იომ ჰა-ბიქურიმ

13413700_998382563612910_6713735150258812501_n

შავუოთი
,,ჩვენ ხალხი მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ თორის ხალხი ვართ!“,,..
,,და დაიცავი შავუოთი, პირველნაყოფთა დღესასწაული, როცა დაიწყებ ხორბლის აღებას!“
ამ დღესასწაულს ოთხი სახელწოდება აქვს: შავუოთი, იომ ჰა-ბიქურიმ, აცერეთ და თორის ბოძების დღე.
სახელწოდება ,,შავუოთი“ გამომდინარეობს იმ შვიდი კვირიდან, რომლებსაც ფესახიდან ავითვლით. ეს შვიდი კვირა სრულდება 6 სივანის წინ, რომელიც ფესახიდან ორმოცდამეათე დღეა. წიგნში ,,ტურ ბარეკეტ“ რაბი ხაიმ ბენ ატარი შესანიშნავ აზრს გვიზიარებს: სიტყვა ,,შავუოთი“ შეიძლება წავიკითხოთ როგორც ,,შვუოთ“ (ამასთან ყველა თანხმოვანი ინახება). ასეთ შემთხვევაში ის ნიშნავს არა ,,კვირეებს,“ არამედ ,,ფიცებს.“ მრავლობითი რიცხვი მიგვანიშნებს, რომ ეს დღესასწაული ერთდროულად ორ ფიცს უკავშირდება:
1. ფიცი, რომელიც დადო სინაის მთასთან შეკრებილმა ისრაელის ხალხმა თორის მიღების დღეს — ,,ნაასე ვენიშმა!“
2. ფიცი, რომელიც დადო უზენაესმა: ,,არასდროს შევცვლი ჩემს რჩეულ ხალხს სხვა ხალხით.“
იომ ჰა-ბიქურიმ — ეს სახელწოდება უკავშირდება ებრაელების მიერ ტაძარში ,,საკუთარი მიწის პირველი ნაყოფების“ მიტანას. ამით ისინი უზენაესის მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ, რომელმაც მათ სამფლობელოში ეს მიწა და მასზე მოწული უხვი მოსავალი მისცა. ბიკურიმი მიჰქონდათ მხოლოდ იმ შვიდი მცენარიდან, რომლითაც ისრაელის მიწაა ქებული: ხორბალი, ქერი, ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, ზეთისხილი და ფინიკი. ბიკურიმის მიტანის რიტუალი ძალიან საზეიმო იყო და ბევრი ხალხი მონაწილეობდა. იკითხებოდა თორა, კითხვა კი სრულდებოდა დეკლარაციით: ,,აი, ახლა, მე მოვიტანე მიწის პირველნაყოფები, რომლებიც შენ მომეცი, ღმერთო!“
თალმუდი შავუოთს ,,აცერეთს“ უწოდებს, რაც მიანიშნებს, რომ შავუოთი ფესახის დღესასწაულის დასასრულია, ერთგვარად მისი ,,მერვე“ დღეა, ისევე, როგორც შმინი-აცერეთია სუქოთის მერვე დღე.
რაც შეეხება სახელწოდებას ,,თორის ბოძების დღესასწაული,“ ის ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტედან გამოსვლა, რომელიც ფესახში აღვნიშნეთ, იყო არა თვითმიზანი, არამედ სამზადისი თორის მისაღებად. შავუოთის ლოცვებში ხშირად მეორდება სიტყვები: ,,შავუოთის ეს დღესასწაული, ჩვენი თორის ჩუქების დრო..“ რატომ ვამბობთ ,,ჩუქების დრო“ და არ ვამბობთ ,,თორის მიღების დრო?“ იმიტომ, რომ ჩუქება მოხდა ერთ გარკვეულ დღეს, ხოლო თორის მიღება ხდება მუდმივად, ყოველდღიურად. ჰალახის მიხედვით, 6 სივანს თორის ჩუქების დღე აღინიშნება.
ხაგ შავუოთ სამეახ!