ICEJ.GE » ახალი ამბები

ICEJ-ის განცხადება ისრაელის ამჟამინდელ პოლიტიკაზე კორონის ვაქცინის შესახებ
მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მიმართავენ საერთაშორისო ქრისტიანულ საელჩოს იერუსალიმში, რათა გაიგონ ჩვენი მოსაზრებები ისრაელის სწრაფი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამაზე კორონავირუსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით mRNA-ს ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით (RNA მესინჯერი). ზოგს აქვს სერიოზული შიში, რომ ისრაელის ხალხმა შეიძლება გაუცნობიერებლად ჩაიგდოს თავის დიდ საფრთხეში, ზოგს კი უფრო მეტად აწუხებს სპეკულაციური თეორიები იმის შესახებ, რომ ისინი ეშმაკის მახეში ებმებიან „უკანასკნელ დღეებში“.

ისრაელის პასუხი უპრეცედენტო კრიზისზე

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისრაელი, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, უპრეცედენტო ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას იმ მომავკდინებელი ვირუსით, რომელმაც მსოფლიოში 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს მოიცავს დაახლოებით 6000 ებრაელის სიკვდილს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, რაც ექვსჯერ მეტია ვიდრე პალესტინის მეორე ინდიფატაში 5 წლიანი სასტიკი ტერორიზმის დროს. გარდა ამისა, კორონავირუსის იზოლაციამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისრაელის ეკონომიკას, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც მთლიანად შეჩერდა მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელის პარტიის ლიდერები ყველა ხაზში შეთანხმდნენ ამ საკითხის სწრაფი ეროვნული რეაგირების საჭიროებაზე.

მთავრობის თავიდანვე სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებით, ისრაელი მისაბაძი გახდა მრავალი სხვა ქვეყნისთვის, დაწყებული დროული საკარანტინოთი და მოგზაურობების აკრძალვებით, რათა დაეცვა თავისი მოსახლეობა ვირუსისგან. ისრაელი ასევე წარმატებით ავითარებს კორონავისურის მკურნალობის ახალ მეთოდებს და კვლევამ აჩვენა პერსპექტიული შედეგები. ამრიგად, ისრაელში კორონავირუსით დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში (1%-ზე ნაკლები), თუმცა ინფექციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. საერთო ჯამში, ნეთანიაჰუს მთავრობის სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსზე საყოველთაოდ აღიარა კონკურენტმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ისრაელის საზოგადოების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა.

ისრაელის გადაწყვეტილება გამოიყენოს mRNA ვაქცინები

ისრაელის ლიდერების გადაწყვეტილება, გამოიყენოს ახალი mRNA ვაქცინები, როგორც ვირუსისგან იზოლირების გზა, აშკარად გამოიწვია ჯანმრთელობის უპრეცედენტო კრიზისმა, რომელსაც ხელი შეუწყო სიცოცხლის შენარჩუნების ებრაულმა ტრადიციამ და ისრაელის ზოგადმა დამოკიდებულებამ სამეცნიერო და ბიოსამედიცინო მიღწევების მიმართ. საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების მიერ 25 წლიანი პერსპექტიული კვლევა mRNA ვაქცინებზე და ადრეული დისკუსიები მთავრობასა და Pfizer Pharmaceuticals შორის, ისრაელის ლიდერებსა და სამედიცინო პროფესიონალებს დაეხმარა ეს სწრაფი გადაწყვეტილება მიეღოთ. კომპანია Pfizer-მა ჩაატარა ტესტირების მკაცრი სტადიები კორონას ახალი ვაქცინისთვის ადამიანებზე მოკლევადიანი გვერდითი ეფექტების გამო, ხოლო გრძელვადიანი გამოკვლევების ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ აშშ-ს ხელისუფლებამ იგი მოიწონა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“ და სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად, ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა გაითვალისწინოს რისკები და გამოიყენოს mRNA ვაქცინა მისი მოსახლეობისთვის.

დღეს ისრაელი გახდა მხოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა: ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 90% ან ვაქცინირებულია ან გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი COVID19-დან გამოჯანმრთელების გამო. ჯერჯერობით, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა 97%-ით წარმატებულია იმუნიზაციისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ და სიკვდილიანობა ყველაზე დაუცველ ხანდაზმულ მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა. მაისის ბოლოს ისრაელი მიზნად ისახავს მიაღწიოს „კოლექტიურ იმუნიტეტს“ და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, მოგზაურობის გარკვეული შეზღუდვები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ვირუსის ახალი მუტაციების ზემოქმედების შესამცირებლად. ისრაელი ასევე მზად არის გასცეს „მწვანე პასპორტები“ მათთვის ვინც აცრილ იქნა და გამოჯანმრთელდა, რაც ნიშნავს, რომ „მწვანე პასპორტის გარეშე“ მათ შეიძლება ჰქონდეთ დროებითი შეზღუდვები სოციალური აქტივობის არჩევანში.

ისრაელის უმეტესობა თანამშრომლობს მთავრობის ამბიციურ ვაქცინაციის პროგრამასთან და აქ სამედიცინო საზოგადოებაც მხარს უჭერს მას.

სიმართლისა და ჭორების დალაგება

ამასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ვრცელდება საგანგაშო ცნობები და თეორიები ისრაელის ვაქცინაციის პროგრამის შესახებ, რომლებიც შემდგომ განმარტებას საჭიროებს.

მთავრობის მიერ დადგენილი ამჟამინდელი პოლიტიკა ისრაელის ვაქცინაციის შესახებ სიახლე არ არის, რადგან მსგავსი განკარგულება მიიღეს ისრაელში 1952 წელს, როდესაც ყველას აიძულეს აცრა მუცლის ტიფის წინააღმდეგ და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ ფულადი ჯარიმაც კი გამოიწვია.

არსებობს მოსაზრებები, რომ ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებელი ბევრად აღემატება COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვს. ეს მოსაზრებები უსაფუძვლოა, რასაც მოწმობს ისრაელის ჯანმრთელობის მართვის ყველა ორგანიზაციის მონაცემები. ისინი ასევე აჩვენებენ, რომ ნაკლები ვაქცინირებული ადამიანი იღუპება და მათ, ვინც ჯერ კიდევ ინფიცირებულია ვირუსით, უფრო სუსტი სიმპტომები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც აცრილია.

ისრაელი არ აპირებს გახდეს გამიჯნული ქვეყანა, რომელიც გაყოფს ხალხს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულებად. ისრაელში ყველას მაინც აქვს უფლება უარი თქვას ვაქცინაციაზე, თუმცა ეს შეიძლება ნიშნავდეს დროებით შეზღუდვას არჩევანზე, რომელიც მათ შეუძლიათ მიიღონ გადაადგილებასთან და სოციალურ აქტივობასთან დაკავშირებით.

ზოგი ახალ „მწვანე პასპორტს უკავშირებს გამოცხადების წიგნში მოხსენიებულ „მხეცის ნიშანს“ და იმასაც კი ამბობს, რომ ისრაელი ვაქცინის საშუალებით მიესალმება მათზე ანტიქრისტეს მმართველობას. საუკეთესო შემთხვევაში ეს სუფთა სპეკულაციაა. ვაქცინაციის პასპორტები (მაგალითად, ყვითელი პასპორტი საერთაშორისო მოგზაურობისთვის) უკვე ათწლეულებია არსებობს და აფრიკის ბევრ ქვეყანაში მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ ყვითელი ცხელების და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო განახლებული ვაქცინებით. გარდა ამისა, გამოცხადება 13-ის შესაბამისი მონაკვეთები ხაზს უსვამს მკრეხელურ ანტიქრისტიანულ პროგრამას, რომელიც გამოიწვევს „წმინდანებთან ომს“. პირიქით, ცხადია, რომ ისრაელის ვაქცინაციის პოლიტიკა არ შეიცავს რაიმე რელიგიურ და სულიერ მიზანს, გარდა სიცოცხლის გადარჩენისა.

დარჩენილი პრობლემები

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება, კითხვები და მიზეზები mRNA ვაქცინების გრძელვადიანი გვერდითი მოვლენების შესახებ და ხალხს სამართლიანად უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავი შეიკავონ ვაქცინაციისგან. ჩვენ მივესალმებით ისრაელის მხარდაჭერას ამ თავისუფლებისადმი. ამასთან, ამ ვაქცინაცინების გრძელვადიანი ეფექტის შესახებ ჩვენმა ცოდნამ არ გაამართლა ისრაელის წინააღმდეგ კრიტიკული კამპანიების წამოწყება ან ისრაელის ლიდერების დადანაშაულება საკუტარი ხალხის წინააღმდეგ ბოროტ მოტივებში. უფრო მეტიც, ჩვენ მათთვის უნდა ვილოცოთ, რადგან ისინი ჯანმრთელობის უპრეცედენტო კრიზისში იმყოფებიან და ჩვენი ლოცვები უფრო მეტად სჭირდებათ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მთელს მსოფლიოში ჯანმრთელობის ამ კრიზისის მასშტაბებმა და გავლენამ კარი გაუღო ერთობლივ გლობალურ ინიციატივებს, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი საფრთხე შეუქმნან დემოკრატიულ პროცესებს და აქვთ პოტენციალი გამოყენებულ იქნან მომავალი ანტიქრისტიანული და დისკრიმინაციული პროგრამებისთვის. ამასთან, ქრისტიანებმა არ უნდა იცხოვრონ კორონავირუსის შიშით და ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ვაქცინების შიშით. უფრო მეტიც, ჯანსაღი შიში უნდა გვქონდეს ღმერთის, რომელიც საბოლოო ჯამში განაგებს ჩვენს ცხოვრებასა და ბედს

(ესაია 8: 12-13).ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; ნუ შეგეშინდებათ და შეგზარავთ ის, რისაც მათ ეშინიათ. ცაბაოთ უფალი შერაცხეთ წმიდად; ის იქნება თქვენი შიში და ის იქნება თქვენი ძრწოლა.

დაბოლოს, არ უნდა დავუშვათ, რომ კრიზისმა გაგვყოს. მე მესმის, რომ ყველა არ იზიარებს ამ შეფასებას და ზოგი შეიძლება სხვადასხვა დასკვნამდე მივიდეს. ამასთან, არასდროს უნდა დავუშვათ ქრისტეს სხეულის გაყოფა და არ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი სიყვარული ღვთის ხალხისადმი, ახალი ტიპის ვაქცინების შეზღუდვების გაგებით. პავლემ დაავალა რომის ეკლესიას, არ დაეშვა მორწმუნეთა სხეულის დანაწევრება კერპებისადმი მიძღვნილი საკვების მოხმარების გამო, ასევე მოუწოდა ეკლესიის წევრებს, რომ ერთმანეთი არ გაესამართლებინათ, რადგან „ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ“ (რომ. 14:8). ის ასევე ახსენებს რომაელ მორწმუნეებს, რომ „ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“ (რომ. 14:17). ვაქცინის მიღება-არ მიღება არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა ემყარებოდეს თქვენთვის სანდო ექიმების სათანადო სამედიცინო რჩევას და ინფორმირებულ თანხმობას და საკუთარ სინდისს. ყველამ პატივი უნდა ვცეთ იმას, თუ როგორ მიიღებენ სხვები საკუთარ გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სხვებთან საუბრისას საქმე გვაქვს ზუსტ და სანდო ინფორმაციასთან.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ილოცოთ ისრაელის ლიდერებისთვის ამ რთულ პერიოდში და ასევე ილოცოთ ჩვენთვის, როდესაც ვასრულებთ ჩვენს მოწოდებას, რომ დავდგეთ ისრაელთან და მხარი დავუჭიროთ მათ კრიზისულ პერიოდში. ლოცვა კურნავს და იცავს. ჩვენ ეს განვიცადეთ ჰაიფაში ჰოლოკოსტის გადარჩენილთა სახლში, რომელზეც მეტწილად არ უმოქმედია კორონავირუსს. ისრაელში ჯანდაცვის პროფესიონალები ამას „სასწაულს“ უწოდებენ ნებისმიერი მოხუცთა სახლისთვის. ამასთანავე, ილოცეთ ჩვენთვის, სანამ ვაგრძელებთ მთელი ისრაელისთვის მსახურებას, ამ არსებული გამოწვევების მიუხედავად.

მეტი ინფორმაციისთვის, ამ თემაზე იხილეთ ვებ-სემინარი ICEJ „ისრაელი და კორონას ვაქცინები“, რომელიც ცატარდა 2021 წლის 11 მარტს, რომლის მოდერატორი გახლდათ ICEJ-ის ოფიციალური წარმომადგენელი დევიდ პარსონი, მონაწილეობდა ასევე დოქტორი ზეევ ფელდმანი, შებას სამედიცინო ცენტრიდან, ადვოკატი კალევ მაიერსი ARISE-დან და ადგილობრივი პასტორი ისრაელ პოჩტარი.

უყურეთ ვებინარს ინგლისურად:

პარასკევი, 2021 წლის 12 მარტი

დოქტორი იურგენ ბიულერი, ICEJ-ის პრეზიდენტი

„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩვენსავე უსაფრხოებისთვის კარდინალური ზომების მიღება მოუწია. შესაძლოა ყველა გადაწყვეტილება ჩვენთვის სასიხარულო და მისაღები არაა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა ეკლესიებს კი არა, მთავრობას ეკისრება.

რა თქმა უნდა ეკლესიას აქვს თავისი წესი და ფორმა მსახურების ჩატარებისა, რომელიც წმინდაა, მაგრამ ამ ვითარებაში ყოველივე ეს ღმერთის მცნების დაცვას ვერ მოემსახურება, რომელი მცნებაც მოიცავს მოყვასის სიყვარულსა და დაცვას, სიფრთხილისა და მორჩილების გზით. წმინდა წერილი გვესაუბრება, იმის შესახებ, რომ ჩვენმა წესების დაცვამ არ უნდა ავნოს უძლურ ადამიანებს.

,, გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.” (1 კორ 8 თავი)

,,უთხრა: “შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.” (მარკოზი 2:27)

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი წესი და საეკლესიო დადგენილების მიზანი ადამიანის ღმერთთან დაახლოვებაა. არ იცვლება წმინდა წერილი, არ იცვლება უფლის მცნებები, ხოლო შესაძლებელია შეიცვალოს გარკვეული ფორმები გარკვეული დროით, რათა ეკლესიამ ისევ განაგრძოს ადამიანების მომსახურება, დაცვა და გაფრთხილება.

მე თუ მკითხავთ, უდიდესი სურვილი იქნებოდა არ შეცვლილიყო საეკლესიო მსახურებების ფორმა (და არა როგორც ზოგიერთები ამბობენ, მსახურებების შეჩერება) თუმცა, ვგრძნობთ რა, მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ მორჩილება ერთადერთი გზაა აღვასრულოთ მცნება „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ამიტომ, სწორი არ იქნებოდა დაგვეცვა საეკლესიო წესი, დიადი მცნების დარღვევის ხარჯზე.

დღეს ყველაზე ნაკლებად არის რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირებების დრო. არამედ თანადგომის, თანაგრძნობის,ზრუნვისა და ერთიანობის!

ამრიგად, ვემორჩილებით და ვუცხადებთ თანადგომას სახელმწიფოს, ყველა გზითა და რესურსით, რაც ჩვენი მხრივ შესაძლებელია.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი

ოლეგ ხუბაშვილი

შეწყვიტე ნონსენსი ირლანდია!
კანონპროექტი, რომელიც ახლა გადის ირლანდიის პარლამენტში და ისრაელის დასახლებებისგან საქონლის ვაჭრობის კრიმინალიზაციას ისახავს, უფრო სკანდალური ვერ იქნებოდა! როგორც ნამდვილი გერმანელი და ევროკავშირის მოქალაქე, მიმაჩნია, რომ ეს შემოთავაზებული კანონი სრულიად არასწორია, უკიდურესად უსამართლო, სრულიად არაპროდუქტიული მსოფლიოსთვის და რაც ყველაზე მთავარია, მორალურად აღმაშფოთებელია.

ერთი შეხედვით ეს კანონპროექტი 250 000 ევროს ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მათზე, ვინც დაკავებული იქნება „ოკუპირებული ტერიტორიებიდან წარმოშობილი ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების იმპორტსა ან გაყიდვაში. მაგრამ მისმა სპონსორებმა სპეციალურად და მიზანმიმართულად ჩამოაყალიბეს ამ გზით. ეს ეხება მხოლოდ „ისრაელის დასახლებებს“ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანთა სიმაღლეებს. ისინი ვინც ეს კანონი წამოაყენა, მკაფიოდ და მტკიცედ აცხადებენ, რომ ირლანდიას გამოყავს ევროპა და მსოფლიო ამჟამინდელი მოლაპარაკებების ჩიხიდან მშვიდობისკენ. სიმართლისგან ასე შორს ჯერ არაფერი ყოფილა!

ეს კანონპროექტი სრულიად არასწორია, რადგან ის გვთავაზობს მშვიდობისკენ მიმავალ ცრუ გზას. საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის განიხილავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, როგორც დავას,  რომელიც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს თავად მხარეების მიუხედავად. 242-ე რეზოლუციით დაწყებული, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იყო გაეროს წესდების მეექვსე მუხლის შესაბამისად, რომელიც ეხება კონფლიქტის ნებაყოფლობით მოგვარებას. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეეთავაზებინათ მხარეებისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ხელი შეეწყოთ ორივე მხარისთვის გარკვეულიყვნენ საპირისპირო მხარესთან პირადი მოლაპარაკებებით. ეს მიდგომა დაეხმარა ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი ოსლოს შეთანხმების შექმნას, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დასახლებების სამართლებრივი ბედი ისრაელის და პალესტინელების შორის, საბოლოო სტატუსის შეთანხმების შეფარდება იქნება.

მაგრამ ირლანდიის რესპუბლიკა ახლა ცდილობს ცალმხრივად მოახვიოს ეს პრობლემა, თითქოს 242-ე დადგენილება და მისი შთამომავლობა გაეროს წესდების მე-7 მუხლის შესაბამისად გადაწყდა, რომელიც სავალდებულოა და შეიძლება გამოყენებულ იქნას ერის მიმართ. როგორ დავაკავოთ ირლანდიელი ადამიანი იმის გამო, რომ იყიდა ბოთლი რომელიც შირაზის საერთაშორისო ჯილდოებით არის აღნიშნული, ნუთუ ეს მიგვაახლოებს მშვიდობასთან? დიასახლისს, რომელიც ამზადებს სალათს შილოს ზეთისხილებით, ან დესერტს მარწყვითა და ფინიკებით, შეუძლია გაუაზრებლად გააკოთროს თავისი ოჯახი. ნუთუ სუფრაზე დადებული ამ კონტრაბანდის დანახვისას რომელიმე ებრაელთ მოძულე მეზობელი დაასმენს ოჯახს ირლანდიის ხელისუფლებასთან? როგორ შეიძლება ოდესმე სამართლიანად გამოიყენოთ ასეთი აბსურდული სისხლის სამართლის კანონი?ეს კანონპროექტი ასევე კონტრპროდუქტიულია მშვიდობისთვის, რადგან ის ხელს უწყობს პალესტინელების განცალკევებას. დათმობაზე წასასვლელად ახლა მათ რა სტიმული ექნებათ, როცა ყველანაირი ზეწოლა და ბრალდება ისრაელის მხარეს იქნება? არიან კი ებრაელები, რომლებიც თავიანთ სამშობლოს დაუბრუნდნენ, მსოფლიოსთვის საფრთხე უფრო მეტად, ვიდრე პალესტინელები და ის არაბული საელმწიფოები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე თავს ესხმიან მათ?

სისხლის სამართლის ეს კანონი პალესტინელებსაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. როგორც Sodastream-ის ეპიზოდიდან ირკვევა, ისრაელის დასახლებებში მრავალი საწარმოები და ფაბრიკები პალესტინელებს იყვანენ მუშახელად და საშუალოდ იმაზე 4-ჯერ მეტს უხდიან ვიდრე გამოიმუშავებს უბრალო პალესტინელი. ეს მარჩენალები ხშირად ინახავენ დიდ ოჯახებს, ასე რომ ათობით ათასი პალესტინელი იზარალებს, თუ ისრაელის საწარმოებს მოუწევთ მათ გათავისუფლება სამსახურიდან და სხვაგან გადასვლა.

კანონპროექტი ასევე მცდარია იმ თვალსაზრისით, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვაჭრობის გაგებას, რომლის მიხედვითაც ვაჭრობას განსაზღვრავს ბრიუსელი და არა რომელიმე ეროვნული მთავრობა. გარდა ამისა, ეს აიძულებს აშშ-ს და ირლანდიურ კომპანიებს, რომლებიც ერთმანეთის ქვეყნებში ეწევიან საქმიანობას, აირჩიონ ან ამ კანონის დარღვევა, ან ანტიისრაელური კანონის ბოიკოტი, რომლებიც ბოლო წლებში მიღებულია როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე ამერიკის სახელმწიფო დონეზე.

მაგრამ ეს კანონის კიდევ ნაკლებად შემაშფოთებელი ასპექტია. ირლანდიის კანონპროექტის ნამდვილი ოდიოზური ასპექტი მისი აშკარა ანტისემიტიზმია, ვინაიდან ის მიმართულია მხოლოდ ებრაელი „ოკუპანტების“ მიმართ და არა სხვა რომელიმე საოკუპაციო ძალის მიმართ. როგორ შეიძლება ეს იყო მართალი ქმედება, როგორც ამას აცხადებენ ირლანდიელი სპონსორები, როცა ეს ასეთი დისკრიმინაციულია? და რა უნდა ითქვას მაშინ ზეითუნის ზეთზე რომელიც თურქეთის მიერ ოკუპირებული კვიპროსის ტერიტორიიდანაა, თევზზე რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდანაა, ან ფინიკებზე რომელიც მაროკოელების მიერ ოკუპირებული დასავლეთ საჰარის ნაწილიდანაა? ყველა ამ პროდუქტს თავისუფლად შეუძლია ევროპულ სივრცეში შესვლა, ხოლო ებრაელებმა კვლავ გაკვეთილი უნდა ისწავლონ.მე არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ ეს ირლანდიელი კეთილისმსურველები კვლავ გვაბრუნებენ გერმანიის 1930-იანი წლის რასისტულ კანონებთან. Kauft nicht bei Juden! (არ იყიდო ებრაული!) -ეს იყო მაშინდელი წესი, და სწორედ ამაზეა ახლაც ლაპარაკი ირლანდიურ მოსახლეობაში – უბრალოდ კარგადაა შემოსილი და საუბრობს მშვიდობის სიტყვებითა და „ევროპული ფასეულობების“ მხარდასაჭერად.ყველა ჩვენი ევროპული განყოფილებისა და ICEJ-ის ყველა წევრის სახელით მოვუწოდებ ევროკავშირს გაასამართლოს ეს რასისტული კანონი და მტკიცედ შეეწინააღმდეგოს მის მიღებას. სანამ მე ამას ვწერ, ჩვენ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღეს აღვნიშნავთ და თუ ჩვენ მართლაც ვისწავლეთ ებრაელთა წინააღმდეგ ნაცისტური გენოციდის გაკვეთილი, ევროპა უარყოფს ებრაელთა გამოყოფისა და დასჯის ამ მცდელობას.

მინდა ასევე შევახსენო ირლანდიელ კანონმდებლებს, რომ თუ ისინი მართლაც წუხან ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის შესახებ, ის ებრაული კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ დასავლეთ ნაწილში, რომლებიც პალესტინელ მუშაკებს კარგად ანაზღაურებად სამსახურს პირდებიან, თანაარსებობისა და ტოლერანტობის კარგი მაგალითია, რომელსაც ამ შემთხვევაში შეიძლება დაეყრდნოს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი. აქ ებრაელები და პალესტინელები არა მხოლოდ თანაბარ ანაზღაურებას იღებენ, არამედ ხშირად აქვთ იგივე საგანმანათლებლო შესაძლებლობები. ეს არის ყოველდღიური თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის დადასტურებული ადგილები, ამიტომ ისინი იმსახურებენ ევროპულ მხარდაჭერასა და ინვესტიციებს და არა ჩახშობას.

ასე რომ გთხოვთ შეწყვიტოთ ეს სისულელე, ირლანდია!

ავტორი :  დოქტორ  იურგენ ბულერი ICEJ - საერთაშორისო  ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის აღმასრულებელი  პრეზიდენტი

წყარო – https://www.jpost.com/

საიდან ჩნდება ტყუილი?
მე, არაბს, გამუდმებით მიკვირს, ყველა პალესტინელმა მოულოდნელად როგორ აღმოაჩინა თავისი ეროვნული მიკუთვნებულობა მას შემდეგ რაც ისრაელმა ომი მოიგო? სიმართლე ისაა, რომ პალესტინა შორეული სამეფოც კი არაა. პალესტინა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ერთეული – არც მანამდე, და არც მას მერე. დროდადრო მას მართავდა რომი, მუსულმანები, ჯვაროსნები, ოსმალეთის იმპერია, და მოკლე დროის მანძილზე დიდი ბრიტანეთი-პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ დიდი ბრიტანეთი იყო, რომელიც დათანხმდა ამ მიწის დაბრუნებას ისრაელისთვის, როგორც მისი სამშობლოსი. პალესტინის დამოუკიდებელი უნიკალური კულტურა არ არსებობს. არასდროს არსებულა ცალკე ქვეყანა პალესტინა, რომელსაც პალესტინელები მართავდნენ. პალესტინელები არიან არაბები – რომლებიც არაფრით განსხვავდებიან იორდანელებისგან, სირიელებისგან, ლიბანელებისგან, ერაყელებისგან და ა.შ. გახსოვდეთ რომ არაბები აკონტროლებენ ახლო აღმოსავლეთის მიწების 99.9%-ს. ისრაელი ამ ტერიტორიის მხოლოდ მეათედს წარმოადგენს, მაგრამ არაბების აზრით ესეც ბევრია და მათ ყველაფერი უნდათ. და ეს არის ისრაელის ტერიტორიაზე ომის მიზეზი. გაუმაძღრობა. სიამაყე. შური. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ტერიტორიულ დათმობაზე წავიდა ისრაელი, მათი დათმობა არასდროს იქნება საკმარისი არაბებისთვის.

და რაც შეეხება მუსულმანების წმინდა ადგილებს – ისინი ნამდვილად არ არიან იერუსალიმში. გაგაოცეთ? მე არც კი მგონია, რომ ეს რთული ჭეშმარიტება ერთხელ მაინც მოგესმინათ რომელიმე საერთაშორისო მედია საშუალებებში. ვიცი რომ მეტყვით: „ფარას მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი და ომარის მეჩეთი ისლამის სიწმინდეებში მესამე ადგილზეა“. ეს სიცრუეა. სინამდვილეში ყურანი არაფერს ამბობს იერუსალიმზე. მასში მექა ასჯერ მაინც არის ნახსენები, უთვალავჯერ აღინიშნება მედინა, მაგრამ არც ერთხელ არ არის ნახსენები იერუსალიმი. არანაირი ლეგიტიმური პრეტენზია არ არსებობს.

ისრაელს არავის მიწა არ მოუპარავს. ისრაელს ლტოლვილებთან კრიზისი არ შეუქმნია. ისრაელი არ არბევდა „პალესტინელ ერს“. ეს ყველაფერი სისულელეა, რომელიც მრავალჯერ უარვყვე შიშველი ფაქტებითა და რეალური ისტორიით. ისლამურ რადიკალებსა და ებრაელებს შორის კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ძალიან უბრალოა. ისლამურ რადიკალებს სურთ, რომ ყველა ებრაელი მოკვდეს. ებრაელებს კი ამავდროულად სიცოცხლე სურთ. და როგორც კონფლიქტი გვიჩვენებს, ეს ორი ასპექტი შეუთავსებელია. რადგან მხეცს არ აკმაყოფილებს არანაირი მიწის დათმობა. მისი ძალაუფლების წყურვილი მხოლოდ დაღუპულთა სისხლით დაკმაყოფილდება.

ჯოზეფ ფარა

არაბი მწერალი და ჟურნალისტი

თარგმნა – სალომე ჯებისაშბილი

წყარო – https://orenu.co.il/%D0%B1%D0%B5%D0%B7-%D1%80%D1%83%D0%B1%D1%80%D0%B8%D0%BA%D0%B8/otkuda-beryotsya-lozh.htm

რატომ არის აუცილებელი იერუსალიმის აღიარება?
ჩემს ცხოვრებაში მეორე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ მთელი სამყარო ასე გაერთიანებულიყო მრისხანებით. საფრანგეთიდან თურქეთამდე, ჰამასიდან   ბერნამდე , სამყაროს უდიდესი ნაწილი თვლის, რომ  იერუსალიმის  აღიარება  პრეზიდენტი  ტრამპის  მიერ უკეთეს შემთხვევაში იყო დიდი შეცდომა, ხოლო უარეს შემთხვევაში – მსოფლიოს აღსასრული!

მაგრამ არ შეგეშინდეთ. ეს ზუსტად ის არის, რაზეც საუბრობს ბიბლია. ისრაელის აღდგენის პარალელურად, ხალხმა უარი უნდა თქვას იერუსალიმზე (ზაქ. 12:2-3). იწყება ირაციონალური რისხვა ებრაულ იერუსალიმზე. ეს მეორე ფსალმუნის იდეალური ილუსტრაციაა, სადაც მეფსალმუნე კითხვას სვავს? “რატომ ბობოქრობენ ხალხები და რატომ ესწრაფიან ერები ამაოებას?” ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ?“

მოკლე პასუხია: იერუსალიმი.

ჩვენ მე-6 მუხლში ვხედავთ, რომ ღმერთი შეურაცხყოფს ამ მეფეებს და აფრთხილებს: “მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“   სიონი ანუ,  ციონი ივრითულად צִ֝יֹּון – ეს იერუსალიმის  სინონიმია. დედამიწის მეფეები აღდგებიან  ღვთის ძისა და იერუსალიმის წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ მუსულმანური სამყარო მოუწოდებს სწორედ იმ აღშფოთების დღეებსა და რისხვაზე, რომელზეც მე-2 ფსალმუნშია საუბარი (“ბობოქრობენ- ორიგინალში רָגַש – ხმაური. ღელვა).

აღდგენა

ასევე მე ვნახე ძალიან ბევრი მორწმუნე, რომლებიც ღელავდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, თვლიდნენ რომ ეს განცხადება უპასუხისმგებლოა და პალესტინელების მიმართ რასიზმისგანაა გამოწვეული, რომ ეს არათანმიმდევრული და მსოფლიო სადავო გადაწყვეტილებაა, ისინი ამ გადაწყვეტილების სულიერ მნიშვნელობას სრულიად უგულებელყოფდნენ.  სიტყვა სიონი  (ציון) ნიშნავს – ნიშანს, მაჩვენებელს. იერუსალიმი ჩვენი ნიშანია, ჩვენი მაჩვენებელი.

1880 წლიდან დღემდე ებრაელები მასიურად ბრუნდებიან ისრაელში.

1920 წელს ერთა ლიგამ მიიღო ბალფურის დეკლარაცია, საერთაშორისო სამართალი – რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინის რეგიონი ამიერიდან იქნება ებრაელი ხალხისთვის.

1947 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პალესტინის დარჩენილი 20% გაანაწილა (80% გადაეცა იორდანიის ახალი სახელმწიფოს შექმნას) სხვა არაბულ სახელმწიფოებსა და ებრაულ სახელმწიფოს. (არაბებმა უარყვეს ეს)

1948 წელს ისრაელი გახდა სახელმწიფო.

1967 წელს იერუსალიმი დაიბრუნეს 6 დღიანი ომის შემდეგ და აღადგინეს ძველი ქალაქი.

1984 წლიდან 2000 წლამდე, ათასობით ათასი ეთიოპელი ებრაელი და დაახლოებით მილიონი რუსულენოვანი ებრაელი დაბრუნდა ისრაელში.

და მოდით გადავიდეთ 2017 წლის 6 დეკემბერზე: მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან იერუსალიმი აღიარებულია, როგორც ისრაელის დედაქალაქი.

ასევე ახალ აღთქმაში

იერუსალიმის სრულ აღდგინებაზე არამარტო ძველ აღთქმაშია  ნაწინასწარმეტყველები, არამედ ახალ აღთქმაშიც.  როცა იეშუას აღდგომის შემდეგ ჰკითხეს მოწაფეებმა: „უფალო ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ (საქ. 1:6), ის არ უწყრება მათ სულელური კითხვის გამო. ნებისმიერი წინასწარმეტყველის მოწაფისთვის ეს იყო ყველაზე ლოგიკური პასუხი.

„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი ეჭვით ვეჭვიანობ სიონზე და დიდი გულისწყრომით ვეჭვიანობ მასზე. ასე ამბობს უფალი: დავუბრუნდები სიონს და დავმკვიდრდები იერუსალიმის წიაღში. ამის მერე ერთგულ ქალაქად იწოდება იერუსალიმი და წმიდა მთად – მთა ცაბაოთ უფლისა. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გამოვიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის ჩასვლის ქვეყნიდან. მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.“  (ზაქ. 8:2-3, 7-8)

ათობით მუხლი არსებობს ამის მსგავსი. ამიტომაც  კითხულობდნენ მოწაფეები ისრაელის აღდგენაზე. იეშუა პასუხობს:

„უთხრა მათ: “თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ  დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე” (საქ. 1:7-8)

ხედავთ ამას? ბევრ ადამიანს გამოეპარა ეს. იეშუა ცხადყოფს, რომ მამამ დაადგინა ისრაელის აღდგენის თარიღი და დრო. ამიტომ ვამბობდი, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი ჰგავს კიროსს (არავინ ამბობს რომ ესაიას 44-45 თავები ტრამპზე მიუთითებს, არამედ იმ ფაქტზე, რომ ტრამპს შეიძლება ისეთივე მოწოდება ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა კიროსს) მაშინ მან პატივი უნდა მიაგოს სიონს. ამით არის ცნობილი კიროსიც. იერუსალიმის აღდგენის უკან დგას არაებრაელი სახელმწიფოები. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ეს მაისში არ გააკეთა, როგორც ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ გააკეთა ახლა, როცა 50-წლის იუბილეს ვზეიმობდით.

ჩემმა მეგობარმა და მენტორმა – აშერ ინტრიატორმა იეშუას სიტყვების პერიფრაზირება გააკეთა თავის წიგნში Alignment, და ჩემთვის ეს გენიალურია.

„თქვენ მთხოვთ რომ აღვადგინო დავითის სამეფო ისრაელში. წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ ბევრად უფრო დიდ სამეფოს, რომელიც დაფარავდა მთელს მსოფლიოს (ესაია 42,49). მოდით ნუ დავჯერდებით მხოლოდ დავითის სამეფოს, მოდით მივყვეთ წინასწარმეტყველთა ხილვებს. მოდით ნუ დავამყარებთ მეფობას ისრაელში, სანამ გადარჩენაზე არ მოვუყვებით მთელს მსოფლიოს. როცა ყველა მათგანს ექნება საერთო სამეფოს ნაწილად ყოფნის შანსი, შემდეგ დავბრუნდეთ და აღვადგინოთ მეფობა ისრაელში. მეფობა დაიწყება ისრაელში, ასე ამბობს ესაია: იერუსალიმიდან, რომელიც შემდეგ დაფარავს მთელს მიწას“.

მე დავაბრუნებ სამეფო მმართველობას, როცა დავბრუნდები. ახლა კი აღიარეთ პირადი ხსნა და სამეფოს მმართველობა იერუსალიმიდან ქვეყნის კიდემდე. იქამდე, სანამ დავბრუნდები და აღვადგენ მეფობას, არ არის ებრაელი ხალხის ისრაელის მიწაზე ყოფნის საჭიროება. ამიტომ იქნება ებრაელი ერი გაფანტული, მანამ სანამ სახარება ექადაგებათ წარმართებს (მათე 24:14). შემდეგ ჩემ დაბრუნებამდე ისრაელი აღდგება, რომ იყოს ადგილი ჩემს დასაბრუნებლად და ჩემი სამეფო დედაქალაქის დასადგენად“.

მანიპულირება წერილებით

მე ერთი პასტორისგან მოვისმინე, რომელიც ჩანაცვლების თეოლოგიას მხარს უჭერდა, და მათეს 23-ე თავიდან ქადაგებდა რომ ღმერთს არ აინტერესებს იერუსალიმი, რომ იუდევლებმა ფაქტობრივად იერუსალიმში უარყვეს მესია. ის ციტირებდა იეშუას:

„იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.“ (მათე 23: 37-38)

მაგრამ თუ მართლა აქ შევჩერდებით, ნამდვილად იმას ჰგავს რომ იეშუამ თავი დაანება ამ შემაძრწუნებელ ებრაელებს. მაგრამ ეს ზუსტად ის არის, რასაც მე ვეძახი ინტელექტუალურ თაღლითობას. ჩემი ძვირფასი ძმა მანიპულირებდა მსმენელებით და აღარ წაიკითხა მომდევნო მუხლი.

„ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’” (მათე 23:39)

პერიფრაზირებას გავაკეთებ იმაზე, თუ რა უთხრა იეშუამ იერუსალიმის ებრაელებს: „კვლავ მიხილავთ, როცა იტყვით: „ნეტარია უფლის სახელით მომავალი“. გამოთქმა ებრაულად, რომელიც სიტყვა სიტყვით ითქმის კურთხეულია მომსვლელი – ეს არის მისალმება. როდესაც ვიღაც მოგზაურობის შემდეგ ისევ ისრაელში ბრუნდება, ჩვენ ვეუბნებით: ბარუქ აბა (კურთხეული ის ვინც მოდის, ან კეთილი იყოს მობრზანება). ზაქარიაც ნათლად ამბობს, რომ იერუსალიმის ებრაელები მიესალმებიან იეშუას მისი დაბრუნებისას.

„და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.“ (ზაქ. 12:10)

იეშუა ზეთისხილის მთას ტოვებს ანგელოზებთან ერთად, რომლებიც შესძახიან: „ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი“ (საქ. 1:11). ზაქარიას მე-14 თავში ნაჩვენებია, რომ იერუსალიმის აღგენას საფრთხე დაემუქრება სხვა ხალხების მხრიდან, და „მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმ ერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს. დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით… „ (ზაქ. 14:3-4).

საყვარელნო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სიონი არის ნიშანი, და ისრაელის აღდგენისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კიდევ უფრო აახლოებს მის მოსვლას.

მარანაფა

მოდი, უფალო

ავტორი :  რონ კანტორ

თარგმნა : სალომე ჯებისაშვილმა

წყარო :  http://messiahsmandate.org/

ICEJ მიესალმება იერუსალიმის როგორც ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აშშ-ს მიერ
საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმი სრულიად მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ გაბედულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და გადაწყვიტა ამერიკის საელჩოს გადმოტანა ამ არაჩვეულებრივ ქალაქში. ეს გააზრებული ნაბიჯია, რომელიც ემყარება იუდეველი ხალხის ისტორიულ და ეროვნულ იდენტობას.

ეს ასევე არის დიდი სიხარული, რომელიც ეხება ჩვენი მსახურების მოწოდებას. მილიონობით ადამიანისთვის მთელ სამყაროში იერუსალიმს აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც ისტორიულად ასევე რელიგიურად. 1980 წელს ICEJ-ის დაარსებიდან, მან მიზანმიმართულად აღიარა, რომ იერუსალიმი არის ერთადერთი და უალტერნატივო დედაქალაქი ისრაელისა, და   პატივისცემა იუდევლებისგან მოდის და ასევე იმისგან, რომ ღმერთმა ჩადო მათში ღრმა სულიერი მიჯაჭვულობა იერუსალიმის მიმართ. იუდევლებსა და მათ საყვარელ ქალაქს შორის ამ საფუძვლიანი ღვთაებრივი კავშირის გარეშე, არავინ იზრუნებდა იერუსალიმზე.

სამოცდაათი წლის მანძილზე იერუსალიმი ემსახურებოდა თავის ქვეყანას, როგორც დედაქალაქი, მიუხედავად იმისა რომ მტრებით იყო გარშემორტყმული და ქვეყნები უარს ამბობდნენ მის ოფიციალურ დედაქალაქად აღიარებაზე. იერუსალიმის მიმართ ასეთმა ურყევმა ერთგულებამ აჩვენა თავისი ცენტრალური როლი ებრაელების ეროვნულ ცხოვრებაში. ამ დროის მანძილზე ისრაელმა ასევე დაამტკიცა თავისი წმინდა ადგილების მიმართ ერთგულებაც. ქრისტიანულ საელჩოს და ათობით ათასამდე ქრისტიან მომლოცველს შეუძლია გაბედულად დაადასტუროს მონახულებისა და თაყვანისცემის საიმედო თავისუფლება, რომლიტაც ჩვენ უკვე ორმოცი წელია ვსარგებლობთ.

ამგვარად, ჩვენც ვხარობთ ებრაელ ხალხთან ერთად, რომ ბოლოს და ბოლოს იერუსალიმმა მიიღო დამსახურებული აღიარება და პატივისცემა. ასევე ეს ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენი მსახურებისთვის, რადგან ქრისტიანული საელჩო იმყოფება ქრისტიანული ძალისხმევის წინა რიგებში, რათა მოხდეს იერუსალიმის  სრული დიპლომატიური აღიარება, როგორც ისრაელის დედაქალაქისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვყავს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პირი ჩვენს მოძრაობაში, როგორიცაა დევიდ პარსონი და სიუზან მაიკლი, რომლებიც აქტიურად იყვნენ დაკავებულნი ამ საქმით ათეულობით წლების მანძილზე. ფაქტობრივად, დევიდმა დაწერა კანონპროექტის თავდაპირველი პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წელს. ახლა ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც სწრაფად შეასრულებენ აშშ-ის ადმინისტრაციის გაბედულ ხელმძღვანელობას და ამ საუცხოო ქალაქში გადაიტანენ თავიანთ საელჩოებს. ეჭვგარეშეა, რომ დროა ბოლო მოეღოს იერუსალიმის სრულიად არასათანადო დიპლომატიურ უარყოფას.

2017 წლის დასაწყისიდან უფალმა დაგვანახა, რომ ჩვენ დროშიც იერუსალიმში მოქმედებს საიუბილეო ციკლი, სადაც ყოველ ორმოცდაათ წელიწადში ხდება რაღაც დრამატული, რომ ქალაქი დაუბრუნდეს თავის წინასწარმეტყველურ ბედისწერას. ეს მოიცავს პირველი ქალაქის გახსნას დევიდ ჩარლზ უორენის მიერ 1867 წელს, იერუსალიმის განთავისუფლებას გენერალი ედმუნდ ალენბის მიერ 1917 წელს და იერუსალიმის გაერთიანებას ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ 1967 წელს. ჩვენ უკვე რამოდენიმე თვე ვაცხადებდით ჩვენს პუბლიკაციებში და ვქადაგებდით მთელს მსოფლიოში, რომ წელსაც მოიმოქმედებდა ღმერთი სასწაულს და ასეც მოხდა. პრეზიდენტმა ტრამპმა არამარტო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, არამედ სულიერ სამყაროშიც მოიტანა ცვლილება. ჯერჯერობით არ ვიცით რა შედეგები მოყვება ამ გადაწყვეტილებას და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იერუსალიმი ახლა გათავისუფლებული და კიდევ უფრო განმტკიცებულია, და დარწმუნებულები ვართ რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს გლობალურად ეკლესიაზეც.

ამავდროულად, ისრაელის მრავალი მოწინააღმდეგე იმუქრება, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ხელს შეუშლის ძალადობრივი საპროტესტო აქციებით და ალბათ კიდევ უფრო უარესითაც. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საიუბილეო წელიწადის მადლით შეგვიძლია ვილოცოთ , რომ ღმერთი სწრაფად გაუმკლავდეს მათ, ვინც შეეცდება ძალადობით შეუშალოს ამ ბრძანებას ხელი. ამრიგად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებსა და მიმდევრებს, რომ ამ კრიტიკულ დღეებში კვლავ ილოცონ მშვიდობისთვის იერუსალიმში. ჩვენ გვიხარია რომ ჩვენი ორგანიზაცის ქართული ფილიალის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად ლოცულობენ იერუსალიმისათვის და გვერდში უდგანან ყველა ებრაულ ორგანიზაციას ვინც იერუსალიმისათვის ბრძლობს.

დოქტორი იურგენ ბიულერი

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის პრეზიდენტი

შოფარის ხმის დღე
შოფარის ხმის დღე

“უთხარი ისრაელის შვილებს – მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენება, ბუკისცემის გახსენება, წმიდა შეკრება. არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი”. (ლევიტელთა 23:24-25)

გარეუბანში გაზრდილს (ქვინსი, ნიუ-იორკი) კვლავ მახსოვს შოფარის ხმა, რომელიც გაისმოდა შემოდგომის დღესასწაულებზე და მოგვიწოდებდა ხალხს თაყვანის საცემად. მას შემდეგ რაც მესია იეჰოშუა ვირწმუნე, ძალიან დამაინტერესა თუ რა როლს თამაშობს საყვირები და შოფარი წერილებში. სინამდვილეში, ტრადიციულად როშ ჰა შანა ანუ ებრაული ახალი წელი ( 2 ოქტომბრის საღამოს იწყება) და წერილებში ცნობილია, როგორც იომ ტროი, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „საყვირის ხმის დღეს“ (შოფარის ხმის) ან საყვირების დღესასწაულს.

იმის გამო, რომ ებრაულ წერილებში ამ დღესასწაულის შესახებ ძალიან ცოტაა ნათქვამი ამ დღესასწაულის შესახებ, ყოველთვის რაღაც იდუმალების შეგრძნება გვქონდა. მისი მნიშვნელობის უკეთ გასაგებად, რაბინები ისრაელის წარსულ სულიერ გამოცდილებას მიმართავდნენ. იუდეველთა ტრადიცია გვასწავლის, რომ ამ დღესასწაულზე საყვირში ჩაბერვა არის ჩვენთვის შეხსენება იმ ცხვრების რქებისა, რომელსაც უკრავდნენ იესო ნავეს ძის დროს როცა ჩამოინგრა იერიხონის კედლები და ასევე იმ ცხვრის, რომელიც აბრაამმა მოიტანა მსხვერპლად ისააკის ნაცვლად (იესო ნავეს ძე 6; დაბადება 22).  სხვები მიმართავენ გამოსვლის 19:16, სადაც საყვირის ხმა მოასწავებდა ღმერთის ჩამოსვლას სინაის მთაზე და მოსესთვის თორის მიცემას.

წერილებში საყვირის ხმა გაისმოდა სხვადასხმა მიზნებისა თუ შემთხვევებისთვის: როგორც მოწოდება შესაკრებად, ბრძანება გზის გასაგრძელებლად, ომისკენ მოწოდება, მზადყოფნა გამოცხადების შესახებ, გაფრთხილება მოახლოებული სასამართლოსთვის, დღესასწაულისთვის მოწოდება ან თაყვანისცემისთვის. მაგრამ ღმერთის სიტყვა ასევე ავლენს საყვირების დღესასწაულის წინასწარმეტყველურ დანიშნულებას. მისი სიტყვის შესწავლისას დავინახე, რომ დღესასწაული გვახსენებს არა მარტო წარსულს, არამედ მიგვითითებს მომავალზე. ესაია მოგვითხრობს იმ დროის შესახებ, როდესაც ისრაელი კვლავ შეიკრიბება თავის მიწაზე „დიდი საყვირის“ ჩაბერვისთანავე (ესაია 27:13). ჩვენ ასევე ახალ აღთქმაშიც ვკითხულობთ საყვირის შესახებ, რომელიც აღნიშნავს კიდევ ერთ მოვლენას – იმ დღეს, როდესაც უფალი მესიის სხეულს შემოკრებს, საიდუმლო, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც – „ატაცება“.

აღდგომა არის კონცეფცია, რომელსაც გვასწავლის მთელი წერილი (იობი 19:26); დანიელი 12:2), მაგრამ არსებობს ორი ნაწყვეტი ახალი აღთქმიდან, რომელიც აღწერს იეჰოშუას მორწმუნეების მომავალ აღდგომას:

„აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“ (1 კორინთელთა 15:51-52).

„ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან; შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.“ ( 1 თესალონიკელთა 4:16-18)

მკვდრეთით აღდგომა წარმოადგენს იმას, რაც აუცილებლად მოხდება, მაგრამ იმის გამო რომ არავინ იცის ზუსტი დრო, საყვირების დღესასწაული არის მოტივაცია იმისთვის რომ მოვემზადოთ ამ დღისთვის და ვემსახუროთ, „…ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას” (ტიტე 2:13). თუ არასდროს მოგინანიებიათ თქვენი ცოდვები და გირწმუნიათ მესიის მსხვერპლის, რომელიც ჩვენთვის გაიღო, ნუ დაიცდით ნუღარც ერთი დღე! თითოეული ჩვენგანი, რომელსაც სჯერა იეჰოშუასი, შეუძლია ჰქონდეს გარანტია, რომ მიუხედავად იმისა ცოცხლები ვიქნებით თუ არა იმ დღეს, მისი მოსვლილას ყველანი აღვდგებით და ვიცოცხლებთ საუკუნოდ ჩვენს უფალთან ერთად (იოანე 3:16). მესია, რომელიც მკვდრეთით აღდგა, ეს იგივე მესიაა, რომელიც დაბრუნდება. გავიხსენოთ ჩვენი „ნეტარების იმედი“ და ვიყოთ მოტივირებულები, რომ ვიცხოვროთ წმინდა ცხოვრებით ღმერთის წინაშე.

ახლოვდება დღე, როდესაც ადამიანი პასუხს აგებს ყველაფრისთვის შემოქმედის წინაშე. თავისი დიდი სიყვარულისა და მოთმინების გამო ღმერთი არ ჩქარობს მოსვლას, „რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს” (2პეტრე 3:9). ღმერთი უშვებს გარკვეულ ვითარებებს ჩვენს ცხოვრებაში, როცა ჩვენ მის გარდა წასასვლელი არსად გვექნება.

როგორც მესიის მორწმუნეებს, ჩვენ არა მარტო გვსურს რომ ისრაელი დაუბრუნდეს თავის მიწას, არამედ თავის უფალსაც. დაე გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მოვიყვანოთ ხალხი მესიასთან, სანამ არის დაბრუნების დრო, სანამ დადგება რისხვის დღე. მოდით გადავახარისხოთ ჩვენი ცხოვრება, პრიორიტეტები, გეგმები, რამდნად ვზრუნავთ მათზე ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს ღმერთს. გაავრცელეთ კეთილი უწყება იესოს შესახებ როგორც ებრაელებში ისე არაებრაელებში, საყვირის დღესასწაულის იმედისა და მესიის დიდებული დაბრუნების მოლოდინში.

ავტორი – სემ ნადლერი

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა

მიულოცეთ იერუსალიმს
28 მაისს  ორგანიზაცია „საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან“ (ICEJ) ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმის დაბრუნებისა და გაერთიანების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საზეიმო ღონისძიება ქალაქ თბილისში სახარების რწმენის ეკლესიაში 18 საათზე გაიმართება. მოწვეული სტუმრები იქნებიან: ისრაელის ელჩი შაფთაი ცური, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და რელიგიის საბჭოს წარმომადგენლები.

სპიკერები იქნებიან: საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი, ეკლესია „სიცოცხლის სიტყვის” უფროსი ხუცესი მამუკა ჯებისაშვილი, გივი ქუთელია (ორგანიზაცია „Ezra georgia” წარმომადგენელი) და სტანისლავ მაილიანი (საერთაშორისო ორგანიზაციის „Ebenezer” საქართველო-სომხეთის წარმომადგენელი).

საზეიმო ღონისძიებას გაუძღვება სახარების რწმენის ეკლესიის მგალობელთა გუნდი ნინო გოგსაძის ხელმძღვანელობით და ასევე სახარების რწმენის ეკლესიის ბავშვთა გუნდი „ცისარტყელა“.

ისრაელი გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ დაემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს „სამარცხვინო“ რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას პალესტინაში დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

„მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, ის უმიზნებს ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ დემოკრატიას − ისრაელს და დასავლეთის კედელს „ოკუპირებულ ტერიტორიას“ უწოდებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ობამას ადმინისტრაციამ არა მხოლოდ არ დაიცვა ისრაელი უშიშროების საბჭოსგან, არამედ, პირიქით, დაეხმარა სხვებს მის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებაში.

BBC-ის ინფორმაციით ისრაელს მსგავსი რეზოლუციებისგან, ჩვეულებისამებრ აშშ-ს ვეტო იცავს, თუმცა უშიშროების საბჭოზე კენჭისყრისას აშშ-მ თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას. გაეროს რეზოლუცია, რომელსაც მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა, ისრაელისგან მოითხოვს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას.

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სამანტა პაუერმა, განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ერთსულოვნად თანხმდება იმაზე, რომ ისრაელის მიერ მშენებარე დასახლებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

წყარო: http://www.bbc.com/

გერმანიის ლუთერანულმა ეკლესიის სინოდმა აღიარა რომ დამნაშავეა ანტისემიტიზმის გაღვივებაში
შეხვედრა გაიმართა შაბათს გერმანულ ერფურტში, გვამცნობს TACC. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო მარტინ ლუთერის ანტიებრაული გამონათქვამები. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს საბოლოო დოკუმენტი. ეკლესია გაემიჯნა ლუთერის გამონათქვამებს, ასევე აღიარა რომ ეს იდეები გამოყენებული იყო ნაცისტების მიერ, ებრაელების განადგურების გასამართლებლად. საბოლოო რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სინოდი აღიარებს „დანაშაულსა და არასწორ დამოკიდებულებას მთელი გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის სახელით, რომელშიც თეოლოგოურად  დადასტურებულ ანტისემიტიზმი გადაეცემა ამ დრომდე, თითქოს ეს სახარების ნაწილი იყოს“.

1 ნოემბერს, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, რეფორმაციის 500 წლისადმი მიძღვნილი სამახსოვრო წელი. შემდეგი წლის 31 ოქტომბრამდე გაიმართება ასობით ღონისძიება. 1517 წლის 31 ოქტომბერი ითვლება რეფორმაციის სათავედ. სწორედ ამ დღეს გამოაქვეყნა ლუთერმა ტაძრის კარებთან თავისი „95 თეზისი“ – დოკუმენტი, რომლისგანაც დაიწყო პროტესტანტიზმი.

წყარო-http://www.vesti.ru/doc.html?id=2823679#