ICEJ.GE » ისრაელი
როგორ იხსნეს ქართველებმა 20 000 ებრაელი სიკვდილისგან? – უცნობი ისტორია „ქართველი შინდლერის“ შესახებ
ის საქართველოდან საბჭოთა ხელისუფლებას გაექცა, პარიზში დასახლდა და ევროპაში მცხოვრები 20 000 „ქართველი ებრაელი“ სიკვდილისგან იხსნა. მას იოსებ ელიგულაშვილი ერქვა..
ებრაელობა საქართველოში ყოველთვის ყველაზე ინტერგირებულ ეროვნულ უმცირესობად ითვლებოდა. ებრაელები ეთნიკური ქართველების მსგავს გვარებს ატარებდენ და ქართული ენა მათთვის მშობლიურად გახლდათ, თუმცა ყოველთვის ახერხებდნენ საკუთარი ტრადიციების დაცვას.
1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ქართველების გარდა, ხელი რამდენიმე ებრაელმაც მოაწერა. მათ შორის იყვნენ იოსებ ელიგულაშვილი და ილია გოლდმანი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარი კანონმდებელი ცხინვალში დაბადებული ებრაელი რაბინი და საზოგადო მოღვაწე მოშე დავარაშვილი გახდა.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ილია გოლდმანის ინიციატივით, ქართველი პოლიტიკური დევნილებისთვის პარიზის ახლოს ლევილის მამული შეიძინეს, რომელიც დღესაც საქართველოს საკუთრებაა. რაც შეეხება იოსებ ელიგულაშვილს, თითქმის არავინ იცის, რომ ბედმა ის ქართველ „შინდლერად“ აქცია.
იოსებ ელიგულაშვილი ქუთაისში ქართველი კომერსანტისა და საზოგადო მოღვაწის აარონ ელიგულაშვილის ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, თუმცა მოსკოვის პოლიტიკური მეცნიერებისა და კომერციის ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, სამშობლოში დაბრუნდა და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე, ელიგულაშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე წარადგინეს. ერთი წლის განმავლობაში მან მოასწრო გამხდარიყო სავაჭრო კომიტეტის წევრი, ფინანსთა მინისტრისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრად აირჩიეს.
მოგვიანებით, იოსებ ელიგულაშვილს შესთავაზეს ევროპაში ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის ინტერესები წარმოედგინა. სწორედ მისი მცდელობით შეძლო საქართველომ განვითარეისთვის საჭირო თანხების ევროპიდან მოზიდვა. 1921 წელს, როცა საქარველოს გასაბჭოება გარდაუვალი გახდა, ელიგულაშვილს სახელმწიფო ფასეულობების საფრანგეთში გატანა დაავალეს. ის დავალებას ბრწყინვალედ გაუმკლავდა და შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელა უძველესი ქართული წიგნებისა და ფასეულობების შეგროვება. წლების შემდეგ ელიგულაშვილის მდიდარი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა.
1921 წლიდან მოყოლებული, იოსებ ელიგულაშვილი პარიზში ცხოვრობდა, სადაც თეთრეული წარმოების მცირე ბიზნესი წამოიწყო. იმ წლებში საფრანგეთისდედაქალაქში საკმაოდ ძლიერი ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა, რადგან ემიგრანტებს შორის იყვნენ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების საუკეთესო წარმომადგენლები. ქართული ემიგრაციის იდილიური ცხოვრება ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე დასრულდა.
იოსებ ელიგულაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც გერმანელებმა დააპატიმრეს, თუმცა მისი გადარჩენა  საქართველოს ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის შვილმა მიხეილ კეიდიამ გერმანიაში თავისი ომამდელი კავშირების წყალობით მოახერხა. მოგვიანებით, კეიდიამ და ელიგულაშვილმა გერმანელთა სამხედრო ბანაკებიდან ათასობით ადამიანის დახსნა შეძლეს. ამას ხელი შეუწყო ქართველი ებრაელების თითქოს „მეცნიერულად დასაბუთებულმა“ მემორანდუმმა, რომელიც ოკუპირებულ პარიზში, ნაცისტების წარმომადგენლებს გაუგზავნეს.
დოკუმენტში ეწერა, რომ ქართველი ებრაელები არაფრით განსხვავდებიან ეთნიკური ქართველებისგან  და ერთი და იგივე აგებულება, ერთი ენა და ტრადიციები აქვთ. ცალკე იყო აღნიშნული, რომ მათ არავითარი კომუნისტური ან სიონსტური მისწრაფებები არ გააჩნიათ. სწორედ ამ მემორანდუმის წყალობით, გახდა შესაძლებელი „ქართველი ებრაელების“ გადარჩენა. ელიგულაშვილისა და კეიდიას მცდელობით დაიწყო ყალბი პასპორტების გაცემა – ევროპელ ებრაელებს გვარის ბოლოს „შვილი“-ს ან „ძე“-სუმატებდნენ, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მათი ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.
საბოლოოდ, ელიგულაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა 20 000-ზე მეტი ებრაელი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს. „ქართველი შინდლერი“ 1952 წლის 20 ოქტომბერს, პარიზში გარდაიცვალა, ისე, რომ საქართველო აღარასოდეს უნახავს.
წყარო – jewish.ru
ბრიტანეთის მეთაური აიძულებს გაეროს დადუმდეს ღაზის საპროტესტო აქციების გამოძიების შესახებ
ბრიტანეთის მეთაური აიძულებს გაეროს დადუმდეს ღაზის                         საპროტესტო აქციების გამოძიების შესახებ
მხილება: შეხედეთ გაეროს კომისრის სახეს, მის რეაქციას, ცარა ჰოსეინს ბანგლადეშიდან, როდესაც ბრწყინვალე და მამაცმა პოლკოვნიკმა კემპმა დაიწყო საუბარი… როგორც ჩანს მას არ მოეწონა, როცა მან მეთოდურად შეასრულა მისი მიკერძოებული ანგარიში. და ეს ყველაფერი 2 წუთში…
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარდგინებით გაეროს უშიშროების საბჭოს სახელით, 2019 წლის 18 მარტს რიჩარდ კემპმა წარადგინა:
„ბატონო პრეზიდენტო, მე ვიყავი ბრიტანეთის მეთაური ჩრდილოეთ ირლანდიაში, ერაყსა და ავღანეთში და მე მაქვს დიდი გამოცდილება შეიარაებული ტერორისტების მიერ გამოწვეულ არეულობების საქმეში. მე არაერთხელ მინახავს ღაზას საზღვარზე ძალადობრივი დემონსტრაციები, თქვენგან და თქვენი კომისიისგან განსხვავებით, ბატონო თავმჯდომარევ, რომლებიც იქ არასდროს ყოფილხართ. ეს იყო ორგანიზებული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვრის გადალახვასა და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას.
ჰამასის განზრახვაში ასევე შედიოდა ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვა, რათა პროვოცირება გაეკეთებინათ ისრაელის გლობალური დაგმობის. მან ყველა ხერხი გამოიყენა რომ თავიდან აეცილებინა მსხვერპლი პალესტინელებს შორის. თუმცა, ცოცხალი საბრძოლო იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის დაცვის ერთადერთი გზა იყო.
კომისია ამგვარ რეალობას უხეშად ამახინჯებს.
მე ბრალს ვდებ ამ კომისიას განზრახ მიკერძოებული მანდატის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ისრაელის დისკრედიტაციისკენ.
მე ბრალს ვდებ ამ კომისიას ჰამასის ქმედებების დამახინჯებისთვის, რომელიც ორგანიზებულ ძალადობას წარმოადგენს როგორც „მშვიდობიან პროტესტს“.
მე ბრალს ვდებ ამ კომისიას, რომ ის ჰამასის ტერორის იარაღად გამოდის და მცდარად დებს ბრალს ისრაელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, ძალის გამოყენებაში, მკვლელობასა და ძალადობაში.
მე ბრალს ვდებ ამ კომისიას პალესტინელების ღალატში ჰამასის არ გასამართლების გამო, რომლებიც როგორც დღეს გავიგეთ, ესვრიან ღაზაში მშვიდობიან დემონსტრანტებს.
მე ბრალს ვდებ ამ კომისიას ბოროტ ზრახვებში ებრაული სახელმწიფოსა და ჯარის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს იმას რომ მათ ვერ შეძლონ თავის დაცვა.
რამოდენიმე დღეში ჰამასი გეგმავს ახალ ძალადობას. ეს ძალადობა შეიძლება შეჩერდეს ჰამასის გასამართლებით, მათ ქმედებების დაგმობითა და ამ აღმაშფოთებელი მოხსენების უარყოფით.
მე მოვუწოდებ ყველა წევრ-სახელმწიფოს უარი თქვას ამაზე. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენს ხელზე იქნება პალესტინელებისა და ისრაელიანების სისხლი”
https://www.youtube.com/watch?v=VBnOqxGJanI
ადარის თვის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა: დროა გაუქმდეს წყევლა
ჩვენ შევედით ადარის თვეში, სულიერი კალენდრის მიხედვით წლის ბოლო თვეში. სინამდვილეში, ამ წელიწადში ორი ადარია, რომლებსაც უწოდებენ პირველ და ბოლო ადარს. თქვენ იკითხავთ, რატომ ორი ადარი? ამას ეწოდება ებრაული ნაკიანი წელიწადი. როდესაც გრიგორიანულ კალენდარში არის ნაკიანი წელიწადი, ჩვენ ვამატებთ ერთ დღეს თვის ბოლოს. ხოლო ებრაულ კალენდარში მთელი ერთი თვე ემატება. წარმოუდგენელია! რას ველოდებით?
ადარი არის უფლის კალენდრის ბოლო თვე. სიტყვა „ადარი“ ნიშნავს ძალას. უფლის კალენდრის უკანასკნელ თვეში, მე მჯერა, რომ უფალი გვეუბნება რაღაც ამის მსგავსს: „დაასრულეთ, როგორც საჭიროა!“
მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? ნეემია გვეუბნება, რომ „უფლის სიხარული – თქვენი ძალაა“ (ნეემ. 8:10). დავითის ფსალმუნიც ამდაგვარ პასუხს გვაძლევს: „სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე“ (ფსალმ. 15:11). როცა ჩვენ მის თანდასწრებაში ვატარებთ დროს, ის გვავსებს სიხარულით, და როცა გვაქვს ეს სიხარული, გვაქვს ეს ძალა.
ადარის თვე ცნობილია, როგორც წლის ყველაზე მხიარული თვე. ეს წარმატების თვეა, მაგრამ ასევე საშიშიცაა. ადარის თვის ატრიბუტები კარგად ჩანს პურიმის დღესასწაულში. პურიმი – არის მხიარული დღესასწაული, ბოროტი ამანის დამარცხების სახსოვნად, რომელსაც ჩვ.წ.აღ-მდე 357 წელს სურდა ებრაელი ერის ამოხოცვა. ეს მომხიბლავი ისტორია აღწერილია ესთერის წიგნში, პირველი და ბოლო ადარის დროს ნამდვილად ღირს მისი წაკითხვა.
აი მოკლე ისტორია. ებრაელი ერის ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის დროს მეფე ახაშვეროში ეძებდა ახალ დედოფალს. ეს სიტყვა მივიდა მორდექაის ყურამდე, ცნობილი ებრაელი, რომელმაც მიაღწია იმას, რომ თავის ძმისწულს ჰადასსას მონაწილეობა მიეღო ამ „სამეფო სილამაზის კონკურსში“. მან მისცა მას სახელი ესთერი, რათა დაემალა მისი ებრაული იდენტურობა. ის დათანხმდა და რამოდენიმე თვით მოხვდა სამეფო ჰარემში, საბოლოოდ კი არჩეულ იქნა სპარსეთის ახალ დედოფლად.
დედოფლის მმართველობის დროს მორდექაიმ მას შეატყობინა იუდეველთა განადგურების ბრზანებაზე, მე-13 ადარის დროს. მორდექაიმ უამბო მას ამანის ბნელ გულზე, რომელიც იყო მეფე ახაშვეროშის მარჯვენა ხელი, რომელმაც შეიმუშავა და მეფის ბეჭედი დაასვა ამ ბრძანებას. ამ ბეჭდის შემდეგ ბრძანების გაუქმება შეუძლებელი იყო. ამანს სძულდა ებრაელები, განსაკუტრებით კი მორდექაი.
მორდექაიმ უბრძანა ებრაელებს რომ ელოცათ და ემარხულათ, ესთერს კი უთხრა რომ წასულიყო მეფესთან და გაემხილა მისი იდენტობა „ამ დროისთვის“. იმ დროში მეფესთან უნებართვოდ მისვლა სიცოცხლის ფასად ისჯებოდა – თუნდაც ეს დედოფალი ყოფილიყო! ესთერმა ილოცა, იმარხულა და მიღებულ იქნა მეფის მიერ. მან ორჯერ მოიწვია მეფე ახაშვეროში და ამანი სუფრაზე, მეორედ გაამხილა თავისი წარმომავლობა და ამხილა ბოროტი ამანი. მეფემ ბრძანა ამანის ჩამოხრჩობა, ხოლო მის ადგილზე მორდექაი დანიშნა.
მართალია, ბრზანების გაუქმება შეუძლებელი იყო, მაგრამ მეფემ გამოსცა მეორე ბრძანება, რომ ებრაელებს შეეძლოთ მტრისგან თავის დაცვა. მე-13 ადარს, იმის მაგივრად რომ ებრაელები განადგურებულიყვნენ, მათ თავი დაიცვეს და გადარჩნენ. უფლის ამ საოცარი გამარჯვების სახსოვრად, დაინიშნა პურიმის დღესასწაული, რომელიც დღემდე დიდი მასშტაბით აღინიშნება. ნაკიან წელიწადში პურიმი აღინიშნება მეორე ადარზე, რომ იყოს დაცული თანმიმდევრობა პასექის დღესასწაულებთან.
უფალი მოგვიწოდებს რომ ძალა ვეძებოთ მის სიხარულში და მოვიკრიბოთ გამბედაობა, როგორც ესთერმა და მორდექაიმ. მათ იპოვეს ძალა და სიხარული უფლის თანდასწრებაში. მოდით ყურადღებას ნუ გავამახვილებთ „გოლიათებზე“ ამ თვეში. ყველა ჩვენი შიში უფლის წინაშე მოვიტანოთ, და ვუყუროთ როგორ გადააქცევს ის ამ შიშს სიხარულად (იგავ. 31:25).
ეს არის დრო რომ გავამჟღავნოთ ჩვენი ნამდვილი იდენტურობა, როგორც ეს ესთერმა გააკეთა. დრო როცა უნდა მოვიხსნათ ჩვენი ნიღბები და ვიყოთ ისინი ვინც ვართ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით კი უფალთან. როცა მის წინაშე ვიხსნით ნიღბებს, ის გვაძლევს ჩვენს ნამდვილ იდენტურობას, და ასე იხსნება ჩვენი ნამდვილი დანიშნულება. ნიღაბი აკავებს სიხარულს. გახსნილობას კი მოაქვს სინათლე და სიცოცხლე.
და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის თვე, როცა უფალი აუქმებს წყევლას. როგორც ესთერის ისტორიაშია, ამ თვეში არის განსაკუთრებული ცხებულება წყევლის გასაუქმებლად. როცა წყევლა გაუქმებულია თქვენ თავისუფლად გრძნობთ თავს! ეს არის ზუსტი წინასწარმეტყველური სიტყვები ამ თვისთვის „ნაფთალი – ფეხმარდი ფურირემია“ (დაბ. 49:21), სახელი ნაფთალი ნიშნავს „სიტკბო ჩემთვის“.
როცა თავისუფალი ხარ წყევლისგან – რა ტქმა უნდა ეს ტკბილია. ეს არის მტრის სასჯელის განადგურების დრო. შეიძლება სხვა ადამიანები არასწორ რამეებს ლაპარაკობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ან შეიძლება თავად ვაღიარებდით სიკვდილს ჩვენს ცხოვრებაში. დროა განვაცხადოთ საბოლოო ბრზანება ჩვენს ცხოვრებაზე- მისი ჭეშმარიტი სიტყვები ჩვენზე. ალელუია!
ამ პირველ ადარში შესვლის დროს დაუთმეთ დრო მის თანდასწრებაში ყოფნას, რომ მოიკრიბოთ ნამდვილი ძალა – მისი სიხარული. აუცილებლად წაიკითხეთ ესთერის წიგნი და სთხოვეთ უფალს რომ დაგელაპარაკოთ ამ წიგნის ფურჩლებიდა. გისურვებთ რომ გაიზარდოთ, მოიშოროთ შიში და სიხარულით უყუროთ მომავალს. როცა მოიხსნით ნიღაბს, ივლით სიხარულით, როცა გამოჩნდება თქვენი ნამდვილი დენტურობა მასში! (ესაია 55:12; ესთ. 4:14).
ავტორი – ქრისტინ ვალისი
თარგმნა –  სალომე ჯებისაშვილი
წყარო –  charismamag.com
20 ისტორიული ფაქტი ღაზისა და ებრაელების შესახებ
ღაზის გარშემო მუდმივად იმართება დისკუსიები „ვინ არის დამნაშავე?“ და „რა უნდა გავაკეთოთ“. იქნებ ყველაფერი შედარებით გასაგები გახდეს, როდესაც ამ პატარა ტერიტორიის ისტორიულ ნაწილს შევისწავლით.
1.  1965 წელს, ეგვიპტის მიერ ღაზის 17 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, ეგვიპტემ გადაწყვიტა ამ ტერიტორიაზე კაზინო აეშენებინა. საფუძველზე მუშაობის დროს მშენებლებმა აღმოაჩინეს ძველი ნაგებობის ნაშთები. განსაკუთრებით გასაოცარია ორი დიდებული მოზაიკური იატაკი – ერთზე გამოსახულია აფრიკული ცხოველები, მეორეზე- მეფე რომელიც არფაზე უკრავს. ჩამოსული არქეოლოგები ფიქრობდნენ ამ ნაგებობის ნაშთისთვის ეკლესიის კვალიფიკაცია მიეცათ, მაგრამ მრავალი ფაქტი სხვა რამეს მიუთითებდა: ებრაული ასოებით გამოსახული იყო წარწერა, მეფე დავითი, მოზაიკის „სპონსორების“ ებრაული სახელები, ძველი ბერძნული წარწერები, ტრადიციული ებრაული სიმბოლოები- ვაზი და ზეთისხილი, და ბოლოს შენობა ისე იყო აშენებული რომ ლოცვის მიმართულება იყო იერუსალიმისკენ…
2 წლის შემდეგ ეგვიპტელები გააძევეს ღაზიდან და ისრაელის არქეოლოგებმა დაამტკიცეს ის რაც ისედაც ნათელი იყო: ძველი ნაგებობა იყო უზარმაზარი სინაგოგა ზომით 800კვ.მ . მოზაიკის ბერძნული წარწერა გვატყობინებს, რომ ის ააგეს „569 წელს ელულის თვეში“, ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ 508 წლის ივლის-აგვისტოში. საქმე იმაშია, რომ ღაზის ებრაელები (ისევე როგორც სხვა დანარჩენი) იმ დროში იყენებდნენ თავიანთ ქრონოლოგიას, ითვლიდნენ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელიც ხდებოდა ძვ.წ.აღ 61-წელს, როდესაც რომაელი მმართველის გენერალ აულუს გაბუნიუსის ბრძანებით ქალაქიდან გამოაძევეს ყველა იუდეველი.
ღაზა გახდა ებრაელების ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ 145 წელს. სწორედ მაშინ, როდესაც მაკაბელების წარმატებული აჯანყების შემდეგ ის ჰოსმონის სამეფოს შეუერთეს. მართალია ღაზამ მალე მოახერხა ჰოსმონის კონტროლიდან გამოსვლა, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ იუდეის მეფეს ალექსანდრე იანაის ხელახლა მოუწია მისი დაპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური მდებარეობა (და განსაკუთრებით ებრაული სამეფოს პოლიტიკური გაერთიანება ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასთან) ხელს უწყობდა ამას, ამოცანა მაინც რთული აღმოჩნდა. ალექსანდრე იანაიმ ქალაქს ალყა შემოარტყა მაგრამ მისი აღება მხოლოდ ერთწლიანი ბლოკადის შემდეგ მოახერხა.
ძვ.წ.აღ 63 წლამდე ღაზა იუდეველთა კონტროლის ქვეშ დარჩა, მანამ სანამ რომაელებმა პომპეუსის ხელმძღვანელობით დაიპყრეს. მიუხედავად ამისა, ალომო გაბინის მიერ იუდეველთა გაძევებაც ხანმოკლე აღმოჩნდა- ისრაელიანები კვლავ დასახლდნენ ღაზაში, რომაულ ეპოქაში. იუდეველთა საზოგადოება იმ წლებში იყო საკმაოდ დიდი და მისი მტკიცებულება შეგვიძლია ვიხილოთ ღაზას ცენტრალურ მეჩეთში. იქ ერთ-ერთ სვეტზე ბერძნული ასოებით არის ამოტვიფრული ებრაული სახელი ხანანია ბარ იაკობი და მკაფიოდ არის გამოსახული ებრაული სიმბოლოები- მენორა, შოფარი და ითროგი.
მეცნიერთა აზრით, სვეტი მიუთითებს იმაზე, რომ რომის ან შემდგომი ბიზანტიის ეპოქაში ამ ადგილას იყო სინაგოგა. მეშვიდე საუკუნეში მთელ აღმოსავლეთს არაბულმა დაპყრობის ტალღამ გადაუარა და ცხადია ამ პერიოდში ღაზას სინაგოგები განადგურდა და მეჩეთად გადაკეთდა. უკვე ჩვენ დროში ცენტრალური მეჩეთიდან გაქრა „მტკიცებულების“ სვეტი. ღაზას ამჟამინდელ მოსახლეებს არ სიამოვნებთ, როდესაც მეცნიერება ახსენებთ მათ ებრაულ ფესვებს.
ამავდროულად, არაბთა შეჭრის პირველი ხნის შემდეგ იუდევლები ღაზაში ისევ დაბრუნდნენ და აყვავდნენ კიდეც. ცნობილ კაირო გენიზაში ამ პერიოდის მნიშვნელოვანი დოკუმენტები აღმოაჩინეს იუდეველი საზოგადოების შესახებ. მე-10 საუკუნეში მცხოვრები ბრძენკაცის ცახელა ბილ მიცლიახას მოგონებების მიხედვით, ღაზას განსაკუთრებული ფუნქციაც კი ჰქონდა: მუსულმანების მმართველობის დროს როდესაც ებრაელებს აეკრძალა სამლოცველოდ იერუსალიმში ჩასვლა, ქვეყნის სხვადასხვა ადგილებიდან ებრაელები სალოცავად ჩადიოდნენ ერეც-ისრაელში, ტიბერიაში, ცოარასა და ღაზაში.
მუსულმანები შემდეგ ჩაანაცვლა ჯვაროსნებმა, შემდეგ მამლუქებმა და ოსმალეთის თურქებმა. ხან ერთი ხან მეორე დამპყრობელი აიძულებდა ებრაელებს ღაზადან გადასახლებას მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც იქ ბრუნდებოდნენ. ღაზის იუდეველთა მთელი თაობა იყო დასვენებული ქალაქის სამხრეთით მდებარე სასაფლაოზე, რომელიც ქალაქიდან ნახევარი საათის სავალზეა. მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ღაზიდან ებრაელების ხელახალი გაძევების შედეგად ეს სასაფლაოც გაუქმდა და არაბებმა უბრალოდ გაანადგურეს ყველა საფლავის ქვა.
ასე ვკითხულობთ ებრაელი მოგზაურის, მეშულამ ვოლტერრადან-ის წიგნში „მოგზაურობა ერეც-ისრაელში 1481 წელს“ : „კარგი და ნაყოფიერი ადგილია, მისი ნაყოფები კი ძალიან კარგი.იქ არის პური და ღვინო რომელსაც ებრაელები აწარმოებენ. მოსახლეობა დიდია. დაახლოებით 70 ებრაელი ოჯახი ცხოვრობს, და ასევე 4 სამარიელი ოჯახი“. მეშულამას ისტორიების მიხედვით ებრაელები ქალაქის ზედა ნაწილში ცხოვრობდნენ, სადაც როგორც მან აღნიშნა „იყო დალილას სახლი, სადაც ცხოვრობდა სამსონი“. რასაკვირველია, მეშულამმა აღმოაჩინა სწორედ იმ ნაგებობის ნანგრევები, რომელიც ფილისტიმელტა მიერ დაბრმავებულმა ბიბლიურმა გმირმა დაანგრია.
საინტერესოა, რომ ქალაქის სწორედ იმ ზედა ნაწილს არაბები უწოდებენ ჰარეტ ელ-იაჰუდის ანუ „ებრაულ კვარტალს“.მისი უმაღლესი წერტილიდან მოჩანს კათოლიკური ეკლესია, რომელიც იერუსალიმის ლოცვის უჩვეულო მიმართულებით გამოირჩევა. ეკლესია, როგორც მიხვდით სინაგოგის ფუნდამენტზე აშენდა, რომელიც ფუნქციონირებდა მე-15 საუკუნიდან მე-19მდე.
დაახლოებით 100 წლის წინათ, ამ ეკლესიის ეზოში, ბერებმა აღმოაჩინეს პატარა ნანგრევები ბერძნული წარწერებით. ერთზე ამოტვიფრული იყო მენორა, შოფარი და ლულავი, ხოლო მეორეზე წარწერა რომელიც გვატყობინებს, რომ ერთმა ებრაელმა გაიღო შესაწირი სამლოცველო სახლის მშენებლობისთვის, ყველაზე საინტერესო იყო მესამე ფრაგმენტი, რომელიც იყო სვეტის ნაწილი და ეწერა: „ყველა ბოროტებისგან ჩემ მფარველ ანგელოზს ვთხოვ იერუსალიმში ასვლის ნება მომცეს“. დიდი ბრიტანეთის კონსული ჩარევის წყალობით, ებრაელმა სახელად ცვი გირშფელდმა კიბუც რუჰემიდან, შეძლო ამ სვეტის გამოსყიდვა ბერებისგან. გირშფელდმა ეს ფრაგმენტი წაიღო თავდაპირველად მშობლიურ კიბუცში, ხოლო შემდეგ რიშონ ლე-ციონში. იქ გირშფელდი გარდაიცვალა და მისმა დამწუხრებულმა ნათესავებმა გადაწყვიტეს ეს სვეტი მის საფლავზე დაედგათ. ძველი სვეტი დღემდე რიშონ დე-ციონის ქალაქის სასაფლაოზე დგას…
მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ებრაული მოძრაობა დაბრუნდა თავის ქვეყანაში, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგავდა, ღაზა და მისი შემოგარენი ებრაელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ცენტრად მიიჩნეოდა. 1882 წელს, ოდესის ორგანიზაციის „ჰოვევეი ციონის“ აქტივისტებმა გადაწყვიტეს ღაზის მახლობლად შეექმნათ სოფლის მეურნეობის დასახლებები.
1886 წელს ღაზაში ცხოვრობდა 30 ებრაელი ოჯახი და იყო 3 სინაგოგა. 1907 წელს ქალაქის რაბინი გახდა რაბი ნისიმ ოხანა, რომელიც გამოირჩეოდა აქტიური და ეფექტური საქმიანობით. მისი ერთ-ერთი პროექტი იყო ბიბლის მეცნიერებათა და თალმუდის სკოლის გახსნა. სკოლაში სწავლება მიდიოდა ივრითულად – ეს ძალიან იშვიათი იყო იმ დროში- და ამიტომ გახსნაზე ჩამოვიდა თვით ელიზზერ ბენ იეჰუდა. გასაკვირი არ არის, რომ მასწავლებლებს ხელფასს შესაწირავიდან უხდიდნენ… ოდესის სიონისტურად მოაზროვნე ებრაელებს.
ამ ხნის განმავლობაში, ღაზის ებრაელებს მოჰყავდათ ქერი, რომელსაც აგზავნიდნენ ევროპაში ღაზაში მცხოვრები ებრაელი მოვაჭრეები სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსაც აგზავნიდნენ ევროპაში.მათ შორის ძალიან პოპულარული იყო კოლოცინტი („ველური გოგრა“). დღეს ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასი წლის წინ ეს საქონელი დიდი რაოდენობით გადიოდა ღაზის პორტიდან ჰამბურგისა და ლივერპულის პორტებზე!
პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ხელისუფლება კვლავ და კვლავ აძევებს ებრაელებს ღაზადან (ასე მოექცნენ თელ-ავივის ებრაელებსაც). ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ იუდევლები კვლავ დაბრუნდნენ, მაგრამ 1929 წელს მათ ისევ აიძულებენ მშობლიური ქალაქის დატოვებას, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ნაწილებში აქაც მოდის დამპყრობლების ტალღა და არაბულ გარემოში დარჩენა უკვე საშიში ხდება.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ღაზაში ბრიტანეთის სასაფლაო გამოჩნდა. რამოდენიმე წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ზომა რა თქმა უნდა გაიზარდა. სასაფლაოზე დაახლოებით ოთხი ათასი სასაფლაოს ქვაა. აქ ბრიტანეთის იმპერიის ჯარისკაცები და მისი მოკავშირეები დაკრძალეს. ქრისტიანები, იუდევლები, მუსულმანები და ინდუსები ერთმანეთის გვერდით განისვენებენ, თითოეული საფლავის ქვაზე ჯარისკაცის რელიგიური კუთვნილების სიმბოლოა გამოსახული. საფლავის ქვებზე გამოსახული დავითის ვარსკვლავები საკმაოდ ბევრია, ერთ-ერთ მათგანზე მათ შორის – მორდეჰაი რავლინის საფლავზე ივრითულადაც წერია: „დაიბადა, იბრძოლა და მოკვდა თავის ქვეყანაში“.
1930-იანი წლების დასაწყისში, ებრაელმა ფერმერმა ტუვიერ ზისკინდუ მილერმა შეძლო ღაზის დასავლეთით მიწის გამოსყიდვა არაბებისგან, დეირ-ელ ბალახადან არც ისე შორს. მილერმა ამოთხარა ჭა და დარგო იქ ფორთოხლის ხეები ფინიკის პალმები, მაგრამ მოგვიანებით არაბებმა ჭაც დაუნგრიეს და ხეებიც გაუნადგურეს. მილერმა მიწა მიჰყიდა ებრაულ ნაციონალურ ფონდს, და 1956 წელს ამ ადგილას გაჩნდა კიბუცი- რომლის სახელიცაა „ქფარ დარომი“ – „მკვდრეთით აღმდგარი“ – ძველი ებრაული დასახლების სახელი, რომელიც 17 საუკუნით ადრე არსებობდა.
ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ღაზა გახდა ეგვიპტური არმიის მთავარი განშტოება, რომელიც ხელს უშლიდა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ქფარ-დარომი ეგვიპტელთა დარტყმის დროს დაეცა. ისრაელმა შეძლო თავის დაცვა, მაგრამ ღაზა და ქალაქის ჩრდილო და სამხრეთ მიწები ეგვიპტის ოკუპაციაში მოექცა 1967 წლამდე. ამ წლების განმავლობაში ის გახდა ტერორისტული დაჯგუფებების ძირითადი ბაზა, რომლებიც არბევდნენ ისრაელის საზღვრებთან დასახლებულ ხალხს, ძარცვავდნენ და კლავდნენ მათ.
1956 წელს, როი როტბერგის დაკრძალვისას, რომელიც ღაზის ერთ-ერთი თავდასხმის დროს გარდაიცვალა, მოშე დაიანმა წარმოთქვა გულშიჩამწვდომი სიტყვები, რომელიც შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა. ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ახალგაზრდა და გაბედულ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას: „ნუთუ დაგვავიწყდა, რომ ნაჰაილ ოზში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც ღაზას კარიბჭეზე ზრუნავენ, კარიბჭეზე, რომელზეც ასობით ათასი თვალი და ხელი ლოცულობს, რომ ჩვენ დავსუსტდეთ, რომ შემდეგ გაგვანადგურონ – ჩვენ რა დაგვავიწყდა ეს ყველაფერი? და ჩვენ ვიცით, ჩვენი განადგურების იმედი რომ მოვუსპოთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ძლიერები, დილით და საღამოს, იარაღით და მუდამ მზადყოფნაში. ჩვენ – ქვეყნის დასახლების თაობა ვართ, მუზარადისა და იარაღის გარეშე ვერც ხეს დავრგავთ და ვერც სახლებს ავიშენებთ. ჩვენ შვილებს არ ექნებათ ცხოვრება, თუ არ ამოვთხრით ბომბის თავშესაფრებს, არ გავაბამთ მავთულხლართებს, ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე ვერც გზებს დავაგებთ და ვერც ჭებს ამოვთხრით. მილიონობით განადგურებული და მოკლული ებრაელი, ისტორიის ნაცრიდან შემოგვყურებს და გვიბრძანებს რომ დავსახლდეთ ამ მიწაზე და აღვადგინოთ მიწა ჩვენი ერისთვის. მაგრამ სასაზღვრო ხაზის მიღმა, ზღვა სიძულვილი და შურისძიების სურვილია, ელოდებიან იმ დღეს როდესაც მშვიდობა სიფხიზლეს დაგვაკარგინებს, იმ დღეს როდესაც თვალთმაქც საუბრებს დავუჯერებთ, რომლებიც იარაღის დაყრისკენ მოგვიწოდებენ“.
ექვსდღიანი ომის შემდეგ ღაზა ისრაელის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ისტორიული სამართლიანობისთვის საჭირო იყო ქფარ-დარომის აღდგენა, რაც ნამდვილად მოხდა 1970 წელს. მაშინ სექტორის სხვადასხვა ნაწილში კიდევ 20 ებრაული დასახლება გაჩნდა. მიუხედავად მრავალი სირთულისა და ტერორისტული თავდასხმებისა, ებრაელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და დასახლება რომლის სახელიც იყო გუშ კატიფი, აყვავდა. გუშ კატიფში განსაკუთრებით კარგად განვითარდა სოფლის მეურნეობა: ისრაელის ორგანული ბოსტნეულის 65% აქ იზრდებოდა 2005 წელს. ოსლოს შეთანხმების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ღაზას სექტორის უმეტესობა პალესტინელების მმართველობაში გადავიდა, და კიდევ ერთხელ დაიპყრეს ტერორისტებმა, მათ გუშ კატიფი მაინც ვერ დაამარცხეს.
20.      2004 წელს, მაშინდელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა თავის გეგმაზე, ღაზაში მცხოვრები ყველა ებრაელის ცალმხრივად დემონსტრირებაზე და ამ სექტორის ებრაელებისგან საბოლოო დაცლაზე. ამ გეგმამ ისრაელის საზოგადოება ორად გაყო. მიუხედავად ეროვნული ბანაკის წინააღმდეგობისა და გაფრთხილებებისა, რომ გაზიდან ცალმხრივი გამოსვლა გამოიწვევდა ტერორიზმის გაზრდას და არანაირ დივიდენდებს არ მოუტანდა ისრაელს, შარონმა მაინც შეძლო ამის გაკეთება. ღაზაში ყველა ებრაულ დასახლებას დემონტაჟი ჩაუტარდა მოსახლეობა კი ძალით იქნა დეპორტირებული. თითქმის მაშინვე დაიწყო ოპონენტების ყველა ბნელი პროგნოზების ასრულება. ებრაელების წასვლა არაბებმა აღიქვეს როგორც უკან დახევა და ძალაუფლებაში მოვიდა ექსტრიმისტული ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელმაც ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორი ახალ დონეზე აიყვანა და მის წინააღმდეგ გაუშვა რაკეტები, თავდაპირველად სამხრეთიდან, ხოლო შემდეგ ისრაელის ცენტრისკენ.
ავტორი – არიელ ბულშტეინი
თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი
წყარო – https://isralove.org
ანტი-სემიტიზმი : მესიანური პასუხი
„ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს!“ – ყვიროდა მსროლელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა სინაგოგაში. შაბათს, 2018 წლის  27 ოქტომბერს, შეშლილი ანტი-სემიტი შევარდა პიტსბურგის სინაგოგაში „სიცოცხლის ხე“. მან მოკლა თერთმეტი ებრაელი და დაჭრა კიდევ ექვსი, რომლებიც ღვთის თაყვანსაცემად იყვნენ მისულები. მათ შორის იყვნენ ისეთებიც ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა და ამდენი წლის შემდეგ ისევ ამ საშინელმა სიძულვილმა მიაყენა მათ ზიანი.
ჩვენ ვლოცულობთ ამ ხალხის ოჯახებზე და იმ საზოგადოებაზე, რომლებიც მსგავსი სიძულვილის, სისასტიკის და ძალადობის მსხვერპლნი არიან და გვახსოვს მათი სახელები, რომელთა სიცოცხლეც განადგურდა:
რიჩარდ გოტფრიდი, ჯერი რაბინოვიჩი, დევიდ როზენტალი, სესილ როზენტალი, ბერნის საიმონი, სილვან საიმონი, დენიელ შტეინი, მელვინ ბაკსი, ჯოის ფაინბერგი, როუს მალინგერი, ინვინ იუნგერი.
კურთხეული იყოს მათი ხსოვნა.  !
ანტი-სემიტიზმი, უძველესი სიძულვილი?
ანტი-სემიტიზმი არასდროს შემოზღუდულა დროითა და რელიგიით – ის მოდის მთელი ისტორიის მანძილზე და ხდებოდა ათეისტების, ქრისტიანების, მუსულმანების და წარმართების ხელით. მიუხედავად იმისა ებრაელი ხალხი მისდევდა თუ არა თავის ტრადიციებს, ისინი იყვნენ მოძულებულნი და იდევნებოდნენ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ და რაც არ უნდა ეკეთებინათ. გადასახლებისას თუ თავიანთ მიწაზე ყოფნისას, ბაბილონში თუ ეგვიპტეში, ქრისტიანულ ევროპაში, ათეისტურ რუსეთში ან მუსულმანურ ახლო აღმოსავლეთში, ემორჩილებოდნენ ღმერთს თუ ეწინააღმდეგებოდნენ – მათზე თავდასხმა არასდროს წყდებოდა.
ჯენი ტონგი, რომელიც არის ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი, ისრაელს ადანაშაულებს პიტსბურგის თავდასხმაში. „აბსოლუტურად შემზარავი და დანაშაულებრივი აქტია, მაგრამ როდის მიხვდებიან ბიბი და ისრაელის მთავრობა, რომ პალესტინის წინააღმდეგ მოქმედებები აღძრავს ანტი-სემიტიზმს?“ მან განაცხადა რომ ისრაელის პოლიტიკამ გამოიწვია ებრაელების მასობრივი მკვლელობა პიტსბურგში – აბსოლუტურად ანტი-სემიტური საქციელი როგორც თავად ამბობს.
მაგრამ ანტი-სემიტიზმი ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს დაარსებამდე ბევრად ადრე თარიღდება. „ოკუპაციის“ საკითხი არ ადარდება ადოლფ ჰიტლერს… არც ესპანელ ინკვიზიტორებს, არც ჯვაროსნების სასტიკ მკვლელობებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ხოცავდნენ ებრაელებს ევროპასა და რუსეთში. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ებრაელების არც ერთი დასახლება და საგუშაგო არ იყო ამანის სიძულვილის მიზეზი ესთერის დროს, ან ყამალეკელების დროს, რომლებსაც ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ სურდათ მთელი ერის ამოხოცვა.
ისრაელის სახელმწიფო დამნაშავე არაა ანტი-სემიტიზმში, არამედ ანტი-სემიტიზმი პირდაპირ თავს ესხმის ისრაელის სახელმწიფოს. სანამ არსებობს ღმერთის ერი, ამორჩეული მისი მიზნებისთვის მათზე თავდასხმისა და განადგურების მცდელობა ყოველთვის იარსებებს. სრულიად აბსურდულია იმის დაჯერება, რომ ისრაელის სახელმწიფოა დამნაშავეა ებრაელი ხალხის მიმართ ძალადობის ქმედებაში.
ებრაელი ხალხის მიმართ ირაციონალურ ზიზღს ხშირად „უძველეს სიძულვილსაც“ უწოდებენ. ლოგიკური ახსნა არ უჩანს იმ ზიზღს და სიძულვილს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი დროის მონაკვეთში ჩნდება ყოველგვარი საერთო ნიშნების გარეშე. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ებრაელები არიან – ებრაელები. მიუხედავად იმისა მდიდრები არიან თუ ღარიბები, იცვამენ და ფიქრობენ თუ არა ისე, როგორც სხვა დანარჩენი ერები, ან პირიქით – ვერაფერი უშლის ხელს ამ თავდასხმებს.
სიძულვილის ნამდვილი ობიექტი : ისრაელის ღმერთია
რა ხდის ებრაელ ერს ებრაელებად? ღმერთი, რომელმაც მოუწოდა ამ ხალხს თავისი მიზნებისთვის. სწორედ ღმერთმა შექმნა ებრაელი ერი. ღმერთმა შეცვალა იაკობის სახელი და უწოდა მას ისრაელი. და სწორედ ღმერთმა დაადგინა, რომ მისი თორმეტი ვაჟისგან შეიქმნებოდა ისრაელის თორმეტი ტომი. მისი ერი. ისინი იყვნენ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც უძღვებოდა ღმერთი, ასწავლიდა ღმერთი და იყო მისთვის ძვირფასი. და ისინი მისი სახელით იწოდებიან.
“რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.” (მეორე რჯ. 7:6).
არა მარტო ისინი აიგივებდნენ თავიანთ თავს ღმერთთან, არამედ თავად ღმერთიც ყოველთვის აიგივებდა საკუთარ თავს მათთან. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ისრაელის ღმერთი. ღმერთი, რომელმაც გაათავისუფლა ისრაელი ეგვიპტის ხელიდან. ერთ დღეს იერემიას თანახმად 16:14 და 23:7-8, ჩვენ ვიხილავთ მას როგორც ღმერთს, რომელიც ხელახლა შეკრებს ისრაელს. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს. ზოგიერთი გაწბილებულია იმ ფაქტით, რომ ღმერთმა კონკრეტული ერი ამოირჩია ან იმით, რომ ისრაელი (ისევე როგორც მთელი კაცობრიობა ზოგადად) საერთოდ არ იმსახურებს ღმერთის წყალობას და ღმერთი ისე იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რომ არავის უთანხმდება.
„ანტი-სემიტიზმი ადამიანების აჯანყებული გულებიდან მოდის. როგორც ღმერთის ერი, ებრაელები ხშირად ასოცირდება ღმერთთან და მათ მიმართ სიძულვილი ზოგჯერ ქვეცნობიერია, მაგრამ მისი მიზეზი ყოველთვის არაჯანსაღი გულია.“ (კრისტინ დარგი)
დოქტორი რიცარდ ბუკერსიც ამავეს საუბრობს: ებრაელების სიძულვილი – ღმერთის სიძულვილია, რადგან ისინი ახსენებენ ქვეყნიერებას რომ ყველანი პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ცხოვრებაზე, მათ კი არ სურთ რომ ვინმე ამას ახსენებდეს.
ჩვენი სულების მტერს განსაკუთრებულად სძულს ისრაელი, რადგან ღმერთმა ამოირჩია ისინი თავის გამოსყიდვის გეგმისთვის- წარსულში, აწმყოსა და მომავალში. სატანას ბევრი ძებნა არ სჭირდება მოხალისეებისთვის, რომლებიც მისი აგენტები იქნებიან ისრაელის მაქსიმალურად განადგურების საქმეში. ისტორიაში ამის მტკიცებულებები საკმარისადაა- პიტსბურგში მოკლულები მხოლოდ ბოლო მსხვერპლნი არიან ამ სიაში.
როგორც შეიძლება ამ ანტი-სემიტიზმს დაუპირისპირდნენ  ქრისტიან  მორწმუნეები?
„ვერ გეყვარებათ ღმერთი“ – გვაფრთხილებდა კორი ტენ ბუმი, „ებრაელი ხალხის შეყვარების გარეშე“. შოკისმომგვრელია, რომ ზოგადად აუცილებელია ამ საკითხის აღნიშვნა, მაგრამ არ არის მარტივი ეკლესიის ისტორიის კითხვა, როცა ხედავ მის დამოკიდებულებას ებრაელების მიმართ ისტორიის მანძილზე. მაგრამ მაინც, რა შეუძლიათ გააკეთონ ქრისტიანებს, რომ წინ აღუდგნენ ანტი-სემიტიზმს?
ილოცეთ
შეუძლებელია ჩვენი ლოცვების გავლენის შეფასება. მოდით ვილოცოთ გარდაცვლილების ოჯახებზე, რომლებიც შიშმა მოიცვა, ანტი-სემიტიზმზე ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე მათ მტრებზეც უნდა ვილოცოთ. ვილოცოთ მათზე ვინც მრისხანებისა და სიცრუის ბადეში გაეხვია. ილოცეთ ქრიტიანებზე, რომლებიც დაბრმავებულნი არიან ჭეშმარიტების შესახებ ღმერთის დამოკიდებულებაზე თავისი ერის მიმართ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ- თქვენი ლოცვები აღწევს მამის გულს, და ვიცით რომ თუ მამის ნებისამებრ ვლოცულობთ ის ისმენს და აუცილებლად გვიპასუხებს. შეგიძლიათ ასევე წერილი მისწეროთ თქვენს უახლოეს სინაგოგას და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა მათ მიმართ, უთახრით რომ ლოცულობთ და ფიქრობთ მათზე.
საჯაროთ დაიჭირეთ სიმართლის მხარე და იყავით სიცრუის წინააღმდეგ
დღეს ძალიან ბევრი სიცრუე ტრიალებს მსოფლიოში, რომლებიც ებრაელ ერს და ისრაელს ცილს სწამებს. და ეს ყველაფერი უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ისრაელი არის აპარტეიდის სახელმწიფო, და რომ ისინი გენოციდს სჩადიან. არ არსებობს არანაირი გეგმა რომ ებრაელებს სურთ მსოფლიოს და არც ახლო აღმოსავლეთის დაპყრობა. ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, განსაკუთრებით ბავშვების და ამ სიცრუეს ანტი-სემიტიზმის ხანძარი ავრცელებს. ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ რა არის და არ არის ჭეშმარიტება, და ნაადრევად ნუ დავუჯერებთ ერთ ან მეორე მხარეს. მაგრამ როცა გაეცნობით სანდო ფაქტებს – სხვებსაც გაუზიარეთ.
ანტი-სემიტიზმი ყოველთვის შეთქმულების თეორიას ითვალისწინებს. მისი კულისების მიღმა ყოველთვის ტყულებით მოვაჭრე დგას, რომელიც შიშს ავრცელებს და თავადაც ტყუილების მამაა.
ანტი-სემიტიზმს შეგვიზლია ჭეშმარიტების გავრცელებით ვებრძოლოთ.
შეახსენეთ ხალხს, რომ იესო ებრაელია! არა მარტო იყო, არამედ ყოველთვის იქნება.
რასელ მურმა ძალიან კარგად აღნიშნა ამის შესახებ თავის სტატიაში „თუ თქვენ გძულთ ებრაელები, თქვენ გძულთ იესო“, რომელიც გამოქვეყნდა ვაშინგტონ პოსტში:
„ხშირად მესმის როგორ ამბობენ ქრისტიანები: „გახსოვდეთ იესო არის ებრაელი“. ეს მართალია, მაგრამ ამ წინადადების წარსულში თქმა ისე ჟღერს რომ თითქოს იესომ თავისი ებრაელობა აღდგომის შემდეგ მიატოვა. იესო ეხლაც ცოცხალია და ზეცაშია. ის გარდაისახა და განდიდდა, მაგრამ იგივე იესოა ზუსტად. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ და ყოველთვის იქნება ადამიანი. ის არის და ყოველთვის იქნება მარიამის ძე. ის არის და ყოველთვის იქნება გალილეველი. როცა იესო დამასკოში მიმავალ სავლეს გამოეცხადა, მოევლინა როგორც „იესო ნაზარეველი“ (საქმეების 22:8). იესო ებრაელი იყო მაშინაც და ეხლაც… ის იუდას ტომიდანაა, დავითის სახლიდან. როგორც ქრისტიანები, ჩვენ ყველანი შევუერთდით ებრაულ ოჯახს, ისრაელის ისტორიას“.
ძალიან ბევრი ქრისტიანი იგებს არასწორად ახალ აღთქმას, მიაჩნიათ, რომ იესო მთლიანობაში უპირისპირდებოდა ებრაელ ხალხს. მაგრამ არა მარტო იესოა ებრაელი, არამედ მთელი მისი ოჯახი, ყველა მისი მოწაფე და მისი პირველი მიმდევრების უმეტესი ნაწილი იყვნენ ებრაელები. შეახსენეთ თქვენს ქრისტიან მეგობრებს, რომ ბიბლია გვასწავლის იმას, რომ ღმერთს არ მიუტოვებია ისრაელი და არასდროს დატოვებს ებრაელ ერს (რომაელთა 9-11).
გააიგივეთ საკუთარი თავი ებრაელ ხალხთან
მნიშვნელოვანია ვიდგეთ ებრაელი ხალხის მხარეს განსაკუთრებით ესეთ დროს- მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი გავაიგივოთ ისრაელთან, რომელსაც თავს ესხმიან. ჰოლოკოსტის დროს, როდესაც ნაცისტები აიძულებდნენ ებრაელებს ტანისამოსზე დავითის ნიშნის ვარსკვლავის ტარებას, დანიის მეფემ უთხრა თავის ფინანსთა მინისტრს, ვილჰელმ ბუილს: „მგონი ჩვენ ყველამ უნდა ვატაროთ ეს ნიშანი“. ასეთი ქმედება მთლიანად უარყოფს ებრაელი ხალხის იზოლირებას და დამცირებას. ანალოგიურად, როდესაც ხანუქის დღესასწაულის დროს ერთი ებრაელი ოჯახის ფანჯარა აგურით ჩაიმტვრა, მთელმა ბილინგსის ქალაქმა, მონტანას შტატში სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ფანჯარაში ხანუქას სანთლები აანთეს. და კუ-კლუს-კლანის შეტევებიც მალევე შეწყდა. ხალხს სჭირდება გაბედულება, რომ თავიანთი ებრაელი მეზობლების გვერდით დადგნენ და ეს ძალიან ძლიერი ნაბიჯია.
იეშუას მორწმუნეებისთვის წარმართებიდან, საკუტარი თავის გაიგივება ისრაელთან არამარტო ჟესტია, არამედ სინამდვილის გამოხატულება, ღღმა ჭეშმარიტება, რომ ისინი ნამდვილად დამყნობილნი არიან ისრაელზე. რუთის გაბედული სიყვარული ნაყომისა და მისი ღმერთის მიმართ არ დარჩა შეუმჩნეველი. არც ტქვენი დარჩება შეუმჩნეველი.
“უპასუხა რუთმა: “ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი. სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!” (რუთ. 1:16-17).
თორა ისრაელის პრაქტიკულ ცხოვრებაში
თანახი –  (ბიბლია)  მართლადაც რომ გასაოცრად ზუსტი წიგნია ამაზე მეტყველობს  თავად ისრაელის ერი ! გამოჩენილმა რაბინმა თქვა ისრაელი ეს არის ღმერთი მანიფესტი !
მინდა ერთი საინტერესო რამე მოგიყვედ, ამერიკაი არის ეეთი ცნობილი მწერალი ბიბლისტი რომელმაც თავის წიგნში „თანახი -(ძველი აღთქმა) როგორც ისტორია“ წერს: რომ ძველი აღთქმა არა მარტო სულიერ და მორალურ ზეგავლენას ახდენს კაცობრიობაზე რომლის განსაზღვრაც კი შეუძლებელია,   არამედ მას აქვს სუფთან პრაქტიკული მნიშნელობაც. ამის დასტურს ჩვენ ვხედავთ თორის საკვიარ თავში ვაერა რომელიც იწყება  {დაბადების 18 თავიდან და მრთავდება დაბადები 22თავით }
1948 წელს წიგნთა წიგნი (თანახი) გახდა საიმედო მრჩეველი ისრაელის სახელმწიფოს აღდგენაში. საინტერესოა რომ წიგნი რომლის ასაკია 3300 წელი ინახსვ ძალაინ აქტუალურ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის  და ეკონომიკის აღდგენაში .
მაგაალითად : ნეგების დასახლება უპრესპექტივოდ ითვლებოდა. სამხრედ იუდეს მთები ხებრონიდან ეგვიპტემდე გადაჭიმულია უდაბნო , მეტეოროლოგები ამბობენ რომ აქ მთელი წლის მანძილზე 150მმ ნაკლები ნალექიც კი არ გროვდება. ბევრი პიქრობდა რომ ნეგების დასახლებაზეც  ფიქრიც კი ზედმეტია. მაგრამ ჩვენ საკვირაო თავში დაწერილია (დაბ. 20:1)  გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის – გერარში დასახლდა.   აბრააჰამი ხომ მეცხოველეობას მისდევდა, წყლის გარეშე მას ძალიან გაუჭირდებოდა.(დაბ.26:18)
და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისრაელის გეოლოგებმა დაიწყეს წყლის ძებნა ნეგების ქვიშიან უდაბნოსა და კლდებში. და იპოვეს სუფთა დასალევი წყალი ( მაიმ ხაიმ) – ანუ წყაროს წყალი. აგრეთვე იქ პოვეს მიწის ქვეშა მლაშე წყლებიც და ის წყლის ჭაც სად მის სიახლოვესთან ცხოვრობდა აგარი აბრააჰამის ხარჭა (დაბ. 21:14-19)
2 მეორე რაც ისევ საინტერესოა ეს არის:  რა  ჯიშის ხე   შეიძლებოდა დარგულიყო და ეცოცხლა ნეგების უდაბნოში ?
ისრაელის სპეციალისტი ხელოვნური ტყეების გაშენებაში იოსებ ვეიცმა გასცა ამ რთულ კითხვას პასუხი: იალღუნი ხე რომელიც დარგო აბრააჰამა (დაბ.21:33) დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში (თანამედროვე ბეერ შევა) .ასეც მოიქცენ და ორ მილონზე მეტი იალღუნის ჯიშის ხე დარგეს.
3 მესამე საინტერესო ფატქტია ხეები უფრო კარგად ხარობენ იქ სადაც ადრე ტყე იყო. პროფესორმა ზაგარიმ რომელიც არის იერუსალიმის უნივერისტეტის ბიბლისტი მან ასეთი რამ შესთავაზე ისრაელის აგრალურ სექტორს: მოდით დავერყრდნოთ წიგნთა წიგნს რაც მაში წერია და რა წრია მასში ? (იეშუა ბენ – ნუნ. 17:17-18) ასე უთხრა იეშუამ იოსების სახლეულს, ეფრემსა და მენაშეს: “მრავალრიცხოვანი ხალხი ხარ და დიდი ძალა გაქვს, არ უნდა გქონდეს ერთი წილი;და ეს მთაც შენი გახდება, თუმცა ტყიანია იგი, გაასუფთავებ მას და ბოლომდე შენი იქნება, და ქანაანელებსაც განდევნი
აქედან გამომდინარე ნეგების მთებში ადრე იყო ტყე და ამიტომაც კარგი იქნებოდა თუ ხეებს ისევ იქ დავრგავთო და სწორედაც ესე მოიგცენ და ეხლა იქ არაჩვეულებრივი ტყეა .
4 აგრეთვე არის დაწერილი ( 2რჯ. 8:9 ) მიწაზე, რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძს გამოჰკვეთ. გეოლოგებმა დაიწყეს ძებნა და იპოვეს სპილენძის საბადო!
მადლობთ ყურადღებისათვის
გიორგი ჯიჯიშვილი .
სპილენძის საბადო
პავლეს სიყვარული ისრაელის მიმართ
თებერვალში მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ხალხი ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავს და გამოხატავს სიყვარულს მათთვის განსაკუთრებული ადამიანის მიმართ. როგორც იეშუას მიმდევრები (ისრაელის მესიის) ჩვენ „სიყვარულის მაგალითს“ ვიღებთ მისგან, რომ ისე გვიყვარდეს როგორც მას უყვარს. და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ყველა ერთანაირად უყვარს, მისი კაცობრიობის გამოსყიდვის გეგმა პრიორიტეტულია- როგორც პავლე წერდა, „ჯერ იუდევლისა“ (რომ.1:16). როგორც მოციქულს, პავლეს ჰქონდა უფლება ესწავლებინა ღმერთის პრიორიტეტებზე, ღმერთის ღრმა სიყვარული „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრების მიმართ“ (მათე 10:6) არასდროს შეცვლილა, მას შემდეგაც კი რაც ისინი ისრაელის მიწაზე დაბრუნდნენ, მაგრამ არ უბრუნდებოდნენ თავიანთ ღმერთს. როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ, მესიანურ ებრაელებს, ვუპასუხოთ ღმერთის სიყვარულს? ჩვენ ამას ვხედავთ რომაელთა 10:1-ში.
პავლეს გატაცება ისრაელისთვის, “ჩემი გულის სურვილი” – მისი მოტივაციაა სამსახურისთვის:
„ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.“
მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პავლეს პირადი ვნება („ჩემი გულის სურვილი“) ეს არის უნივერსალური პრიორიტეტი ჩვენთვის, როგორც მესიის ოჯახის წევრებისთვის. პავლეს შეშფოთება არა მხოლოდ ებრაელი მორწმუნეების საქმეა, არამედ ყველა ჭეშმარიტი მორწმუნის, რომლებსაც ესმით ღმერთის გადარჩენის გეგმა და მისი სურვილი დაკარგული ხალხის დაბრუნებისა. პავლეს გულის სურვილი ამით ღვთის გულს ასახავს, და მოტივაციას აძლევს პავლეს ლოცვისა და მსახურებისთვის. ის იყენებს იმავე ბერძნულ სიტყვას ეუდოკია („გულის სურვილი“) ფილიპელთა 1:15-ში („კეთილი განზრახვა“) როგორც  მესიის შესახებ ცნობის გამოსაცხადებლად.
ოდესმე გიფიქრიათ რატომ არ ლოცულობთ, არ ამოწმებთ და არ ემსახურებით უფალს დიდი მონდომებით? იმის გამო, რომ საქმე ჩვენს გულს ეხება. შეუძლებელია მსახურებაში მოტივირებული იყო მხოლოდ იმიტომ რომ იცი ღმერთის დამოკიდებულების შესახებ ისრაელის მიმართ, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ისრაელის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხდება შენთვის პირადი. ჩვენი გული უნდა ემორჩილებოდეს ღმერთის გულს და მაშინ მესიის სიყვარული (რომელიც ჯერ კიდევ ტირის იერუსალიმის შემხედვარე) აავსებს ჩვენს გულებს. კარგი თეოლოგია საკმარისი არ არის ამისთვის. მხოლოდ ღმერთთან ნამდვილი პირადი ურთიერთობა მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი გული ღვთის სიყვარულით იქნება მოტივირებული.
პავლეს მძაფრი სიყვარული სირაელის მიმართ გულიდან მოდიოდა, გულიდან რომელიც დანებდა ღმერთის ნებას, და ამიტომ მესიის სიყვარული მართავდა მის გულს (2კორ. 5:14). რომაელთა 9:1-2 ჩვენ ვხედავთ პავლეს წუხილს ისრაელის მიმართ, ხოლო რომაელთა 9:27 და 11:26-ში მის სიყვარულსა და იმედს. ერთიც და მეორეც „მორწმუნეობის“ ნაწილია. თავად უფლის გული გლოვობს ისრაელის თითოეულ დაკარგულ ცხვარზე, მას სამუდამო სიყვარულით უყვარს ისინი (იერ. 31:3). ამიტომაც ყოველი გული რომელიც მას ემორჩილება, იგლოვებს და იმედს გამოთქვამს, რადგან ასეთია უფლის სიყვარული. მესიის მეშვეობით ჩვენ გვაქვს ღმერთის განუყოფელი სიყვარული (რომ. 8:39-9:2), რადგან თქვენ არა მარტო უსაფრთხოდ ხართ საუკუნოდ, არამედ ყველაფერი რაც მის გულს ეხება, თქვენც შეგეხებათ. ჩვენ გულით ვართ ღმერთთან დაკავშირებულნი.
პავლეს ლოცვა ისრაელისთვის: ღმერთან ლოცვა- ეს მსახურების ერთ-ერთი მეთოდია
პავლეს „ლოცვა“ – არის თხოვნა უფლის მიმართ, დიდი საჭიროების შესახებ. ჩვენ ხშირად ვლოცულობთ ღმერთთან ჩვენი საჭიროებების გამო, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ მასთან სხვების სახელით (2 კორ. 1:11 და ა.შ.) ისევე როგორც ვითხოვთ „მშვიდობას ისრაელისთვის“ ისრაელის სახელით (ფსალმ. 121:6) პავლეც ასე შუამდგომლობს ისრაელისთვის ღმერთის წინაშე. ხომ არ დაკარგეთ ვნება? თუ თქვენ არ განაღვლებთ ისრაელის დაკარგული ცხვრები, მაშინ თქვენ არ დადიხართ ღმერთთან ერთად.
პავლეს მიდგომა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისრაელი „გადარჩება“- ეს არის გზავნილი მსახურებისთვის:
რა არის ისრაელის უდიდესი სჭიროება? როგორც ყველა ადამიანისთვის, ეს არის ხსნა. მთავარი არ არის მშვიდობა პალესტინასთან და არც სირიასთან, მთავარი არის მშვიდობა ღმერთთან! პავლეს მგზნებარე ლოცვა ისრაელისთვის იყო ის, რომ ისრაელს მოესმინა კეთილი უწყება და ეღიარებინა რომ იეშუა არის უფალი (რომ. 10:9).
და აქ არანაირი უმწეობა არ არსებობს: იყო ის რისი გაკეთებაც მას შეეძლო, ეს იყო ლოცვა და სხვებისთვის მაგალითის მიცემა. სწორ მოტივს და სწორ გზავნილს მივყავართ სწორ მსახურებამდე. ღვთის დაპირებები არის იმის გარანტია რასაც ის გააკეთებს, რადგან მისი დაპირებები შეესაბამება მის გულს. პავლე იმედს დებდა ღმერთის დაპირებებზე მისი სიტყვიდან, რადგან ღმერთის დაპირებაა რომ ერთ დღეს ისრაელი შეხედავს იეშუას და გადარჩება (ზაქ. 12:10, ესაია 53). ამიტომ, თუ თქვენი გული ემორჩილება ღმერთის გულს – ეს უკვე თქვენი გულის სურვილია და მისი აღთქმები იქნება თქვენი ლოცვები და მისი სიტყვა იქნება თქვენი აღიარება და იმედი.
ავტორი – სემ ნედლერი
წყარო –  wordofmessiah.org
თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი
აღთქმები ისრაელთან მუდმივია
დაასრულა თუ არა ღმერთმა ისრაელთან ურთიერთობა?
დაასრულა თუ არა ღმერთმა ისრაელთან ურთიერთობა? ან ებრაელ ხალხთან, როგორც ერთან? არამც და არამც! მთელი წერილი და ისტორია ყვრის „არას!“ ამ კითხვაზე.
პავლე პირდაპირ პასუხობს ამას და ამბობს: “მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც!” (რომაელთა 11:11). ან როგორც მეფე ჯეიმსის თარგმანშია ნათქვამი „ღმერთმა არ ქნას!“.
ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ისრაელის მხრიდან იესოს როგორც მესიის უარყოფისა, ისრაელი ისე არ დაცემულა, რომ ვეღარ წამოდგეს. პირიქით, როგორც პავლე წერს რომაელთა 9:4-ში  (ისევ ურწმუნო იუდევლებზეა ლაპარაკი) ისინი ებრაელები არიან, „რომლებსაც შვილობაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.“
ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს, ყველა ზმნა ბერძნულ ორიგინალ ტექსტში დგას აწმყო დროში: ღმერთის აღთქმები ჯერ კიდევ ისრაელს ეკუთვნის. ერთ-ერთი დაპირება ის არის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ისრაელმა, თუნდაც ღმერთმა დასაჯოს ისინი, მაინც დაიცავს მათ, როგორც ერს.
როგორც დაწერა იერემია წინასწარმეტყველმა:
“ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი. “თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”. ასე ამბობს უფალი: “თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” – ამბობს უფალი.”
(იერემია 31:35-37).
აი რატომ არსებობს ებრაელი ხალხი დღემდე: ჩვენ სასწაულებრივად მოგვიყვანა ღმერთმა დღემდე, არა იმიტომ რომ კარგები ვართ, თავისი სიკეთის გამო. მადლობა ღმერთს რომ ის იცავს თავის დაპირებებს! მადლობა ღმერთს მისი მადლისთვის, წყალობისთვის და სულგრძელობისთვის! (ყველა ჩემს არაებრაელ მეგობარს, რომელსაც უყვარს იესო ვახსენებ: ეკლესიას არ აქვს მონოპოლია მადლზე.)
და იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ ებრაელების უმეტესობას არ სჯერათ იესოსი? რა შეიძლება ითქვას იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი მტკიცედ დაუპირისპირდა იეშუას რწმენას?
ეს ტრაგიკულია და აი რატომ გლოვობს პავლე რომაელთა 9:1-3. იეშუას  გარეშე ებრაელები დაკარგულები არიან, ისევე როგორც არაებრაელები.  (იხ. რომ. 2:6-11).
მიუხედავად, ჩვენი ხალხის მიერ მესიის უარყოფისა, ჩვენ ღმერთის საყვარელი ერი ვართ. როგორც თქვა პავლემ:
“დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი მამების გულისათვის. რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება.”
(რომაელთა 11:28-29)
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ როდესაც პავლე წერს „ისრაელს“ წერილებში, ის გულისხმობს მხოლოდ მათ ვისაც სჯერათ იეშუა (იხ. რომ. 9:6-8). მაგრამ ამის დამტკიცება იმას ნიშნავს, რომ დავცინოთ ღმერთის სიტყვას.
პირველი, ამ განცხადების შემდეგ ისრაელი ისრაელის შიგნით (მორწმუნეთა ნაწილი) რომ. 9:6-ში, პავლე კიდევ 10-ჯერ ახსენებს „ისრაელს“, რომლის კულმინაციაც არის რომ. 11:26. ყველა შემთხვევაში, ის გულისხმობს მთლიან ერს და არა მხოლოდ მორწმუნე ნაწილს.
მეორე, ახალი აღთქმის მკვლევარი ფ.ფ ბრიუსი  თავის კომენტარში აღნიშნავს რომაელთა 11:26-თან დაკავშირებით „შეუძლებელია მივიღოთ ინტერპრეტაცია, რომ სიტყვა „ისრაელის“ მნიშვნელობა განსხვავებულია 25-ე მუხლში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელი რომელიც დროებით იყო დაბრმავებული, არის ის ისრაელი რომელიც გადარჩება.
როგორც ბრიუსმა განმარტა, „დროებით განდევნილნი წარმართთა გულისთვის, ისინი მუდამ არიან ღვთის არჩევის და სიყვარულის ობიექტი მისი აღთქმების გამო, რომელიც ოდესღაც პატრიარქებს მიეცათ და არ გაუქმებულა დღემდე.“
აი რატომ საუბრობს იესო მომავალ „აღდგენაზე“, როცა ისრაელის 12 ტომი მთავარ როლს ითამაშებს (მათე 19:28).
აი რატომ საუბრობს პეტრე იმ დროზე როდესაც ყველაფერი აღდგება, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების სიტყვების თანახმად (იხ. საქმეები 3:19-21).
და რას ამბობდნენ ეს წინასწარმეტყველები? ისინი საუბრობდნენ იმ დროზე, როცა მესია იმეფებს იერუსალიმიდან, როცა ისრაელი იქნება ამაღლებული, და ყველა ერი შეგროვდება ისრაელში, რომ გაეცნონ ისრაელის ღმერთს (იხ. ესაია 2:1-4).
ის იდეა, რომ ახალმა აღთქმამ შეიძლება ხელის ერთი მოსმით გააუქმოს ეს აღთქმები, უარყოფს წერილის ღვთივსულიერებას და ძველი აღთქმის ავტორიტეტს. ბოლოს და ბოლოს, მესია ებრაული წერილების ასასრულებლად მოვიდა და არა მათ გასაუქმებლად (იხ. მათე 5:17-20). ის იმისთვის, მოვიდა რომ პატრიარქების დანაპირები დაედასტურებინა და არა გაეუქმებინა (იხ. რომ 15:8-9).
და როგორც წერს პავლე, სინაის აღთქმა, რომელიც მოვიდა აბრაამის დაპირებიდან 430 წლის შემდეგ, არ აუქმებს იმ დაპირებებს. (გალ. 3:17-18. ეს დაპირებები თავის თავში მოიცავს ასევე დაპირებას ისრაელის მიწაზე. იხ. ასევე ფსალმუნი 104:7-11).
ეს ყველაფერი თავად ხსნის ებრაელი ხალხის ისტორიას. სამშობლოს არ ქონა საუკუნეების მანძილზე, დედამიწის გარშემო მიმოფანტული, სხვადასხვა თაობების ტანჯვის მიუხედავად დღემდე მოღწეული , იმისთვის რომ შემოკრებილიყვნენ ერთად ერთ მიწაზე. ამასთან მოახლოებული ისტორიაც კი არ გადახდენია არცერთ ერს. ეს მხოლოდ ღმერთის მეშვეობით მოხდა!
ისტორიაც და ბიბლიაც უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღმერთმა დაასრულა ისრაელთან ურთიერთობა. არამც და არამც!
ავტორი – მაიკლ ბრაუნი
თარგმანი სალომე ჯებისაშვილი
წყარო charismanews.com
ღმერთ უყვარს ისრაელი მეორე ნაწილი გავრცელებული სტერეოტიპები
გავრცელებული სტერეოტიპები
ვაგრძელებთ ისრაელზე საუბარს და დღეს მინდა გესაუბროთ იმ სტერეოტიპებზე რომლებმაც სათავე დაუდო ქრისტიანულ ანტისემიტზმს.
სამწუხაროდ ქრისტიანთა უმრავლესობას და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომლებთაც გვასაწვლიდნენ ქრისტიანულ სასწავლებლებსა თუ ეკლესიებში და გვეუბნებოდენ რომ ძველი აღთქმის ბიბლის პირველ ნაწილში ღმერთმა აღთქმა დადო ისრალთან, ხოლო ახალი აღთქმაში-ბიბლიის მეორე ნაწილში, ღმერთმა აღთქმა დადო ქრისტიანებთან და ეკლეისათან. ამ სწავლებებიდან რჩებოდა შთაბეჭდილება რომ თითქოს ღმერთს ისრაელთან დროებითი აღთქმა ჰქონდა და როდესაც ისრაელმა უარი განაცხადა იესოს მიღებაზე, მაშინ დამრთავდა ყოველგვარი აღთქმა ისრაელთან და ამის შემდეგ მათი ადგილი დაიკავა ახალმა „ღმერთის ერმა“ რომლებმაც ირწმუნეს იესო ქრისტე. ეს ახალი ღმერთის ერი არის ეკლესია და მასში შედის ყველა ვისაც სწმას იესო ქრისტე მნიშვნელობა არ აქვს აქვს ეს ებრაელი იქნება, ჩინელი თუ ქართველი, ყველა მიღებულია ვისაც სწმას იესო ქრისტე და ეს რა თქმა უნდა სიმართლეა. მაგრამ აქ ჩნდება ავტომატურად აზრი რომ ებრაელი ერი- ისრაელი აღარაა რჩეული ერი, და ღმერთმა უარყო თავისი პირმშო. ეკლესიამ განაცხადა : „მათ, ებრაელებმა არ მიიღეს იესო ქრისტე და ამიტომაც ისინი აღარ არიან ღმერთის რჩეული ერი, სწორედ მათ აქციეს ზურგი  ღმერთის ცხებულს  და შესაბამისად ღმერთმა დასაჯა ისინი. ეს ძალაინ სამწუხაროა რომ ებრაელებს ორი ათასი წლის მანძილზე დევნიდნენ, მაგრამ ბოლო ბოლო მათ მოკლეს იესო და ამის გამო ღმერთისგან ისჯებიან, განა მათ არ თქვეს: „ ……. ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. {მათ.27:25}“
დიახ ეს ყველაფერი სამწუახაროა რაც გადახდა ებრაელ ერს მაგრამ განა თვითონ არ არიან ამაში დამნაშავე? ეს ყველაფერი ჩვენითვის გაფრთხილებაა.
სწორედ ასე ფიქრობს და ამბობს ქრისტიანთან უმეტესობა დღესდღეობით , რადგანაც მათ ესე ასწავლეს!
მომთაბარე ებრაელები იყვნენ დევნაში მუდამ, მათზე ამბობდნენ : „ბრმები“, „ფულს დახამებულნი“, „ყოველთვის მგზაკვრულები“, „მატყუარები“, რომლებიც სულ ძალაუფლებისაკენ მილტვიან. სწორედ ესე ფიქრობდა ადრე ხალხი ებრაელებზე და სამწუხაროდ დღესაც ხვდები ქრისტიან მორწმუნებში ესეთ დამოკიდებულებას. ეკლესიამ თითქოსდა შემთხვევით დაივიწყდა რომ თვითონ უბიძგა ებრაელ ხალხს მევახშეობისაკენ შუა საუკუნებში,ფაქტიურად სწორედ ეკლესიამ აიძულა ებრაელი ხალხი ამ საქმით რომ დაკავებულიყო, როდესაც ებრაელს აკრძალული ქონდა ნებისმიერი პროფესის შესწავლა, არც მიწის ქონის და დამუშავების უფლება, არც სავაჭრო გილდიაში გაწევრიანების უფლება არ ქონდათ. თუ ჩვენ გადავხედავთ ევროპის შუასაუკუნების ისტორიას თუ როგორ იბრძოდენ ევროპის მეფები და პაპები ძალაუფლებისაკენ თქვენ აშაკარად დარწმუნდებით რომ ძალაუფლებისაკენ ლტოლვა უფრო ქრისტიანებში იყო ვიდრე ებრაელ ხალხში, ევროპის ისტორიიდან კარგად ჩანს თუ როგორ დევნიდენ ებრაელ ხალხს, როგორ არბევდნენ და აყაჩაღებდნენ, ყრიდნენ გეტოებში და ყოველგვარი უფლებების გარეშე ტოვებდნენ და სულ ბოლოს კონცლაგერებში შეყარეს და მათი საერთოდ მოსპობა გადაწყვიტეს.
ებრაელების დევნა ითვლებოდა ღმერთის ნების ასრულებადაც კი, რომელსაც ლობირებდა ეკლესია, „განა მათ არ მოკლეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე?“.  ამავე დროს რატომღაც ეკლესიას თითქოსადა დაავიწყდა, რომ სწორედ რომაელებმა მოკლეს იესო. იმ დროს ებრაელებს არც კი ჰქონდათ უფლება ვინმე სიკვდილით რომ დაესაჯათ, რადგანაც ისრაელი რომაელების მიერ იყო ოკუპირებული და სწორედ ისინი განაგებდენ იუდეას, მართალია რომ სასიკვდილოდ სწორედ ებრაელებმა გაიმეტეს იესო, მაგრამ სიკვდილი სწორედ წარმართმა რომაელებმა მოიყვანეს სისრულეში, ახდენდნენ კი ებრაელები თავის მრავალრიცხოვანი ხალხით  ზეწოლას პილატეზე ? მოდით მე ერთ საინტერესო აღმოჩენას გაგიზიარებთ. რატომღაც ქრისტიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ იესო ქრისტეს მთელმა იერუსალიმმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, შეიძლება ზოგიერთებმა არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ასე არაა, სასიკვდილო განაჩენი იესოს გამოუტა სინედრიონმა, რომელიც შედგებოდა საამოცადათი კაცისაგან. და იყო სინედრიონში ვინც მხარი არ დაუჭირა სასიკვდილო განაჩენს მაგალითად ეს იყო იოსებ არიმათიელი და ნიკოდემუსი- ეს ორი ადამინი ზუსტად ვიცით რომ ქრისტეს ფარული მოწაფეები იყვნენ როგორც გვეუბნება იონეს სახარება. გარდა ამისა იოსებ ფლავიუსის მიხედვით ქრისტეს დროს იერუსალიმის მაცხოვრებლები დაახლოვებით ასი ათას მოსახლეს აღწევდა, ხოლო იუდეურ დღესასსწაულზე როდესაც ჩამოდიოდნენ ებრაელები მთელი იუდეადან და ახლო აღმოსავლეთიდან მაშინ იერუსალიმში სამ მილიონამდე ადამიანი პილიგრიმი იყრიდა თავს. მე რატომღაც ძალიან მეეჭვება რომ სამი მილიონი ადამინი შესულიყო ან გარეთ დალოდებოდნენ პილატეს პრეტორიუმში, ეს არა რეალურია რადგან სამ მილიონ ადამინს მთელი იერუსალიმი ვერ იტევდა და ამის გამო პილიგრიმები იერუსალიმის გარშემო ბანაკდებოდნენ. გარდა ამისა მე პირადად ბევრჯერ ვარ ნამყოფი იერუსალიმში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი პრეტორიუმის ნანგრევები და მისი აღდგენილი მაკეტი და საინტერესო სწორედ ეს არის რომ იქ მხოლოდ ორასი კაცი თუ დაეტეოდა, როგორც ეზოში ასევე გარეთ. ასე რომ მითი, იმის შესახებ რომ მთელმა იერუსალიმა გამუტანა იესოს განაჩენი, ჯანსაღ კრიტიკას ვერ უძლებს.
დავუბრუნდეთ კითხვას, იყო თუ არა ზეწოლა პილატეზე? რა თქმა უნდა კი, მაგრამ არა ისეთი როგორის წარმოჩენასაც ცდილობენ ზოგიერთი ქრისტიანები. პილატეს, როგორც სიკვდილის აღმსრულებელს, რა თქმა უნდა თავის ბრალი მიუძღვის. პირველი ქრისტიანები კარგად ერკვეოდენ ამ საკითხში და ამიტომაც ეკლესის არსებობის დასაწყისშივე თავიანთ რწმენის სიმბოლოში რომელიც ცნობილია როგორც მრწამსი არის ჩაწერილი სიტყვები: „და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.“
ადრეულმა ეკლესიამ კარგად იცოდა ვინ იყო  პასუხისმგებელი ქრისტეს სიკვდილზე,
ამიტომ ისტორიული კუთხით არასწორია ვთქვათ რომ ებრაელებმა მოკლეს იესო. მოციქული იუანე, რომელი უყურებდა თავიდან ბოლომდე თუ როგორ გააკრეს რომაელებმა ქრისტე ჯვარზე  და როგორ დარტყეს შუბი ფერდში, ასეთ რამეს წერს:
„რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: “და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: “შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.{იონ.19:36-37}
მთელი ამ საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყარო თვლიდა რომ სწორედ ებრაელებმა მოკლეს იესო ქრისტე  და ამიტომაც ღმერთი სჯიდა მათ. ჩვენ როგორც ეკლესია -ახალი ღმერთის ერი, ვაცახადებთ რომ თუ ებრაელს უნდა ჩვენთან შემოერთება, ისინი როგორც ყველა უნდა მოვიდნენ ქრისტეს რწმენაში, მოინათლონ და შეწყვიტონ ებრაელობა, დაიწყონ ღორის ჭამა, შაბათის ნაცვლად კვირა დღე უნდა აღნიშნონ, მაგარამ მამაკაცი წყვეტს მამაკაცად ყოფნას? ან დედაკაცი წყვეტს დედაკაცათ ყოფნას? ან ქართველი წყვეტს ქართველად ყოფნას როდესაც ქრისტესთან მოდიან? მაშ რატომ ვითხოვთ ებრაელებისაგან ებრაელობის შეწყვეტას როდესაც ისინი იესოსთან მოდიან ? ხოლო ეკლესია აცხადებდა რომ თუ ებრაელი გააგრძელებდა ქრისტეზე უარის თქმას, ღმერთი განაგრძობდა მათ დასჯას.  გასაოცარია მაგრამ სწორედ რომ ეკლესია იყო ღმერთის სასჯელის აღსრულების მონაწილე.
ერთ- ერთი ადგილი რომელსაც ხშირად იყენებდა ასწლეულობის მანძილზე ქრისტიანული ეკლესია თავის თეოლოგიური შეხედულების გასამყარებლად რომ თითქოსად ებრაელი ერი მუდამ წყევლის ქვეშ უნდა იყოს ეს არის – {მათ. 27:25} „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.
სწორედ ამ ადგილით ამართლებდა ქრისტიანები ებრაელების დევნას. მინდა შემოგთავაზოთ თუ როგორ განმარტავს ამ ადგილს ტრადიციული ეკლესია: „ეს სიტყვები, ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, – თავისთავად საშინელია, მაგრამ კიდევ უფრო საშინლად მოგეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი უნდა იქნას გაგებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მთელი სიზუსტით; იმიტომ, რომ იუდეველებს, წინასწარმეტყველთა სწავლების მიხედვით, მტკიცედ სწამდათ, რომ ღმერთი, მამამთავართა ცოდვების გამო, სჯიდა მთელ მათ მოდგმას“. და აღესრულა კიდევაც მთელი სიზუსტით ეს საშინელი ფიცი ებრაელთა უბედურ ხალხზე; გული გიკვდება, როცა კითხულობ იერუსალიმის დაქცევის საშინელ ისტორიას მთელი მასთან დაკავშირებული სისხლიანი საშინელებით… „ნახე, – ამბობს წმ. ოქროპირი, – როგორი დიდია აქაც მათი უგუნურობა. ასეთი განუსჯელი მძვინვარება, ასეთი ბოროტი ვნება! არ აძლევს იმის დანახვას, რაც უნდა დაენახათ; დაე, იყოს ისე, რომ თქვენ თვითონ შეაჩვენეთ თქვენი თავები: რატომ აკისრებთ წყევლას თქვენს შვილებს? – მოკლედ, კაცთმოყვარე უფალმა, როგორც მაშინ გონსგადასულები მძვინვარებდნენ საკუთარი თავისა და შვილების წინააღმდეგ, არ დაუდასტურა, არ დაეთანხმა ამ ხმას არა მარტო შვილების საწინააღმდეგოდ, არამედ მათ საპირისპიროდ: მათგანაც კი მიიღო მონანულნი და ღირსი გახადა ურიცხვი წყალობისა. რადგან, პავლეც იყო მათთაგანი და ბევრი სხვაც გახდა მორწმუნე იერუსალიმში“ – ხოლო ისინი, რომლებმაც არ ირწმუნეს აქამდეც კი, „როგორც ხალხი, რომელთაც მოკლეს უფალი, თავიანთ თავზე ატარებენ მის სისხლს”. – „ძეგლი მათი უბედურებისა, – წმ. გრიგორი ღვთისმეტყველის სიტყვებით თუ ვიტყვით, – მთელი დედამიწაა, რომელზეც ისინი არიან გაფანტულნი“…
ის რაც მე ვისწავლე ბიბლიის კვლევისას, ეს არის ის რომ, არასდროს ვაკეთებ ნაადრევ დასკვნებს ბიბლის კითხვის დროს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ბიბლის ეს ადგილი. ბევრ ქრისტიანს სჯერავ და მათ შორის მეც, რომ ბიბლია ეს არის ღმერთის სიტყვა, რომელიც გადმოგვცემს საკმარის ჭეშმარიტებას. მაგრამ არ შეიძლება წმინდა წერილებს სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭოთ ან ვეძებოთ მასში მხოლოდ და მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მისგან სულიერი გაკვეთილები ამოვიღოთ, მაგრამ არასდროს არ უნდა გადავცდეთ მის ბუკვალურ მნიშვნელობას. რაც შეეხება ამ ადგილის განმარტებას რომელსაც ქრისტიანთა უმრავლესობა განმარტავს , შეიძლება რამოდენიმე შენიშვნა გავუკეთოთ მათ განმარტებას:
შეიძლება რამოდენიმე ასეული ებრაელი რომლებიც წაქეზებულები იყვნენ თავინათი რამოდენიმე რელიგიური ლიდერისაგან, იდგნენ პილატეს სახლთან და გაიძახოდნენ ამ სიტყვებს „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“
იესო ძალიან პოპულარული იყო თვით იერუსალიმის მოსახლეობაში წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაიჭერდნენ ღამით (მარ.14:2) (ლუკ.22:6) ებრაელები რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთით ცხოვრობდენ მათ წარმოდგენაც კი არ ქონდათ რა ხდებოდა იერუსალიმში და მათი უმრავლესობა არც კი გაამართლებდა და დაუშვებდა იმას თუ რაც მოხდა იერუსალიმში. როგორ შეილება პასუხისმგებლობა აჰკიდო მთელ ისრაელის ერს იმაზე თუ რაც მოხდა იერუსალიმში, რამოდენიმე ასეული ადამინის მიერ წამოძახებულ სიტყვებზე, რომლებიც წაქეზებული იყვნენ თავიანთი რელიგიური ლიდერების მიერ . სწორედ ეს გააკეთა ეკლესიამ როდესაც აჰკიდა პასუხიმგებლობის ტვირთი იესოს სიკვდილზე მთელ ებრაელობას, ეს იყო დემონური საქციელი, რომელმაც ქრისტიანულ სამყაროში გამოწვია დიდი სისხლის ღვრა ებრაელი ერისა.
გარდა ამისა:
თუ ბუკვალურად აღვითქვამთ მათ სიტვებს მაშინ ეს უკვე დიდხნის მანძილზე აღსრულდა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში როდესაც რომაელებმა აიღეს იერუსალიმი 70 წელს და შემდეგ მთელი ისრაელი 135 წელს ბარკოხბას აჯანყების დროს. როდესაც 600 000 ებრაელი დაიღუპა. ეს სისხლის ღვრა მოხდა 40 წლის და 100 წლის შემდეგ იესოს ჯვარცმიდან აქედან გამოდის რომ მათი ეს სიტყვები აღსრულდა თუ ჩვენ მას ბუკვალურად მივიღებთ. ხოლო დანარჩენი ებრაელი ერის სიხლის ღვრა, რომელიც ასწლეულების მანძილზე გრძელდებოდა, არაფერი საერთო არ აქვს ღმერთის სამჯავროსთან და იყო დაღვრილი ადამიანების გაუმართლებელი სიძულვილის გამო,  რომელიც ელოდება შურისძიებას ღმერთისგან!
მინდა მოგიყვანოთ თანამედრო ღვთისმეტყველის დოქტორ ვილიამ გლესხოვერის განმარტება ამ ადგილის: „ ხალხის წამოახილი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. ეს იყო გაუთვიცნობიერებული და გაუაზრებელი წამოაძახილი რომელსაც წინასწარმეტყველური დატვირთვა აქვს როგორც მაგალითად {იოან. 11:49-50-51} ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: “არაფერი გაგეგებათ,
ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.
ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ ერისთვის მოკვდებოდა იესო.
კაიფა ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდა რა თქვა და ვერც კი წარმოიდგენდა რომ მისი ეს სიტყვები წინასწარმეტყველურ დატვირთვას მიიღებდა იოანესთვის, ერთი ადამიანი მოკვდა ისრაელის ერისათვის და თუ კიდევ ღრმად წავალთ ის მოკვდა მთელი კაცობრიობისათვის. სრულიად დასაშვებია რომ წამოძახილი იქ მდგომი ხალხისა რომლებმაც გაუთვიცნობიერად წარმოთქვეს ეს სიტყვები განვმარტოთ როგორც კაიაფას გაუთვიცნობიერი წარმოთქმული სიტყვა, რადგანაც ქრისტის სისხლი ჩვენზე უნდა გადმოვიდეს რათა განგვწმინდოს ჩვენი ცოდვებისაგან. ასევე იეშუა ჰა მაშიახის სიხლი უნდა გადმოვიდეს ისრაელზე, რათა გაწმინდოს ისრაელი თავის ცოდვებისაგან. რა თქმა უნდა ადამინები რომლებიც გაიძახოდნენ ამ სიტყვებს მხედველობაში ჰქონდათ რომ ისინი თანახმა იყვნენ რომ პასუხისმგებლობა აეღოთ თავიანთ თავზე იესოს ჯვარცმისთვის, მაგრამ ეს მათ გაუთვიცნობიერებლად წარმოთქვეს და წარმოთქვეს უდიდესი სულიერი ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ მივყავართ შემდეგ დასკვნამდე.  ჯვარზე იესო ლოცულობდა: (ლუკ.23:34) “მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”.  როდესაც იესო ამბობდა ამ სიტყვებს ის როგორც ღმერთის კრავი თავისი ნებით ღვრიდა სიხლს მთელი კაცობრიობისათვის. აგრეთვე მათვისაც ვინც გაუთვიცნობიერებლად გააკრა ის ჯვარზე. შეეძლო კი მამა ღმერთს თავის მომაკვადვი ძის თხოვნა, რომელიც თავის სისხლს ღვრიდა მათვისაც კი ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მის ჯვარცმაში, არ შესრულებინა? რა თმქა უნდა ღმერთმა აპატია იმ რომაელ ჯარისკაცებსაც და იმ ხალხსაც ვინც ყვიროდა ჯვარს აცვითო, აგრეთვე პილატესაც ჰეროდესაც და სინედრიონასაც აპატია ღმერთმა, რადგანაც ყველა ამ ხალხმა არც კი იცოდა რას აკაეთბდა-უმეცრებაში იყვნენ. {საქმ. 3:17-18} „ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.“
უფლის კრავი უნდა მომკვდარიყო რათა კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა. იოანე ნათლისცემელმა როგორც კი დაინახა- მან ეგრევე განჭვრიტა იესო ქრისტეს ნამდვილი მისია რაში მდგომარეობდა :{იონ.1:29}მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: “აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.
იესო არ იყო მოკლული შემთხვევით ან ძალით თავის ნების წინაღმდეგ, იესომ ასე თქვა: {იომ.10:18} „ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად.“
ჯერ კიდევ  ეშაიაჰუ ( ისაია) წინსაწრმეტყველებდა იმაზე რომ იესო ქრისტე უნდა მომკვდარი რათა მისი სიკვდილით ისრაელი და კაცობრიობა გამოესყოდა . {ეშაიაჰუ.53 თავი
„მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული.ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ     უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.“
ამრიგად იესოს შუამდგომლური ლოცვა ჯვარზე აბათილებს ყოველგვარ წყევლას, რომელიც უმეცრებით წარმოთქვა ხალხმა, მაგრამ იმ უდანაშაულო ებრაელი ერის სისხლი რომლებიც დაიღვარა ამ საუკუნების მანძილზე ელოდება თავის შურისძიებას. სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და სანამ არ წარმსდგარა ეკლესია ღმერთის სასამართლო ტახტის წინაშე, მან უნდა მოინანიოს ის დემონური თეოლოგია, რომელიც ასეული წლების მანძილზე იყო მიზეზი უდანაშაულო ებრაულების სისხლის ღვრისა. თითოეულმა ჩვენთაგანმა, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, პირადად უნდა გამოვიკლიოთ ჩვენი აზროვნება, გული და მშვინვა და ამოვძირკვოთ ყოველგვარი დამალული ანტისემიტიზმი. რადგანაც გამჩენი ღმერთი თითოულ ჩვენთაგანს მოგვხთხოვს პასუხს ამის გამო.
ამრიგად დღეს დავასრულეთ სწავლება იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, რომელიც იყო ქრისტიანებში და ეხლაც არის გავრცელებული. შემდეგში განვიხილავთ ღმერთის აღთქმებს ისრაელთან -რომლებიც სამუდამო აღთქმებია. გაგრძელება იქნება…
ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი
წყაროები: ბიბლია ძველი და ახალი აღთქმა
წიგნი – „რატომ ისრაელი“ დოქტორ ვილიემ გლასხოვერი
წიგნი – „იუდეველთა ომები“ ისოებ ფლავიუსი
მართმადიდებლური ვებ პორტალი – http://www.orthodoxy.ge
წიგნი – „ისრაელის სულიერი მნიშვნელობა“, რაბი დევიდ ბარონი
წიგნი- „ღმერთის ცუნამი“ პიტერ ცუხარიმა .
ღმერთს უყვარს ისრაელი
მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე სტატიად სწორი სწავლება ისრაელის შესახებ, რადგან ვატყობ რომ ამას გარემოება მოითხოვს და როცა არასწორი სწავლებაა, მაშინ ბევრი ცდომილება არსებობს და სტერეოტიპებიც იმკვიდრებს.
მე როგორც ორგანიზაცია „საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის“ წარმომადგენელი საქართველოში ძალიან ხშირად მეკითხებიან: რატომ ინტერესდები ასე ისრაელით და ებრაული ერით?  ეს შენი გატაცება ხომ არაა როგორც მაგალითად ფეხბურთიდ ან  კიდევ რამე სხვა ხობით? რატომ მაინდამაინც ისრაელი? რა არის ამ ერში განსაკუთრებული?
მე ყოველთვის თითქმის ესე ვპასუხობ: „მე ვიმედოვნებ რომ ის გრძნობა რომელიც მე ისრაელის მიმართ მაქვს, ოდნავ მაინც გავს იმ გრძნობებს რომელსაც ღმერთი განიცდის ისრაელის მიმართ“
„ღმერთს უყვარს ისრაელი “       „იესოს უყვარს ისრაელი“    ასე ამბობს წმიდა წერილი- ბიბლია, რადგანაც მე მიყვარს იესო ქრისტე და ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ, მე არ შემიძლია არ მიყვარდეს ის ერი რომელიც მას უყვარს.
მე ძალიან ბევრი ქრისტიანი  ადამიანი შემხვედრია რომლებსაც უყვრათ წარსულში გარდაცვლილი ებრაელები, დიახ მათ უყვრათ – მოსე, იესო ნავეს ძე, ესააია, იერემია, დავითი, პავლე, პეტრე, იოანე და ბევრი სხვა მრავალნი, არის კიდევ ქრისტიანთან ისეთი კატეგორიაც რომლებსაც მომავლის ებრაელები უყვრათ, რომლებიც წინასაწარმეტყველურ მომავალში იცხოვრებენ, როდესაც ისრაელი იქნება დედამიწის ცენტრი, ხოლო იერუსალიმი იქნება ის ქალაქი რომლიდინაც გადმოვა მშვიდობა მთელ დედამიწაზე. მაგრამ ჩვენ თუ ბიბლიური მორწმუნები ვართ უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა დღეს ვართ ისრაელის მხარეს? დღეს გვიყვარს კი იესოს სახელით  ისრაელი და ებრაელი ხალხი ?  ვდგევართ კი ან დავდგებით კი ისრაელის მხარეზე როდესაც მთელი მსოფლიო მათ წინაღმდეგ გამოვა? ვინ იქადაგებს და ვინ მოუწოდებს ეკლესიებს   მონანიებისაკენ იმ საშინელი წარსულის გამო რასაც ეკლეისია ჩადიოდა ამ ერის წინააღმდეგ ? ვინ გამოიკვლევს წმიდა წერილს და ჩაწვდება თუ სინამდვილეში რა როლო აქვთ ეკლესიასა და ისრაელს ერთად ღმერთის გადარჩენის გეგმაში, ვინ გამოიკვლევს დღეს ეკლესის ებრაულ ფესვებს ? სიმართლე რომ გითხრად ეს კითხვები უკვე წლებია რაც მაწუხებდა და ვეცადე მომეძებნა პასუხები, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ადამინმა კითხვები უნდა დასვას და პასუხები ეძებოს მითუმეტეს თუ ის მორწმუნე ადამიანია, გადავწყვიტე გამეგო  თუ სინამდვილეში რას აპირიბდა ღმერთი ისრაელისათვის.
ჩემი პირველი აღმოჩენა გახლდათ  ერთი საინტერესო ფაქტი – როგორც ვიცით ჩვენი უფალი იეშუა ჰა მაშიახი არის ღმერთის მხოლოდ შობილი ძე (იოან. 1:14) , ხოლო ისრაელი კი მისი პირმშოა. როდესაც ისრაელის ძეები მონობაში იყვნენ ეგვიპტეში მაშინ ღმერთმა მოსე და არონი ესეთი სიტყვებით წარგზავნა ფარაონთან  {გამ.4:22 -23 }  უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი; ამიტომ გეუბნები – გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს და თუ არ გამოუშვებ, აჰა, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს!”
სწორედ ეს მოხდა მეათე ეგვიპტურ სასჯელში.
{გამ.12:29 } და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
უარის თქმამ  ღმერთის პირმშოს გაშვებაზე ეგვიპტელებს თავიანთი პირმშოს ფასად  დაუჯდათ , ისე როგორც აფრთხილებდა ღმერთი .
ღმერთს უყვარს ისრაელი როგორც მამას თავისი შვილი
ღმერთს უყვარს ებრაელი ხალხი, როგორც მამას უყვარს თავისი შვილი, წინასწარმეტყველმა ოსიამ აღწერა ღმერთის ემოცია თავის წიგნში რომელიც ესე იწყება : „შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“. {ოსია.11:1}
ღმერთი საუბრობს ისრაელზე როგორც მამა თავის შვილზე რომელმაც დააშავა, და აქ ჩვენ ვხედავთ გაორმაგებულ ემოციებს ნაზი სიყვარულიდან განრისხებამდე რომელსაც მხოლოდ მამა განიცდის, ყველას ვისაც ყავს შვილები მათ ესმის ამ ემოციების, თქვენ გიყვართ თქვენი შვილები, მზად ხართ მათვის ყველაფერი გააკეთოდ , მაგარამ ხანდახან მათი საქციელი გაგანრისხებთ კიდევაც, ხანდახან მკაცრადაც ესაუბრებით, აფრთხილებთ მათ თუ რა შედეგები მოყვება რადგანაც თქვენ ხედავთ თუ რა შედეგები მოჰყვება მათ საქციელს თუ კიდევ არ მოგისმენ მაშინ თქვენ უფრო მკაცრ ზომებსაც  მიმართავთ (დასჯას)  იმიტომ რომ თქვენ ისინი გიყვრთ და ზრუნავთ მათზე . როგორც ერთი ჰოლანდიური ანადაზა ამბობს :  „ თუ მათ არ შეწევთ უნარი რომ შეისმინონ , მაშინ მათ ეს უნდა შეიგრძნონ“
აქ ნათლად ჩანს ღმერთის როგორც მამის განრისხება ის ამაბობს: „რაც უფრო ვუხმობდი, მით უფრო გამირბოდა; ბაყალებს სწირავდა მსხვერპლს და კერპებს უკმევდა საკმეველს.“
და აგრძელებს ღმერთი: „ეფრემსაც ( ესე ღმერთი მოფერებით უწოდებს ისრაელ ) მე ვასწავლე სიარული, ხელში მყავდა აყვანილი და არ იცოდნენ, რომ განვკურნე. ადამიანური საბელებით ვატარებდი, სიყვარულის თოკებით, ვითარცა ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან; დავიხარე და ვკვებავდი მათ“.
აქ ჩვენ ნათლად ვხედვათ თუ როგორ უყვარს ღმერთს ისრაელი და როგორც მამა ზრუნავდა მათვის. გამოს. 13-14 თავებს თუ დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ თუ როგორ ზრუნავდა ღმერთი ისრაელისათვის როდესაც გამოვიდა ეგვიპტედან მან წყალი მისცა კლდიდან და ხორცითაც გამოკვება უდაბნოში .
დაუბრუნდეთ ოსიას, შემდეგ ჩვენ ვხედავთ მსუბუქ მინიშნებას ღმერთის განრისხების შესახებ: თუ როგორ ცდილობდა ისრაელი ეგვიპტეში დაბრუნებას ისევ მონობაში ყოფნას. და აქ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ წყინს ღმერთს ისრაელის უმადურება : (ოსია.11:5-6) „აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება. მახვილი დატრიალდება მის ქალაქზე, დაამსხვრევს კარიბჭის გისოსებს. შთანთქავს მათ მათი ავი ზრახვების გამო.“
სწორედ რომ საბოლოდ ისრაელის ათი ტომი აღმოჩნდა აშურების ტყვეობაში: (2მეფ.17:23)
აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება.
ის რაც ისრაელს დაემართა მხოლოდ თავიანთი თავს თუ დადანაშაულებენ.
ისრაელი ღმერთის თვალის გუგა
მაშ ასე ჩვენ დავინახეთ ღმერთის რისხვა ისრაელზე, მაგარმ შემდეგი მუხლების კითხვისას ჩვენ ვხედავთ თუ როგორ სიყვარულის გრძნობა მატულობს მამის გულში. უნდა გვესმოდეს უმთავრესი პრინციპი ბიბლიაში აღწერილი ისრაელის და ღმერთის ურთიერთობა ეს არის მამაშვილური ურთიერთობა . თქვენ  ხომ არ აგრძელებთ თქვენს შვილთან ცივ დამოკიდებულებას და სიბრაზეს იმისდა მიუხედავად თუ რა დააშავა თქვენმა შვილმა, თქვენი შვილი მაინც თქვენი შვილია . ღმერთი ამბობს:   „როგორ ვთქვა უარი შენზე, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაქციო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით?
ადმა და ცებოიმი ახლო ქალაქები იყო სოდომსა და გომორასთან რომელიც უფლმა გადაწვა (2რჯ.29:23)
ამ მუხლებით უფალი ამბობს  ნუთუ შემიძლია  ეს ჩემს პირმშო ისრაელს გაუკეთო ? დიახ მე დავსჯი ისრაელს, მაგრამ მე მას არასოდეს არ  ვუგულებელყოფ, შეიძლება თქვენი პირმშო დარჩეს სამუდამოდ თქვენს შვილად და პირმშოდ ? გული მომიბრუნდა ჩემს შიგნით, ერთიანად სიბრალულმა ამიტანა.აღარ ვიმოქმედებ რისხვით ანთებული, აღარ დავღუპავ ეფრემს, რადგან ღმერთი ვარ და არა კაცი. წმიდა ვარ თქვენ შორის და რისხვით არ მოვალ. (ოსია.11:8-9)
ღმერთისგან განსხვავებით ადამიანებს შეუძლია ძალიან სასტიკად მოქცევა, ის ერები  რომელიც ღმერთის პირმშოს წინაღმდეგ გამოდიოდნენ ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. ზაქარია წინასწარმეტყველი ღმერთის სახელით ამბობს: (ზაქ.1:15) დიდად ვმრისხანებ უდარდელ ერებზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.  შემდეგ განაგრძობს ზაქარია : რაგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების ჟამის შემდეგ წარმომგზავნა თქვენი მძარცველი ხალხების წინააღმდეგ, რადგან, ვინც თქვენ გეხებათ, მისი თვალის გუგას ეხება.რადგან, აჰა, შევმართავ ხელს მათზე და მათივე მონების ნადავლად იქცევიან; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა.(ზაქ.2:8-9)
ზაქარია 2:8 არის გაფრთხილება ყველა ერებისათვის ვინც ძარცვავდა ისრაელს, ვინც თქვენ გეხებათ (ისრაელს)მისი თვალის გუგას ეხება.რადგან, აჰა, შევმართავ ხელს მათზე.
ისრაელზე თავდასხმა ეს იგივეა რომ ღმერთს დაესხა თავს. (2რჯ.32:9-12) “რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით”.
ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ღმერთი არ ამბობს უარს დასჯაზე თუ ისრაელი შესცოდავს, ის უბარლოდ უარს ამბობს ისრაელის სააბოლო ურყოფობაზე, როგორც მამას არ შეუძლია საბოლოოდ საკუთარ შვილზე უარის თქმა.
„აღარ ვიმოქმედებ რისხვით ანთებული, აღარ დავღუპავ ეფრემს, რადგან ღმერთი ვარ და არა კაცი. წმიდა ვარ თქვენ შორის და რისხვით არ მოვალ“.
ოსია 11:10 მუხლში წერია : …….. „წამოვლენ დასავლეთიდან“.
ანუ არა ბაბილონიდან წამოვლენ ან ასურეთიდან, რადგან ეს ქვეყნები ისრაელს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს,  ასევე 11 მუხლში წერია რომ ეგვიპტიდანაც წამოვლენ რომელიც ისრაელის სამხრეთით მდებარეობს და აგრეთვე აშურიდანაც გამოვლენ რომელიც აღმოსავლეთით მდებარეობს ეს ყველაფერი მიუთითებს რომ ღმერთი გამოიყვანს ებრაელებს მსოფლიოს მთელი კუთხეებიდან და დააბრუნებს თავის მიწაზე, რომელიც ისრაელია. სწორედ ამ მოვლენას ვაკვირდებით ჩვენ უკვე ასი წელია. (ოსია. 11 :10 -11) „უფალს გაჰყვებიან, ლომივით დაიღრიალებს იგი, დიახ, დაიღრიალებს და მისი ძენი თრთოლვით წამოვლენ დასავლეთიდან.თრთოლვით წამოვლენ, როგორც ჩიტები ეგვიპტიდან და როგორც მტრედები აშურის ქვეყნიდან; თავიანთ სახლებში დავასახლებ მათ – ამბობს უფალი“.
ამრიგად ჩემი სტატიის პირველი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა და რა დავინახეთ ამ სტატიაში? მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ დავინახეთ: 1) ღმერთს უყვარს ისრაელი, 2) ისრაელის და ღმერთის ურთიერთობა, ეს არის მამა -შვილური ურთიერთობა, 3) ისრაელი ეს არის ღმერთის თვალის გუგა.
შემდეგ სტატიაში განვიხილავთ ღმერთის აღთქმებს ისრაელის მიმართ.
ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი.
გამოყენებული წყაროები : წიგნი “რატომ ისრაელი” დოქტორ ვილიამ გლესხაუერი.
წიგნი “ღმერთის ცუნამი” პიტერ ცუხარიმა .
ბიბლია ძველი და ახალი აღთქმა .
წიგნი “ისრაელის ისტორია და მისის სულიერი მნიშვნელობა” დევიდ ბარონი