ხანუქა- სინათლის დღესასწაული! გაქვთ თუ არა იმედი რომ სინათლეს იხილავთ?

hanukkah

 

ხანუქა! რვა დღე, ჩვენ ებრაელები, ვანთებთ ხანუქას მენორას და ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, მაკებელებს, რომელთაც გაათავისუფლეს იერუსალიმი, გაასუფთავეს ძველი ტაძარი და ისევ აანთეს მარადიული სინათლე.

ხანუქა! ამ დღეებში ჩვენი სახლები სავსეა სინათლით. გაქვთ თუ არა იმედი, რომ იხილავთ სინათლეს? ჩვენ გვჯერა რომ კი, მაგრამ ჩნდება ერთი პრობლემა…

იცოდეთ, მოულოდნელმა სინათლემ შეიძლება ტკივილი მოგვიტანოს, გაგვახსენოს ის, რომ ჩვენი ცხოვრება არც ისეთი ნათელია, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ყველაზე ნათელ დღეებშიც კი ჩვენ ისე ვგრძნობთ თავს თითქოს სიბნელეში ვხეტიალობთ. გარეგნულად ჩვენი ცხოვრება შეიძლება ძალიან ნათელი ჩანდეს, როგორც სანთლები, რომლებსაც ვანთებთ ხანუქაზე. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი შინაგანი ცხოვრება ბნელია.

დაბნელებულია ჩვენი შიშითა და გულისთქმებით. დაბნელებულია ჩვენი ეჭვებითა და სიძულვილით. დაბნელებულია ჩვენი თვითგამართლებითა და სიამაყით. დაბნელებულია ჩვენი ცოდვებით.

ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ ვიმსაზურებთ სამსჯავროს. ჩვენ ვიმსახურებთ მუდმივობის გატარებას იმ ადგილას, რომელსაც აღწერს, როგორც სიბნელეს და მდგომარეობას სადაც სამუდამოდ მიტოვებულები ვიქნებით ღმერთისგან.

გულის სიღრმეში ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხორება სიბნელეში დავდივართ. გულის სიღრმეში ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვესაჭიროება სინათლე. მაგრამ როგორ? ღმერთი არის სინათლე. და ღმერთი არის სიყვარული

ჩვენი სიყვარულით  მესია, იშუა ხა მაშიახი მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა მკვდრეთით, ზუსტად ისე, როგორც დაწერილი იყო ებრაულ წერილებში- ბიბლიაში. როდესაც ის მოკვდა, მან განიცადა ღმერთის სამსჯავროს აბსოლოტური სიბნელე. მკვდრეთით აღდგომით, დაგვანახა, რომ მისი სიკვდილი საკმარისი საფასურია ჩვენი ცოდვებისთვის. როდესაც ვინანიებთ, და ვაღიარებთ მას ჩვენს უფლად და მხსნელად, ის გვპატიობს ჩვენ ცოდვებს და ავსებს ჩვენს ცხოვრებას ღმერთის სინათლით, კურთხევებითა და სიმშვიდით.

ხანუქა! გაქვთ თუ არა იმედი, რომ სინათლეს იხილავთ? იეშუამ თქვა:

მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი” (იოანე 8:12) 

ამ ხანუქას იეშუა ხა მაშიახის  ნათელს შეუძლია გაგინათოთ ცხოვრება და დაგაბრუნოთ ღმერთთან – აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთთან.

ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! ” (შაიჰუ 2:5).