თორის საკვირაო თავი ,,ემორ“

13260034_986254238159076_4844251584789839057_n

ვაიკრა (ლევიტები) 21:1- 24:23
საკვირაო თავი ,,ემორ“ იწყება ერთობ სამწუხარო თემებზე – გარდაცვალებასა და დაკრძალვაზე საუბრით და სრულდება ებრაული წელიწადის ყველა დღესასწაულისა და მათთან დაკავშირებული კანონების აღწერით: შაბათი, ფესახი, შავუოთი, როშ ჰაშანა, იომ ქიფური, სუქოთი. ერთ საკვირაო თავში ურთიერთსაწინააღმდეგო თემების — მწუხარებისა და სიხარულის ასეთ სიახლოვეში ჩვენი ბრძენები ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილისთვის საჭირო მიზეზს ხედავენ: უბედურების ჟამს, ყველაზე მძიმე დროსაც კი არასდროს დაკარგო იმედი, ხელი არ ჩაიქნიო და არ მისცე ცუდ ფიქრებს უფლება დაგჯაბნონ – სიმშვიდისა და მხიარულების დრო კიდევ მოვა. სამწუხაროდ, დარდისა და წარუმატებლობის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს, ძალიან იშვიათია უღრუბლო ცხოვრება, დრო ყველაზე დიდ მწუხარებასაც კი კურნავს, სწორედ ამის შესახებ აქვს ნათქვამი აბრაჰამ იბნ ეზრას: ,,ნუ გეშინია განთიადის – უსიამოვნებები როგორც მოვიდნენ, ისევე წავლენ..“ თავის მეორე ნაწილში ჩამოთვლილია ებრაული კალენდრის დღესასწაულები. საკვირაო თავში ,,ემორ’’, უზენაესი მოშეს ეუბნება: ,,ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი მათ: ღმერთის დღესასწაულები – წმინდა კრებულები…აი, ჩემი დღესასწაულები: ექვსი დღე ჰქმენით ყოველი სამუშაო, მეშვიდე დღე – შაბათია, წმინდა კრებული, შაბათი დაშოშმინებისა, არავითარი სამუშაო არა ჰქმნათ, ეს გამჩენის შაბათია თქვენი დასახლების ყველა ადგილზე.’’
რებე თავის საუბრებში აღნიშნავდა, რომ ექვსი სამუშაო დღე —,,მეშვიდე, დასვენებისა და სიწყნარის დღისთვის” მოსამზადებელი პერიოდია. აქედან გამომდინარე, სიტყვები -,,ექვსი დღე ჰქმენით ყოველგვარი სამუშაო’’ – ასე უნდა გავიგოთ: ჩვენ ხსნისა და გათავისუფლებისთვის სამყაროს მომზადების მისია გვაკისრია. ხსნის დღე კი სწორედ ის ,,მეშვიდე დღე’’ იქნება! არა უბრალოდ განცდებისაგან დასვენების შაბათი, არამედ დღე, რომელიც კაცობრიობის ისტორიას შეავსებს და შეცვლის. თავი სრულდება ინციდენტის აღწერით, როცა ადამიანი ბილწსიტყვაობისთვის დასაჯეს, ასევე მკვლელობის, ზიანის მიყენებისა და ქონების დაზიანების შემთხვევაში გამოსაყენებელი დასჯის კანონების ჩამონათვალით.

,,ორი დანაშაული ერთი ხელის მოსმით”13263820_986254138159086_1050282346557180322_n
,,სუფთა მაგიდაზე გამჩენის წინ…“ (24:6)
სიტყვა הונאה-ს აქვს ორი მნიშვნელობა: მოტყუება და მორალური ზიანის მიყენება. საიდან უნდა ჰქონდეთ ებრაელებს ასეთი თვისებები, ისინი ხომ მორიდებით, კეთილშობილებითა და სათნოებით არიან ცნობილი?
არის ერთი ასეთი ანეგდოტი: ,,აბრამი მთელი ღამე ლოგინში წრიალებდა და ვერ იძინებდა. სარა ეკითხება: ,,რა მოგივიდა, აბრაშა, რატომ ვერ იძინებ?
ეჰ, სარა…მოიშას ხუთასი მანეთი ვესესხე და არ ვიცი, როგორ დავუბრუნო!
სარა წამოდგა და კედელზე მუშტების ბრახუნი ატეხა, თან ყვირის: მოიშაა! მოიშაა!
კედლის მიღმა მოიშას ხმა გაისმა: რა მოხდა სარა, რა ამბავია?
სარა ქმარს მოუბრუნდა და უთხრა: საკმარისია აბრაშა, დაიძინე, ეხლა მოიშა იფხიზლებს!“
ამ ანეგდოტის გმირმა ორი მცნება ერთად დაარღვია: ფინანსური ტყუილი და მორალური ტკივილის მიყენება. აქ ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ ხშირად ადამიანები ერთმანეთს ტკივილს აყენებენ და თვლიან, რომ ეს ,,კარგი განზრახვით“ და ,,მისთვის სასიკეთოდ“ უნდოდათ. სწორედ მასზეა მინიშნება ჩვენს საკვირაო თავში. ტაძრის ყველა ჭურჭელს თორა ,,სუფთას“ უწოდებს: ,,სუფთა ლამპადა,“ ,,სუფთა მაგიდა,“ მაგრამ სამსხვერპლოზე აღარ ამბობს – ,,სუფთა სამსხვერპლო.“ რატომ? იმიტომ, რომ მას სისხლს ასხურებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლშეწირვა უდიდესი მცნებაა, თორა მაინც თავს იკვებს მას ,,სუფთა“ უწოდოს.
მსგავსია დავიდ მეფის შემთხვევაც: უზენაესმა მას უთხრა, რომ ტაძარს ვერ ააშენებდა, რდგან ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი. მიუხედავად იმის, რომ ყველა ომს თორის ბრძენების თანხმობით აწარმოებდა და წინასწრმეტყველთა დახმარებით უზენაესთან ათნხმებდა. მაგრამ სისხლისღვრა სისხლისღვრაა….
აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ: არ შეიძლება ტყუილი, თაღლითობა და სხვა ადამიანებისთვის მორალური სატანჯველის მიყენება, თუნდაც გვეჩვენებოდეს, რომ ამას კეთილი განზრახვით ვაკეთებთ….და რა ხდება მაშინ, როცა განზრახვა კეთილი არ არის და სარჩულად შური, შურისძიება და მომხვეჭელობა უდევს?
შაბათ შალომ!