სმენა და შესრულება

unnamed-2-365x200

 

{რიცხ.20: 1-8}  მივიდნენ ისრაელის ძენი, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს. და შეჩერდა ხალხი კადეშში, იქ მოკვდა მირიამი და იქვე დაიკრძალა.

არ ჰქონდა თემს წყალი და შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ.

ედავებოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: “ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე.

რისთვის მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რათა აქ დავიხოცოთ ჩვენ და ჩვენი საქონელი?

რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან? იმისათვის, რომ ამ უკაცრიელ ადგილზე მოგეყვანეთ, სადაც არც სათესი ადგილია, არც ლეღვია, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი?”

წავიდნენ მოსე და აჰარონი კრებულისგან საკრებულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადათ უფლის დიდება.

უთხრა უფალმა მოსეს:

“აიღე კვერთხი და შეკრიბეთ თემი შენ და აჰარონმა, შენმა ძმამ; მათ თვალწინ უთხარით კლდეს და მოგცემთ თავის წყალს; გადმოსჩქეფს კლდიდან წყალი და ასვი შენს თემსა და მათ პირუტყვს”.

ეს თავი ყოველთვის გაუგებარი იყო ჩემთვის. სანამ უშუალოდ განვიხილავ კონკრეტულ ადგილს, მანამდე მცირეოდენ შესავალს გავაკეთებ.

ბიბლიაში წერია, რომ მირიამის სიკვდილს შემდეგ,  ისრაელი უწყლოდ დარჩა. ებრაული ტრადიცია გვასწავლის, რომ მირიამს მოშეს დას, კლდე, რომლიდანაც წყალი მოდიოდა და ისრაელი სვამდა ამ წყალს, მას თან დაჰყვებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქრისტიანებისათვის, სწორედ პავლე მოციქული კორინთელთა წერილებში გვაძლევს ამ ებრაული ტრადიციაზე მიდრაშს (განმარტებას, სწავლებას ). ის გვასწვალის, რომ ეს კლდე იყო იშუა ჰა მაშიახი (იესო ქრისტე ) 1კორ. 10 :4
,,და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.“  საინტერესოა ის, რომ  ეს ისტორია თორაში არ წერია,  როგორც ჩანს, პავლე აქ, იმ  ზეპირსიტყვიერ გადმოცემას  მიმართავს, რომელიც მაშინ და დღესაც არსებობს ებრაელ ერში. ამიტომ, მე თვლი, რომ ქრისტიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს ბიბლიის სწორ გაგებაზე, სულ მცირე წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს ებრაულ წყაროებზე, რადგანაც თვით პავლე იყენებდა ზეპირსიტყვიერ გადმოცემებს ! მაგრამ აქ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ რადგანაც არსებობს გადმოცემები რომლებიც თვითონ ბიბლიას ეწინაღდმეგება და მათ შეუძლია დიდი ზიანის მოტანა რასაც ვხედავთ ტრადიციულ ქრისტიანობასა და იუდაზმში. ერთადერთი და ჭეშმარიტი საზომი ეს არის თავად ბიბლია, გავიხსენოდ თუ როგორ შესცოდა ისრაელმა როდესაც ოქროს ხბო ჩამოასხეს, არადა მათ უკვე ქონდათ მიცემული აღთქმის წიგნი რომელიც მოსემ დაუწერა მათ, ისრაელს ამ წიგნით რომ  ეხელმძღვანელად არ ჩავარდებოდენ კერპტაყვანისცემლობაში. ფაქტიურად ისრაელის რწმენა დამყარებული იყო მოსეს ფიგურაზე და არა იმაზე რაც მოსემ დაწერა უფლის შთაგონებით, დღეს ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია რომ ჩვენ რწმენა უნდა დავამყაროდ ღმერთის სიტყვაზე და არა პიროვნებებზე ან ლიდერებზე და არც ტრადიციაზე! ტრადიცია კარგია მაგრამ მას აქვს დიდი ნაკლი ის ცვალებადობას ტრასნპორმაციას ექვემდებარება ხოლო ღმერთის სიტყვა უცვლელია უკუნისამდე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  დიდი ხნის განმავლობაში ჩემში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა  თორის ეს  მონაკვეთი: {რიცხ.20:9:13} ,,და აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა.შეკრიბეს მოსემ და აჰარონმა კრებული კლდესთან და უთხრა მათ: “ისმინეთ, ურჩებო, ამ კლდიდან გადმოგიჩქეფოთ წყალი?”აღმართა მოსემ ხელი და ორჯერ დაჰკრა კვერთხი კლდეს. გადმოსკდა წყალი უხვად და სვა თემმა და მისმა პირუტყვმა. უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: “რადგან არ მერწმუნეთ და არ გამოავლინეთ ჩემი სიწმიდე ისრაელის ძეთა თვალწინ, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული”. მერიბას წყალი იყო ეს, სადაც უფალს შეედავნენ ისრაელიანნი და წმიდად გამოჩნდა იგი მათში.

საინტერესოა, თუ რა მიზეზის გამო გაუწყრა ღმერთი მოსეს და აჰარონს, მოსემ ხომ ყველაფერი ისე შეასრულა რაც უფალმა უთხრა? ბიბლიის ერთ–ერთი უნიკალური თვისება გახლავთ ის, რომ ყოველჯერზე მისი წაკითხვისას,  ჩვენს წინ იხსნება  ის სიღრმეები, რომელსაც ადრე არ ვაკვირდებოდით ან ვერ ვხედავდით . ამიტომ ვთვლი, რომ  მორწმუნე ადამიანს ბიბლიასთან მაქსმიალურად ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და სწავლობდეს მას არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ, დაწერილი სიტყვის ცხოვრებაში განსახორციელებლად.  დიდი  ფიქრის შემდეგ, დავაკვირდი, თუ რას ეუბნება ღმერთი მოსეს. ,,აიღე კვერთხი, და შეკრიბეთ თემი შენ და აარონმა, შენმა ძმამ. და უთხარით კლდეს მათ თვალწინ, და მოგცემთ ის თავის წყალს“  ანუ, უფალი ეუბნება, რომ კლდისთვის უნდა ეთქვა და ის მისცემდა წყალს და არა კვერთხი დაერტყა.   აი, სწორედ  ამ ფაქტორმა მოჰფინა ნათელი ჩემს კითხვას.  თორის ამ მონაკვეთს ძალიან საინტერესოდ  განმარტავს  უდიდესი რაბინი, რაში : „მოსე, სიბრაზემ  შეიბყრო და მან შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, იმის მაგივრად, რომ მიემართა კლდისთვის, როგორც უბრძანა ყოვლისშემძლე გამჩენმა, მან კვერთხი ორჯერ დაჰკრა მას. თუ მოსე, უბრალოდ უბრძანებდა კლდეს, ის  მას დაემორჩილებოდა და მისცემდა წყალს. ისრაელის ღმერთს სურდა ხალხს დაენახა, რომ, თუ თვით უსიცოცხლო კლდეც კი ემორჩილება მოსეს სიტყვებს და იგი გადმოსცემდა უფლის ნებას, მით უფრო მართებდათ ცოცხალ ადამიანებს ღმერთის მოსმენა და დამორჩილება. აგრეთვე, ამ სასწაულით უფალს სურდა, რომ ისრაელს, გაძლიერებოდა ღმერთისადმი რწმენა , რადგანაც ნებისმიერი ადგილიდან  შეეძლო  ღმერთს  სიტყვით, წყლის მიცემა.“

სწორედ აქ არ დაემორჩილნენ  აჰარონი და მოსე, ამიტომაც ეუბნება მათ ღმერთი „ არ მერწმუნეთ“ – ორიგინალში წერია { ლო ამანאמן  לא}. სიტყვა რწმენა – ნიშნავს:  ურყვევს, მდგრადს, საიმედოს  და აღზრდას. აი ეს ვერ წარმოაჩინა მოსემ, უფალს  სურდა რომ უდაბნოში ისრაელის წამოზრდილ ახალ თაობას უფალის მიმართ ჰქონოდათ რწმენა.

მოსეს ხელი შეუშალა ორმა ფაქტორმა, რომელიც ჩვენთვის გაკვეთილად უნდა იქცეს.

პირველი ეს არის სიბრაზე, მოციქული იაკობი გვაფრთხილებს რომ:  „რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს“ (იაკ.1:20 )

ასევე პავლე მოციქულიც გვაფრთხილებს (ეფ.4:26 ) თუ განრისხდებით, ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაში.

ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ, თუ რას ფქორობენ ებრაელი სწავლული რაბინები რისხვაზე : „ ჯოჯოხეთის ძალები ბატონობენ განრისხებულ ადამინზე,“  „არ განრისხდე და არ შესცოდავ“,  „სამი რამით შეიცნობა ადამიანი და ერთ–ერთი განრისხებაა“, „განრისხებული ადამინიდან გადის მისი სული“ , „განრისხებული ადამიანი ცუდი მასაწავლებელია.“ აი, ამ ბოლო გამოთქმაზე მინდა შევჩერდე, რომელიც „პირქეი ავოთიდანაა“(მამათა სწავლებიდან). როგორც დავინახეთ, სწორედ განრისხებული მოსე   გახდა ცუდი მასწავლებელი ისრაელისათვის, რადგან მან ვერ წარმოაჩინა ღმერთის რწმენა და სიწმინდე.

ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ რწმენის შესახებ, ახლა ვნახოთ თუ რას ნიშნავს სიწმინდე. სიტყვა წმიდა არის: { კადოშ –  קדש} რაც გამოყოფილს, მიძღვნილს ნიშნავს. თუ ჩვენ კონტექსტს დავაკვირდებით, მივხდებით ღმერთის ჩანაფიქრს. უფალს სურდა, ისრაელს გაეგო, რომ ღმერთი გამოყოფილი  და მიღძვნილი იყო მათთვის და არ არსებობს სხვა ღმერთები, რომლებსაც შეეძლოთ სიტყვით კლდე წყლის მდინარედ ექცია. აი, ეს არის ის, რის გამოც ღმერთმა უთხრა მოსეს და აჰარონს: “რადგან არ მერწმუნეთ და არ გამოავლინეთ ჩემი სიწმიდე ისრაელის ძეთა თვალწინ, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული”.

მეორე მიზეზი თუ რატომ ვერ შეძლო მოსემ უფლის ზუსტი დავალების შესრულება, ეს არის მისი წარსული გამოცდილება. (გამ.17:6 )
,,მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა იქიდან წყალი, და დალევს ხალხი.“ და ასე გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

 ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაშიც დგება მომენტები, როდესაც საკუთარი  გამოცდილება ხელს გვიშლის სწორედ გავიგოთ თუ რას გვეუბნება უფალი. მოსე, სწორედ თავის წარსულ გამოცდილებას ენდო და არა გამჩენის  სიტყვას. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ  ისრაელის ისტორიას, დავინახვათ, რომ ღმერთი არასდროს იმეორებდა ერთი და იგივე სასწაულს. თითოეული მათგანი განსხვავდებოდა ერთამენთისგან თავისი თვისებებით და შინაარსით, რადგანაც ყველა სასწაული მხოლოდ სასწაულის გამო კი არა ხდებოდა,  არამედ რაღაც ახლის გასააზრებლად. მთავარი მიზანი, რაც  უფალს სურდა  მოსესა და ისრაელისათვის იყო ის, რომ ადამინებს ესწავლათ  ღმერთის სიტყვის მოსმენა და მისი შესრულება. სწორედ პირველი და უმთავრესი მცნება იწყება: ისმსინე ისრაელო „ შმა ისრაელ“  {რომ. 10:17 } ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.

ამიტომაც  ამ თავს  თორაში, ხუკათ ჰქვია, – რომელიც წესდებას, დადგენილებას ნიშნავს,  ზოგიერთი რაბინი მას ასევე  სმენას,  მოსმენას უწოდებს,  მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ…

მადლობთ ყურადღებისათვის.

ავტორი- საერთაშორისო ქრისტიანული სალჩოს იერუსალიმის

გენერალური მენეჯერი გიორგი ჯიჯიეშვილი