თაყვანისცემის თავისუფლება

12

 

რელიგია გვასწავლის თაყვანისცემის ძალიან ბევრ საშუალებას… ყველა შესაძლო კანონიკურ საშუალებას.  თანამედროვე იუდაიზმში არსებობს სიდური, რომელიც მკაფიოდ გვეუბნება, რა გავაკეთოთ, როდის და როგორ. “პარასკევს დაამატეთ ეს ლოცვა…” ძალიან ბევრ ეკლესიაში ანთებენ სანთლებს, რომ უფრო მეტად განეწყონ სალოცავად. ზოგიერთი რელიგია გვასწავლის, რომ მოვინახულოთ ადგილები, როგორებიცაა მექა ან ვატიკანი, ან სულაც გოდების კედელი, რომ ღმერთთან უფრო ახლოს ვიყოთ.

სინამდვილეში სიმართლე ის არის, რომ ღმერთი არც მექაშია, არც ვატიკანში და არც გოდების კედელის უკან. როგორც ებრაელს, მე ძალიან მიყვარს გოდების კედელის მონახულება, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ ღმერთის თანდასწრება უფრო ძლიერია ვიდრე სხვაგან. მე მივდივარ იქ რადგანის ჩემი ისტორიის და ერის ნაწილია. ბიბლია ამბობს რომ ღმერთი ახლა შენობებში აღარაა: მაგრამ მაღალი არ არის ხელით ქმნილში დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს“. (საქმეები 7:48) მაშინ სად არის ის?

“რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“. (2 კორინთელთა 6:16)

ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?”(1კორინთელთა.3:16)

ღმერთი ჩვენშია და არა რომელიღაც “წმინდა ადგილზე”. სადაც ჩვენ ვართ, იქ არის ღმერთის თანდასწრებაც!

ზოგიერთი რელიგია ფოკუსირებულია ადამიანებზე. როგორც მაგალითად, კათოლიკები კოცნიან პაპის ბეჭედს (რაც არც თუ ისე ჰიგიენურია), რათა მიიღონ კურთხევა, რელიგიური იუდევლები რაბის მოსანახულებლად მიდიან- გარდაცვლილისაც კი – რათა მიიღონ სულიერი ძალა. სინამდვილეში ყოველი წლის იანვარს დაახლოებით 100 ათასამდე ებრაელი მიდის ცნობილი მაროკოელი რაბის, ბაბა სალის საფლავის მოსანახულებლად, იმის იმედით, რომ კურთხევას მიიღებენ. სამწუხაროდ გარდაცვლილ ადამიანს არ შეუძლია დაგადოს ხელი და გადმოგცეს რაღაც თავისი სულიერი ცხოვრებიდან.

სხვები მის სურათებს საკუთარ კედელზე კიდებს და ეს ერთგვარი თაყვანისცემის აქტია. მაგრამ არც ეს დაგეხმარებათ. სინამდვილეში გარდაცვლილების საფლავების მონახულება და მათთვის ლოცვა ჯადოქრობად ითვლება. ეს სრული საწინააღმდეგოა იმ თაყვანისცემისა, რაც მოცემულია ბიბლიაში.

როგორ შეგვიძლია თაყვანისცემა?

ბიბლია გვასწავლის როგორ უნდა ვცეთ თაყვანი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს არც ტრადიციებთან, არც წესჩვეულებებთან და არც გარდაცვლილ ადამიანებთან! უშუალოდ “შემას” ტექსტში, რომელიც იუდაისტური რწმენის სიმბოლოა, ჩვენ კიდევ ერთ ცნობილ ნაწყვეტს ვნახულობთ სახელწოდებით

“ვ’აჰავთა”:

וְאָהַבְתָּ אֵת יְהוָה אֱלֹהֶיךָ בְּכָל-לְבָבְךָ וּבְכָל-נַפְשְׁךָ וּבְכָל-מְאֹדֶךָ

და შეიყვარე უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“. (მეორე რჯული 6:5)

აი როგორ გამოვხატავთ სიყვარულს ღმერთის მიმართ- მთელი ჩვენი გულით, მთელი ჩვენი ძალით, მიძღვნილად, ერთგულებით, გრძნობებით და სულით. ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულს ისე, თითქოს მას ახლოს ვიცნობდეთ. თქვენ რომ რაიმე გჭირდებოდეთ ჩემგან არ დაიწყებდით ჩემი სურათების ჩამოკიდვას სახლში, არ მოინახულებდით ჩემი დაბადების ადგილს, არ დაანთებდით ჩემთვის სანთლებს- თქვენ უბრალოდ მოხვიდოდით და მეტყოდით ამის შესახებ. ჩვენ ველაპარაკებით ღმერთს როგორც მეგობარს და როგორც მეფეს.

ეროვნული საფეხბურთო ლიგა და თაყვანისცემა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის სამ თამაშზე ვიყავი და აღარ მაქვს სურვილი რომ კიდევ რომელიმე თამაშს დავესწრო. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ მირჩევნია ტელევიზორში ვუყურო. პროფესიონალური საფეხბურთო მატჩების ატმოსფერო ძალიან ახლოსაა თაყვანისცემასა და გადარევასთან. ათასობით ადამიანი იკრიბება, იცვამს, იხატავს თავს და მთელი ხმით ყვირის რათა საკუთარ გუნდს უგულშემატკივროს. და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამაზე ჩვენ არაფერს ცუდს არ ვფიქრობთ. ხშირად პირიქით ვაფასებთ კიდეც მათ ენთუზიაზმს.

ასეთი ენთუზიაზმი და თაყვანისცემა ვინმემ რომ გამოიჩინოს ღმერთის მიმართ, მის ქცევას  მაშინვე უცნაურობად და უკიდურესობად შერაცხავენ. როდესაც 2004 წელს ოპრა უინფრიმ მანქანები გადასცა თავის აუდიტორიას, ქალები რომლებმაც მიიღეს ეს საჩუქარი გადარეულებივით ყვიროდნენ და ტიროდნენ. რატომ? 20 ათას დოლარიანი მანქანის გამო.

კარგით… მე მესმის… მეც ძალიან აღტაცებული ვიქნებოდი უფასოდ რომ მიმეღო მანქანა, მაგრამ შენ იმაზე ძვირფასი რაღაც მიიღე უფასოდ, ვიდრე მანქანაა. შენი სახელი ჩაიწერა სიცოცხლის წიგნში. თუ უფასო მანქანის მიღებამ ასეთი რეაქცია გამოიწვია ადამიანებში, მაშინ რამდენად დიდი ემოცია უნდა გამოიწვიოს შენში საუკუნო სიცოცხლის მიღებამ! ჩვენი სახელები ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში! ჩვენ ღმერთთან ერთად ვიქნებით უკუნისამდე! 13

 

საუკეთესო ძველიაღთქმისეული მაგალითი ახალი აღთქმის თაყვანისცემისთის

მოდით ყველაფერი შევაჯამოთ: 1) ღმერთი არ ცხოვრობს შენობებში; 2) ახლა ჩვენ ვართ ღმერთის ტაძარი; 3) თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს მთელი ჩვენი გულით, სულით და ძალით. დავით მეფეს ესმოდა ეს. როცა აღთქმის კიდობანი შეიტანეს იერუსალიმში, მან ისე სცა თაყვანი ღმერთს როგორც იყო საჭირო.

და რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე. და სელის ეფოდი ემოსა დავითს. ყიჟინითა და ბუკის ცემით მიაბრძანებდნენ უფლის კიდობანს დავითი და ისრაელის მთელი სახლი. და როცა უფლის კიდობანი შებრძანდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოიხედა საულის ასულმა მიქალმა, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.” (2 მეფეთა 6:14-16)

(ფს.83:3 ). გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ დავითი არ ყოფილა შიშველი და საცვლებით, როგორც ამტკიცებს ბევრი. ეს იქნებოდა ვულგარული და თაყვანისცემისთის შეუფერებელი. ბიბლია ამბობს რომ “სელის ეფოდი ემოსა დავითს”. 1 მეფეთა წიგნში წერია რომ სამუელს ეცვა ხოლმე სელის ეფოდი.

ეფოდი იყო სამღვდელო სამოსელი, რომელსაც იცმევდნენ ყოველდღიური სამოსლის ზემოდან. ამ ტანისამოსში არაფერი იყო უხამსი. დავითს უბრალოდ ეცვა ძალიან მოკრძალებულად, არ ეცვა სამეფო სამოსელი, რომელიც მას დიდებულად წარმოაჩენდა, ის იყო ჩაცმული როგორც სხვა დანარჩენი ლევიანები, რომლებსაც მიჰქონდათ კიდობანი

ეს თუ გავარკვიეთ გადავიდეთ უფრო მნიშვნელივან საკითხებზე.
- დავითი როკავდა ღმერთის წინაშე
- მთელი ძალით
- შეძახილებით
- შოფარებით (ივრითულად წერია შოფარები და არა საყვირები)
- ხტუნავდა და ცეკვავდა

14

 

თუმცა ჯერ მაინც არსებობენ მსოფლიოში ისეთი ეკლესიები, რომმლებიც კოლექტიურ გულის შეტევას მიიღებენ თუ ხალხი მთელი გულით, მთელი ძალით, ცეკვით და ხტუნვით დაიწყებს ღმერთის განდიდებას.

როგორ მივედით იმ დონეზე, რომ ჩვენი ღვთისმსახურებები გახდა ასეთი მოსაწყენი და სპონტანურობას მოკლებული? ბევრმა ეკლესიამ შეამცირა საკუთარი მსახურებების დრო რათა უფრო მეტი ხალხი მიიზიდოს და უფრო მეტი მსახურება ჩაატაროს, რას ფიქრობს ამაზე ღმერთი? ცუდად ნუ გამიგებთ, მე თქვენ მხარეს ვარ. იმაზე ცუდი არაფერია ვიდრე გრძელი და მომაბეზრებელი მსახურება. თუმცა ჩვენ არასწორი ცვლილება შევიტანეთ!

თაყვანისცეის შემცირების ნაცვლად ჩვენ გვჭირდება ღმერთი უფრო მეტად! მე შევამჩნიე, რომ თუ ღმერთი მოქმედებს თაყვანისცემის დროს, ერთნინიწყებენ წინასწარმეტყველებას, მეორენი ხტუნვას, მესამენი ცეკვას და ა.შ.  და არავინ არის ხოლმე ამის გაგრძელების წინააღმდეგი.

თუმცაღა ქარიზმატულ ეკლესიათა უმრავლესობაში, დღეს, მსახურების განრიგში არ არის ადგილი წინასწარმეტყველების ან მომხდარის შეჩერებისათვის იმისათვის, რომ სხვა მიმართულებით დაიწყოს მოძრაობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რატომ ვუწოდებთ თავს ქარიზმატებს

მისმინეთ, მე ეკლესიის მწყემსი ვარ და ყოველკვირა თვალყურს ვადევნებ თაყვანისცემის პროცესს. დროის მიმართაც მგრძნობიარე ვარ და ვიცი რომ ხალხს ბავშვები ყავს და ბევრი საქმე აქვს. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით თაყვანისცემისთვის-ასეთია გეგმა. მჯერა წესრიგის. თუმცა მიუხედავად ამისა, როცა ღმერთი იწყებს მოქმედებას, მომენტალურად ვტოვებთ ამ გეგმას და ისე ვიქცევით როგორც ღმერთი გვკარნახობს. ჩვენ გვწყურია ღმერთთან შეხვედრა და არა რაღაც დაწერილი გეგმის შესრულება.

თუ ჩვენ გვინდა ვიხილოთ ღმერთის თანდასწრება უფრო მაღალ დონეზე, უნდა ავირჩიოთ რომ მოვიქცეთ ან საზოგადოების ნების შესაფერისად ან ღმერთის ნების შესაფერისად. საქმე მსახურების ხანგრძლივობაში კი არ არის, არამედ ღმერთის გამოვლინებაში. თუ ღმერთი გამოვლინდა, ხალხიც მოვა.

რა თქმა უნდა, ტაძრის მთაზე დასავლეთის კედელი განსხვავდება ვატიკანისა და მექასგან. ღმერთმა უთხრა სოლომონს აეშენებინა ტაძარი, რომელიც იქნებოდა განსაკუთრებული ადგილი სადაც ღმერთი ზეციდან მოუსმენდა ხალხის ლოცვას (2 მეფეთა 8). ტაძრის განწმენდის შემდეგ ღმერთის დიდებამ აავსო იგი. ის ებრაელთა თაყვანისცემის ცენტრი იყო საუკუნეების განმავლობაში. თუმცა როდესაც იეშუა მოკვდა ჯვარზე, ბიბლია ამბობს, რომ კრეტსაბმელი, რომლითაც გამოყოფილი იყო წმინდათაწმინდა, ზებუნებრივად გაიპო ზევიდან ქვევით, რაც გვიჩვენებს, რომ ახლა ყველას თამამად შეგვიძლია მამის ტახტთან მისვლა და მადლის მიღება ქრისტეს სისხლის მეშვეობით (ებრაელთა 4:16). ამავე დროს როგორც კედელი მთის ტაძარზე-იყო განსაკუთრებული ადგილი ბიბლიურ ისტორიაში, ახლა ღმერთის თანდასწრება არის მის ხალხში. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში (ეზეკიელი 36:27)

თარგმნა– სალომე ჯებისაშვილმა