დედა გადამეფარა

57939128922395640360no

ცახალის გასაწვევ პუნქტზე გასულ კვირას ახალგაწვეული შანი ვინტერი ჩამოვიდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანხლებით. ამ ძალზედ მნიშვნელოვან დღეს გოგონას დედა არ ახლდა თან. ანატ ვინტერ-როზენი 18 წლის წინ  თელავივში, კაფე „აპროპოში“ მომხდარი ტერაქტის დროს გარდაიცვალა; მაშინ, შანი ჯერ კიდევ 6 თვის იყო. არმიაში გაწვეულს ის პოლიციის სერჟანტი აცილებდა, რომელმაც იგი ტერაქტის ადგილიდან გამოიყვანა.

1997 წლის 21 მარტს, პურიმის დღესასწაულის მიწურულს, ანატს კაფე „აპროპოში“ დაქალთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. 13:40 საათზე პალესტინელი თვითმკვლელი-ტერორისტი კაფეში შევიდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. შემთხვევას 3 ქალი ემსხვერპლა  –  მათ შორის ანატი დ  ა  მისი დაქალი იაელი,  48 ადამიანმა კი მძიმე დაზიანება მიიღო. პატარა შანი, რომელიც იქვე ეტლში იწვა, გადარჩა. „დედა გადამეფარა; მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე გადავრჩენილიყავი, თუნდაც მისი სიცოცხლის ფასად“ – განაცხადა შანიმ გაზეთ „ידיעות אחרונות“ (ყოველდღიური ებრაული გამოცემა: „უკანასკნელი ამბები“. რედ. შენიშ.) ერთ-ერთ ინტერვიუში.

შანიმ მსუბუქი დაზიანება მიიღო: ნამსხვრევებისგან  მხოლოდ ხელები და ფეხები ჰქონდა დაკაწრული. ადამიანმა, რომელიც ახლომდებარე მაღაზიიდან გამოდიოდა, დაინახა პატარა დაჭრილი ბავშვი, აიყვანა ხელში და პოლიციელ ციონ ბუშრის გადასცა. ციონისა და ბავშვის ფოტო გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში „უკანასკნელი ამბები“, და ტრაგედიის ადგილზე გადაღებულ ფოტოთაგან ყველაზე შთამბეჭდავი გახდა.

579386301001250640360no“მე ვარ ბავშვი, რომელიც გადარჩა კაფე `აპროპოს~ ტერაქტში და მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს _ ამბობს შანი. _ რა თქმა უნდა, მშურს ჩემი მეგობრების, რომელთაც ყავთ დედები. მე არ ვიცი რა არის დედობრივი სიყვარული, მაგრამ, მეორე მხრივ,  მამშვიდებს ის, რომ დედაჩემმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მიხსნა“.

შანი ცახალის გასაწვევ პუნქტზე „თელ ა-შომერში“ 4 იანვარს დილით ჩამოვიდა. „იმ მძიმე წლების შემდეგ რაც ჩვენ გავიარეთ, მოვედით აქ, რათა შანის წარმატებები ვუსურვოთ“ – განაცხადა ზახავა როზენმა, ახალწვეულის ბებიამ. ამ წლების განმავლობაში შანის ოჯახი  პოლიციელ ციონ ბუშრისთან კავშირს ინარჩუნებდა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტრაგედიის შემდეგ, ციონის პოვნა. იგი ჩვენთვის ოჯახის წევრად იქცა“- ამბობს ზახავა როზენი.

5793862097198490715noდღეს, უფროსი სერჟანტი ციონ ბუშრი 46 წლისაა და თელავივის პოლიციაში მსახურობს, ჰყავს 2 შვილი და ცხოვრობს ქალაქ იავნეში.

ციონა ბუშრი და ზახავა როზენი მუდმივად ურეკავენ ერთმანეთს. ციონა ყოველ წელს სტუმრობს შანის და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ოჯახურ დღესასწაულში. გუშინ, იგი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად აცილებდა  შანის. „იმ საშინელი ტრაგედიის მოგონებები თითქმის ყოველდღე მიბრუნდება გონებაში. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა შანი ხელში მეჭირა და მის ნათესავებს ვეძებდი – იხსენებს ციონა ბუშრი. – და აი, გოგონა, რომელიც ჩვენ პატარა ჩვილი გვახსოვს,

გაიზარდა და ახლა მიდის, რათა ცახალში იმსახუროს. ვეხვევი მას და იმედი მაქვს, რომ მისი მსახურება, იქ, წარმატებით ჩაივლის“.

თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა