თავისივე მეგობრები შეეწინააღმდეგნენ, ჩააჩუმეს და ბოდიში მოიხადეს. იმავე ღამით ბერი ავად გახდა. რაშიმ უპატრონა, უმკურნალა და ავადმყოფი გამოაჯანმრთელა. დარცხვენილმა ბერმა მადლიერების ნიშნად გასამრჯელო შესთავაზა, მაგრამ რაშიმ იუარა: – თქვენ არაფრით ხართ ჩემი მოვალე. ჩვენ ჩვენი სარწმუნოებები გვაპირისპირებს, მაგრამ რელიგიის საერთო სული გვაკავშირებს; იგი გვავალდებულებს – გვიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი. მე აღარ გჭირდებით. მშვიდობით! თუ ოდესმე შეხვდეთ გაჭირვებულ ებრაელს, გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაეხმაროთო…

გამოხდა ხანი. რაში პრაღას ეწვია. ზეიმით დახვდნენ ქალაქის მცხოვრებნი. არ ესიამოვნა ეს ჰერცოგ ვლადისლავს და რაში საპატიმროში გამოამწყვდია, – ცილი დასწამა ჯაშუშობაში… დადგა ჟამი განაჩენის გამოტანისა, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. უდანაშაულო რაბის თავი საოცრად მშვიდად ეჭირა. ამ დროს ტახტის მპყრობელის წინაშე წარსდგა ოლმიუცის არქიეპისკოპოსი და წარმოთქვა:

– ღვთის სახელით ვიცავ ამ ებრაელს, რომელსაც ვიცნობ, როგორც მეცნიერს, დიდებულ და მაღალზნეობრივ პიროვნებას.

და უამბო მან დამსწრეთ, თუ როგორ გადაარჩინა იგი რაშიმ და მისი გათავისუფლება მოითხოვა. რაში გაათავისუფლეს და დიდი ზეიმიც მოუწყეს.

რაში ძალზე მძიმედ განიცდიდა ევროპის ქვეყნებში ებრაელების შევიწროვებისა და დევნის თითოეულ ფაქტს. გერმანიაში და საფრანგეთში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დატრიალებულმა ავბედითმა მოვლენებმა – ებრაელების რბევამ, ტანჯვა-წამებამ, ხოცვა-ჟლეტამ – ძალ-ღონით სავსე ეს შუახნის კაცი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. აი რას ვკითხულობთ ივრითზე შესრულებულ მის ჩანაწერებში: „ძალა მელევა, ბაგეს ვერ ვხსნი და ვმუნჯდები (როცა ვცდილობ) გადმოვცე ჩემი ხალხის თავს დატეხილი უბედურების შესახებ, დაუძლურდა ხელი ჩემი…“. ბოლომდე მაინც არ გატყდა, სულით არ დაეცა – ებრაელების ტრაგიკულ იღბალზე თვალგულცრემლიანი პიუტი შეთხზა და მთელი ცხრა წელი ისევ თავისი საყვარელი საქმე აკეთა: შრომობდა, თორას ჭირნახულობდა, კომენტარებს წერდა…

ბაბილონის თალმუდის ტრაქტატ „მაქოტის“ კომენტარის მე-19-ე გვერდი სიტყვასთან „ტაჰორ“ („სუფთა“) მოულოდნელად წყდება. ეპიტაფიასავით ჟღერს ამ ადგილზე მოყვანილი სიტყვები: „აქამდე – კომენტარები რაშისა, აქედან და შემდეგ – კომენტარები რაბი შმუელისა, რაბი მეირის ძისა“ (თალმუდის კომენტარებზე მუშაობა რაშის შემდეგ ჯერ მისმა სიძემ – რაბი იეჰუდა ბენ ნათანმა გააგრძელა); ძველ გამოცემაში კი უბრალოდ წერია: „…აქ გარდაიცვალა რაში“, ანუ – ამ ფურცელზე მუშაობისას აღესრულაო რაში. მისი საფლავი დღემდე არ არის ნაპოვნი. სწავლულთა აზრით, იგი დაახლოებით 1105 წელს გარდაიცვალა ქალაქ ტრუაში. 1524 წელს ძლიერმა ხანძარმა მთლიანად შთანთქა ამ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ დღემდე დგას უძველესი სინაგოგა – ებრაული თემის ცენტრი, მასთან ახლოს – რაშის სახელობის ინსტიტუტი, არის რაშის ქუჩა და წამომართულია მისი ხსოვნის ვეებერთელა მონუმენტი – როგორც სიმბოლო მარადიული უკვდავებისა.

ისაკ (ირაკლი) კრიხელი

რანბანის წერილი
წერილის ადრესატი – მისი უფროსი ვაჟი ნახმანი, რომელსაც ავტორი სთხოვს აღნიშნული წერილი გადაიკითხოს ყოველ კვირა

ისმინე შვილო ჩემო, მამის დარიგება და არ უარყო დედის სწავლება. (მიშლეი 1:8); ჩაუნერგე შენს თავს ჩვევად წყნარი საუბარი და ეს დაგიფარავს რისხვისგან, რომელიც არის ადამიანის ხასიათის საშინელი დაავადება, რომელსაც მიჰყავს ადამიანები ცოდვამდე. ამბობდნენ ჩვენი ბრძენები: ის ვინც რისხდება გადაეცემა გეინომს. ნათქვამია კოჰელეთში -(ეკლესიასტე): მოიცილე შენი გულიდან რისხვა და ამით შენ ააცილებ სხეულს ბოროტებას. როდესაც მოიცილებ რისხვას, მიმტევებლობა დაისადგურებს შენს გულში, რომელიც ყველა თვისებებს შორის მანათობელია.

ამის მეშვეობით შენ მოიპოვებ გამჩე-ნის წინაშე შიშს და ყოველთვის გემახსოვრება საიდან მოხვედი, საით მიდიხარ და ვის წინაშე უნდა ჩააბარო ანგარიში. რადგან ნათქვამია: დამემალება კი ადამიანი ისეთ ადგილას სადაც მე ვერ დავინახავ?-ამბობს გამჩ-ენი. არ ვავსებ მე ცას და მიწას?

გააანალიზებ რა ყველაფერ ამას მიხვალ იმ აზრზე, რომ გეშინოდეს გამჩენის, რომელმაც შენ შეგქმნა და დაიცავ შენს თავს ცოდვისაგან და ამიტომაც იქნები მუდამ ბედნიერი, რაც არუნდა დაგემართოს. ამას გარდა, როდესაც ყველასთან იქნები მიმტევებელი და მოკრძალებული, მისი დიდების ნათელი და შეხინა გადმოვა შენზე და იცხოვრებ მომავალ ცხოვრებას.

ის ვინც გრძნობს, რომ ვინმეზე მეტია, ამით იგი ჯანყდება გამჩე-ნის წინააღმდეგ, რადგან ამ დროს გამოეწყობა მის სამოსში; რადგან წერია აშემ-ი მეფობს, იგი შემოსილია დიდებით. რით უნდა იამაყოს ადამიანმა-სიმდიდრით? ის იძლევა როგორც სიმდიდრეს, ასევე სიღარიბესაც-ის ამდაბლებს და ის ამაღლებს. პატივით? იგიც ხომ მას ეკუთვნის, სიბრძნე? ვინც ამით ამაყობს მან ხომ იცის, რომ გამჩე-ნი ართმევს ენას მჭერმეტყველებს და მოხუცებს ჭკუას! ასე, რომ ნათელია, ყველა როგორი თანაბარი ვართ მისთვის. იგი თავის რისხვით ამცირებს ამაყს და როდესაც სურს აამაღლებს დამცირებულებს, ამიტომ დაამცირე შენი თავი და გამჩე-ნი მოგამაღლებს.

ამიტომაც გიხსნი, როგორ მოიქცე: ყოველთვის ისაუბრე რბილად, თავდახრილმა, მზერა მიმართე მიწისკენ, ხოლო გული გამჩ-ენისკენ. არ უყურო ადამიანს სახეში, როდესაც ესაუბრები. იფიქრე რომ ყველა ადამიანი შენზე მეტია. თუ ბრძენი და მდიდარია- პატივი ეცი, ხოლო თუ ღარიბია და შენ მდიდარი ან ჭკვიანი ხარ მასზე მითუმეტეს ჩათვალე, რომ შენ უფრო დამნაშავე ხარ, რადგან მას ცოდვები საკუთარი უცოდინრობით მოსდის, მაშინ როდესაც შენი ცოდვა გააზრებულია, რადგან უნდა გცოდნოდა უკეთ.

ყველა შენს ქმედებაში, სიტყვაში და აზრებში იფიქრე რომ მის წინაშე დგახარ და მისი შეხინა შენს წინაშე, რადგან მისი დიდება ავსებს სამყაროს, ისაუბრე შიშით და თრთოლვით, როგორც მონა-ბატონის წინაშე მდგარი. ყველასთან მოიქეცი თავშეკავებულად. ვინმე თუ დაგიძახებს არ უპასუხო ხმამაღლა, უპასუხე რბილად, ისე თითქოს იდგე ბატონთან.

ყოველთვის მონდომებულად ისწავლე თორა და შეძლებ შეასრულო მისი მოთხოვნები, როდესაც სწავლას მორჩები, გააანალიზე რა ისწავლე, რომ დაინახო რა შეგიძლია დანერგო პრაქტიკაში. გამოსცადე შენი ქცევები დილა საღამოს და ყოველი შენი დღე იქნება გატარებული მონანიებაში.

ილოცე კონცენტრირებულად, მოიცილე ამქვეყნიური ფიქრები გულიდან (ლოცვის დროს), მოამზადე შენი გული ღმერ-თის წინაშე, გაისუფთავე აზრები და იფიქრე იმაზე თუ რის თქმას აპირებ. თუ მიჰყვები ამას, შენს ყოველდღიურ ქცევებში არ მიხვალ ცოდვამდე და რასაც აკეთებ იქნება კეთილის მომცემი, შენი ლოცვა იქნება სუფთა და სასიამოვნო გამჩე-ნისათვის.

წაიკითხე ეს წერილი კვირაში ერთხელ და არ გადაუხვიო მასში დაწერილს, მიჰყევი მას და იცხოვრე მისით გამჩ-ენის გზაზე, დაე იკურთხოს მისი სახელი, და გაგიმართლებს ყველა შენს გზაზე. ამით შენ მიაღწევ მიზანს და დამადლიანდები მომავალ სამყაროს. ყოველთვის, როდესაც წაიკითხავ ამ წერილს, ზეცა უპასუხებს შენი გულისწადილს. ამენ! სელა!

წყარო – http://tora.ge/

თორა და ხელოვნება – უფლის სინათლე (მეორე ნაწილი)
მაშ ასე, როგორც დაგპირდით, ვაგრძელებთ სტატიის „თორა და ხელოვნება“ მეორე ნაწილს. ამ ნაწილში ჩვენ უკეთ გავეცნობით ბეცალელის წინაპრებს, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რისი თქმა უნდოდა უფალს, როდესაც მოსეს უთხრა {გამ.31:2} აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.

ამ სახელზე (ბეცალელი) დაკვირვებისას, სიტყვებისა და აზრების თამაშს ვამჩნევთ. როგორც ვიცით უკვე, რომ ჩრდილს სინათლე აჩენს, და სწორედაც ამ ხელოვანის სახელის ნაწილი ითარგმნება, როგორც ჩრდილი. ბეცელ – ჩრდილი , ელ – ღმერთი , ღმერთის ჩრდილში მყოფი.

ბეცალელის მამას ური ერქვა, რომელიც სინათლეს ნიშნავს, ამ შემთხვევაში უფლის სინათლეს.  ამგვარად, ბეცალელი გაჩნდა ეგვიპტეში უფლის სინათლის მეშვეობით.

ამით არ მთავრდება სიტყვებისა და აზრების თამაში. თუ ჩვენ კიდევ უფრო დავფიქრდებით ჩრდილის ამსახველ თვისებებზე სინათლესთან მიმართებაში  და მათი ურთიერთობის ფონზე, შეგვეძლება ამ  სახელის ღრმა აზრსა და მნიშვნელობას ჩავწვდეთ.

ბეცალელი ურის ძე – אורי בן בצלאל

ყველა სიტყვის ფუძე (ცელ – צֵל) ასე თუ ისე ღრმა კავშირშია სინათლესთან, მის სხივებთან. ური ებრაულიდან თარგმანში ნათელს, გასხივოსნებულს ნიშნავს. აგრეთვე ამ სიტყვაში შეიძლება დავინახოთ სიტყვა (ურიელ  – ღმერთის სინათლე ) –ურია – უფლის სინათლე .

სახელი ური შეიძლება წავიკითხოთ ასევე დამარცვლით: ორი ურ – ი( אור– י ებრაული ასო „იოდ“ მიუთითებს ღმერთის ძლევამოსილობაზე. ამას ოდნავ მოგვიანებით დეტალურად განვმარტავთ. აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ასოთი იწყება ღმერთის საკრალური სახელი, რომელიც ტეტრაგრამოტონით არის ჩვენთვის ცნობილი. ასევე ეს ასო არის მაშიახის სახელში. ებრაულ ტრადიციაში ამ ასოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ყველაზე პატარა, მაგრამ ამავდროულად ღმერთის სახელის პირველი ასოა, მისი გემატრიული ციფრია ათი. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ეს ასო ათ მცნებასთან. ათი ებრაულ ტრადიციაში დასრულებას ნიშნავს. მაგალითად, ქალი ცხრა თვე მუცლით ბავშვს ატარებს და სწორედ ორსულობის მეათე თვის დასაწყისში ხდება მისი დაბადება. აგრეთვე მათემატიკური ათვლაც იწყება ათეულით. ეგვიპტეში ღმერთმა ათი სასჯელი მოუვლინა ფარაონს, მეათედის მცნება დაუდო უფალმა ისრაელს, {ლევ.27:32} ყოველი მეათედი ნახირისა და ფარისა, ყოველი მეათე, რომელიც მწყემსის კომბლის ქვეშ გადის, უფლის სიწმიდეა, მზადებისთვის საჭირო იყო  ათი დღე ბუკისცემის გახსენების დღიდან ( იომ ტრუა –საყვირის დღესასწაული, ასევე ის ცნობილია, როგორც ებრაული ახალი წელი როშ – ხა– შანა)  . {ლევ.23:24 – 29 }

უთხარი ისრაელიანთ: მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენების დღე, ბუკისცემის გახსენების დღე – წმიდა შეკრებილობილობა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ამ მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა გქონდეთ.  დაიმდაბლეთ სული, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. არავითარი საქმე არ აკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე. ხოლო ყოველი, ვინც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან.

ათი თაობა იყო ადამიდან ნოემდე. აქაც ერთ საინტერესო განმარტებას შემოგთავაზებთ ძალიან მოკლედ და გავჩერდეთ ასო „იოდ“-ის მნიშვნელობაზე.

1.ადამი – ადამიანი 2. შეთი – დადგენილი 3. ენოში – მოკვდავი 4. კენანი – წუხილი 5. მაჰალელ – კურთხეულ არს ღმერთი 6. იერედი – მაღლიდან ჩამომავალი 7. ენოქი – მასწავლებელი 8. მეთუშალეჰ – მისი სიკვდილი მოიტანს 9. ლამექ – ნანატრი 10.ნოე – მოსვენება

ამ სახელების მნიშვნელობით და თანმიმდევრობის გათვალისწინებით, ვღებულობთ ასეთ წინადადებას:

“ადამიანი დადგენილია მოკვდავი წუხილისათვის, კურთხეულია ღმერთი, მაღლიდან ჩამომავალი, რომელიც გვასწავლის, რომ მისი სიკვდილი მოიტანს ნანატრ მოსვენებას“.

ასევე ნოედან აბრამამდეც იყო ათი თაობა, მაგრამ მათი სახელების მნიშვნელობაზე, თუ ღმერთი ოდესმე ინებებს, მოგვიანებით დავწერ.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ბიბლიაში არაფერი შემთხვევით არ არის დაწერილი. ღმერთმა სულიწმიდის მეშვეობით განსაზღვრა ყველა ასო თუ სიტყვის მნიშვნელობა, ის ასოებით, სიტყვებით მიგვანიშნებს მის სიბრძნეზე. მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს თემას:

ბერეშითის (დაბადების ) წიგნში ჩვენ ვხვდებით სინათლეს, რომელიც ყველაფერზე ადრე შეიქმნა. დავითი  თავის ფსალმუნში თითქოსდა ერთი შეხედვით უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამს „………შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.“{ფს.35:9}

ებრაელი რაბინები ამბობენ, რომ პირველ დღეს შექმნილი სინათლე ეს ისეთი სინათლე არაა, როგორიც ჩვენ გვგონია. ეს იმდენად ძლიერი სინათლე იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანი დაბრმავდებოდა მისი სიკაშკაშის გამო და პირვანდელ  სინათლესთან შედარებით მზეც კი ბნელად გამოჩნდებოდა. ამ სინათლეს რაბინები მესიას სინათლეს უწოდებენ.   შექმნაში ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის არ არსებობდა, არამედ ეს სინათლე ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ ღმერთმა ეს სინათლე სულიერი სამყაროდან მატერიალურ სამყაროშიც გადმოიტანა. სწორედ ამ სინათლეზე მიანიშნებს იოანეს სახარება, რომ მას მაცოცხლებელი ძალა აქვს და თუ ჩვენ მივიღებთ სინათლეს, რომელიც ყველაზე პირველად მესიად გამოჩნდა, მაშინ აღარ გვექნება შეკითხვა იმაზე, თუ როგორ ცოცხლობდა მცენარეები მზის შექმნამდე. {იოან. 8:12} მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.

{იოან. 1:4–5}

მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. {იონ.1:9– 10} იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.

დავითი ამ სინათლეს უფლის სიტყვას უწოდებს: {ფს.118:105}.

ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.

და კიდევ ერთი შედარება უფლის სიტყვასთან დაკავშირებით {2რჯ.8:3}….რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.

ხედავთ, რა გასაოცარი შედარებები და კავშირები შეიძლება ვიპოვოთ ბიბლიის ყურადღებით კვლევისას.

პირობა ღმერთის სინათლის დანახვისა არის მისი სიტყვა. მხოლოდ ღმერთის სიტყვის (ბიბლიაზე) შუქზე შეიძლება დაინახო ღმერთის სინათლე.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სინათლეზე, რომ მას აქვს უნარი აღბეჭდოს სურათი სპეციალური მოწყობილობის მგრძნობიარე ზედაპირზე. სამწუხაროდ, ჩვენმა გულებმა დაკარგა მგრძნობელობის შესაძლებლობა. ამიტომაც ამბობს უფალი: ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. {ეზეკ. 36:26–27}.

ანუ თორის სინათლე, კეთილი უწყება,  ღმერთის სიტყვის სინათლე შეეხება არა ქვის გულებს, არამედ ახალ, ხორცის გულებს, რომელსაც აქვს მგრძნობელობის უნარი და აღბეჭდოს უფლის სიტყვა, თავის თავშივე სხვა სიტყვებით აღბეჭდოს ღმერთის აჩრდილი.

ჩრდილი ჩნდება სინათლეზე.  ბეცალელი – ღმერთის აჩრდილი , ურის ძე – უფლის სინათლე. გაჩნდე უფლის სინათლისაგან, ეს იგივეა იყო ურის ძე. აი, ეს არის ის აუცილებელი პირობა ხელოვანისა, რათა ქმნას და შესძლოს ღმერთის მცნებების შესრულება.

თავის შემოქმედებით მხატვარი მოწოდებულია ღმერთი განასახიეროს, აირეკლოს ღმერთის სინათლე და დიდება. მისი გული მგრძნობიარე უნდა იყოს  მესიას სინათლის მიმართ, რათა მისი სინათლით შთაგონება მიიღოს. ამის შესახებ გვეუბნება ბეცალელის მამის სახელი ურია, როგორც დაწერილია მის წინაპართა გენეალოგიაში. ბეცალელი ურის ძე ნიშნავს: უფლის სინათლის ძე.

(გაგრძელება იქნება )

ავტორი გიორგი ჯიჯიეშვილი

რედაქტორი ქეთევან რამიშვილი.

თორის საკვირაო თავი ,,ნასო“
ნასო — ,,განსაზღვრე რაოდენობა“ — ბემიდბარის წიგნის მეორე თავია.

მასში გრძელდება ლევიტების გადათვლის რეზულტატებისა და თითოეული სახლისთვის მიცემული კანონების ჩამოთვლა. თავი, რომელიც 176 ლექსს მოიცავს, შინაარსობრივად მრავალფეროვანია. მასში მოცემულია 18 მცნება, რომლებიც ეხება როგორც საზოგადოებრივ, ისე პირადულ ასპექტებს. მათ შორისაა: ტაძრის რიტუალური სისუფთავის დაცვის კანონი (ბანაკიდან რიტუალურად არასუფთა ხალხის მოშორება), მცნებები, რომლებიც ნაზირის საქციელს არეგულირებენ (ნაზირი ადამიანია, ვინც აიღო ვალდებულება გარკვეული პერიოდით ან მთელი სიცოცხლის მანძილზე უზენაესის სამსახურს მთლიანად მიუძღვნას თავი, უარი თქვას ამქვეყნიურ სიამოვნებებზე), მცნებები, რომლებიც საზოგადოების მორალურ საფუძვლებს აკონტროლებენ და ამ საზოგადოების თითოეული წევრის პირად კეთილდღეობას განსაზღვრავენ (ღალატში შემჩნეული ცოლის, ქმრის ეჭვიანობისა და ერთგულების დაცვის კანონები). იმ მცნებებს შორის, რომლებიც ,,ნასო“-ს საკვირაო თავშია მოცემული, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უზენაესის ბრძანებას ქოენების მიმართ, რაც მათ ხალხის კურთხევას ავალდებულებს.

რავინების დამსახურება

რამდენიმე მგზავრი სასტუმროს წინ ცეცხლს ეფიცხებოდა. ისინი თავთავიანთ რავინებს აქებდნენ და ისტორიებს ყვებოდნენ.

-მე და ჩემ ცოლს თხუთმეტი წელი შვილი არ გვყავდა — თქვა ერთმა, მაგრამ ჩვენი რავინის ლოცვა-კურთხევით ერთი წლის წინ გოგონა შემეძინა.

-ჩვენი რავინის წყალობით ჩემი გზააბნეული ვაჟი ოჯახში დაბრუნდა! — თქვა მეორემ.

-ჩემმა რავინმა სარისკო გარიგებაზე დამლოცა, მეც მთელი ფული საქმეში ჩავდე, მაგრამ არ გამიმართლდა და ყველაფერი დავკარგე — თქვა მესამემ.

-მერე, სადღაა სასწაული? — გაკვირვებულებმა იკითხეს სხვებმა.

-სასწაული ისაა, რომ ამის შემდეგ მე ისევ მჯერა ღმერთისაც და რავინისაც!

დეპეშა

ცხოვრობდა ერთი ებრაელი, სახელად იოსეფი…. მას ძალიან უყვარდა ფიქრი და ფილოსოფიურად განსჯა. უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან ძალიან ბევრს ფიქრობდა და მოქმედებისთვის საჭირო მომენტს ხშირად ხელიდან უშვებდა.

ერთხელ, ბაზარში გასაყიდად ხორბალი წაიღო და ცოლს დაუბარა: ,,როგორც კი გავყიდი, დეპეშას გამოგიგზავნი.“

მართლაც, ხორბალი სარფიანად გაყიდა და დეპეშის გასაგზავნად ფოსტაში მივიდა. ბლანკი აიღო და ჩაფიქრდა. ბოლოსდაბლოს, როგორც იქნა დეპეშა დაწერა:

,,ხორბალი სარფიანად გავყიდე. ჩამოვალ ხვალ. მიყვარხარ და გკოცნი. იოსეფი.“

დეპეშა გადაიკითხა და ფიქრებში ჩაიძირა: ,,ჩემი ცოლი იფიქრებს, რომ ჭკუიდან გადავდექი… აბა, რა საჭიროა იმის დაწერა, რომ სარფიანად გავყიდე? ზარალს არც არავინ აპირებდა…. უნდა წავშალო ეს სიტყვა…“ და იოსეფმა წაშალა სიტყვა ,,სარფიანი“….

,,ეხლა ყურადღებით უნდა ვიყო, რადგან თუ ერთი სიტყვა შემეშალა, არ არის გამორიცხული, რომ დანარჩენ ტექსტშიც მქონდეს შეცდომა“….. იოსეფმა დეპეშა თვალებთან ახლოს მიიტანა და ყველა სიტყვას კირკიტი დაუწყო. ,,რატომ დავწერე ხვალ მოვდივარ? ერთი თვის მერე ხომ არ ჩავიდოდი? ჩემმა ცოლმა ისედაც იცის, ხვალ რომ ჩავალ, ზედმეტია“ ….თქვა იოსეფმა და ,,ჩამოვალ ხვალ“-ეს ხაზი გადაუსვა…

,,ჩემი ცოლი ჭკვიანია, ისედაც იცის, რომ ხორბლის გასაყიდად ჩამოვედი…. რამ დამაწერინა ,,ხორბალი გავყიდე?“ ზედმეტია….თქვა იოსეფმა და სიტყვები გადახაზა….. ,,ჰა, ჰა,ჰა, რა სასაცილოა! ,,მიყვარხარ, გკოცნი“….. დაბადების დღე აქვს, რაიმე დღესასწაულია თუ რა? სხვის ცოლს ხომ არ ვწერ? ისედაც იცის“ ….თქვა იოსეფმა და ,,მიყვარხარ, გკოცნი“ გადახაზა…..

დეპეშაში მარტო სახელი ,,იოსეფი“ დარჩა. დახედა თავის სახელს იოსეფმა და თავში ხელი შემოიკრა: ,,შენ რა, გაგიჟდი, იოსეფ? ქალი გინდა გადარიო? რა, არ იცის ქმარს რა ქვია?“

თქვა იოსეფმა, დეპეშა დახია და ფოსტიდან კმაყოფილი გამოვიდა, მან ხომ სულ ახლახანს ფულიც დაზოგა და სისულელეების წერაც აირიდა…..

ნუ გააკეთებთ ეკონომიას საჭირო სიტყვებზე!

შაბათ შალომ!

იომ ჰა-ბიქურიმ
შავუოთი

,,ჩვენ ხალხი მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ თორის ხალხი ვართ!“,,..

,,და დაიცავი შავუოთი, პირველნაყოფთა დღესასწაული, როცა დაიწყებ ხორბლის აღებას!“

ამ დღესასწაულს ოთხი სახელწოდება აქვს: შავუოთი, იომ ჰა-ბიქურიმ, აცერეთ და თორის ბოძების დღე.

სახელწოდება ,,შავუოთი“ გამომდინარეობს იმ შვიდი კვირიდან, რომლებსაც ფესახიდან ავითვლით. ეს შვიდი კვირა სრულდება 6 სივანის წინ, რომელიც ფესახიდან ორმოცდამეათე დღეა. წიგნში ,,ტურ ბარეკეტ“ რაბი ხაიმ ბენ ატარი შესანიშნავ აზრს გვიზიარებს: სიტყვა ,,შავუოთი“ შეიძლება წავიკითხოთ როგორც ,,შვუოთ“ (ამასთან ყველა თანხმოვანი ინახება). ასეთ შემთხვევაში ის ნიშნავს არა ,,კვირეებს,“ არამედ ,,ფიცებს.“ მრავლობითი რიცხვი მიგვანიშნებს, რომ ეს დღესასწაული ერთდროულად ორ ფიცს უკავშირდება:

1. ფიცი, რომელიც დადო სინაის მთასთან შეკრებილმა ისრაელის ხალხმა თორის მიღების დღეს — ,,ნაასე ვენიშმა!“

2. ფიცი, რომელიც დადო უზენაესმა: ,,არასდროს შევცვლი ჩემს რჩეულ ხალხს სხვა ხალხით.“

იომ ჰა-ბიქურიმ — ეს სახელწოდება უკავშირდება ებრაელების მიერ ტაძარში ,,საკუთარი მიწის პირველი ნაყოფების“ მიტანას. ამით ისინი უზენაესის მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ, რომელმაც მათ სამფლობელოში ეს მიწა და მასზე მოწული უხვი მოსავალი მისცა. ბიკურიმი მიჰქონდათ მხოლოდ იმ შვიდი მცენარიდან, რომლითაც ისრაელის მიწაა ქებული: ხორბალი, ქერი, ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, ზეთისხილი და ფინიკი. ბიკურიმის მიტანის რიტუალი ძალიან საზეიმო იყო და ბევრი ხალხი მონაწილეობდა. იკითხებოდა თორა, კითხვა კი სრულდებოდა დეკლარაციით: ,,აი, ახლა, მე მოვიტანე მიწის პირველნაყოფები, რომლებიც შენ მომეცი, ღმერთო!“

თალმუდი შავუოთს ,,აცერეთს“ უწოდებს, რაც მიანიშნებს, რომ შავუოთი ფესახის დღესასწაულის დასასრულია, ერთგვარად მისი ,,მერვე“ დღეა, ისევე, როგორც შმინი-აცერეთია სუქოთის მერვე დღე.

რაც შეეხება სახელწოდებას ,,თორის ბოძების დღესასწაული,“ ის ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტედან გამოსვლა, რომელიც ფესახში აღვნიშნეთ, იყო არა თვითმიზანი, არამედ სამზადისი თორის მისაღებად. შავუოთის ლოცვებში ხშირად მეორდება სიტყვები: ,,შავუოთის ეს დღესასწაული, ჩვენი თორის ჩუქების დრო..“ რატომ ვამბობთ ,,ჩუქების დრო“ და არ ვამბობთ ,,თორის მიღების დრო?“ იმიტომ, რომ ჩუქება მოხდა ერთ გარკვეულ დღეს, ხოლო თორის მიღება ხდება მუდმივად, ყოველდღიურად. ჰალახის მიხედვით, 6 სივანს თორის ჩუქების დღე აღინიშნება.

ხაგ შავუოთ სამეახ!

ბემიდბარ –უდაბნო (რიცხვთა წიგნი)
იუდეას უდაბნო.

ბემიდბარ

ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნი „ბემიდბარ“, რომელიც ათ კარს (ფარაშას) მოიცავს, მოგვითხრობს ებრაელი ერის უდაბნოში ცხოვრების თითქმის 39 წლიან ისტორიას – გამოსვლის მეორე წლის მეორე თვის დასაწყისიდან მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვემდე.

ეგვიპტის ტყვეობიდან თავდაღწეულ მონათა თაობას თანდათან ცვლის ახალი, უდაბნოში დაბადებული თაობა. საინტერესოა, რომ თალმუდის ბრძენნი სასიკვდილოდ განწირულ „უდაბნოს თაობას“ („დორ ჰამიდბარ“) „სინათლის თაობად“ მოიხსენიებენ, ხოლო მათ შვილებს, რომელთაც წილად ხვდათ მამა-პაპათა სანუკვარი ოცნების აღსრულება – აღთქმულ მიწაზე შესვლა, – „სიბნელის (წყვდიადის) თაობას“ უწოდებენ. სიტყვა „მიდბარ“ – „უდაბნო“ შეიძლება, აგრეთვე, განიმარტოს როგორც „საძოვარი“, „საბალახო“ („ლეადბირ“). ბრძენთა აზრით, უფროსი თაობა, ანუ „უდაბნოს თაობა“ შეიძლება შევადაროთ „მწყემსის კვერთხის ქვეშ მოხეტიალე ნახირს“. კიდევ სხვა მნიშვნელობა სიტყვისა „ლეადბირ“ არის„მოსპობა“, „განადგურება“.

რატომ ვერ შეძლო წმინდა მიწაზე შესვლა სასწაულების შემსწრე თაობამ, – ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ეგვიპტის ათი სასჯელი, გზისმკვლევი სვეტი ნათლისა, მეწამული ზღვის გაპობა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიადი მოვლენა – ღრუბელსა და „მოლაპარაკე ცეცხლში“ გახვეული სინას მთა, ციური მანა და მწყერი, მირიამის მოძრავი ჭა, სალი კლდიდან გადმოხეთქილი ანკარა წყალი („ერთმა უბრალო მოსამსახურე ქალმა უფრო მეტი ნახა, ვიდრე ისრაელის წინასწარმეტყველებმა“), ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს და ააგეს მიშქანი – გადასატანი ტაძარი?

რაღაც გაგებით, ამ თაობის თითოეული ადამიანი მიმსგავსებულია ადამს – პირველ ადამიანს. „უდაბნოს თაობის“ დროს მოევლინა მ ე ო რ ე დ ყოვლადძლიერი ამ სამყაროს. ადამს თუ ერთი მითითება მისცა – არ ეჭამა ნაყოფი „ხისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“, „სინათლის თაობას“ მან ასობით მცნება უბოძა და სრულიად პრაქტიკული მისია დააკისრა – დასამკვიდრებლად შესულიყო წმინდა მიწაზე. პირველი აზრი, რამაც კი შეიძლება გაგვიელვოს, არის ის, რომ უფლისმიერი პირდაპირი ჩარევის ორივე ცდა ადამიანის მარცხით დამთავრდა: ვერც ადამმა და ვერც „სინათლის თაობამ“ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. შევეცადოთ რაღაც გამართლება მაინც მოვიძიოთ მათ ქმედებებში:

პირველი ადამიანი დამკვიდრებული იყო სამოთხეში, რომლის არსებობაც მისთვის დიდ საიდუმლოებას წარმოადგენდა. ღმ’ერთი უ კ რ ძ ა ლ ა ვ ს ადამს, ე.ი. ადამმა უკვე იცის, რომ არსებობს სიკეთე და ბოროტება, მაგრამ ეს ორი გაგება ცოცხლობს მის გარეთ – ბუნებაში, ხეზე („აკრძალული ხილი გემრიელიაო“). ნაყოფის გემოს გასინჯვისთანავე ადამმა თავისი არსების შიგნით შეუშვა სიკეთე და ბოროტება. მისი ქმედება გამოწვეული იყო ადამიანში დაფარული ძლიერი სურვილით, ცნობისწადილითა და ცხოველი ვნებით. სწორედ საკუთარი მეობის აღქმაშია ადამიანის სამოთხის საიდუმლოება – როცა მან უკვე იცის, რომ ესა თუ ის ქმედება აკრძალულია, ან, პირიქით, – ნაბრძანებია უმაღლესი ძალის – უზენაესის მიერ, რომელიც თავისი ნების დარღვევას მკაცრად სჯის, ხოლო შესრულებას – აჯილდოვებს. უფალმა შესაძლებლობა მისცა ადამს, რომ თავისუფალი არჩევანის პირობებში დაერთგუნა თავისი ინსტიქტები და აემაღლებინა საკუთარი გონება; მაგრამ ადამმა ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. აწი შენ წყვეტ და შენვე აგებ პასუხს შენსავე არჩევანზე. კარგია ეს? პასუხი ორმაგად რთულია: კარგი კი იქნებოდა, რომ შეესმინა ადამს ღმ’ერთისა; ცოდვა-ბრალი ართულებს სამყაროს, მაგრამ, ამასთანავე, გვაძლევს კიდეც ადამიანურობის გამომჟღავნების შესაძლებლობას – ავირჩიოთ სიკეთე.

„უდაბნოს თაობის“ უდიდესი შეცდომა (რამაც, საბოოლოდ, მათი უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალი გამოიწვია), იყო ის, რომ ისინი შეშინდნენ წმინდა მიწაზე წარგზავნილ მზვერავთა მოტანილი ამბით, იფიქრეს, რომ – ასე ძნელად მოპოვებული თავისუფლების შემდეგ, ერეც ისრაელში ახალი მონობა ელოდათ. არადა, – როგორც ამ ფარაშის დასაწყისი გვამცნობს, – 2449 წელის იარის თვის პირველ დღეს, ანუ „ებრაელთა უდაბნოში ყოფნის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს“, უფალმა უბრძანა მოშეს: „აღრიცხეთ ისრაელის შვილთა მთელი თემი მათი ოჯახების, საგვარტომოს, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამრი სულადობრივ. ოცი წლიდან მოყოლებული და მეტი ხნის…“, რამეთუ მისი კეთილი ნებით – ოცი დღის შემდეგ უნდა შესულიყვნენ ისინი აღთქმულ მიწაზე.

ამ ისტორიაში ნათლად ჩანს „უდაბნოს თაობის“ სისუსტე – გუშინდელ მონებს არ სურთ მიიღონ სხვისი ხელისუფლება, თუნდაც ის არსთგამრიგეს ეკუთვნოდეს.

ეს ხომ საშინელებაა?!

მიუხედავად ამისა, შთამომავლობამ, როგორც ზემოთ ითქვა, ეს თაობა „სინათლის თაობის“ სახელით შეამკო. რატომ? რა თქმა უნდა, თაობებს შორის კავშირის გამო: უფროსმა თაობამ აღზარდა ქვიშაზე დაბადებული „სიბნელის თაობა“ – „შემქმნელნი დღისა“ – გამოსვლის შავი მუშები, რომლებიც მზად იყვნენ ებრძოლათ და ევაჭრათ, მოეხნათ და ეთესათ, ეშენებინათ და ეძერწათ; მხოლოდ მათ შეეძლოთ დაესრულებინათ ყოვლადძლიერის დიადი გეგმა: გამოსვლა – თორის ბოძება – წმინდა მიწაზე დამკვიდრება. დიდებულია თაობა, რომელსაც ძალუძს შეასრულოს თავისი მისია, მაგრამ კიდევ უფრო მაღლა დგას თაობა, რომელსაც ხელეწიფება აღზარდოს შვილები, რომლებიც ღირსეულად გაასრულებენ მამების დაწყებულ საქმეს. გ ა მ ო ს ვ ლ ი ს ამოცანის შესრულებას ერთი თაობის ძალები არ ჰყოფნიდა; იგი შეეძლოთ შეესრულებინათ მამებსა და შვილებს – მეოცნებეებსა და პრაქტიკოსებს, მლოცველებსა და მეომრებს, მომთაბარეებსა და მიწათმოქმედებს.

ისააკ კრიხელი.

ქვაში გამოკვეთილი ასოები
თორის საკვირაო თავი ,,ბეხუკოთაი“

ქვაში გამოკვეთილი ასოები

თორის საკვირაო თავის სახელწოდება ,,ბეხუკოთაი“ ნიშნავს — ,,ჩემი დადგენილებების მიხედვით.“ სიტყვა ,,დადგენილებას“ ამ შემთხვევაში სხვა მნიშვნელობა აქვს. თავი იწყება სიტყვებით: ,,თუ ჩემი დადგენილებების მიხედვით მოიქცევით და ჩემს მცნებებს დაიცავთ..“ რაშის კომენტარის მიხედვით მოცემულ სიტყვათაწყობაში ,,დადგენილება“ უნდა გავიგოთ, როგორც ,,მცნების“ სინონიმი. მაგრამ მცნებებზე იქვე ცალკეა საუბარი. მაშ, რას ნიშნავს ,,ჩემი დადგენილებები?“ ბრძენები თვლიან, რომ საუბარია მუშაობაზე, რომელიც თორის სწავლას უკავშირდება. რაბი შნეურ ზალმანი ლიადიდან აღნიშნავს, რომ სიტყვა ,,ხოკ“-ს (,,დადგენილება“) აქვს საერთო წარმომავლობა და საერთო ფუძე სიტყვასთან ,,ხაკიკა“ (,,ქვაზე ამოტიფრული“). ამით თორა მიანიშნებს, რომ ადამიანმა ისე უნდა იშრომოს თორის შესწვლაზე, რომ თორასთან მისი კავშირი ქვაზე ამოტვიფრულ ასოებს დაემსგავსოს. ქაღალდზე დაწერილი ასოები ერთი შეხედვით მყარად ეკვრის ქაღალდს. მაგრამ ნაწერი ორი საგნისგან შედგება: ქაღალდისა და მელნისაგან. ქვაზე ამოტვიფრული ასოები კი ქვასთან ერთ მთლიანობას ქმნიან, მათი განცალკევება შეუძლებელია. ისინი ქვის ნაწილი ხდებიან და არაფერ განყენებულს არ წარმოადგენენ. თორის შესწავლაც ამას ჰგავს: საგანი და ადამიანის გონება ისე უნდა შეერწყას ერთმანეთს, რომ ერთ მთლიანობად იქცეს.

რა უფრო მთავარია?

ერთხელ კოცკელ რაბისთან მისი მოსწავლე მივიდა და თავის გაჭირვება მოუყვა:

– როცა რუჟინში ვსწავლობდი, ყველაფერი ადვილი და გასაგები იყო. მე ვლოცულობდი და ვიცოდი, რომ ეს ლოცვა იყო. აქ, კოცკში კი ყველაფერი ამერ-დამერია. ძალიან განვიცდი რაბი. დაბნეული ვარ! გემუდარები, მიშველე, დამეხმარე, რომ წყნარად ვისწავლო და ვილოცო, ისე, როგორც ადრე. მირჩიე, რა გზას დავადგე, რომ ამ დარდისგან განვთავისუფლდე!

რაბიმ მოსწავლეს ცრემლიანი თვალებით შეხედა და უთხრა:

— იქნებ გამჩენს შენი ცრემლები და განცდები უფრო სჭირდება, ვიდრე მშვიდად სწავლა და დაწყნარებული ლოცვა?

უყაირათობა

ერთხელ, მოხუც მდიდარ ებრაელს ახალგაზრდა ნათესავი ესტუმრა და ახლი მაღაზიის გასახსნელად თანხას დაესესხა. დასხდნენ ბუხართან და დიდ ხანს საუბრობდნენ, საქმე მართლაც მიმზიდველი და პერსპექტიული იყო. სტუმარმა ჩიბუხი ამოიღო, თუთუნით გატენა, მერე ასანთიც მოიძია ჯიბეში, ჩიბუხს ცეცხლი მოუკიდა და კმაყოფილი სახით გააბოლა.

– არ გასესხებ ფულს და არც მთხოვო — უთხრა უცებ მოხუცმა

– ეს როგორ, ეს ხომ მომგებიანი საქმეა, თანაც ახლახანს არ მოვრიგდით?

– საქმე კი არის მომგებიანი, მაგრამ შენ ხარ უყაირათო, ფულს კი ეკონომია უყვარს!

– საიდან მოიტანე, რომ უყაირათო ვარ! პირიქით, ყველგან ეკონომიას ვაკეთებ! -გაცხარდა ახალგაზრდა სტუმარი.

– ყველგან არა! აი, ამ წუთას, შენ ჩიბუხისთვის ასანთი გაკარი, როცა უფასო ცეცხლთან იჯექი!