სასიკვდილო ანტი-ისრაელური თეოლოგიური შეცდომა

xbo2xrTX

 

იდეა იმის შესახებ, რომ ღმერთმა დაამთავრა ყველაფერი ებრაელებთან და ღმერთის გეგმაში ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი- ეს არა მხოლოდ თეოლოგიური  შეცდომა, არამედ სასიკვდილო

ეს  იყო  სწორედ  ის  ცრუ ღვთისმეტყველება რომელმაც  გაღვივა სიძულვილის ცეცხლი ებრაელთა მიმართ.   ერთ ერთი  ყველაზე პატივდებული  საეკლესიო მამა  იოანე ოქროპირმა (347–407)  ერთხელ ესეთი  განაცხადი  გააკეთა

ღმერთს სძულს ებრაელები და განკითხვის დღეს მათ, ვისაც ეცოდება ებრაელები,  ეტყვის: “მომშორდით, რადგან თქვენ ჩემი მკვლელების თანამზრახველები ხართ!” ამიტომ გაიქეცით მათი შეკრებებისგან, გაექეცით მათ სახლებს და სიძულვილით მოეპყარით მათ სინაგოგებს.” 

700 წლის შემდეგ ამ განცხადების გარეშე ვერ წარმოიშვებოდნენ ჯვაროსნები.

ეს იყო ასევე ის ცრუ თეოლოგია, რომელმაც  ებრაელების მიმართ სიძულვილი გამოიწვია დიდ რეფორმატორ მარტინ ლუთერში (1483-1546), რომელმაც მისცა გერმანელ თავადებს ასეთი რჩევა:

პირველ რიგში დაწვით მათი სინაგოგები და სკოლებიმეორე, მე გირჩევთ, რომ მიწასთან გაასწოროთ მათი სახლებიამის მაგივრად მათ შეუძლიათ იცხოვრონ ან სარდაფებში ან კარვებში, როგორც ბოშებსმესამე, გირჩევთ რომ მათი ლოცვის წიგნები და თალმუდი, რომელიც ასწავლის კერპთაყვანისმცემლობას, სიცრუეს, წყევლას და ღვთისგმობას, წაართვათ მათ. მეოთხე, გირჩევთ რომ მათ რაბინებს აუკრძალოთ ყოველგვარი სწავლებები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვის შიშით.”

 (უფრო მეტი მაგალითი არის ჩემს წიგნშიჩვენი ხელები სისხლშია ამოსვრილი” “Our Hands Are Stained With Blood”) 

 ამ მომაკვდინებელ სიტყვებს ხორცი შეასხა ჰიტლერმა,1938წლის  9 ნოემბრის ღამიდან დაწყებული რომელიც ცნობილია ბროლის ღამე, როდესაც ნაცისტი ოფიცრის რეინხარდ ჰაიდრიხის თანახმად: “815 (ებრაული) მაღაზია იქნა დანგრეული, 171 სახლი დაინგრა და გადაიწვა, 119 სინაგოგა გადაიწვა და კიდევ 76 მთლიანად დაინგრა… დაკავებულ იქნა  20 ათასი ებრაელი, მოკლული  36 ებრაელი  და ამდენივე სერიოზულად დაჭრილები.”

antiisr2

 

 

ეს არის პირდაპირი შედეგი  აბსოლოტურად გაუმართლებელი თეოლოგიისა, რომელიც ამართლებდა მსგავს საშინელ ქმედებებს. (ნაცისტები აშკარად არ იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ იყო “ქრისტიანული” ანტისემიტური ევროპის ხანა, რომელმაც ჰოლოკოსტი რეალობად აქცია).

ეჭვგარეშეა, რომ დღესაც არიან კარგი ქრისტიანები, რომლებიც იგივე თეოლოგიურ შეცდომას იმეორებენ, თუმცა საკუთარ თავებს საერთოდ არ თვლიან ანტისემიტებად, უარს ამბობენ ყოველგვარ სიძულვილზე და ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებზე.

მაგრამ სამწუხარო ისტორიული ფაქტია ის, რომ ზუსტად ამ თეოლოგიამ გაუხსნა კარები “ქრისტიანულ” ანტისემიტიზმს წარსულში, და დღევანდელობასაც ემუქრება ეს საფრთხე.

ახლახანს ჩატარებულ მესამე კონფერენციაზე “Christ at the Checkpoint”, რომელიც ტარდებოდა ძველ ქალაქ ბეთლემში, განიხილებოდა მსგავსი საკითხები, რომლებიც ჯერ მხოლოდ თეოლოგიური აბსტრაქციებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არასწორ თეოლოგიას მივყავართ არასწორი ქმედებებისკენ.

საქმეების 1 თავის მიხედვით, მას შემდეგ რაც მოწაფეებმა 40 დღე გაატარეს იესოსთან აღდგომის შემდეგ, როდესაც ლაპარაკობდნენ “სასუფეველზე”, მის ერთგულ მიმდევრებს სურდათ ერთი კითხვის დასმა. მათ იკითხეს: „უფალო, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“

უთხრა მათ: “თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კარგი კითხვაა, და მართლაც არის კავშირში იმ ყველაფერთან რაზეც ვლაპარაკობდით, მაგრამ საკითხავი ის არის, როდის მოხდება ეს ყველაფერი, როდის აღუდგენს ღმერთი ისრაელს მეფობას- ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ ჩვენს მისიაზე.

თუმცაღა, ჯონ კალვინს დიდად არ აინტერესებდა იესოს პასუხი. როგორც აღნიშნავს, პოლ რ.ვილკინსონი თავის წიგნში “ქრისტიანული სიონიზმის გაგება” (Understanding Christian Zionism) კალვინი ამტკიცებდა, რომ:

“მოწაფეების შეკითხვაში იმდენივე შეცდომა იყო რამდენიც სიტყვა”, ამან აჩვენა ის რომ მიუხედავად იმისა რომ ჰყავდათ კარგი მოძღვარი, მაინც ცუდი მოწაფეები იყვნენ, და როდესაც იესომ თქვა, რომ “ისინი მიიღებენ ძალას” მან ხაზი გაუსვა მათ უგუნურობას “.

ვილკინსონი ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ “მე -5 საერთაშორისო კონფერენციაზე საბეელში (ეს არის ანტი-სემიტური კონფერენცია) 2004 წელს, მიტრი რეხაბმა უსაყვედურა მოწაფეებს რომ ისინი იყვნენ” შეზღუდულები  ბრმები და ნაციონალისტები ამ შეკითხვის გამო”.

სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი ადგილების ინტერპრეტაცია ეგზეგეტიკური შეცდომა და ბიბლიურ ტექსტს მთლიანად თავდაყირა ატრიალებს.

მაგალითად, მოწაფეებს რომ ეკითხათ იესოსთვის: “უფალო, დრო ხომ არაა რომ ავიღოთ ჩვენი ხმლები და თავი მოვკვეთოთ ჩვენს მტრებს?” ის არ უპასუხებდა: “თქვენი საცოდნელი არ არის დროები და ვადები მტრის დასამარცხებლად. თქვენ უბრალოდ კონცენტრირება გააკეთეთ სახარების ქადაგებაზე”.არამგონია! ამის მაგივრად ის კონკრეტულ დროებს და ვადებს ეტყოდა.

მაგრამ ეს ის არაა, რასაც ის აქ აკეთებს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამ სიტყვებს ყველა ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს: “იდიოტებო! ნუთუ არ იცით, რომ ისრაელთან დავამთავრე ყველაფერი? ნუთუ არ იცით, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი? ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ ეს? “

ამის მაგივრად ის უბრალოდ ეუბნება, რომ მათი საცოდნელი არ არის დროები და ვადები, როდის აღადგენს ღმერთი ისრაელს. (ეს არის ის რასაც ამტკიცებდა იესო, პეტრე და პავლე; იხ. მათე 19:28; საქმეები 3: 19-21; რომაელთა 11: 28-29, 15: 8) მათი მისია მხოლოდ ის იყო, რომ ყოფილიყვნენ მისი მოწმეები.

სამწუხაროდ, ჩვენ დროში ვხედავთ რომ იზრდება იმ ქრისტიანთა რიცხვი, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, მე იმას არ ვგულისხმობ რომ ისინი აკრიტიკებენ ისრაელს როცა გასაკრიტიკებელია, არამედ როცა უარყოფენ ყველა აღთქმის ასრულებას ისრაელზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჰგონიათ, რომ ისრაელისთვის აღარ არსებობს არავითარი წინასწარმეტყველური დაპირებები. ხშირად ამ ქრისტიანების სიძულვილი ებრაელების მიმართ დაფარულიც კი აღარაა.

ფრთხილად იყავი ღმერთის ერო!
ისტორია შეიძლება ძალიან მარტივად განმეორდეს იქამდეც კი რომ იესოს სახელსაცა გმობას დაუცყებენ, ეკლესის გაუკუღმართობამდე და სულიერ და ფიზიკურ შეურაცყოფობმდე ებრაელი ხალხისა. თუ ჩვენ არ გვექნება სწორი ბიბლიური ღვთისმეტყველება.
საბოლოო ჯამში მე უბრალოდ გაგაფრთხილეთ.

ავტორი – დოქტორ მაიკლ ბრაუნი.

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა .

წყარო –  http://ieshua.org/